პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინება და ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
გინება და ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ.

ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", "ხალ­ხის ძა­ლი­სა" და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

"ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტატ­მა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერს გი­ორ­გი ვა­შა­ძეც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

"ნა­ბიჭ­ვა­რი ხარ შენ, უზ­რდე­ლი“, - მი­მარ­თა ხუნ­და­ძემ ვა­შა­ძეს, რა­საც ვა­შა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ყვე­ლა მი­ი­ღებს პა­სუხს.

"სა­ცო­და­ვი ხარ, ყვე­ლა მი­ი­ღებთ პა­სუხს“, -აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

ამას­თან, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და დე­პუ­ტა­ტებს ანა წით­ლი­ძე­სა და დაჩი ბე­რა­ი­ას შო­რის.

"შე­ნებს აგი­ნე, სა­კუ­თარ თავს აგი­ნე, მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­გი­ნებს. რო­გორ ბე­დავ შე­ი­გი­ნო, ნა­ძი­რა­ლა, შენ! აგი­ნე სა­კუ­თარ თავს, მო­ღა­ლა­ტე!“ - მი­მარ­თა წით­ლი­ძემ ბე­რა­ი­ას.

მა­ნამ­დე ვა­შა­ძემ თქვა, რომ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ხელი სამ­შობ­ლოს ღა­ლატს მო­ა­წე­რეს და სწო­რედ ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა.

"27 ქვეყ­ნის წა­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და გი­თხრათ, რომ ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია და ამ ტი­პის კა­ნო­ნის მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას შორ­დე­ბა. მაგ­რამ თქვენ ხელი მო­ა­წე­რეთ სამ­შობ­ლოს ღა­ლატს, დიახ, ეს არის ღა­ლა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძემ მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ დე­პუ­ტა­ტებს სი­წყნა­რის­კენ მო­უ­წო­და.

"ყვე­ლა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე პა­სუხს მი­ი­ღებთ! ესე­ნი გა­ა­ჩუ­მეთ, დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნეთ, სპეც­რაზ­მე­ბი რომ გყავთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ესაა თქვე­ნი სახე. ასე ელა­პა­რა­კე­ბით ხალ­ხს, არა­ფე­რი გაქვთ ხალ­ხის­თვის სათ­ქმე­ლი. ხალ­ხის ხმის გე­ში­ნი­ათ, მი­ი­ღებთ პა­სუხს ყვე­ლა­ფერ ამა­ზე. გა­იყ­ვა­ნეთ ეს ხალ­ხი დარ­ბა­ზი­დან. ნუ იჭი­მე­ბი [მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს, წადი, ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შე, ბურ­თი გა­ა­გო­რე. ღა­ლატ­ზე ხე­ლის მომ­წე­რი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))))))))))
3

ე.ი ვაშაძეს თუ დავუჯერებთ, ყაველაშვილმა ბურთი უნდა გააგოროს, არველაძემ კანონები მიიღოს? ეეეხ...ეხლა გინდა მიიღონ ეგ კანონი და გინდა არა. საქმე უკვე გაკეთებულია. ლუსტრაცია სახეზეა!

დეა
6

ქვეყანაში რომ იყოს კანონი რეგალიების მიწებებასთან დაკავშირებით,არავინ არავის შეაგინებდა! პასუხი მოსთხოვეთ მთავარის ჟურნალისტს,იარაღის ხელში აღების მოწოდებისთვის,პასუხი მოსთხოვეთ თითოეულ დეპუტატს ურთიერთ შეურაცხყოფისთვის!

ავტორი:

გინება და ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

გინება და ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომათა დარბაზში სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.

ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად "ქართული ოცნების", "ხალხის ძალისა" და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

"ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ნაბიჭვარი ხარ შენ, უზრდელი“, - მიმართა ხუნდაძემ ვაშაძეს, რასაც ვაშაძემ უპასუხა, რომ ყველა მიიღებს პასუხს.

"საცოდავი ხარ, ყველა მიიღებთ პასუხს“, -აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს ანა წითლიძესა და დაჩი ბერაიას შორის.

"შენებს აგინე, საკუთარ თავს აგინე, მთელი ქვეყანა გაგინებს. როგორ ბედავ შეიგინო, ნაძირალა, შენ! აგინე საკუთარ თავს, მოღალატე!“ - მიმართა წითლიძემ ბერაიას.

მანამდე ვაშაძემ თქვა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერებმა ხელი სამშობლოს ღალატს მოაწერეს და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

"27 ქვეყნის წამომადგენელი მოვიდა პარლამენტში და გითხრათ, რომ ეს კანონი რუსულია და ამ ტიპის კანონის მიღებით საქართველო ევროპულ პერსპექტივას შორდება. მაგრამ თქვენ ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს, დიახ, ეს არის ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ მასთან დაპირისპირებულ დეპუტატებს სიწყნარისკენ მოუწოდა.

"ყველა პროვოკაციაზე პასუხს მიიღებთ! ესენი გააჩუმეთ, დარბაზიდან გაიყვანეთ, სპეცრაზმები რომ გყავთ მობილიზებული. ესაა თქვენი სახე. ასე ელაპარაკებით ხალხს, არაფერი გაქვთ ხალხისთვის სათქმელი. ხალხის ხმის გეშინიათ, მიიღებთ პასუხს ყველაფერ ამაზე. გაიყვანეთ ეს ხალხი დარბაზიდან. ნუ იჭიმები [მიხეილ ყაველაშვილს, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე. ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნახეთ ვიდეო: