პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გალში სამხედრო წვრთნები დაიწყო: რას უკავშირდება სამობილიზაციო ღონისძიებები - "ე.წ. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას"
გალში სამხედრო წვრთნები დაიწყო: რას უკავშირდება სამობილიზაციო ღონისძიებები - "ე.წ. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას"

გა­ლის რა­ი­ონ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და "შს სა­მი­ნის­ტროს" ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი და­ი­წყო. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "წვრთნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია კონ­ტრტე­რო­რიზ­მი­სა და დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რე­ა­ლურ ბრძო­ლას­თან".

  • "ამ­გვა­რი წვრთნე­ბი კვარ­ტალ­ში ერთხელ ტარ­დე­ბა და ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მი გაწ­ვრთნი­ლი და სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია ვარ­ჯი­შე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა დი­მიტ­რი დბარ­მა.

Апсныпресс-ის ცნო­ბით, ე.წ. სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ფარ­გლებ­ში, "აფხა­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით გა­ლის რა­ი­ონს ეწ­ვია, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­ეც­ნო და ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის­გან მო­ის­მი­ნა მოხ­სე­ნე­ბა სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ". თა­ვად ბჟა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. სა­ზღვარ­ზე, მან ახა­ლი სამ­ხედ­რო-სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

"სამ­ხედ­რო-სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის აგე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და შს მი­ნის­ტრი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვალ­ტერ ბუთ­ბა, ასე­ვე გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი რო­ბერტ კი­უ­ტი და სხვე­ბი... პლაც­ზე მო­ე­წყო სპეც­რაზ­მი. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ნუ აჰ­ყვე­ბი­ან პა­ნი­კას და ცრუ გან­გაშს, თით­ქოს რა­ი­მე საფრ­თხე არ­სე­ბობს... სა­ხელ­მწი­ფოს მათი დაც­ვა შე­უძ­ლია" - ნათ­ქვა­მია გა­მო­ცე­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ცნო­ბებს ავ­რცე­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აცხა­დებს, რომ 70 ათა­სი რე­ზერ­ვის­ტი ჰყავთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რაც აბ­სურ­დია, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ამ რა­ო­დე­ნო­ბის ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის ვარ­გი­სია, არ არ­სე­ბობს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბოლო წლე­ბის აღ­რი­ცხვა 2018 წლის ჩა­ტარ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან 50,7% აფხა­ზია, 19,3% - ქარ­თვე­ლი, 17,4% - სო­მე­ხი, 9,1% - რუსი, 0,6% - ბერ­ძე­ნი. თუმ­ცა, თა­ვად­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ეს კვლე­ვა არა­სან­დოა, რად­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში, სომ­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია.

"მათი ნა­წი­ლი აფხა­ზურ გვარს იღებს, რათა უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის­კენ, კერ­ძოდ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდში გზა ად­ვი­ლად გა­ი­კა­ფონ", - მი­აჩ­ნია ასი­და კუ­ტარ­ბას.

სხვე­ბის თქმით, სომ­ხე­ბი, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი და ბერ­ძნე­ბი, არას­დროს მსა­ხუ­რო­ბენ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში, არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, რე­ზერვში 70 ათა­სი ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა, მით უფრო, მომ­ზა­დე­ბუ­ლის, ზღა­პა­რია.

კი­დევ ერთ ვერ­სი­ით, გა­ლის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში, მათ შო­რის დი­ხა­ზურ­გა­სა და სა­ბე­რი­ო­ში, ვი­თომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იქი­დან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე­ე­ბის გამო, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მცი­რე ჯგუ­ფე­ბი სამ­ხედ­რო კარ­ვებ­ში არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსაჯული
0

მაგარი უინტეროსო გახდა აფხაზეთი და ცხინვალი. რადგან ისეთი ხალხი ცზოვრობს არ აინტერესებთ და არ ამბობენ რომ საქართველოს ნაწილია და მეც ინტერესი არ მაქვს იქაური ნაროდის და სებობს თუ უჭირთ. ნაკლებად საინტერესოა

სამხედრომ
1

70 ათასი რეზერვი ? :D სასაცილოა . რუსი არ გყავდეთ გვერდზე ვნახავდით რას იზამდით ერთი ერთზე . დიდი ხანია თხებთან აღარ დადიხართ :D :D :D 

ავტორი:

გალში სამხედრო წვრთნები დაიწყო: რას უკავშირდება სამობილიზაციო ღონისძიებები - "ე.წ. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას"

გალში სამხედრო წვრთნები დაიწყო: რას უკავშირდება სამობილიზაციო ღონისძიებები - "ე.წ. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას"

გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დაცვის, უსაფრთხოების სამსახურისა და "შს სამინისტროს" ერთობლივი წვრთნები დაიწყო. აფხაზური მედიის ცნობით, "წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებულია კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ რეალურ ბრძოლასთან".

  • "ამგვარი წვრთნები კვარტალში ერთხელ ტარდება და ადგილზე განთავსებული სპეცრაზმი გაწვრთნილი და სრულად აღჭურვილია ვარჯიშების ჩასატარებლად", - განაცხადა მედიასთან ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი დბარმა.

Апсныпресс-ის ცნობით, ე.წ. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, "აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით გალის რაიონს ეწვია, სადაც მიმდინარე პროცესებს გაეცნო და ე.წ. თავდაცვის მინისტრისგან მოისმინა მოხსენება სამობილიზაციო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ". თავად ბჟანიას ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე, მან ახალი სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები დაათვალიერა.

"სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების აგებას ასევე ესწრებოდა შს მინისტრი, გენერალ-მაიორი ვალტერ ბუთბა, ასევე გენერალ-მაიორი რობერტ კიუტი და სხვები... პლაცზე მოეწყო სპეცრაზმი. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას და ცრუ განგაშს, თითქოს რაიმე საფრთხე არსებობს... სახელმწიფოს მათი დაცვა შეუძლია" - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ ადგილობრივები. მათი ინფორმაციით, ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 70 ათასი რეზერვისტი ჰყავთ მომზადებული, რაც აბსურდია, რადგან ქვეყანაში ამ რაოდენობის ახალგაზრდა, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია, არ არსებობს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო წლების აღრიცხვა 2018 წლის ჩატარდა, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული რეგიონში მცხოვრები მოსახლეობიდან 50,7% აფხაზია, 19,3% - ქართველი, 17,4% - სომეხი, 9,1% - რუსი, 0,6% - ბერძენი. თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ ეს კვლევა არასანდოა, რადგან სინამდვილეში, სომხების რაოდენობა ბევრად მეტია.

"მათი ნაწილი აფხაზურ გვარს იღებს, რათა უმაღლესი თანამდებობებისკენ, კერძოდ, სახელისუფლებო გუნდში გზა ადვილად გაიკაფონ", - მიაჩნია ასიდა კუტარბას.

სხვების თქმით, სომხები, ისევე, როგორც ქართველები და ბერძნები, არასდროს მსახურობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში, არ მონაწილეობენ სარეზერვო სისტემაში, შესაბამისად, რეზერვში 70 ათასი ადამიანის მობილიზება, მით უფრო, მომზადებულის, ზღაპარია.

კიდევ ერთ ვერსიით, გალის რამდენიმე სოფელში, მათ შორის დიხაზურგასა და საბერიოში, ვითომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, იქიდან მომავალი საფრთხეების გამო, რუსი სამხედროების მცირე ჯგუფები სამხედრო კარვებში არიან მობილიზებული.