პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წილოსანის ბიზნესპარტნიორმა ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი... მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ დამნაშავე, რადგან პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს" - დიღმელაშვილი
"წილოსანის ბიზნესპარტნიორმა ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი... მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ დამნაშავე, რადგან პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს" - დიღმელაშვილი

მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღ­ძრეს, იმი გამო, რომ დე­პუ­ტატ ნინო წი­ლო­სა­ნის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის გაფ­ლან­გვის საქ­მე გა­მო­ავ­ლი­ნა. აქ­ტი­ვის­ტი, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ებ­რძო­და, გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში სას­წავ­ლებ­ლად შოტ­ლან­დი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა და ედინ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო სწავ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს დრო­ე­ბით გა­მო­ე­თი­შა

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი:

- გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე მიდ­გა სა­უ­ბა­რი და მა­ინც შე­გახ­სე­ნებთ რა სა­ოც­რე­ბა გა­დამ­ხდა:დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნის ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­მა, რო­მე­ლიც დე­პუ­ტატ­თან 5 შპს-ში ინა­წი­ლებ­და წი­ლებს, ქუ­თა­ის­ში უსახ­ლკა­რო ბავ­შვე­ბის თავ­შე­საფ­რის 4-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტენ­დე­რი მო­ი­გო და აქე­დან 2 მი­ლი­ო­ნი უბ­რა­ლოდ შე­ჭა­მა.ამ შეჭ­მა­ზე ან­გა­რი­ში და­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა, შემ­დეგ და­ა­დას­ტუ­რა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზამ, ამის შემ­დეგ გა­მო­ვი­ძი­ეთ ფლან­გვის დე­ტექ­ტო­რი­თაც, მაგ­რამ წი­ლო­სა­ნის ბიზ­ნეს­პარტნო­რის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა.

მა­გი­ე­რო­სად საქ­მე აღიძ­რა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ. რა­ტომ? იმი­ტომ რომ ვი­კი­თხე, თუ რა­ტომ არ აღ­ძრუ­ლა საქ­მე ამ კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ, როცა თა­ვად სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­იკ­ვლია რომ ობ­ლებს ფული მო­უ­ტე­ხა - იმი­ტომ ხომ არა, რომ დე­პუ­ტა­ტის პარტნი­ო­რია და მფარ­ვე­ლობს? ჩვენ­მა უსა­მარ­თლი­ა­ნეს­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მთელ ამ ამ­ბავ­ში მე ვყო­ფილ­ვარ ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე, რად­გან გავ­ბე­დე და პარტნი­ო­რის მფარ­ვე­ლო­ბა და­ვაბ­რა­ლე დე­პუ­ტატს, რო­მელ­საც კა­ნო­ნი სა­ერ­თოდ უკ­რძა­ლავს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის ყო­ლას. ახლა აპე­ლა­ცი­ა­ში ვართ. კი, გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის უნ­დათ კა­ნო­ნი. გიჟ­დე­ბი­ან გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე

დიღ­მე­ლაშ­ვი­ლის პოს­ტში სა­უ­ბა­რია შპს სა­ნოს დი­რექ­ტორ ლე­ვან ჭან­ტუ­რი­ძე­ზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტარ ნინო წი­ლო­სა­ნის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­ში. ამ თე­მა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ფლან­გვის დე­ტექ­ტორ­მა 2019 წელს ჩა­ა­ტა­რა. იხი­ლეთ თან­დარ­თუ­ლი ლინ­კი.

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი სტა­ტუ­სის კო­მენ­ტა­რებ­ში წერს:

"ახლა მე­ვა­ლე­ბა, რომ სა­ჯა­როდ უარ­ვყო, რომ წი­ლო­სა­ნი მის პარტნი­ორს, "კრი­შავს". ანუ ჰო, პარტნი­ო­რია. ჰო, ობოლ ბავ­შვებს შე­უ­ჭა­მა 2 მი­ლი­ო­ნი. ჰო, ტენ­დე­რი მორ­გე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით ჩა­ტარ­და (ამა­ზე მე და სა­ხელ­მწი­ფო ვთან­ხმდე­ბით). მა­ა­ა­ა­აგ­რამ აპ აპ აპ რა "კრი­შა" გე­ნაც­ვა­ლე, რო­გორ მე­კად­რე­ბა, სირ­ცხვი­ლი მე, რომ დე­პუ­ტა­ტის სა­ხე­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბას ასე შე­ვე­ხე. კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ პოსტ ფაქ­ტუ­მაც ვე­ღა­რა­ფერს იტყვის ვერ­ცერ­თი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი. ჯერ აგენ­ტი იქ­ნე­ბა და მერე პრე­ვენ­ცი­უ­ლად და­ი­ჭე­რენ...“

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გონიერი
1

რაო არ გჯერათ წილოსანისაგან ფულების ჭამა!? აბა ვის ხარჯზე ასწავლის შვილს ბრიტანეთში და იქ აკიტხავს.იციტ ეს რა ჯდება!? მე შენ გეტყვი სულ 100 ქულებით ჩააბულბულებს. დარწმუნებული ვარ ერთი უსაქმური ვინმეა განებივრებული მდიდარი ბაბუის ნაქურდალი ფულებით.რადგან ქოცია არ იკადრებს ფულის წაგლეჯას ხალხისათვის. ვაი ვაი.. აბა იმხელა კორპუსს ტყუილად აშენებს თუ გგონიათ ხელმოკლე სტუდენტებს უშენებს...დიღმელაშვილს ეკაჩავეთ მეტი რა შეგიძლიათ წილოსანის დედუშკასი გეშინიათ ხოოოო. 

თემიდა
2

ფრედი ულვაშები სად წაიღე შე კვანწალავ შენა ,

ავტორი:

"წილოსანის ბიზნესპარტნიორმა ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი... მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ დამნაშავე, რადგან პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს" - დიღმელაშვილი

"წილოსანის ბიზნესპარტნიორმა ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი... მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ დამნაშავე, რადგან პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს" - დიღმელაშვილი

მოძრაობა "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, იმი გამო, რომ დეპუტატ ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორის გაფლანგვის საქმე გამოავლინა. აქტივისტი, რომელიც წლების მანძილზე არსებულ ხელისუფლებას ებრძოდა, გასული წლის სექტემბერში სასწავლებლად შოტლანდიაში გაემგზავრა და ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ პროცესებს დროებით გამოეთიშა

შოთა დიღმელაშვილი:

- გამჭვირვალობაზე მიდგა საუბარი და მაინც შეგახსენებთ რა საოცრება გადამხდა:დეპუტატი ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორმა, რომელიც დეპუტატთან 5 შპს-ში ინაწილებდა წილებს, ქუთაისში უსახლკარო ბავშვების თავშესაფრის 4-მილიონიანი ტენდერი მოიგო და აქედან 2 მილიონი უბრალოდ შეჭამა.ამ შეჭმაზე ანგარიში დაწერა საქართველოს აუდიტის სამსახურმა, შემდეგ დაადასტურა სამხარაულის ექსპერტიზამ, ამის შემდეგ გამოვიძიეთ ფლანგვის დეტექტორითაც, მაგრამ წილოსანის ბიზნესპარტნორის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

მაგიეროსად საქმე აღიძრა ჩემ წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ ვიკითხე, თუ რატომ არ აღძრულა საქმე ამ კაცის წინააღმდეგ, როცა თავად სახელმწიფომ გამოიკვლია რომ ობლებს ფული მოუტეხა - იმიტომ ხომ არა, რომ დეპუტატის პარტნიორია და მფარველობს? ჩვენმა უსამართლიანესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთელ ამ ამბავში მე ვყოფილვარ ერთადერთი დამნაშავე, რადგან გავბედე და პარტნიორის მფარველობა დავაბრალე დეპუტატს, რომელსაც კანონი საერთოდ უკრძალავს ბიზნესსაქმიანობას და შესაბამისად ბიზნესპარტნიორის ყოლას. ახლა აპელაციაში ვართ. კი, გამჭვირვალობისთვის უნდათ კანონი. გიჟდებიან გამჭვირვალობაზე

დიღმელაშვილის პოსტში საუბარია შპს სანოს დირექტორ ლევან ჭანტურიძეზე, რომელიც პარლამენტარ ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორია სხვადასხვა ბიზნეში. ამ თემაზე გამოძიება ფლანგვის დეტექტორმა 2019 წელს ჩაატარა. იხილეთ თანდართული ლინკი.

შოთა დიღმელაშვილი სტატუსის კომენტარებში წერს:

"ახლა მევალება, რომ საჯაროდ უარვყო, რომ წილოსანი მის პარტნიორს, "კრიშავს". ანუ ჰო, პარტნიორია. ჰო, ობოლ ბავშვებს შეუჭამა 2 მილიონი. ჰო, ტენდერი მორგებული პირობებით ჩატარდა (ამაზე მე და სახელმწიფო ვთანხმდებით). მაააააგრამ აპ აპ აპ რა "კრიშა" გენაცვალე, როგორ მეკადრება, სირცხვილი მე, რომ დეპუტატის სახელის პატიოსნებას ასე შევეხე. კანონის მიღების შემდეგ პოსტ ფაქტუმაც ვეღარაფერს იტყვის ვერცერთი გამომძიებელი ჟურნალისტი. ჯერ აგენტი იქნება და მერე პრევენციულად დაიჭერენ...“