პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კენიაში საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხს იკვლევენ - "არ გამორიცხავენ, საქართველოში ჩასვლას, რათა გაარკვიონ, რატომ აქვს ინვესტორს ხეების წაღების სურვილი"
კენიაში საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხს იკვლევენ - "არ გამორიცხავენ, საქართველოში ჩასვლას, რათა გაარკვიონ, რატომ აქვს ინვესტორს ხეების წაღების სურვილი"

კე­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ო­ბა­ბის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ "სა­კა­მა­თო გა­რი­გე­ბით“. ამის შე­სა­ხებ კე­ნი­უ­რი გა­ზეთ Nation-ი წერს და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კა­ნონ­მდებ­ლე­ბი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, "გამჭვირ­ვა­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ისი­ნი ეჭ­ვო­ბენ, რომ ხე­ე­ბის გა­ყიდ­ვა კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მით ხდე­ბა.

კე­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა (პარ­ლა­მენ­ტის ქვე­და პა­ლა­ტა) ქი­ლი­ფის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ეს ის სოფ­ლე­ბია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ბა­ო­ბა­ბებს ყიდ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერთი ბა­ო­ბა­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღეს 100 000-დან 300 000-მდე კე­ნი­უ­რი ში­ლინ­გი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, $2 470-დან $8 000-მდე დო­ლა­რია.

"ხე­ე­ბი იმი­ტომ გავ­ყი­დეთ, რომ დიდ ფარ­თობს იკა­ვებს და გვერ­დით სხვა მცე­ნა­რე­ე­ბი არ იზ­რდე­ბა“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც იკ­ვლე­ვენ გა­რი­გე­ბის დე­ტა­ლებს, თვლი­ან, რომ ხე­ე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მათ აინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ აკ­რძა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­ო­ბა­ბე­ბის ექ­სპორ­ტი და შემ­დეგ ისევ და­უშ­ვა.

The Standard-ის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წი­ოთ ჩას­ვლა, რათა გა­არ­კვი­ონ, "რა­ტომ აქვს ინ­ვეს­ტორს ხე­ე­ბის ექ­სპორ­ტის სურ­ვი­ლი.“

დე­პუ­ტატ­მა ჩარლზ კა­მუ­რენ­მა თქვა, რომ "სა­ჭი­როა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ხე­ე­ბის და­სა­ცა­ვად - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ო­ბა­ბი არ არის შე­ტა­ნი­ლი გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ სა­ხე­ო­ბებ­ში." (წყა­რო)

ცნო­ბის­თვის, 2018 წელს ბრი­ტა­ნულ­მა გა­ზეთ­მა, Evening Standard-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში ოთხი ბა­ო­ბა­ბი იყი­და. კე­ნი­ის პორ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 250 ტო­ნა­ზე მეტი წო­ნის ხე­ე­ბის გა­და­სა­ტა­ნად მი­ლი­არ­დერს 850 000 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წია.

წარ­სულ­ში პარ­კის­თვის გი­გან­ტურ ხე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ეძებ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი კად­რი უნა­ხავს გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბის ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ტა­ნის.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

პატარები უდა წამოეღო და გაიხარებდა გამხმარებიდან შეიძლება კარგი საწნახელი გამოვიდეს ............

დათო
0

კენიური სანქციები არ აგვცდება როგორც ვატყობ. დავრჩებით უბაობაბოდ )))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

კენიაში საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხს იკვლევენ - "არ გამორიცხავენ, საქართველოში ჩასვლას, რათა გაარკვიონ, რატომ აქვს ინვესტორს ხეების წაღების სურვილი"

კენიაში საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხს იკვლევენ - "არ გამორიცხავენ, საქართველოში ჩასვლას, რათა გაარკვიონ, რატომ აქვს ინვესტორს ხეების წაღების სურვილი"

კენიის პარლამენტი დაინტერესებულია საქართველოში ბაობაბის ექსპორტის შესახებ "საკამათო გარიგებით“. ამის შესახებ კენიური გაზეთ Nation-ი წერს და გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კანონმდებლები სამთავრობო უწყებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "გამჭვირვალობის ნაკლებობაში" ადანაშაულებენ. ისინი ეჭვობენ, რომ ხეების გაყიდვა კორუფციული სქემით ხდება.

კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა (პარლამენტის ქვედა პალატა) ქილიფის რაიონის სოფლები მოინახულეს. ეს ის სოფლებია, სადაც მოსახლეობა ბაობაბებს ყიდდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი ბაობაბის სანაცვლოდ მიიღეს 100 000-დან 300 000-მდე კენიური შილინგი, რაც დაახლოებით, $2 470-დან $8 000-მდე დოლარია.

"ხეები იმიტომ გავყიდეთ, რომ დიდ ფართობს იკავებს და გვერდით სხვა მცენარეები არ იზრდება“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თუმცა პოლიტიკოსები, რომლებიც იკვლევენ გარიგების დეტალებს, თვლიან, რომ ხეების ეკონომიკური და სოციალური ღირებულება არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, მათ აინტერესებთ, რატომ აკრძალა ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ ბაობაბების ექსპორტი და შემდეგ ისევ დაუშვა.

The Standard-ის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში მოუწიოთ ჩასვლა, რათა გაარკვიონ, "რატომ აქვს ინვესტორს ხეების ექსპორტის სურვილი.“

დეპუტატმა ჩარლზ კამურენმა თქვა, რომ "საჭიროა კანონმდებლობა ხეების დასაცავად - მიუხედავად იმისა, რომ ბაობაბი არ არის შეტანილი გადაშენების პირას მყოფ სახეობებში." (წყარო)

ცნობისთვის, 2018 წელს ბრიტანულმა გაზეთმა, Evening Standard-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოსავლეთ აფრიკაში ოთხი ბაობაბი იყიდა. კენიის პორტიდან საქართველოში 250 ტონაზე მეტი წონის ხეების გადასატანად მილიარდერს 850 000 დოლარის გადახდა მოუწია.

წარსულში პარკისთვის გიგანტურ ხეებს საქართველოშიც ეძებდნენ და საზოგადოებას არაერთი სიურეალისტური კადრი უნახავს გიგანტური ხეების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის.

ნახეთ ასევე: