პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეიძლება შეცვალოს შოიგუ - რა არის ცნობილი ტულის გუბერნატორზე, რომელსაც დასავლური მედია ერთხანს პუტინის მემკვიდრედ ასახელებდა?
ვინ შეიძლება შეცვალოს შოიგუ - რა არის ცნობილი ტულის გუბერნატორზე, რომელსაც დასავლური მედია ერთხანს პუტინის მემკვიდრედ ასახელებდა?

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის მოს­კოვ­ზე გა­ლაშ­ქრე­ბა და ე.წ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სეთ­ში დიდ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს. უკვე შეძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზე­და­პირ­ზე ამო­ტივ­ტივ­და ბევ­რი ისე­თი ფაქ­ტი, რაც აქამ­დე ბევ­რის­თვის უც­ნო­ბი იყო. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი ის, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შერ­ყე­უ­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტი და­ცე­მუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პუ­ტინ­მა პრი­გო­ჟი­ნის მოქ­მე­დე­ბებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხი უწო­და და ყვე­ლა ძა­ლო­ვან უწყე­ბას მისი შე­ჩე­რე­ბა უბ­რძა­ნა, აღ­მოჩ­ნდა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ეს და­ვა­ლე­ბა სრუ­ლად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი დარ­ჩა.

მე­ტიც, "ვაგ­ნერს“ სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში პო­ლი­ცია ესალ­მე­ბო­და, მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლად ხვდე­ბო­და... აფ­რე­ნი­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი კი, რომ­ლებ­საც პრი­გო­ჟი­ნის კო­ლო­ნე­ბი უნდა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა, ერთი მე­ო­რეს მი­ყო­ლე­ბით გა­ნად­გურ­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში სულ მცი­რე 5 ვერ­ტმფრე­ნია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის ერთი მო­წი­ნა­ვე კა-52 და სატ­რან­სოპრტო ილ 22.

ამ ორი საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი ვერ გა­დარ­ჩნენ. რო­დე­საც პრი­გო­ჟინს ჰკი­თხეს, ილ 22-ს რა­ღას ერ­ჩო­დი­თო, მან გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ლო­ნა­ში სუ­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცი ჰყავ­და, რო­მე­ლიც რაც კი დაფ­რი­ნავ­და, ყვე­ლა­ფერს აგ­დებ­და. "ვაგ­ნე­რის“ მე­თა­უ­რი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხებს კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დას დაჰ­პირ­და.

მოკ­ლედ, პუ­ტინს არ და­ე­მორ­ჩი­ლა არც სა­სა­ზღვრო, არც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია. "ვაგ­ნერ­მა“ მი­ნი­მა­ლუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით თით­ქმის მოს­კო­ვის ოლ­ქამ­დე ჩა­აღ­წია. რო­დე­საც პუ­ტინ­მა და­ი­ნა­ხა, რომ პრი­გო­ჟი­ნის გამ­ჩე­რე­ბე­ლი მის გვერ­დით აღა­რა­ვინ იყო, რო­გორც ჩანს, და­თან­ხმდა, რომ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ. ამი­ტომ, პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მე­ლიც დი­ლით ამ­ბობ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხის ავ­ტო­რე­ბი სას­ტი­კად და­ის­ჯე­ბოდ­ნენ, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტს ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს სთხო­ვა, რომ პრი­გო­ჟინს და­ლა­პა­რა­კე­ბო­და. რა თქმა უნდა, ლუ­კა­შენ­კო ამ შემ­თხვე­ვა­ში პუ­ტი­ნის პირი იყო და ზუს­ტად იმას ეტყო­და, რაც პუ­ტინ­მა შე­უთ­ვა­ლა. ასეა თუ ისეა, პრი­გო­ჟი­ნი შე­ა­ჩე­რეს და "ვაგ­ნე­რი“ სა­ვე­ლე ბა­ნა­კებ­ში დაბ­რუნ­და.

ადა­მი­ანს, რომლმაც სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხი მო­ა­წყო, და­ხო­ცა რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რო­გორც ირ­კვე­ვა, ყვე­ლა სის­ხლის­სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნეს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რას შე­პირ­დნენ მას, თუმ­ცა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის და გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის შეც­ვლა­ზე აქ­ტი­უ­რად ალა­პა­რაკ­და რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. (რაც პრი­გო­ჟი­ნის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო).

"ტე­ლეგ­რამ­ში" იწე­რე­ბო­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტუ­ლის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ალექ­სეი დი­უ­მი­ნი. ეს ფაქ­ტი გუ­ბერ­ნა­ტო­რის პრეს­სამ­სა­ხურ­მა უარ­ყო. გუ­შინ კი უკვე იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ დი­უ­მი­ნი სერ­გეი შო­ი­გუს ჩა­ა­ნაც­ვლებს და თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი გახ­დე­ბა.

  • ვინ არის ალექ­სეი დი­უ­მი­ნი?

დი­უ­მი­ნის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც და­სავ­ლურ პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას პუ­ტი­ნი თა­ვის შემ­ცვლე­ლად ამ­ზა­დებ­და.

ის 1972 წლის 28 აგ­ვის­ტოს სამ­ხედ­რო ექი­მის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი მო­ზარ­დი ბავ­შვო­ბი­დან ჰო­კე­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მე­ცხრე კლას­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბაც კი ჰქონ­და, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ჰო­კე­ი­ში გა­და­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა ეს წი­ნა­და­დე­ბა უარ­ჰყო და მა­მის გზას გაჰ­ყვა.

1994 წელს ვო­რო­ნე­ჟის რა­დი­ო­ე­ლექტრო­ო­ბის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო სა­ინ­ჟინ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა.

ამ პე­რი­ო­დი­დან დი­უ­მი­ნი ფე­დე­რა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში იმ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბის კავ­შირ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

1999 წლი­დან კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პი­რად დაც­ვა­ში გა­და­ვი­და. რო­დე­საც პუ­ტი­ნი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ის მისი დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე იყო - თით­ქმის ყვე­ლა ვი­ზიტ­ზე დაჰ­ყვე­ბო­და რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რე­თაც.

პა­რა­ლე­ლუ­რად აგ­რძე­ლებ­და სწავ­ლა­საც:

2009 წელს უმაღ­ლე­სი მოს­წრე­ბით რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა.

2013 წელს გენშტა­ბის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის გა­დამ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რა და გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გახ­და. მისი საქ­მე რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იყო.

2015-2016 წლებ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გახ­და. თუმ­ცა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მა­ლე­ვე ტუ­ლის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნა. მისი სამ­ხედ­რო წო­დე­ბა გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კია. აქვს უა­რა­ვი ორ­დე­ნი.

დი­უ­მი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ლი­დე­რებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც კა­ბი­ნეტ­ში ჯდო­მის ნაც­ვლად ჯა­რის­კა­ცებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქტს ამ­ჯო­ბი­ნებს. გა­მო­ირ­ჩე­ვა მტკი­ცე ხა­სი­ა­თით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბი­თა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვით.

სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, შო­ი­გუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იც­ვლე­ბა და მის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ შემ­ცვლე­ლად სწო­რედ დი­უ­მინს მო­ი­აზ­რე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
15

აუფ,თქვენც ახლა რაკასოვსკი მოგყავთ რა,ერთი ლენჩი მეორეთი შეიცვლება და ეგაა რა.

flosti
11

სტალინს თუ წამოაყენებენ შეიძლება ეშველოს რუსსიას სხვა შემთხვევაში არაფერი ეშველება , რადგან შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება . რა ვიცი ცადონ მაინც .

ავტორი:

ვინ შეიძლება შეცვალოს შოიგუ - რა არის ცნობილი ტულის გუბერნატორზე, რომელსაც დასავლური მედია ერთხანს პუტინის მემკვიდრედ ასახელებდა?

ვინ შეიძლება შეცვალოს შოიგუ - რა არის ცნობილი ტულის გუბერნატორზე, რომელსაც დასავლური მედია ერთხანს პუტინის მემკვიდრედ ასახელებდა?

ევგენი პრიგოჟინის მოსკოვზე გალაშქრება და ე.წ. სამართლიანობის მარში, დიდი ალბათობით, რუსეთში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. უკვე შეძლება ითქვას, რომ ზედაპირზე ამოტივტივდა ბევრი ისეთი ფაქტი, რაც აქამდე ბევრისთვის უცნობი იყო. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება მნიშვნელოვნად შერყეული და ავტორიტეტი დაცემულია.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა პრიგოჟინის მოქმედებებს შეიარაღებული ამბოხი უწოდა და ყველა ძალოვან უწყებას მისი შეჩერება უბრძანა, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ეს დავალება სრულად უგულებელყოფილი დარჩა.

მეტიც, "ვაგნერს“ სხვადასხვა ქალაქებში პოლიცია ესალმებოდა, მოსახლეობა თბილად ხვდებოდა... აფრენილი ვერტმფრენები კი, რომლებსაც პრიგოჟინის კოლონები უნდა გაენადგურებინა, ერთი მეორეს მიყოლებით განადგურდა. მთლიანობაში სულ მცირე 5 ვერტმფრენია განადგურებული, მათ შორის ერთი მოწინავე კა-52 და სატრანსოპრტო ილ 22.

ამ ორი საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები ვერ გადარჩნენ. როდესაც პრიგოჟინს ჰკითხეს, ილ 22-ს რაღას ერჩოდითო, მან განაცხადა, რომ კოლონაში სულელი ჯარისკაცი ჰყავდა, რომელიც რაც კი დაფრინავდა, ყველაფერს აგდებდა. "ვაგნერის“ მეთაური გარდაცვლილების ოჯახებს კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა.

მოკლედ, პუტინს არ დაემორჩილა არც სასაზღვრო, არც რეგიონალური პოლიცია. "ვაგნერმა“ მინიმალური წინააღმდეგობით თითქმის მოსკოვის ოლქამდე ჩააღწია. როდესაც პუტინმა დაინახა, რომ პრიგოჟინის გამჩერებელი მის გვერდით აღარავინ იყო, როგორც ჩანს, დათანხმდა, რომ ნებისმიერ ფასად გაეჩერებინათ. ამიტომ, პრეზიდენტმა, რომელიც დილით ამბობდა, რომ შეიარაღებული ამბოხის ავტორები სასტიკად დაისჯებოდნენ, ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს სთხოვა, რომ პრიგოჟინს დალაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, ლუკაშენკო ამ შემთხვევაში პუტინის პირი იყო და ზუსტად იმას ეტყოდა, რაც პუტინმა შეუთვალა. ასეა თუ ისეა, პრიგოჟინი შეაჩერეს და "ვაგნერი“ საველე ბანაკებში დაბრუნდა.

ადამიანს, რომლმაც სამხედრო ამბოხი მოაწყო, დახოცა რუსი ჯარისკაცები, როგორც ირკვევა, ყველა სისხლისსამართლის ბრალდება მოუხსნეს. ჯერჯერობით უცნობია, რას შეპირდნენ მას, თუმცა თავდაცვის მინისტრის და გენშტაბის ხელმძღვანელის შეცვლაზე აქტიურად ალაპარაკდა რუსული საზოგადოება. (რაც პრიგოჟინის მთავარი მოთხოვნა იყო).

"ტელეგრამში" იწერებოდა, რომ მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა ტულის ოლქის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი. ეს ფაქტი გუბერნატორის პრესსამსახურმა უარყო. გუშინ კი უკვე იმასაც ამბობდნენ, რომ დიუმინი სერგეი შოიგუს ჩაანაცვლებს და თავდაცვის ახალი მინისტრი გახდება.

  • ვინ არის ალექსეი დიუმინი?

დიუმინის შესახებ ფართო საზოგადოებამ პირველად მაშინ გაიგო, როდესაც დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას პუტინი თავის შემცვლელად ამზადებდა.

ის 1972 წლის 28 აგვისტოს სამხედრო ექიმის ოჯახში დაიბადა. ფიზიკურად ძლიერი მოზარდი ბავშვობიდან ჰოკეით იყო გატაცებული. მეცხრე კლასში ოფიციალური შეთავაზებაც კი ჰქონდა, რომ პროფესიონალურ ჰოკეიში გადასულიყო, თუმცა ეს წინადადება უარჰყო და მამის გზას გაჰყვა.

1994 წელს ვორონეჟის რადიოელექტროობის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო სასწავლებელი დაამთავრა.

ამ პერიოდიდან დიუმინი ფედერალური დაცვის სამსახურში იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც სახელმწიფოს პირველი პირების კავშირზეა პასუხისმგებელი.

1999 წლიდან კი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის პირად დაცვაში გადავიდა. როდესაც პუტინი პრეზიდენტი გახდა, ის მისი დაცვის ხელმძღვანელის მოადგილე იყო - თითქმის ყველა ვიზიტზე დაჰყვებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც.

პარალელურად აგრძელებდა სწავლასაც:

2009 წელს უმაღლესი მოსწრებით რუსეთის სახელმწიფო სამსახურის აკადემია დაამთავრა.

2013 წელს გენშტაბის სამხედრო აკადემიის გადამზადება გაიარა და გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა. მისი საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ოპერაციების განხორციელება იყო.

2015-2016 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა. თუმცა ვლადიმირ პუტინმა მალევე ტულის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მისი სამხედრო წოდება გენერალ-პოლკოვნიკია. აქვს უარავი ორდენი.

დიუმინი თანამედროვე ტიპის ლიდერებს განეკუთვნება, რომელიც კაბინეტში ჯდომის ნაცვლად ჯარისკაცებთან უშუალო კონტაქტს ამჯობინებს. გამოირჩევა მტკიცე ხასიათით, ორგანიზებულობითა და დასახული მიზნების მიღწევით.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, შოიგუ უახლოეს მომავალში შეიცვლება და მის ყველაზე რეალურ შემცვლელად სწორედ დიუმინს მოიაზრებენ.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე