პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კანონის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს" - საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება
"ამ კანონის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს" - საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"სამ­შა­ბათს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და მისი ხალ­ხის­თვის ძა­ლი­ან ცუდი მოვ­ლე­ნაა.

ეს კა­ნო­ნი მისი არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხეს შე­ი­ცავს და სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ მო­ქა­ლა­ქეს, ვის­თვი­საც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას სარ­გე­ბე­ლი მოჰ­ქონ­და, სა­ზი­ა­ნო შე­დე­გებს მო­უ­ტანს. ეს კა­ნო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და სტან­დარ­ტებ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია.

ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ცხა­დე­ბულ მი­ზანს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა უჭერს მხარს.

მის სა­ბო­ლოო მი­ღე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს. ევ­რო­კავ­ში­რი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხალ­ხს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ აშშ და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას არ აღიქვამს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული!

ისმის ლეგიტიმური კითხვა: რატომ?

გოგი
1

ეს ის ევრო კავშირია, რომელშიც ნატოს წევრ თურქეთს ამდენი წელია არ იღებენ. ჩვენ როდის მიგვიღებენ?

ავტორი:

"ამ კანონის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს" - საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება

"ამ კანონის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს" - საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა.

ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია.

ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.