საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პარტნიორთა რიცხვი იზრდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პარტნიორთა რიცხვი იზრდება

KIU-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ქარ­თუს“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ ჩხე­ტი­ა­ნი და ამა­ვე ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რი ვახ­ტანგ ცა­გა­რე­ლი ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში დე­ლე­გა­ცია შეხ­ვდა მსოფ­ლიო რან­გის იტა­ლი­ელ მეც­ნი­ერს, GSI Helmholtz Center for Heavy Ion research-ის ბი­ო­ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­სა და PTCOG-ის პრე­ზი­დენტს - მარ­კო დუ­რან­ტეს. შეხ­ვედ­რი­სას მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრის გან­ვი­თა­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე ეტა­პი და და­სა­ხეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­მეც­ნი­ე­რო საგ­რან­ტო პროგ­რა­მებ­ში ერ­თობ­ლი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გეგ­მა. KIU-ს ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გახ­დე­ბა PTCOG-ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და მი­ი­ღებს ხმის უფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის საბ­ჭო­ში.

ეს­პა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი­სას ქარ­თუ­ლი მხა­რე ასე­ვე შეხ­ვდა ჰარ­ვარ­დის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის პრო­ფე­სორ ტო­მას ბორ­ტფელდს, წამ­ყვა­ნი ეს­პა­ნუ­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის, Quironsalud-ის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რე­ტორს - რე­ი­მონდ მი­რალ­ბელ­სა და იტა­ლი­ა­ში მოქ­მე­დი წამ­ყვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო-კვე­ვი­თი ცენ­ტრის, CNAO-ს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს - სან­დრო როს­სის. შე­დე­გად, სა­მი­ვე მეც­ნი­ერ­მა გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ყვა­ნი ცენ­ტრე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრის მეც­ნი­ერ­თა სტა­ჟი­რე­ბა­სა და გა­დამ­ზა­დე­ბას.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრში ციკ­ლოტ­რო­ნის ტი­პის ორი ზე­გამ­ტა­რუ­ლი ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი გან­თავ­სდე­ბა. სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ციკ­ლოტ­რონ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი ბირ­თვულ ექ­სპე­რი­მენ­ტულ ფი­ზი­კა­ში, რა­დი­ა­ცი­ულ ბი­ო­ფი­ზი­კა­სა და ქი­მი­ა­ში. სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ციკ­ლოტ­რო­ნის ბა­ზა­ზე და­არ­სდე­ბა პრო­ტო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის კლი­ნი­კა.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­როს მეგა-პრო­ექ­ტე­ბია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის იდე­ი­სა და კონ­ცეფ­ცი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია. სწო­რედ მისი და მისი ოჯა­ხის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდა მსოფ­ლიო მას­შტა­ბის აკა­დე­მი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი სივ­რცე.

NS

ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პარტნიორთა რიცხვი იზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პარტნიორთა რიცხვი იზრდება

KIU-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩხენკელი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და ამავე ფონდის პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესპანეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა მსოფლიო რანგის იტალიელ მეცნიერს, GSI Helmholtz Center for Heavy Ion research-ის ბიოფიზიკის დეპარტამენტის დირექტორსა და PTCOG-ის პრეზიდენტს - მარკო დურანტეს. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების მიმდინარე ეტაპი და დასახეს ევროკავშირის სამეცნიერო საგრანტო პროგრამებში ერთობლივი მონაწილეობის გეგმა. KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრი უახლოეს პერიოდში გახდება PTCOG-ის სრულფასოვანი წევრი და მიიღებს ხმის უფლებას აღნიშნული ასოციაციის გამგეობის საბჭოში.

ესპანეთში ვიზიტისას ქართული მხარე ასევე შეხვდა ჰარვარდის მედიცინის სკოლის პროფესორ ტომას ბორტფელდს, წამყვანი ესპანური ონკოლოგიური კლინიკის, Quironsalud-ის სამედიცინო დირეტორს - რეიმონდ მირალბელსა და იტალიაში მოქმედი წამყვანი სამეცნიერო-კვევითი ცენტრის, CNAO-ს გენერალურ დირექტორს - სანდრო როსსის. შედეგად, სამივე მეცნიერმა გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნული წამყვანი ცენტრები უზრუნველყოფენ ადრონული თერაპიის ცენტრის მეცნიერთა სტაჟირებასა და გადამზადებას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ზეგამტარული ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მეგა-პროექტებია. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

NS