პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში - ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს” - აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე მოსამართლეების სანქცირებაზე
“ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში - ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს” - აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე  მოსამართლეების სანქცირებაზე

სან­დო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, მათ შო­რის ღია წყა­რო­ე­ბი­დან, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ა­ში. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რის მო­ად­გი­ლემ ვე­დანტ პა­ტელ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“პირ­ველ რიგ­ში, და­სა­წყი­სი­დან­ვე ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად გვერ­დში ედგა ქარ­თველ ხალ­ხს და მათ სურ­ვილს, იყ­ვნენ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი გავ­ხდით, ერ­თად ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ან ხედ­ვა­ზე, იყოს სრუ­ლი­ად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში…

კონ­კრე­ტუ­ლად იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, სან­დო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს რომ ეს პი­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მათ ამ­ჟა­მინ­დელ და ყო­ფილ სა­სა­მარ­თლო პო­ზი­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

ამ კო­რუფ­ცი­ამ ძირი გა­მო­უ­თხა­რა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და ძირი გა­მო­უ­თხა­რა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან და­ა­ზი­ა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სად­მი ნდო­ბა.

რო­გორც აქამ­დე ვთქვით, ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან არის მო­პო­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ღია წყა­რო­ე­ბი­დან და ძა­ლი­ან სან­დო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, რათა და­ვი­ჯე­როთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა იყო კო­რუფ­ცი­ა­ში”, - გა­ნა­ცხა­და პა­ტელ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ებს უწე­სებს. ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა 5 მარტს გა­ნა­ცხა­და.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

რა განცხადებაა 4 ადამიანს ხომ არ გადავაყოლებთ ქვეყანას? ქალბატონი ელჩი მართლმსაჯულებაა!? მტკიცებულებების გარეშე როგორ შეიძლება საკითხის გადაწყვეტა? ამერიკის საელჩოში ვიზებს სოლიდური თანხის გადახდის შემთხვევაში გასცემენო, ვიღაც განაწყენებული ადამიანის განცხადებას დავუჯეროთ? ასეა ეს საკითხიც. მე არავის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ უსამართლობის განცდა მეუფლება. 

1234
1

ეგ ინფორმაცია იმ კაბინეტიდან ხო არაა ჩვენს სასამართლოში რო გაქვთ მოწყობილი...???

ავტორი:

“ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში - ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს” - აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე მოსამართლეების სანქცირებაზე

“ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში - ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს” - აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე  მოსამართლეების სანქცირებაზე

სანდო ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის ღია წყაროებიდან, რომ ეს მოსამართლეები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

“პირველ რიგში, დასაწყისიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულიად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში…

კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, სანდო ინფორმაცია გვაქვს რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება.

ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მან დააზიანა საზოგადოების საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი ნდობა.

როგორც აქამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადა პატელმა.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 მარტს განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.