პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა საქართველოში პირველ მულტიპროფილურ კონგრესს უმასპინძლებს
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა საქართველოში პირველ მულტიპროფილურ კონგრესს უმასპინძლებს

24-25 ივ­ნისს ქ. თბი­ლის­ში „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში“, წლის ღო­ნის­ძი­ე­ბა, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი - „სა­მე­დი­ცი­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი“ გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი თე­მაა - „ექი­მე­ბი ექი­მე­ბის­თვის და მე­გობ­რე­ბი ექი­მე­ბის­თვის“.

პრო­ექ­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა „ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ექიმ­თა ლი­გი­სა“ და ქ. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ხელ­შე­წყო­ბით.

2014 წელს ექიმ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სო­რის, ევ­რო­პის ალერ­გო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რის - ბარ­ბა­რე ბე­ზა­რაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლი „ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ექიმ­თა ლიგა“ აწევ­რი­ა­ნებს ათა­სო­ბით მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ექიმს ყვე­ლა პრო­ფი­ლის გან­ხრით.

„ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ექიმ­თა ლიგა, უკვე მე­ცხრე წე­ლია, მუდ­მი­ვად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებს და ახორ­ცი­ე­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უფა­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­სინ­ჯვებს, მათ შო­რის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­სა და სა­სა­ზღვრე ზოლ­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბის მი­ზა­ნი იყო სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბის, პრე­ვენ­ცი­ი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის მე­თო­დე­ბი მიგ­ვე­ტა­ნა ნე­ბის­მი­ე­რი სოფ­ლის ექი­მამ­დე. რა თქმა უნდა, მარ­ტო ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, რომ არა ჩვე­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სი კო­ლე­გე­ბის: მა­რი­ამ ბე­ზა­რაშ­ვი­ლის, კახა ვა­ჭა­რა­ძის, თე­მურ მი­ქე­ლა­ძის, ხა­თუ­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძის, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის, ელე­ნე გი­ორ­გა­ძის და მთე­ლი მისი გუნ­დის უან­გა­რო დახ­მა­რე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა ბარ­ბა­რე ბე­ზა­რაშ­ვილ­მა.

ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ექიმ­თა ლი­გას, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან ერ­თად, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სა და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კონ­გრეს­ში, გარ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ მოწ­ვე­უ­ლი უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და ექი­მე­ბი, მათ შო­რის: მი­ხა­ელ (მა­იკლ) შეხ­ტე­რი, კობი შეფი, კურ­შატ სე­რი­ნი, სა­დიკ სერ­ვე­რი, სტე­ფა­ნო მარ­ტი­ნო­ტი, ოლ­ჟას ჟან­დო­სო­ვი, მარ­კუს ზუ­კ­ფუ­ლი, ჰარ­მუტ შნა­ი­დე­რი, ფე­რუ­ზა ხა­ი­და­რო­ვა.

კონ­გრე­სის მსვლე­ლო­ბი­სას წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი და მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ისა­უბ­რე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვებ­ზე, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და ფუნ­ქცი­უ­რი კვლე­ვე­ბის ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებ­სა და მიდ­გო­მებ­ზე, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კვლე­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს მე­თო­დებ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ასე­ვე, წა­რად­გე­ნენ მოხ­სე­ნე­ბებს ბავ­შვთა ასაკ­ში ეპი­ლეფ­სი­უ­რი სტა­ტუ­სის მარ­თვა­ზე, ძი­ლის დარ­ღვე­ვე­ბის კვლე­ვა­სა და თე­რა­პი­ა­ზე, ფსი­ქო­სექ­სუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, კოჰლე­ა­რულ იმპლან­ტებ­ზე, ჰი­პერ­ტენ­ზი­ა­სა და დი­ა­ბეტ­ზე.

25 ივ­ნისს, კონ­გრე­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში“ შედ­გე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, ღვაწლ­მო­სი­ლი მე­დი­კო­სე­ბის და­ჯილ­დო­ვე­ბა და სერ­თი­ფი­კა­ტე­ბის გა­და­ცე­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ექი­მებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლო­ე­ბას მი­ი­ღე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ესტრა­დი­სა და ფოლ­კო­რის ვარ­სკვლა­ვე­ბი.

ექიმ­თა ლიგა ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს ჩვე­ულ საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას ქა­ლაქ თბი­ლის­სა და ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში.

R

ავტორი:

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა საქართველოში პირველ მულტიპროფილურ კონგრესს უმასპინძლებს

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა საქართველოში პირველ მულტიპროფილურ კონგრესს უმასპინძლებს

24-25 ივნისს ქ. თბილისში „შერატონ მეტეხი პალასში“, წლის ღონისძიება, მულტიპროფილური საერთაშორისო კონგრესი - „სამედიცინო სიახლეები“ გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემაა - „ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“.

პროექტი ყოველწლიურად ტარდება „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგისა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით.

2014 წელს ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, პროფესორის, ევროპის ალერგოლოგთა ასოციაციის წევრის - ბარბარე ბეზარაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შექმნილი „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა“ აწევრიანებს ათასობით მაღალკვალიფიციურ ექიმს ყველა პროფილის განხრით.

„ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, უკვე მეცხრე წელია, მუდმივად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო საქველმოქმედო გასინჯვებს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებსა და სასაზღვრე ზოლში. ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი იყო სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეები, მკურნალობის, პრევენციისა და დიაგნოსტირების მეთოდები მიგვეტანა ნებისმიერი სოფლის ექიმამდე. რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს გავაკეთებდი, რომ არა ჩვენი უძვირფასესი კოლეგების: მარიამ ბეზარაშვილის, კახა ვაჭარაძის, თემურ მიქელაძის, ხათუნა ღურჭუმალიძის, ირაკლი ხმალაძის, ელენე გიორგაძის და მთელი მისი გუნდის უანგარო დახმარება“ - აღნიშნა პროფესორმა ბარბარე ბეზარაშვილმა.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

კონგრესში, გარდა ჩვენი ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისა, მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული უცხოელი მეცნიერები და ექიმები, მათ შორის: მიხაელ (მაიკლ) შეხტერი, კობი შეფი, კურშატ სერინი, სადიკ სერვერი, სტეფანო მარტინოტი, ოლჟას ჟანდოსოვი, მარკუს ზუკფული, ჰარმუტ შნაიდერი, ფერუზა ხაიდაროვა.

კონგრესის მსვლელობისას წამყვანი ქართველი ექიმები და მოწვეული სპეციალისტები ისაუბრებენ თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე, დიაგნოსტიკისა და ფუნქციური კვლევების ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებზე, ონკოლოგიური დაავადებების კვლევისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე. ღონისძიებაზე, ასევე, წარადგენენ მოხსენებებს ბავშვთა ასაკში ეპილეფსიური სტატუსის მართვაზე, ძილის დარღვევების კვლევასა და თერაპიაზე, ფსიქოსექსუალურ პრობლემებზე, კოჰლეარულ იმპლანტებზე, ჰიპერტენზიასა და დიაბეტზე.

25 ივნისს, კონგრესის დასრულებისთანავე, „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგება გამორჩეული, ღვაწლმოსილი მედიკოსების დაჯილდოვება და სერთიფიკატების გადაცემა. ღონისძიებაში ექიმებთან ერთად მონაწილოებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნის ესტრადისა და ფოლკორის ვარსკვლავები.

ექიმთა ლიგა ღონისძიებიდან შემოსული თანხით აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს ჩვეულ საქველმოქმედო საქმიანობას ქალაქ თბილისსა და ქვეყნის ყველა რეგიონში.

R