საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა და მეორე კვირაა ღამეებს ტრაილერში ატარებენ - "მიზეზი მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასია"
გერმანიაში 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა და მეორე კვირაა ღამეებს ტრაილერში ატარებენ - "მიზეზი მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასია"

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში 200-მდე გა­ფი­ცუ­ლი ქარ­თვე­ლი მძღო­ლი მე­ო­რე კვი­რაა ღა­მე­ებს ტრა­ი­ლერ­ში ატა­რებს. მათ დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მი­მარ­თეს.

პროფ­კავ­ში­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე თვეა უხელ­ფა­სოდ არი­ან, დამ­საქ­მე­ბე­ლი კი მათ­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­დის.

"მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, სტრე­სი, აუ­ღე­ბე­ლი ხელ­ფა­სი სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო­დან შორს - გერ­მა­ნი­ა­ში გა­ფი­ცულ­მა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში, პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მოგ­ვმარ­თეს.

200-მდე და­საქ­მე­ბუ­ლი ღა­მე­ებს მე­ო­რე კვი­რაა ტრა­ი­ლერ­ში ატა­რებს. გა­ფი­ცუ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის საკ­ვე­ბის ფუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბა უწევთ, რად­გან რამ­დე­ნი­მე თვეა უხელ­ფა­სოდ არი­ან, დამ­საქ­მე­ბე­ლი კი მათ­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­დის. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ანა­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან იტა­ლი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ტრა­ი­ლე­რე­ბით გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვიდ­ნენ და გა­ფიც­ვას შე­უ­ერ­თდნენ.

პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თეთ პო­ლო­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის პროფ­კავ­ში­რებს. მე­დია საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნეთ და ჩავ­რთეთ, ტრან­სპორ­ტის მუ­შაკ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (ITF) საგ­ზაო ტრან­სპორ­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფონ­დი.

მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ფა­სებ­ლად მი­ვიდ­ნენ, სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ შე­სა­ბა­მი­სი მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბი გა­ა­კე­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლია. ასე­ვე, გა­ფი­ცუ­ლი მძღო­ლე­ბის­თვის ტრან­სპორ­ტის მუ­შაკ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (ITF) წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი მი­ი­ტა­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მად­ლო­ბას ვუხ­დით პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სო­ლი­და­რო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის!“- აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
4

ნეტა რატო გარბის ეს ხალხი, ჩემი ნათესავმა პატარა ბიჭმა ნულიდან დაიწყო ჯერ სხვის ტრაილერზე მუშაობდა, იმდენი გააკეთა იყიდა საკუთარი ტრაილერი, მერე მეორე და იმას აქირავებს, მაგათ იქ არც დაესიზმრება იმდენ ფულს აკეთებს. ამას რათ უნდა გერმანია მოინდომეთ აქ და ყველაფერი იქნება

თოლია
13

მარტო ქართველ მძღოლებს აჩმორებენ ნემცები? ალბათ გაიგეს რომ სტალინი ქართველი იყო და აბაროტს უღებენ.

ავტორი:

გერმანიაში 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა და მეორე კვირაა ღამეებს ტრაილერში ატარებენ - "მიზეზი მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასია"

გერმანიაში 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა და მეორე კვირაა ღამეებს ტრაილერში ატარებენ - "მიზეზი მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასია"

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, გერმანიაში 200-მდე გაფიცული ქართველი მძღოლი მეორე კვირაა ღამეებს ტრაილერში ატარებს. მათ დახმარებისთვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიმართეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, დასაქმებულები რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის.

"მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი საკუთარი სამშობლოდან შორს - გერმანიაში გაფიცულმა სატვირთო მანქანების მძღოლებმა დახმარებისთვის საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანებას მოგვმართეს.

200-მდე დასაქმებული ღამეებს მეორე კვირაა ტრაილერში ატარებს. გაფიცულები ჰყვებიან, რომ ერთმანეთისთვის საკვების ფულის გაზიარება უწევთ, რადგან რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის. როგორც აღმოჩნდა, ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან იტალიაში დასაქმებულებიც, რომლებიც საკუთარი ტრაილერებით გერმანიაში ჩავიდნენ და გაფიცვას შეუერთდნენ.

პროფკავშირების გაერთიანებამ, ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენეთ. დახმარებისთვის მივმართეთ პოლონეთისა და გერმანიის პროფკავშირებს. მედია საქმის კურსში ჩავაყენეთ და ჩავრთეთ, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის ფონდი.

მათი წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად მივიდნენ, სამართლებრივი უფლებების დასაცავად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შესაბამისი მინდობილობები გააკეთა და აქტივობები დაწყებულია. ასევე, გაფიცული მძღოლებისთვის ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები მიიტანეს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მადლობას ვუხდით პარტნიორ ორგანიზაციებს სოლიდარობისა და დახმარებისთვის!“- აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.