პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ბავშვთა ენდოკრინოლოგი აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე - "არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში მითითებული არ არის"
რას ამბობს ბავშვთა ენდოკრინოლოგი აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე - "არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში მითითებული არ არის"

არც ერთი ქვეყ­ნის პრო­ტო­კოლ­ში, ამ ეტა­პამ­დე გა­მოშ­ვე­ბულ­ში, პრე­პა­რა­ტი „ვო­სო­რი­ტი­დი“, რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი, მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, - ამის შე­სა­ხებ ბავ­შვთა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა, ნინო ხე­ლა­ძემ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც აქონ­დროპ­ლა­ზი­ის გა­იდ­ლა­ი­ნის მომ­ზა­დე­ბის სტა­ტუ­სი, მე­დი­კა­მენტ „ვო­სო­რი­ტი­დის“ და­ნერგვის ეტა­პე­ბი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მო­ი­ხი­ლეს.

ბავ­შვთა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­სა და პრო­ტო­კოლ­ზე ისა­უბ­რა.

"გა­იდ­ლა­ინ­ზე დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ და ვთვლით, რომ პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე იქ­ნე­ბა დრაფ­ტი, რო­მე­ლიც შემ­დგომ გა­ნი­ხი­ლე­ბა და დამ­ტკიც­დე­ბა. ამ გა­იდ­ლა­ინ­ზე მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი, ბევ­რი ექი­მი.

წა­მა­ლი უმე­ტეს­ზე არ მოქ­მე­დებს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა ბავ­შვი შე­ფას­დეს და თუ მათ აქვს სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბათ ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ან ყელ-ყუ­რის მხრივ ჩა­რე­ვა, ან რა­ი­მე ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ეს რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად უნდა იყოს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და რაც შე­იძ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად.

არც ერთი ქვეყ­ნის პრო­ტო­კოლ­ში, ამ ეტა­პამ­დე გა­მოშ­ვე­ბულ­ში, ეს პრე­პა­რა­ტი, რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.

რა თქმა უნდა რის­კე­ბი არის, თუმ­ცა ამ რის­კებს ჩვენ ყვე­ლას გა­ვე­ცა­ნით. ეს რის­კე­ბი მარ­თვა­დია და ჩვენ, ექი­მე­ბი მზად ვართ, რომ თუ პრე­პა­რატს შე­ი­ძე­ნენ ვმარ­თოთ პა­ცი­ენ­ტე­ბი ისე, რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და რო­გორც მარ­თა­ვენ იმ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­შიც ამ პრე­პა­რა­ტებს იყე­ნე­ბენ. მზად ვარ გა­ვუ­წიო რე­კო­მენ­და­ცია და პა­ცი­ენ­ტებს და­ვეხ­მა­რო მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ხე­ლა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ტოტო
1

მაგას რა მნიშვნელობა აქვს. რაც მთავარია, ქუჩაში არეულობის საბაბად გამოდგეს. 

ავტორი:

რას ამბობს ბავშვთა ენდოკრინოლოგი აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე - "არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში მითითებული არ არის"

რას ამბობს ბავშვთა ენდოკრინოლოგი აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე - "არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში მითითებული არ არის"

არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, პრეპარატი „ვოსორიტიდი“, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის, - ამის შესახებ ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნინო ხელაძემ იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსი, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპები და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილება მიმოიხილეს.

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა სამუშაო შეხვედრასა და პროტოკოლზე ისაუბრა.

"გაიდლაინზე დაჩქარებულ რეჟიმში ვმუშაობთ და ვთვლით, რომ პირველ ივნისამდე იქნება დრაფტი, რომელიც შემდგომ განიხილება და დამტკიცდება. ამ გაიდლაინზე მუშაობს სხვადასხვა სპეციალისტი, ბევრი ექიმი.

წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვს სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, ეს რაც შეიძლება დროულად უნდა იყოს შეთავაზებული და რაც შეიძლება კვალიფიციურად.

არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი მითითებული არ არის.

რა თქმა უნდა რისკები არის, თუმცა ამ რისკებს ჩვენ ყველას გავეცანით. ეს რისკები მართვადია და ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ თუ პრეპარატს შეიძენენ ვმართოთ პაციენტები ისე, როგორც აუცილებელია და როგორც მართავენ იმ ქვეყნებში, რომელშიც ამ პრეპარატებს იყენებენ. მზად ვარ გავუწიო რეკომენდაცია და პაციენტებს დავეხმარო მკურნალობის დაწყებაში“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.

აღნიშნულ კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნახეთ ასევე: