საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში "მეცი" გასვლაზე "სენტ-ეტიენს" პირველ ტაიმში 2:0 ამარცხებს. სტუმრები მე-10 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა, მე-12 წუთზე მეორე გოლი კოფი კუაომ გაიტანა, 26-ე წუთზე კი ქართველმა პენალტი ზუსტად შეასრულა.
ამის შემდეგ ტრიბუნებზე არეულობას ჰქონდა ადგილი და მატჩი შეწყდა.
მიქაუტაძე 19 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში, ლიონში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად ქართველი შემტევი ლიგა 2-ში გამოდის და ფრანგული კლუბის, "მეცის" ღირსებას იცავს.
ნახეთ ვიდეო:
ერთი გოლი გავიდა მე-10 წუთზე, მეორე გავიდა მე-12-ზე, მესამე 26-ზე. ამოცანა გვეკითხება - როგორ არის ანგარიში 2:0?
Გენაცვალე გიორგი!