პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 გიგანტური აისბერგი ატლანტის ოკეანეში, საზღვაო გზებს უახლოვდება, ერთი ლონდონის ფართობის ტოლია, მეორე უფრო დიდი - რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ სპეციალისტები?
2 გიგანტური აისბერგი ატლანტის ოკეანეში, საზღვაო გზებს უახლოვდება, ერთი ლონდონის ფართობის ტოლია, მეორე უფრო დიდი - რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ სპეციალისტები?

ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი ორი უზარ­მა­ზა­რი აის­ბერ­გის მოძ­რა­ო­ბის მარ­შრუტს სწავ­ლო­ბენ, რომ­ლე­ბიც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში ნელ-ნელა სა­ზღვაო გზებს უახ­ლოვ­დე­ბი­ან და მალე შე­საძ­ლოა, კო­მერ­ცი­ულ და თევზსა­ჭერ გე­მებს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნან. პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ასე­ვე აის­ბერ­გის დნო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის ეკო­ლო­გი­ა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა.

ბრი­ტა­ნუ­ლი ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვის სად­გურ "ჰა­ლის“ მახ­ლობ­ლად, გი­გან­ტურ აის­ბერგს უზარ­მა­ზა­რი ლო­დე­ბი მო­წყდა. თან­და­თა­ნო­ბით ის პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად იშ­ლე­ბა და ოკე­ა­ნე­ში იხ­სნე­ბა. ამ პრო­ცესს შე­საძ­ლოა, ათწლე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­დეს.

სად­გუ­რი "ჰალი“ სე­ზო­ნუ­რად მუ­შა­ობს. მკვლე­ვა­რე­ბი მას ზამ­თრის სე­ზონ­ზე ტო­ვე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი მათ სა­მუ­შაო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­და­ი­ღეს. აის­ბერგს A81 ჰქვია, მისი ზომა ლონ­დო­ნის ფა­თო­ბის ტოლი და 1550/1572 კვკმ. შე­ად­გენს.

მკვლე­ვა­რე­ბის მე­ო­რე ჯგუფ­მა მე­ო­რე აის­ბერ­გის, A76-ის გარ­შე­მო გა­ცუ­რა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის უფრო დი­დია, და­ახ­ლო­ე­ბით 3000/3563 კვ. კმ. ფარ­თო­ბის.

"ზო­გი­ერთ ად­გი­ლებ­ში საკ­მა­ოდ ახ­ლოს მი­ვე­დით და კარ­გი რა­კურ­სით შევ­ხე­დეთ. წყლის სინ­ჯი ავი­ღეთ, ამი­ტომ შე­სას­წავ­ლად ბევ­რი ნი­მუ­ში გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მკვლე­ვარ­მა ბი-ბი-სი-სთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აის­ბერ­გის ამ მო­ნა­ტე­ხებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს ოკე­ა­ნის ეკო­სის­ტე­მა­ზე: ერ­თის მხრივ, მათ დნო­ბას ახ­ლავს მტკნა­რი წყლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­დი­ნე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს ზო­გი­ერთ ზღვის ბი­ნა­დარ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი ასე­ვე გა­მო­ყო­ფენ მი­ნე­რა­ლუ­რი მტვრის მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც მყინ­ვა­რის ქვე­და ნა­წილ­ში გა­ი­ყი­ნა. ეს მი­ნე­რა­ლე­ბი შე­ი­ცავს საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ღია ოკე­ა­ნე­ში მცხოვ­რე­ბი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ზრდას უწყო­ბენ ხელს.

დი­ნე­ბე­ბი­სა და ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად А76 ჩრდი­ლო­ე­თით მი­ე­დი­ნე­ბა, ფოლკ­ლენ­დის კუნ­ძუ­ლებ­სა და სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ას შო­რის. ერ­თიც და მე­ო­რეც ბრი­ტა­ნე­თის ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გენს.

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ თუ А76 მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­იც­ვლის, შე­საძ­ლოა, ექ­ვსი და­უ­სახ­ლე­ბე­ლი კუნ­ძუ­ლის­გან შემ­დგა­რი პა­ტა­რა არ­ქი­პე­ლა­გის მახ­ლობ­ლად გა­ი­ჭე­დოს, რო­მე­ლიც შა­გის კლდე­ე­ბის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

"ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მის­გან მო­წყვე­ტი­ლი პა­ტა­რა აის­ბერ­გე­ბი ამ მხა­რე­ში მცუ­რა­ვი გე­მე­ბის­თვის სა­ში­ში იქ­ნე­ბა“, - თქვა პრო­ფე­სორ­მა მარკ ბელ­ჩი­ერ­მა, სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ა­სა და სენდვი­ჩის კუნ­ძუ­ლე­ბის მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა.

A81 შელ­ფურ მყინ­ვარს იან­ვრის ბო­ლოს გა­მო­ე­ყო, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ამ მყინ­ვარ­ში ბზა­რე­ბი მეც­ნი­ე­რებ­მა ათი წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

A81-ც A76-ს მსგავ­სად ჩრდი­ლო­ე­თის­კენ მი­დის.

ცნო­ბი­სათ­ვის, აის­ბერ­გის მას­შტა­ბის შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით არა­ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაძ­ლევს: უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მისი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია ზე­და­პირ­ზე. თუ წყლის ზე­და­პი­რის ზე­მოთ ყი­ნუ­ლის ბლო­კის სი­მაღ­ლე ათო­ბით მეტ­რია, მა­შინ ეს ნიშ­ნავს, რომ ის ასო­ბით მეტრს გა­დის წყალ­ქვეშ. ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა ერთ ტრი­ლი­ონ ტო­ნას იწო­ნი­დეს.

დღე­ი­სათ­ვის, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ აის­ბერგს A23a ჰქვია. მისი ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 4000 კვ. კმ.-ია. მყინ­ვარს იგი 1986 წელს გა­მო­ე­ყო, მდი­ნა­რე უე­დე­ლას ჩრდი­ლო-ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში გა­ჩერ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, უზარ­მა­ზარ ყი­ნუ­ლის კუნ­ძუ­ლად გა­და­იქ­ცა.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
8

არ დაბლოკოთ

მერე ერთი თუ ლონდონის ზომისაა ლონდონში წავიდეს და მეორე უფრო დიდი ყოფილა და ნიუ იორკში მიბრძანდეს და გაუხარდებათ ბიძია ჯო ბრეჟნევს და რიში სუნაკ მაჰათმა განდის.

კალიგულა
15

ე.წ. არმაგედონი დაწყებულია. სულ ხდებოდა და კიდევ მოხდება. ვგულაობთ ბოლომდე. დრო არ დავკრგოთ. 😃

ავტორი:

2 გიგანტური აისბერგი ატლანტის ოკეანეში, საზღვაო გზებს უახლოვდება, ერთი ლონდონის ფართობის ტოლია, მეორე უფრო დიდი - რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ სპეციალისტები?

2 გიგანტური აისბერგი ატლანტის ოკეანეში, საზღვაო გზებს უახლოვდება, ერთი ლონდონის ფართობის ტოლია, მეორე უფრო დიდი - რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ სპეციალისტები?

ბრიტანელი მკვლევარები ორი უზარმაზარი აისბერგის მოძრაობის მარშრუტს სწავლობენ, რომლებიც ატლანტის ოკეანეში ნელ-ნელა საზღვაო გზებს უახლოვდებიან და მალე შესაძლოა, კომერციულ და თევზსაჭერ გემებს პრობლემა შეუქმნან. პრობლემა იქნება ასევე აისბერგის დნობის შემთხვევაშიც, რომელიც ოკეანის ეკოლოგიაზე ნეგატიურად აისახება.

ბრიტანული ანტარქტიდის კვლევის სადგურ "ჰალის“ მახლობლად, გიგანტურ აისბერგს უზარმაზარი ლოდები მოწყდა. თანდათანობით ის პატარა ნაჭრებად იშლება და ოკეანეში იხსნება. ამ პროცესს შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

სადგური "ჰალი“ სეზონურად მუშაობს. მკვლევარები მას ზამთრის სეზონზე ტოვებენ. ერთ-ერთი ასეთი გიგანტური აისბერგი მათ სამუშაო სეზონის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავიდან გადაიღეს. აისბერგს A81 ჰქვია, მისი ზომა ლონდონის ფათობის ტოლი და 1550/1572 კვკმ. შეადგენს.

მკვლევარების მეორე ჯგუფმა მეორე აისბერგის, A76-ის გარშემო გაცურა და აღმოჩნდა, რომ ის უფრო დიდია, დაახლოებით 3000/3563 კვ. კმ. ფართობის.

"ზოგიერთ ადგილებში საკმაოდ ახლოს მივედით და კარგი რაკურსით შევხედეთ. წყლის სინჯი ავიღეთ, ამიტომ შესასწავლად ბევრი ნიმუში გვაქვს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუში.

აისბერგის ამ მონატეხებს მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს ოკეანის ეკოსისტემაზე: ერთის მხრივ, მათ დნობას ახლავს მტკნარი წყლის დიდი რაოდენობით შედინება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ზოგიერთ ზღვის ბინადარზე. ამასთანავე, ისინი ასევე გამოყოფენ მინერალური მტვრის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელიც მყინვარის ქვედა ნაწილში გაიყინა. ეს მინერალები შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ღია ოკეანეში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების ზრდას უწყობენ ხელს.

დინებებისა და ქარის მიმართულების შედეგად А76 ჩრდილოეთით მიედინება, ფოლკლენდის კუნძულებსა და სამხრეთ ჯორჯიას შორის. ერთიც და მეორეც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას წარმოადგენს.

არსებობს ვარაუდი, რომ თუ А76 მიმართულებას შეიცვლის, შესაძლოა, ექვსი დაუსახლებელი კუნძულისგან შემდგარი პატარა არქიპელაგის მახლობლად გაიჭედოს, რომელიც შაგის კლდეების სახელით არის ცნობილი.

"ასეთ შემთხვევაში მისგან მოწყვეტილი პატარა აისბერგები ამ მხარეში მცურავი გემებისთვის საშიში იქნება“, - თქვა პროფესორმა მარკ ბელჩიერმა, სამხრეთ ჯორჯიასა და სენდვიჩის კუნძულების მეთევზეობისა და გარემოს დაცვის განყოფილების დირექტორმა.

A81 შელფურ მყინვარს იანვრის ბოლოს გამოეყო, რაც მოსალოდნელი იყო. ამ მყინვარში ბზარები მეცნიერებმა ათი წლის წინ აღმოაჩინეს.

A81-ც A76-ს მსგავსად ჩრდილოეთისკენ მიდის.

ცნობისათვის, აისბერგის მასშტაბის შეფასება მხოლოდ ფოტოების დათვალიერებით არაზუსტ ინფორმაციას გვაძლევს: უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მხოლოდ მცირე ნაწილია ზედაპირზე. თუ წყლის ზედაპირის ზემოთ ყინულის ბლოკის სიმაღლე ათობით მეტრია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის ასობით მეტრს გადის წყალქვეშ. ყველაზე დიდი აისბერგები შეიძლება ერთ ტრილიონ ტონას იწონიდეს.

დღეისათვის, მსოფლიოში ყველაზე დიდ აისბერგს A23a ჰქვია. მისი ფართობი დაახლოებით 4000 კვ. კმ.-ია. მყინვარს იგი 1986 წელს გამოეყო, მდინარე უედელას ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში გაჩერდა და ფაქტობრივად, უზარმაზარ ყინულის კუნძულად გადაიქცა.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი