პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადის ფრანკლინის კლუბში, თქვენ ამ ბავშვებზე, ვისაც უნდათ განათლება, ამბობთ, რომ არიან ანარქისტები" - დეკანოიძე პრემიერს
"ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადის ფრანკლინის კლუბში, თქვენ ამ ბავშვებზე, ვისაც უნდათ განათლება, ამბობთ, რომ არიან ანარქისტები" - დეკანოიძე პრემიერს

რო­დე­საც სა­უბ­რობთ, რომ მოლ­დო­ვა­ში არის ომის საფრ­თხე, წა­გი­კი­თხავთ მაია სან­დუს სი­ტყვებს: „მე მინ­და და­ვარ­წმუ­ნო მოლ­დო­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვი­ცავს უკ­რა­ი­ნა და ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის, არ არ­სე­ბობს მოლ­დო­ვა­ში ომის საფრ­თხე“,- ეს არის ნამ­დვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი, თქვენ არ ხართ ნამ­დვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი,- ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით მი­სულ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს.

დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ატე­რო­რებს სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას და შიშს თე­სავს.

"მე მინ­და, ტყუ­ი­ლებ­ში გამ­ხი­ლოთ და პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც თქვენ თქვით, ეს ეხე­ბა მოლ­დო­ვას. თქვენ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც აქ იდე­ქით ტრი­ბუ­ნას­თან და არა მხო­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აში­ნებთ ომით და მე გე­ტყვით, რო­გორ იქ­ცე­ვა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც არის ნამ­დვი­ლი წი­ნამ­ძღო­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა. რო­დე­საც სა­უბ­რობთ, რომ მოლ­დო­ვა­ში არის ომის საფრ­თხე, მე წა­გი­კი­თხავთ მაია სან­დუს სი­ტყვებს: „მე მინ­და და­ვარ­წმუ­ნო მოლ­დო­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვი­ცავს უკ­რა­ი­ნა და სა­ნამ უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის, არ არ­სე­ბობს მოლ­დო­ვა­ში ომის საფრ­თხე“. ეს არის ნამ­დვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი, თქვენ არ ხართ ნამ­დვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი, იმი­ტომ, რომ თქვენ ხართ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას ატე­რო­რებს, შიშს თე­სავს და ისიც ვერ გა­გი­ბე­დი­ათ და ვერ გით­ქვამთ, რომ რუ­სე­თი და­სუს­ტდა“,- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მან ამას­თან მი­მარ­თა პრე­მი­ერს, მა­შინ რო­დე­საც ის ამა­ყობს ასო­ცი­რე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბით, მო­ი­ძი­ოს ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­ხედ­ვით.

"მე­ო­რე ტყუ­ი­ლი, რო­დე­საც აქ სა­უბ­რობთ და თით­ქოს ამა­ყობთ, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბაა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბაა და ა.შ. კარ­გად მო­ი­კი­თხეთ, რო­მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ხედ­ვით. ის ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ხსე­ნე­ბა­საც თქვენ ვერ ბე­დავთ სა­ერ­თოდ და ეს არის რუ­სე­თი. რო­დე­საც თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს აბ­რა­ლებთ ომის და­წყე­ბას, მა­შინ, რო­დე­საც ჰა­ა­გამ და­ამ­ტკი­ცა ეს, ზუს­ტად ეს არის ის, რა­საც რე­ა­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა ჰქვია. თქვენ არ გა­და­რებთ მაია სან­დუს ნამ­დვი­ლად, ძა­ლი­ან შორს ხართ მა­ი­ას­გან, ძა­ლი­ან შორს ხართ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­გან, ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ კი არა ძა­ლი­ან შორს ხართ და იცით რას შე­გა­და­რეს თქვენ?! რო­დე­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­ი­პა­რა, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი რომ მი­ი­ღეს, რუს­თა­ველ­ზე ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი რას სკან­დი­რებ­და და რას გა­და­რებ­და თუ გახ­სოვთ?! მაია სან­დუს კი არ გა­და­რებ­დათ, სკან­დი­რებ­დნენ: რუ­სე­ბი! აი, ამას გა­და­რებ­დნენ თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თქვენ, რო­დე­საც ანარ­ქის­ტებს უწო­დებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ახალ­გაზ­რდებს - ფრანკლი­ნის კლუ­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჩემი 15 წლის ძმის­შვი­ლი გოგო და­დის ფრანკლი­ნის კლუბ­ში, თქვენ ამ ბავ­შვებ­ზე, ვი­საც უნ­დათ გა­ნათ­ლე­ბა, ამ­ბობთ, რომ არი­ან ანარ­ქის­ტე­ბი და სა­ტა­ნის­ტე­ბი და ეს ბავ­შვე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მო­გი­ტა­ნენ გა­ნა­ჩენს და ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მალე“,- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მაგ თხუთმეტი წლისებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ უტიფარი დემაგოგიით და ბოლშევუკური პიარ დეზინფორმაციით, რომ თქვენ ხართ მედასავლეთე ძალა და არა წითელი რევოლუციონერი ჩეკისტი ეშმაკუნების გვარისანი, თქვენი 20 ლარიანი მომიტინგეები მოატყუეთ, თქვენ, ნაცმომ, მიშას ხელმძღვანელობით შექმენით აქ არსებული სახელმწიფო სისტემა რუსული კანონმდებლობის კვალად და მის თარგზე, ტოტალური კონტროლის და რეპრესია ექსპროპრიაციის რეჟიმი სახელმწიფოს და ეკონომიკის ხერხემალ შსს-თი, მისი ჯალათი მინისტრი მერაბიშვილი პრემიერ მინისტრად დასვით პოლიტიკური პატიმრის სამომავლოდ მისატყეპებლად და ძალოვანი, უშიშროების ძალები აპარპაშეთ, კანონზე მაღლა დააყენეთ ისინიც და თქვენც მათთან ერთად გახვედით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მართეთ სასამართლო და პროკურატურას დაუქვემდებარეთ ის, ამაზე იზრუნეთ ჯერ კიდევ მოქკავშირში რომ იყავით ლიდერები მაშინ და ყველა კანონი თქვენს პირად ფილტრში გადიოდა, რუსეთს დაუთმეთ კავკასიაში სტრატეგიული ინიციატივა და ტერიტორიები, ხელი შეუწყვეთ მას ომის გაჩაღებაში, წააგეთ ომი, გაყიდეთ სამშობლო, გაიქეცით ბრძოლის ველიდან და ჯალაბობა გახიზნეთ, ოკუპანტის არმია მთელ საქართველოში იდგა და მგლოვიარე დაუკრძალავ მეომართა ჭირისუფალთ გამარჯვება აზეიმეთ სატანის მსახურებო, თან ხელი მოაწერეთ აღიარებას რომ ომი ჩვენ დავიწყეთ , სისხლში ჩაახშეთ პროტესტი, 350 ათასი ოჯახის მარჩენალი ადამიანი ციხეში ჩასვით და საპროცესო გარიგებებით დაძარაცვეთ მათი ოჯახები, მიითვისეთ ეგ თანხები და ტუსაღთა ქონება და ბიზნესიც, გააყალბეთ საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეთ ! ყველაფერ დასავლურს კომპრომეტაცია გაუკეთეთ, ვითომ კი დასავლურ კულტურას ნერგავდით, რა დროსაც გარყვნილებას და თავაშვებულებას, უზნეობას ატირაჟებდით, თავად ეწეოდით უხამს, ზნედაცემულ აღვირახსნილ უზნეო ცხოვრებას, იცვლიდით საყვარლებს და ცოლებს, ქმრებს, ქონი გასკდებოდათ და სხვას ლუკმას ართმევდით, ისე დაარეგულირეთ კანომდებლობა, რომ ჩააყენეთ დასავლური ბიზნესი რუსულთან შედარებით კაბალაში, დაანგრიეთ აბრეშუმის გზის კონცეფცია, დაუშვით სატრანსპორტო ლოგისტიკური ბაზრის და საგარეო ვაჭრობის რუსეთის და სომხეთის, თურქეთის მიერ ექსპანსია, სატრანზიტო სტრატეგიული ინიციატივა ჩააბარეთ აზერბაიჯანს, მასვე გადაეცით გარეჯი, ჩაკალით დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, შექმენით მონოპოლიზმი და კარტელები, სახელმწიფო ქონება და პარტაქტივი ჩამალეთ სსიპ და ააიპ-ში, აძლიეთ მკვდარ სულებს პრემიები და სოცდახმარებები, პენსიები, კერძო ბიზნესს არაჯანსაღ კონკურენციას უწევდით სახელმწიფო საწარმოებით, სსიპ და ააიპ-თ, დახარკეთ მოსახლეობა მაღალი სახელმწიფო და კომუნალური მომსახურეობის ტარიფებით, სავალუტე და საფონდო ბირჟები მოსპეთ, ბლუმბერგზე მაქინაციებით აითვისეთ უცხოეთიდან ემიგრაციის გზავნილები, საკუთარ ოფშორებს გადაეცით ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და დაარქვით უცხოური ინვესტიცია, მიითვისეთ და ერთ ლარად დაარიგეთ საახლობლოსა და საკუთარ ოჯახებში, ძარცვეთ სახელმწიფო და ხალხი, ანიავეთ ბიუჯეტი უაზრო კარდონის, უმიზნო, გამოუსადეგარი, და უხარისხო ძვირი, გაუმართლებელი, უპროექტო , მავნე და ზარალის მომტანი ინფრასტრუქტურული მშენებლობებით, გაბუქეთ ფასები ატკატისათვის და გამოსძალეთ ქრთამები, მშენებლები კი ციხეში ჩასვით! რუსეთის სატრაპი ჯალათები ხართ, სხვას კი აბრალებთ! ის სხვაც პრორუსია, მაგრამ თქვენ თავად რუსები ხართ, თქვენ ოჯახებიანად ხართ რუსეთის კომპარტიის მეხუთე კოლონა და უნდა აიკრძალოთ, რადგან გგმართავთ რუსეთის კგბ თანამრომელი მიხეილ სააკაშვილი და კურატორობს მას სსრკ კგბ-ს რამკიანი მაღალჩინოსანი თემურ ალასანია, მას კი პუტინი და ივანოვი -თქვენი ლიდერის პროტეჟეები და სალოცავები! სწორედ მათი დავალებით ჩანერგა ალასანიამ მიშა ჯერ დასში, და რომ იცნეს და გამოაგდეს მერე, მოქკავშირში! მოვითხოვთ ნაცმოს ასაკრძალ რეფერენდუმს! ყველანი ციხეში!

ლიკა
0

რადგან შენი 15 წლის გოგო დადის მაგ კლუბში ამიტომ არის კარგი?!

15 წლის ბავშვი არის IX კლასის მოსწავლეა, არასრულწლოვანი და ის არ უნდა მოექცეს არასამთავრობოების გავლენის ქვეშ, ვინ იცის რას ქადაგებენ იქ

ავტორი:

"ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადის ფრანკლინის კლუბში, თქვენ ამ ბავშვებზე, ვისაც უნდათ განათლება, ამბობთ, რომ არიან ანარქისტები" - დეკანოიძე პრემიერს

"ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადის ფრანკლინის კლუბში, თქვენ ამ ბავშვებზე, ვისაც უნდათ განათლება, ამბობთ, რომ არიან ანარქისტები" - დეკანოიძე პრემიერს

როდესაც საუბრობთ, რომ მოლდოვაში არის ომის საფრთხე, წაგიკითხავთ მაია სანდუს სიტყვებს: „მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოსახლეობა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავს უკრაინა და ვიდრე უკრაინა იბრძვის, არ არსებობს მოლდოვაში ომის საფრთხე“,- ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, თქვენ არ ხართ ნამდვილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის მეთაური,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

დეკანოიძის განცხადებით, ღარიბაშვილი ატერორებს საკუთარ მოსახლეობას და შიშს თესავს.

"მე მინდა, ტყუილებში გამხილოთ და პირველი ტყუილი, რომელიც თქვენ თქვით, ეს ეხება მოლდოვას. თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც აქ იდექით ტრიბუნასთან და არა მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეებს აშინებთ ომით და მე გეტყვით, როგორ იქცევა ქვეყნის მეთაური, რომელიც არის ნამდვილი წინამძღოლი მოსახლეობისა. როდესაც საუბრობთ, რომ მოლდოვაში არის ომის საფრთხე, მე წაგიკითხავთ მაია სანდუს სიტყვებს: „მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოსახლეობა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავს უკრაინა და სანამ უკრაინა იბრძვის, არ არსებობს მოლდოვაში ომის საფრთხე“. ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, თქვენ არ ხართ ნამდვილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის მეთაური, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ატერორებს, შიშს თესავს და ისიც ვერ გაგიბედიათ და ვერ გითქვამთ, რომ რუსეთი დასუსტდა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მან ამასთან მიმართა პრემიერს, მაშინ როდესაც ის ამაყობს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით, მოიძიოს ვინ არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით.

"მეორე ტყუილი, როდესაც აქ საუბრობთ და თითქოს ამაყობთ, რომ ასოცირების შეთანხმებაა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა და ა.შ. კარგად მოიკითხეთ, რომელია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით. ის ქვეყანა, რომლის ხსენებასაც თქვენ ვერ ბედავთ საერთოდ და ეს არის რუსეთი. როდესაც თქვენ საქართველოს აბრალებთ ომის დაწყებას, მაშინ, როდესაც ჰააგამ დაამტკიცა ეს, ზუსტად ეს არის ის, რასაც რეალობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა ჰქვია. თქვენ არ გადარებთ მაია სანდუს ნამდვილად, ძალიან შორს ხართ მაიასგან, ძალიან შორს ხართ ეროვნული ინტერესებისგან, ღმერთმა დაგიფაროთ კი არა ძალიან შორს ხართ და იცით რას შეგადარეს თქვენ?! როდესაც უმრავლესობა პარლამენტიდან გაიპარა, რუსული კანონი რომ მიიღეს, რუსთაველზე ათი ათასობით ადამიანი რას სკანდირებდა და რას გადარებდა თუ გახსოვთ?! მაია სანდუს კი არ გადარებდათ, სკანდირებდნენ: რუსები! აი, ამას გადარებდნენ თქვენ საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ, როდესაც ანარქისტებს უწოდებთ იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს - ფრანკლინის კლუბი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩემი 15 წლის ძმისშვილი გოგო დადის ფრანკლინის კლუბში, თქვენ ამ ბავშვებზე, ვისაც უნდათ განათლება, ამბობთ, რომ არიან ანარქისტები და სატანისტები და ეს ბავშვები და ახალგაზრდები გამოგიტანენ განაჩენს და ეს იქნება ძალიან მალე“,- განაცხადა დეკანოიძემ.