პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპაშიც ხდება ასეთები, აგერ ევროკავშირის დროშას ფეხებით შედგნენ საფრანგეთში... არ შეიძლება ამ თემაზე ისტერიკული ატმოსფეროს შექმნა" - ვოლსკი ვაკის პარკის ინციდენტზე
"ევროპაშიც ხდება ასეთები, აგერ ევროკავშირის დროშას ფეხებით შედგნენ საფრანგეთში... არ შეიძლება ამ თემაზე ისტერიკული ატმოსფეროს შექმნა" - ვოლსკი ვაკის პარკის ინციდენტზე

სამ­წუ­ხა­როა, ხან­და­ხან ევ­რო­პა­შიც ხდე­ბა, აგერ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჩა­მო­ხი­ეს საფ­რან­გეთ­ში და ფე­ხე­ბით შედგნენ ზე­მო­დან - არ შე­იძ­ლე­ბა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვი სკან­და­ლუ­რი, ის­ტე­რი­კუ­ლი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ვა­კის პარკში უკ­რა­ი­ნის დრო­შის ჩა­მო­ხე­ვის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, მსგავ­სი ფაქ­ტი და­საგ­მო­ბია, თუმ­ცა, არას­წო­რია ამა­ზე მუდ­მი­ვი სა­უ­ბა­რი და წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნა, რომ ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი­სებს.

"უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბით არის გა­და­ფე­ნი­ლი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და სწო­რიც არის, ეს არის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა. ცალ­კე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ამ დრო­შის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იდე­უ­რი თვალ­საზ­რი­სით თუ ვინ­მეს აქვს, არას­წო­რია, და­საგ­მო­ბია, ჩემი მხრი­დან არის და­საგ­მო­ბი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ თე­მა­ზე ვი­ღა­ცამ მუდ­მი­ვად ილა­პა­რა­კოს და გა­რე­მო შექ­მნას, რომ თით­ქოს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი და ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი­სებს. ეს არის ტყუ­ი­ლი, არას­წო­რია და მუდ­მი­ვად ამის მცდე­ლო­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კი არ არის, ეს არის უზ­ნეო მცდე­ლო­ბა, რომ და­მა­ტე­ბით და­ძა­ბუ­ლო­ბის რა­ღაც ელე­მენ­ტი შე­მო­ი­ტა­ნონ", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ვოლ­სკი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ვით არა­ხა­მი­ას კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კის მი­მართ და არა­ხა­მი­ას "მავ­ნე­ბე­ლი" უწო­და.

"და­ვით არა­ხა­მი­ას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს მა­შინ, როცა არ იქ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ა­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ში­ნა­არსგა­მოც­ლი­ლია, უფრო სწო­რად კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი და მავ­ნებ­ლო­ბა აქვს ჩა­დე­ბუ­ლი, თა­ვის გეგ­მა­ში, ნე­ბის­მი­ერ გან­ცხა­დე­ბა­ში და წი­ნა­და­დე­ბა­ში, მაგ­რამ და­აკ­ვირ­დით ერთ ას­პექტს, მან და­ა­ნე­ბა თავი ომში ჩარ­თვის თე­მა­ზე ლა­პა­რაკს, რად­გან მიხ­ვდა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს არა­თუ არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია, არა­მედ უსამ­შობ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი ემო­ცია და­ერ­ქვა ამას ყვე­ლა­ფერს, ეს შე­ფა­სე­ბაც არა­ხა­მი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის. თვი­თონ არა­ხა­მია ლა­პა­რა­კობს და გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა იმა­ზე, თუ რა გან­წყო­ბე­ბია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა­მედ რო­გო­რი უნდა იყოს გან­წყო­ბე­ბი, რომ არა­ხა­მი­ას ხედ­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ზე შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. სჯობს გა­და­ხე­დოს, რას ფიქ­რობს მას­ზე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მის­ნა­ირ მავ­ნე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ ზრუ­ნა­ვენ ქარ­თულ - უკ­რა­ი­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რის წი­ნა­პი­რო­ბაც შე­იძ­ლე­ბა დღეს არ არის, მაგ­რამ ერთი უნდა ვი­ცო­დეთ, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დგას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა, ეს უნდა იცო­დეს მან. მისი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს, ეს არის აზრგა­მოც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ ვიცი, რაზე ფიქ­რობს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მავ­ნე­ბე­ლია. ბევ­რი რამ ზუს­ტად იცის, მაგ­რამ ისე ლა­პა­რა­კობს, რო­გორც მას მო­ე­ხერ­ხე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gege
8

რა გასაცოდავებულია ოცნება. 

ურო
7

ნებისმიერი უცხო ქვეყნის დროშის ადგილი საჯარო სივრცეში არაა! 

ავტორი:

"ევროპაშიც ხდება ასეთები, აგერ ევროკავშირის დროშას ფეხებით შედგნენ საფრანგეთში... არ შეიძლება ამ თემაზე ისტერიკული ატმოსფეროს შექმნა" - ვოლსკი ვაკის პარკის ინციდენტზე

"ევროპაშიც ხდება ასეთები, აგერ ევროკავშირის დროშას ფეხებით შედგნენ საფრანგეთში... არ შეიძლება ამ თემაზე ისტერიკული ატმოსფეროს შექმნა" - ვოლსკი ვაკის პარკის ინციდენტზე

სამწუხაროა, ხანდახან ევროპაშიც ხდება, აგერ ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს საფრანგეთში და ფეხებით შედგნენ ზემოდან - არ შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი სკანდალური, ისტერიკული ატმოსფეროს შექმნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტი დასაგმობია, თუმცა, არასწორია ამაზე მუდმივი საუბარი და წარმოდგენის შექმნა, რომ ამას ხელისუფლება ახალისებს.

"უკრაინის დროშებით არის გადაფენილი მთელი საქართველო და სწორიც არის, ეს არის სოლიდარობის გამოხატვა. ცალკეული გამოვლინება ამ დროშის საწინააღმდეგო იდეური თვალსაზრისით თუ ვინმეს აქვს, არასწორია, დასაგმობია, ჩემი მხრიდან არის დასაგმობი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე ვიღაცამ მუდმივად ილაპარაკოს და გარემო შექმნას, რომ თითქოს უკრაინის წინააღმდეგ არის საზოგადოების ნაწილი და ამას ხელისუფლება ახალისებს. ეს არის ტყუილი, არასწორია და მუდმივად ამის მცდელობა ანტისახელმწიფოებრივი კი არ არის, ეს არის უზნეო მცდელობა, რომ დამატებით დაძაბულობის რაღაც ელემენტი შემოიტანონ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა დავით არახამიას კრიტიკულ განცხადებებს "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ და არახამიას "მავნებელი" უწოდა.

"დავით არახამიას შეუძლია ნებისმიერი განცხადება გააკეთოს მაშინ, როცა არ იქნება ოფიციალურ პოზიციაზე, აბსოლუტურად შინაარსგამოცლილია, უფრო სწორად კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული და მავნებლობა აქვს ჩადებული, თავის გეგმაში, ნებისმიერ განცხადებაში და წინადადებაში, მაგრამ დააკვირდით ერთ ასპექტს, მან დაანება თავი ომში ჩართვის თემაზე ლაპარაკს, რადგან მიხვდა, რომ საზოგადოებაში ეს არათუ არაპოპულარულია, არამედ უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა ამას ყველაფერს, ეს შეფასებაც არახამიასთან შესაბამისობაში მოდის. თვითონ არახამია ლაპარაკობს და განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, არა იმაზე, თუ რა განწყობებია ქართულ საზოგადოებაში, არამედ როგორი უნდა იყოს განწყობები, რომ არახამიას ხედვას საერთაშორისო პოლიტიკაზე შეესაბამებოდეს. სჯობს გადახედოს, რას ფიქრობს მასზე ქართული საზოგადოება და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც არ ზრუნავენ ქართულ - უკრაინული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რის წინაპირობაც შეიძლება დღეს არ არის, მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ, უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ეს უნდა იცოდეს მან. მისი ქართული წარმომავლობა არაფერს ნიშნავს, ეს არის აზრგამოცლილი ადამიანი, რომელიც არ ვიცი, რაზე ფიქრობს, მაგრამ ფაქტია, რომ მავნებელია. ბევრი რამ ზუსტად იცის, მაგრამ ისე ლაპარაკობს, როგორც მას მოეხერხება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

წაიკითხეთ ასევე: