პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონპროექტი არ ეხება არც რუსეთიდან შემოსულ შავ ფულს, არც საქართველოში თავისუფლად მოთარეშე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არც მათ ბიზნესსაქმიანობას..." - რას ცდილობს ხელისუფლება?
"კანონპროექტი არ ეხება არც რუსეთიდან შემოსულ შავ ფულს, არც საქართველოში თავისუფლად მოთარეშე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არც მათ ბიზნესსაქმიანობას..." - რას ცდილობს ხელისუფლება?

3 მარტს ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გა­წევ­რე­ბის გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნი­დან ერთი წელი შეს­რულ­და, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა ამ თა­რიღს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს შო­რის სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლი და გა­უ­გე­ბა­რი ურ­თი­ერ­თო­ბით შეხ­ვდა. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ, რაც ოქ­ტომ­ბერ­ში უნდა შე­ფას­დეს, 2023 წლის დამ­დე­გი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გა­და­ფა­რა ე.წ. გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვის პრინ­ცი­პებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან შე­უ­სა­ბა­მოდ აფა­სებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს სა­პი­რის­პი­რო და­ამ­ტკი­ცოს, შე­დე­გად 2 მარტს, ხმა­უ­რი­ა­ნი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბამ მხა­რი და­უ­ჭი­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მო­კავ­ში­რე „ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ ინი­ცი­ი­რე­ბულ ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექტს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დღეს პარ­ლა­მენ­ტის წინ აქ­ცი­ა­ზე, სა­დაც ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, 36 კაცი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ ეს გზა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ არ მი­დის და „გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის“რუ­სუ­ლი“ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია შე­ფერ­ხდე­ბა. რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა? - ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა ბრი­უ­სე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ეკო­ნო­მი­ის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის უფ­როს მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მელ თენ­გიზ ფხა­ლა­ძე:

- დღეს, რო­დე­საც ხე­ლის ერთ გაწ­ვდე­ნა­ზეა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა და ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ამ­გვა­რი სა­კი­თხის წა­მოჭ­რა სხვა არა­ფე­რია, თუ არა ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ცდა. იმის ნაც­ვლად, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს იმ 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­მე­ლიც ევ­რო­კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­წე­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან გვეს­მის, თით­ქოს კან­დი­და­ტო­ბა ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, რაც სიც­რუ­ეა და ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ვინ­მეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ეს არ ეს­მო­დეს. იმ 12 პუნ­ქტი­დან 2 სა­კითხს ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ესე­ნია: მე­დი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მე­ტიც, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სრულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რა­ზეც დგას ევ­რო­კავ­ში­რი. ამი­ტომ ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ეს ვინ­მეს შემ­თხვე­ვით მო­უ­ვი­და ან შე­ე­შა­ლა, დიდი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა, მით უფრო, რომ აღარ დარ­ჩა ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, რო­მელ­საც პირ­და­პირ არ ეთ­ქვას, ნუ გა­ა­კე­თებთ ამას, რად­გან ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თქვე­ნი­ვე ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სო. ეს არ არის გზა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ან ნა­ტო­ში მი­იყ­ვანს.

ამის თა­ო­ბა­ზე უაღ­რე­სად მკა­ფი­ოდ მი­ა­ნიშ­ნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­მა, ასე­ვე ნა­ტომ, ევ­რო­საბ­ჭომ და პარტნი­ორ­მა ქვეყ­ნებ­მა, გა­ე­რომ და ნე­იტ­რა­ლურ­მა შვე­ი­ცა­რი­ა­მაც კი, რომ ამ­გვა­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ე.წ. ინი­ცი­ა­ტი­ვა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯი­უ­ტად აგ­რძე­ლებს იმ გზა­ზე სი­ა­რულს, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბას. ეს თემა ყუ­რით მოთ­რე­უ­ლია და არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს უცხო­უ­რი დო­ნო­რე­ბის­გან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან.

ჯერ ერთი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა ისე­დაც გამჭვირ­ვა­ლეა. მათ წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა ევა­ლე­ბათ თი­თო­ე­ულ იმ თეთრზე, რო­მელ­საც იღე­ბენ და ხარ­ჯა­ვენ. მოკ­ლედ, ესა თუ ის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო, თან­ხის მიზ­ნობ­რი­ო­ბა და ხარ­ჯვა სავ­სე­ბით გამჭვირ­ვა­ლეა. ეს ხდე­ბა წე­ლი­წა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის სა­ფუძ­ველ­ზე და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ მისი ნახ­ვა.

გარ­და ამი­სა, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს რა­ტომ­ღაც და­ა­ვი­წყდათ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი გრან­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლი­თაც გან­სა­ზღვრუ­ლია, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს გრან­ტის გამ­ცე­მი. გრანტს ვერ მი­ი­ღებთ ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს არ უღი­ა­რე­ბია რო­გორც და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო. იცით, გა­სა­ო­ცა­რი რა არის, სა­ხელ­მწი­ფო ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ეუბ­ნე­ბა, მე თქვენ ფულ­თან კი არა მაქვს პრე­ტენ­ზია, არა­მედ იმას­თან, რომ ფულს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აძ­ლევთ, მხო­ლოდ მე მო­მე­ცით და ეს უცხო ძა­ლის გავ­ლე­ნად არ ჩა­ით­ვლე­ბაო. კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რაც გამჭვირ­ვა­ლო­ბას შე­ე­ხე­ბა, ის არის, რომ თით­ქმის ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ფი­ნან­სურ ან­გა­რიშს აბა­რებს დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბის­გა­ნაც და­ფი­ნან­სე­ბას იღებს. ასე რომ, ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, არაფ­რით არ უკავ­შირ­დე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბას. ეს არის სრუ­ლი­ად პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რომ­ლის ამო­ცა­ნაც თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ზღუდ­ვა და ახა­ლი ბა­რი­ე­რის შექ­მნაა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე.

- კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ეს რუ­სუ­ლი კი არა, ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბია.

- ცოტა ხან­ში მი­ვალთ იქამ­დე, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ალ­ბათ, ლექ­ცი­ებს ჩა­უ­ტა­რებს ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს ამე­რი­კულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, ან ას­წავ­ლის ევ­რო­კავ­შირს, რა არის ევ­რო­კავ­ში­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი აბ­სურ­დამ­დე მი­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნის თე­მას, ჯერ ერთი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის პირ­და­პირ გად­მო­წე­რა არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ვარ­გა, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია კონ­კრე­ტულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, სივ­რცე­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. კა­ნო­ნი, რო­მელ­ზეც აპე­ლი­რე­ბენ, არის 1938 წელს მი­ღე­ბუ­ლი, ანუ სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ნორ­მა, რო­დე­საც შტა­ტებ­ში დიდი იყო ფა­შიზ­მი­სა და კო­მუ­ნიზ­მის საფრ­თხე. ეს იყო კა­ნო­ნი არა გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის, არა­მედ უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. რაც მთა­ვა­რია და რა­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რა­ტომ­ღაც არ ლა­პა­რა­კო­ბენ, ის არის, რომ ამ კა­ნონ­მა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და და რე­ა­ლუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ბიზ­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ნორ­მად იქცა.

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კა­ნო­ნი რა­ტომ უნდა გად­მო­ვი­ტა­ნოთ პირ­და­პირ? იქ ბევ­რი ისე­თი კა­ნო­ნია, რომ­ლე­ბიც იმ სივ­რცის­თვის შე­საძ­ლოა კარ­გია, მაგ­რამ სხვა­გან არ გად­მოდ­გეს. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთ შტატ­ში მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მა­ი­მუ­ნის სა­ჭეს­თან დას­მა აკ­რძა­ლუ­ლია. რა ვქნათ, ჩვენც ხომ არ გად­მო­ვი­ღოთ? კი­დევ ერთი - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის არსი ემ­ყა­რე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას, ანუ მე კი არ უნდა ვამ­ტკი­ცო ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა, თუ ბრალს მდებ, შენ უნდა და­მიმ­ტკი­ცო. ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არსი სწო­რედ ის არის, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ რო­მე­ლი­მე პირი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია მოქ­მე­დებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი მო­გა­კე­რე­ბენ აგენ­ტის იარ­ლიყს და მერე უნდა ამ­ტკი­ცო, რომ აქ­ლე­მი არა ხარ.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლაც უდ­გას პრობ­ლე­მა, რო­დე­საც ჩვე­ნი არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ და მე-5 კო­ლო­ნა გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ჰყავთ, მაგ­რამ ე.წ. ხალ­ხის ძა­ლის მომ­ზა­დე­ბუ­ლი არც ერთი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ ეხე­ბა არც რუ­სე­თი­დან შე­მო­სულ შავ ფულს, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად მო­თა­რე­შე ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, არც მათ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას და არც ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და­ფი­ნან­სე­ბულ ან­ტი­ქარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ამა­ზე ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­ში ლა­პა­რა­კი არც არის. სა­მა­გი­ე­როდ, ლა­პა­რა­კია იმ კა­ნონ­მორ­ჩილ დო­ნო­რებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა ისე­დაც გამჭვირ­ვა­ლეა.

საქ­მე ის კი არ არის, ესა თუ ის კა­ნო­ნი პირ­ვე­ლად სად შე­იქ­მნა, არა­მედ ის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვინ რო­გორ იყე­ნებს. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა რუ­სუ­ლია იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც იმა­ვე მიზ­ნით ქმნის, რის­თვი­საც პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­მა მი­ი­ღო. გა­ვიხ­სე­ნოთ, როცა პუ­ტი­ნი მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, გა­ნა­ცხა­და, და­სავ­ლე­თი­დან უნდა ავი­ღოთ მა­გა­ლი­თიო, და მარ­თლაც არა­ერ­თი კარ­გი და­სავ­ლუ­რი კა­ნო­ნი გად­მო­თარ­გმნეს რუ­სუ­ლად, მაგ­რამ თან­და­თან მას­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით სრუ­ლად შეც­ვა­ლეს იმ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არსი და რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, გა­მო­ი­ყე­ნეს პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად მე­დი­ი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის შე­სა­ზღუ­დად. ანა­ლო­გი­უ­რად­ვე მოქ­მე­დებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". გა­სულ კვი­რას პარ­ლა­მენ­ტში ვი­ხი­ლეთ სა­მარ­ცხვი­ნო პრო­ცე­სი - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რით თვით­ლუსტრა­ცია და­ი­წყო.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ მოგ­ვის­მე­ნია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან. რო­გორ ფიქ­რობთ, რას ნიშ­ნავს მისი დუ­მი­ლი და ბა­რემ აქვე გა­ვიხ­სე­ნებ მის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც 3 მარტს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დის ხელ­მო­წე­რის წლის­თავ­ზე გა­ავ­რცე­ლა: "2022 წლის 3 მარტს მე წი­ლად მხვდა გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტი­ვი, ხელი მო­მე­წე­რა დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ­თა მრა­ვა­ლი თა­ო­ბის ოც­ნე­ბას, ჩვე­ნი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან მის­წრა­ფე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს... ღრმად მწამს, რომ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, მალე დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბით", - ეს არის ამო­ნა­რი­დი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან...

- დღეს ამ სა­კი­თხზე დუ­მი­ლი ნიშ­ნავს თან­ხმო­ბას, მით უფრო, რო­დე­საც საქ­მე უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შე­ე­ხე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურულა
3

ეს ხალხი ყველაფერს უძლებს. შიმშილს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, ტავზე და&&&&& და ახლა რეიზა აღშოთდნენ რომ გარეტ გამოვარდნენ ნეტა გამაგებინა , მიტხაროტ ვერ ვოიგებ ვერაა

ქუთაისელი
6

ან ნაცი უნდა იყვე, ან ბეცი (პოლიტიკურად), ან მარტო ტვ პირველს უნდა უყურებდე, რომ ეს კანონი წაიკითხო და მაინც რუსული გეგონოს. რა მნიშვნელობა აქვს კანონი 1938 წელშია დაწერილი თუ 1983 - ში, დღეს ხომ მოქმედებს. ეგაა მთავარი.

ავტორი:

"კანონპროექტი არ ეხება არც რუსეთიდან შემოსულ შავ ფულს, არც საქართველოში თავისუფლად მოთარეშე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არც მათ ბიზნესსაქმიანობას..." - რას ცდილობს ხელისუფლება?

"კანონპროექტი არ ეხება არც რუსეთიდან შემოსულ შავ ფულს, არც საქართველოში თავისუფლად მოთარეშე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არც მათ ბიზნესსაქმიანობას..." - რას ცდილობს ხელისუფლება?

3 მარტს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული გაწევრების განაცხადის შეტანიდან ერთი წელი შესრულდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანა ამ თარიღს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის სრულიად აუხსნელი და გაუგებარი ურთიერთობით შეხვდა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობამ, რაც ოქტომბერში უნდა შეფასდეს, 2023 წლის დამდეგიდან მოყოლებული გადაფარა ე.წ. გავლენის აგენტების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივებმა, რასაც ევროკავშირი თავის პრინციპებსა და რეკომენდაციებთან შეუსაბამოდ აფასებს. "ქართული ოცნება" ცდილობს საპირისპირო დაამტკიცოს, შედეგად 2 მარტს, ხმაურიანი პროტესტის ფონზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" მოკავშირე „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს პარლამენტის წინ აქციაზე, სადაც ამ კანონპროექტებს აპროტესტებდნენ, 36 კაცი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები. ჩვენი პარტნიორები აფრთხილებენ საქართველოს, რომ ეს გზა ევროკავშირისკენ არ მიდის და „გავლენის აგენტების“რუსული“ინიციატივების გამო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეფერხდება. რით შეიძლება აიხსნას ხელისუფლების მოქმედება? - ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელ თენგიზ ფხალაძე:

- დღეს, როდესაც ხელის ერთ გაწვდენაზეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამგვარი საკითხის წამოჭრა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების ცდა. იმის ნაცვლად, ყველაფერი გაკეთდეს იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუწესა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმის, თითქოს კანდიდატობა ბევრს არაფერს ნიშნავს, რაც სიცრუეა და ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს ხელისუფლებაში ეს არ ესმოდეს. იმ 12 პუნქტიდან 2 საკითხს ეს კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგება, ესენია: მედიის გაძლიერება და გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის გაძლიერება. მეტიც, ეს ინიციატივა სრულ წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებებთან, რაზეც დგას ევროკავშირი. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ვინმეს შემთხვევით მოუვიდა ან შეეშალა, დიდი გულუბრყვილობაა, მით უფრო, რომ აღარ დარჩა ორგანიზაცია თუ სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც პირდაპირ არ ეთქვას, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ეს ეწინააღმდეგება თქვენივე ეროვნულ ინტერესებსო. ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში მიიყვანს.

ამის თაობაზე უაღრესად მკაფიოდ მიანიშნეს ხელისუფლებას როგორც ევროკავშირმა, ასევე ნატომ, ევროსაბჭომ და პარტნიორმა ქვეყნებმა, გაერომ და ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი, რომ ამგვარი კანონის მიღება არ შეიძლება. რაც მთავარია, ქართველი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა განაცხადა, რომ ეს ე.წ. ინიციატივა მისთვის მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს და ქართველი საზოგადოების ნებას. ეს თემა ყურით მოთრეულია და არავითარი კავშირი არა აქვს უცხოური დონორებისგან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან.

ჯერ ერთი, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ისედაც გამჭვირვალეა. მათ წელიწადში რამდენჯერმე სახელმწიფოსთვის ანგარიშის ჩაბარება ევალებათ თითოეულ იმ თეთრზე, რომელსაც იღებენ და ხარჯავენ. მოკლედ, ესა თუ ის დაფინანსების წყარო, თანხის მიზნობრიობა და ხარჯვა სავსებით გამჭვირვალეა. ეს ხდება წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე მომზადებული ანგარიშის საფუძველზე და დაინტერესებულ პირებს ყოველთვის შეუძლიათ მისი ნახვა.

გარდა ამისა, ამ კანონპროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს რატომღაც დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი გრანტების თაობაზე, რომლითაც განსაზღვრულია, ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი. გრანტს ვერ მიიღებთ ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც სახელმწიფოს არ უღიარებია როგორც დაფინანსების წყარო. იცით, გასაოცარი რა არის, სახელმწიფო ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეუბნება, მე თქვენ ფულთან კი არა მაქვს პრეტენზია, არამედ იმასთან, რომ ფულს სხვა ორგანიზაციებს აძლევთ, მხოლოდ მე მომეცით და ეს უცხო ძალის გავლენად არ ჩაითვლებაო. კიდევ ერთი საკითხი, რაც გამჭვირვალობას შეეხება, ის არის, რომ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსურ ანგარიშს აბარებს დონორ ორგანიზაციებს, რომლებისგანაც დაფინანსებას იღებს. ასე რომ, ორივე კანონპროექტი, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს, არაფრით არ უკავშირდება გამჭვირვალობას. ეს არის სრულიად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომლის ამოცანაც თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და ახალი ბარიერის შექმნაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

- კანონპროექტების ავტორები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ეს რუსული კი არა, ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით მომზადებული დოკუმენტებია.

- ცოტა ხანში მივალთ იქამდე, რომ "ქართული ოცნება", ალბათ, ლექციებს ჩაუტარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკულ კანონმდებლობაში, ან ასწავლის ევროკავშირს, რა არის ევროკავშირი. ეს ყველაფერი აბსურდამდე მიდის. რაც შეეხება ე.წ. ამერიკული კანონის თემას, ჯერ ერთი, საკანონმდებლო დოკუმენტების პირდაპირ გადმოწერა არც ერთ შემთხვევაში არ ვარგა, რადგან ნებისმიერი კანონი მიღებულია კონკრეტულ მოცემულობაში, სივრცესა და საზოგადოებაში. კანონი, რომელზეც აპელირებენ, არის 1938 წელს მიღებული, ანუ საუკუნის წინანდელი ნორმა, როდესაც შტატებში დიდი იყო ფაშიზმისა და კომუნიზმის საფრთხე. ეს იყო კანონი არა გამჭვირვალობისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის. რაც მთავარია და რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები რატომღაც არ ლაპარაკობენ, ის არის, რომ ამ კანონმა გასული საუკუნის 60-იან წლებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და რეალურად პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელ ნორმად იქცა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკის შეერთებული შტატების კანონი რატომ უნდა გადმოვიტანოთ პირდაპირ? იქ ბევრი ისეთი კანონია, რომლებიც იმ სივრცისთვის შესაძლოა კარგია, მაგრამ სხვაგან არ გადმოდგეს. მაგალითად, ზოგიერთ შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, მაიმუნის საჭესთან დასმა აკრძალულია. რა ვქნათ, ჩვენც ხომ არ გადმოვიღოთ? კიდევ ერთი - სამართლიანობის არსი ემყარება უდანაშაულობის პრეზუმფციას, ანუ მე კი არ უნდა ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, თუ ბრალს მდებ, შენ უნდა დამიმტკიცო. ამერიკული კანონმდებლობის არსი სწორედ ის არის, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ რომელიმე პირი თუ ორგანიზაცია მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჩვენი კანონპროექტის თანახმად კი მოგაკერებენ აგენტის იარლიყს და მერე უნდა ამტკიცო, რომ აქლემი არა ხარ.

დღეს საქართველოს მართლაც უდგას პრობლემა, როდესაც ჩვენი არამეგობრული ქვეყნები გავლენის მოპოვებას ცდილობენ და მე-5 კოლონა გააქტიურებული ჰყავთ, მაგრამ ე.წ. ხალხის ძალის მომზადებული არც ერთი კანონპროექტი არ ეხება არც რუსეთიდან შემოსულ შავ ფულს, არც საქართველოში თავისუფლად მოთარეშე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არც მათ ბიზნესსაქმიანობას და არც ამ საქმიანობიდან დაფინანსებულ ანტიქართულ ორგანიზაციებს. ამაზე ამ კანონპროექტებში ლაპარაკი არც არის. სამაგიეროდ, ლაპარაკია იმ კანონმორჩილ დონორებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც სრულად ექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობას და რომელთა საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა.

საქმე ის კი არ არის, ესა თუ ის კანონი პირველად სად შეიქმნა, არამედ ის არის მნიშვნელოვანი, ვინ როგორ იყენებს. ეს ინიციატივა რუსულია იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც იმავე მიზნით ქმნის, რისთვისაც პუტინის რეჟიმმა მიიღო. გავიხსენოთ, როცა პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, განაცხადა, დასავლეთიდან უნდა ავიღოთ მაგალითიო, და მართლაც არაერთი კარგი დასავლური კანონი გადმოთარგმნეს რუსულად, მაგრამ თანდათან მასში შეტანილი ცვლილებებით სრულად შეცვალეს იმ კანონმდებლობის არსი და რაც ყველაზე სამწუხაროა, გამოიყენეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად მედიისა და თავისუფალი აზრის შესაზღუდად. ანალოგიურადვე მოქმედებს "ქართული ოცნება". გასულ კვირას პარლამენტში ვიხილეთ სამარცხვინო პროცესი - შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ საკომიტეტო მოსმენაზე ამ კანონპროექტებისთვის მხარდაჭერით თვითლუსტრაცია დაიწყო.

- საინტერესოა, რომ ამ ინიციატივის შესახებ განცხადება ჯერ არ მოგვისმენია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მისი დუმილი და ბარემ აქვე გავიხსენებ მის განცხადებას, რომელიც 3 მარტს ევროკავშირში გაწევრების ოფიციალური განაცხადის ხელმოწერის წლისთავზე გაავრცელა: "2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს... ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით", - ეს არის ამონარიდი ღარიბაშვილის "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული განცხადებიდან...

- დღეს ამ საკითხზე დუმილი ნიშნავს თანხმობას, მით უფრო, როდესაც საქმე უმაღლესი თანამდებობის პირებს შეეხება. გააგრძელეთ კითხვა