პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ცენტრში ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის Roomix-ის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება
თბილისის ცენტრში ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის Roomix-ის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

Roomix - ახა­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია თბი­ლი­სის ცენ­ტრში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც მო­ბი­ნად­რე­ებს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. ეს გახ­ლავთ ბუ­ტი­კუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი კო­მერ­ცი­უ­ლი და სა­ო­ფი­სე სივ­რცე­ე­ბით, მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მით, დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნის ლო­ბით და 1005 კვ.მ. სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცით. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა კი მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაა სა­ბურ­თა­ლოს ცენ­ტრში. რო­გორც Roomix Development-ის მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე საყ­ვა­რე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ფე­რი, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად მისი სახ­ლის კარ­თა­ნაა.

მოგ­ვი­ყე­ვით „რუ­მიქსზე“, რა ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია ის?

„რუ­მიქ­სის“ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა ბი­უ­რომ AB5-მა და არ­ქი­ტექ­ტორ­მა ლაშა ლო­სა­ბე­რი­ძემ იზ­რუ­ნეს. ფა­სა­დი წარ­მო­ად­გენს ანო­დი­რე­ბუ­ლი ალუ­მი­ნის პრო­ფი­ლებ­ზე შე­კი­დულ, თხელ მო­სა­პირ­კე­თე­ბელ ქვას LAMINAM-ს და ალუ­მი­ნის პრო­ფი­ლი­ა­ნი ვიტ­რა­ჟე­ბის სინ­თეზს. შე­ნო­ბა თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ე­ბით კი ქმნის ცო­ცხალ, ურ­ბა­ნულ ატ­მოს­ფე­როს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში.

მშე­ნებ­ლო­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­სა­მე სარ­თუ­ლის გა­და­ხურ­ვა და იწყე­ბა მე­ო­თხე სარ­თუ­ლის სვე­ტე­ბი­სა და კო­ლო­ნე­ბის ჩას­ხმა. მშე­ნებ­ლო­ბას 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში ვას­რუ­ლებთ.

რა­ტომ „რუ­მიქ­სი“? რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ „რუ­მიქ­სის“ მო­ბი­ნად­რე­ე­ბი?

გარ­და იმი­სა, რომ „რუ­მიქ­სი“ გა­მორ­ჩე­უ­ლია არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხით, ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე ზრუნ­ვაა. მათი სიმ­შვი­დი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ 24/7 დაც­ვას, და­სუფ­თა­ვე­ბას და კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბას.

რეკ­რე­ა­ცი­ულ სივ­რცეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის შერ­ჩე­ვი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი რუ­მიქ­სის სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცე?

რო­გორც იცით „რუ­მიქ­სი“ ცენ­ტრა­ლურ პარკთან ძა­ლი­ან ახ­ლოს, 5 წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე­ობს, თუმ­ცა ჩვენ მა­ინც გვსურ­და, რომ მა­ცხოვ­რებ­ლებს გან­ტვირ­თვი­სა და დას­ვე­ნე­ბის სივ­რცე უფრო ახ­ლოს ჰქო­ნო­დათ. სწო­რედ ამი­ტომ დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ვუთ­მეთ სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცეს, სა­დაც ოჯა­ხის რო­გორც პა­ტა­რა, ასე­ვე უფ­რო­სი წევ­რე­ბი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო­ბენ. აქ დაგ­ხვდე­ბათ სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი მო­ე­და­ნი და სხვა­დას­ხვა მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი, მო­წყო­ბი­ლია სკა­მე­ბი, სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბი და გამ­წვა­ნე­ბა. შე­ნო­ბის შიდა ტე­რი­ტო­რია სრუ­ლი­ად შე­მო­ღო­ბი­ლი და და­ცუ­ლია 24/7-ზე. ტე­რი­ტო­რი­ის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას, რა თქმა უნდა, „რუ­მიქ­სი“ უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბარ­დე­ბა ბი­ნე­ბი?

ჩვენ­თან თი­თო­ე­უ­ლი ბი­ნის გეგ­მა­რე­ბა დი­ზა­ი­ნერ­მა მა­რია შე­ნჰლერ­მა და­ა­მუ­შა­ვა. „რუ­მიქ­სის“ ბი­ნებ­ში თი­თო­ე­უ­ლი სან­ტი­მეტ­რი არის ფუნ­ქცი­უ­რი და სა­სარ­გებ­ლო. ჩვენ უმ­ცი­რე­სი დე­ტა­ლე­ბიც კი გავ­თვა­ლეთ და მო­ბი­ნად­რეს რე­მონ­ტის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ უმარ­ტივ­დე­ბა, რად­გან ბი­ნას პრე­მი­უმ, მწვა­ნე კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვა­ბა­რებთ.

რა ტი­პის ოჯა­ხებ­ზეა გათ­ვლი­ლი „რუ­მიქ­სის“ ბი­ნე­ბი?

„რუ­მიქ­სის“ ბი­ნე­ბი გათ­ვლი­ლია რო­გორც პა­ტა­რა, ასე­ვე დიდ ოჯა­ხებ­ზე. აქ ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტუ­ლი კუ­თხის პოვ­ნა შე­უძ­ლია. ბი­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი 51 კვ.მ.-დან 171 კვ.მ.-მდე გვაქვს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც ქუ­ჩის მხა­რეს, ასე­ვე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცის და შიდა ეზოს მხა­რეს. თი­თო­ე­ულ ბი­ნა­ზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის ნახ­ვა ჩვენს ვებგ­ვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
1

მალე ძველი თბილისიც ასეთი კორპუსებით გაივსება კალაძე დროზე თუ არ მოითოკა!

hm
0

აუცილებელია ეგეტი მახინჯი შენობა დადგათ?! ნუთU ნეტიდან მაინც ევრ აიღებთ ლამაზ სტილს!

ავტორი:

თბილისის ცენტრში ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის Roomix-ის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

თბილისის ცენტრში ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის Roomix-ის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

Roomix - ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც მობინადრეებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ეს გახლავთ ბუტიკური საცხოვრებელი კომპლექსი კომერციული და საოფისე სივრცეებით, მიწისქვეშა ავტოსადგომით, დახვეწილი დიზაინის ლობით და 1005 კვ.მ. სარეკრეაციო სივრცით. პროექტის მთავარი უპირატესობა კი მისი ადგილმდებარეობაა საბურთალოს ცენტრში. როგორც Roomix Development-ის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი სალომე საყვარელიძე აღნიშნავს, ყველაფერი, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის ფაქტობრივად მისი სახლის კართანაა.

მოგვიყევით „რუმიქსზე“, რა ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია ის?

„რუმიქსის“ არქიტექტურაზე არქიტექტურულმა ბიურომ AB5-მა და არქიტექტორმა ლაშა ლოსაბერიძემ იზრუნეს. ფასადი წარმოადგენს ანოდირებული ალუმინის პროფილებზე შეკიდულ, თხელ მოსაპირკეთებელ ქვას LAMINAM-ს და ალუმინის პროფილიანი ვიტრაჟების სინთეზს. შენობა თავისი ფუნქციონალური მრავალფეროვნებით და საზოგადოებრივი სივრცეებით კი ქმნის ცოცხალ, ურბანულ ატმოსფეროს ქალაქის ცენტრში.

მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად მიმდინარეობს მესამე სართულის გადახურვა და იწყება მეოთხე სართულის სვეტებისა და კოლონების ჩასხმა. მშენებლობას 2024 წლის ნოემბერში ვასრულებთ.

რატომ „რუმიქსი“? რა უპირატესობებით ისარგებლებენ „რუმიქსის“ მობინადრეები?

გარდა იმისა, რომ „რუმიქსი“ გამორჩეულია არქიტექტურითა და მშენებლობის ხარისხით, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მაცხოვრებლებზე ზრუნვაა. მათი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ჩვენ უზრუნველვყოფთ 24/7 დაცვას, დასუფთავებას და კონსიერჟის მომსახურებას.

რეკრეაციულ სივრცეს საცხოვრებელი კომპლექსის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. რით არის გამორჩეული რუმიქსის სარეკრეაციო სივრცე?

როგორც იცით „რუმიქსი“ ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოს, 5 წუთის სავალზე მდებარეობს, თუმცა ჩვენ მაინც გვსურდა, რომ მაცხოვრებლებს განტვირთვისა და დასვენების სივრცე უფრო ახლოს ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება დავუთმეთ სარეკრეაციო სივრცეს, სადაც ოჯახის როგორც პატარა, ასევე უფროსი წევრები თავს კომფორტულად იგრძნობენ. აქ დაგხვდებათ საბავშვო გასართობი მოედანი და სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები, მოწყობილია სკამები, საცალფეხო ბილიკები და გამწვანება. შენობის შიდა ტერიტორია სრულიად შემოღობილი და დაცულია 24/7-ზე. ტერიტორიის მოვლა-პატრონობას, რა თქმა უნდა, „რუმიქსი“ უზრუნველყოფს.

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?

ჩვენთან თითოეული ბინის გეგმარება დიზაინერმა მარია შენჰლერმა დაამუშავა. „რუმიქსის“ ბინებში თითოეული სანტიმეტრი არის ფუნქციური და სასარგებლო. ჩვენ უმცირესი დეტალებიც კი გავთვალეთ და მობინადრეს რემონტის პროცესი საკმაოდ უმარტივდება, რადგან ბინას პრემიუმ, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ვაბარებთ.

რა ტიპის ოჯახებზეა გათვლილი „რუმიქსის“ ბინები?

„რუმიქსის“ ბინები გათვლილია როგორც პატარა, ასევე დიდ ოჯახებზე. აქ ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი კომფორტული კუთხის პოვნა შეუძლია. ბინების არჩევანი 51 კვ.მ.-დან 171 კვ.მ.-მდე გვაქვს. საცხოვრებელი ფართები ხელმისაწვდომია როგორც ქუჩის მხარეს, ასევე გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის და შიდა ეზოს მხარეს. თითოეულ ბინაზე დეტალური ინფორმაციის და მშენებლობის პროცესის ნახვა ჩვენს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

R