საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ?
როგორ ავარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ?

ფრენ­შა­ი­ზი გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს მო­დე­ლია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრენ­დის ლო­გო­სა და სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნეს მო­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რისი მა­გა­ლი­თიც ცნო­ბი­ლი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი და ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბია. თუ მათი უმე­ტე­სო­ბა უცხო­ურ ბიზ­ნე­სებს წარ­მო­ად­გენს, ფრენ­შა­ი­ზის გა­ყიდ­ვა უკვე ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ - „ბიბ­ლუს­მაც“ და­ი­წყო და მისი პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია თბი­ლის­ში უკვე გა­იხ­სნა.

რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს ფრენ­შა­იზს?

რად­გა­ნაც ფრენ­შა­იზ მა­ღა­ზია ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­ხე­ლით იწყებს ოპე­რი­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბის შან­სი უფრო მა­ღა­ლია. მის მე­პატ­რო­ნეს ბიზ­ნე­სის სა­მარ­თა­ვად არ სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა, ბრენ­დის ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მისი ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ხდე­ბი­ან, ფრენ­შა­ი­ზის მფლო­ბელს შე­უძ­ლია სა­მო­მავ­ლოდ მა­ღა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­დოს და ა. შ.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ფრენ­შა­ი­ზის შე­ძე­ნით:

  • უკვე გვყავს მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ბაზა;
  • მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გვენ­დო­ბი­ან;
  • და­სა­წყის­ში­ვე ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ში ვართ;
  • წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის რის­კი და­ბა­ლია.

ამას­თან, ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბამ­დე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია წი­ნას­წარ ვი­ცო­დეთ, და­ახ­ლო­ე­ბით რა სა­შუ­ა­ლო თვი­ურ შე­მო­სა­ვალს მოგ­ვი­ტანს ფრენ­შა­ი­ზი და რა ხარ­ჯის გა­წე­ვა მოგ­ვი­წევს ფარ­თის ქი­რის, პერ­სო­ნა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა და ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის. ასე­ვე, რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნია ად­გი­ლი, სა­დაც ფრენ­შა­იზ მა­ღა­ზი­ის გახ­სნას ვგეგ­მავთ.

თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ, რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ კომ­პა­ნია, რომ­ლის ფრენ­შა­იზ­საც შე­ვი­ძენთ. იმი­სათ­ვის, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ:

რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნია კომ­პა­ნია, რომ­ლის ფრენ­შა­ი­ზი­თაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ვართ?

ფრენ­შა­ი­ზის შე­ძე­ნამ­დე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძი­ოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია კომ­პა­ნია, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ას­რუ­ლა გან­ვლი­ლი წელი, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა, იზ­რდე­ბა თუ არა მისი გა­ყიდ­ვე­ბი და ა. შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბის მო­ძი­ე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ან­გა­რი­შე­ბის პორ­ტალ­ზე. თუ კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს, დიდი შან­სია, რომ ფრენ­შა­იზ მა­ღა­ზი­აც მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ფრენ­შა­ი­ზის პი­რო­ბე­ბი?

თუ მისი შე­ძე­ნა დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამის­თვის სეს­ხის აღე­ბა გი­წევთ, პერ­სპექ­ტი­ვა­ში კი ვფიქ­რობთ, რომ მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბი­დან უმე­ტე­სო­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­სა­ფა­რად დაგ­ვჭირ­დე­ბა, ალ­ბათ სჯობს, კი­დევ ერთხელ დავ­ფიქ­რდეთ, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ეს პი­რო­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ფრენ­შა­ი­ზი შე­იძ­ლე­ბა უფრო მი­სა­ღებ პი­რო­ბებს გვთა­ვა­ზობ­დეს, ვიდ­რე უცხო­უ­რი.

რო­გო­რი იმი­ჯი აქვს კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის ფრენ­შა­ი­ზის შე­ძე­ნა­საც ვგეგ­მავთ?

რო­გორც უცხო­უ­რი, ისე ქარ­თუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვარ­წმუ­ნებს, რომ კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბა­ში მისი იმი­ჯი დიდ როლს ას­რუ­ლებს. შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს ან სერ­ვისს აწ­ვდი­დეს, თუმ­ცა იმ­დე­ნად შე­ლა­ხუ­ლი ჰქონ­დეს იმი­ჯი, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ გა­კოტ­რდეს. ამის მა­გა­ლი­თე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც არ­სე­ბობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ძე­ნი­ლი ფრენ­შა­ი­ზი უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

-------
1

აბა გვითარგმეთ ეს"ფრენშაიზი",ხალხო ქართულად ამ სიტყვის შესაბამისი სიტყვა არ არსებობს?რა დაგემართად,ეს მეტიჩრობა არის რომ ღუპავს ამ ქვეყანას,პირველ რუგში საკუთარი ენის უპატივისცემლობა.

ავტორი:

როგორ ავარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ?

როგორ ავარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ?

ფრენშაიზი განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნეს მოდელია, რომელიც ცნობილი და წარმატებული ბრენდის ლოგოსა და სახელის გამოყენებით საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული ბიზნეს მოდელი საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს, რისი მაგალითიც ცნობილი სწრაფი კვების ობიექტები და ქსელური მარკეტებია. თუ მათი უმეტესობა უცხოურ ბიზნესებს წარმოადგენს, ფრენშაიზის გაყიდვა უკვე ქართულმა კომპანიამ - „ბიბლუსმაც“ დაიწყო და მისი პირველი მაღაზია თბილისში უკვე გაიხსნა.

რა უპირატესობები აქვს ფრენშაიზს?

რადგანაც ფრენშაიზ მაღაზია ცნობილი ბრენდის სახელით იწყებს ოპერირებას, წარმატების შანსი უფრო მაღალია. მის მეპატრონეს ბიზნესის სამართავად არ სჭირდება სპეციფიკური ცოდნა, ბრენდის ლოიალური მომხმარებლები მისი ლოიალური მომხმარებლებიც ხდებიან, ფრენშაიზის მფლობელს შეუძლია სამომავლოდ მაღაზიების რაოდენობა გაზარდოს და ა. შ.

რომ შევაჯამოთ, ფრენშაიზის შეძენით:

  • უკვე გვყავს მომხმარებელთა დიდი ბაზა;
  • მომხმარებლები გვენდობიან;
  • დასაწყისშივე ძლიერ პოზიციაში ვართ;
  • წარუმატებლობის რისკი დაბალია.

ამასთან, ინვესტიციის ჩადებამდე გასათვალისწინებელია წინასწარ ვიცოდეთ, დაახლოებით რა საშუალო თვიურ შემოსავალს მოგვიტანს ფრენშაიზი და რა ხარჯის გაწევა მოგვიწევს ფართის ქირის, პერსონალის ანაზღაურებისა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა გადასახადებისთვის. ასევე, რამდენად მომგებიანია ადგილი, სადაც ფრენშაიზ მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ.

თუმცა მანამდე საჭიროა ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ. იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა წარმატებით გამოვიყენოთ, რეკომენდებულია, რამდენიმე საკითხი გავითვალისწინოთ:

რამდენად შემოსავლიანია კომპანია, რომლის ფრენშაიზითაც დაინტერესებულები ვართ?

ფრენშაიზის შეძენამდე რეკომენდებულია ინფორმაცია მოვიძიოთ, რა მდგომარეობაშია კომპანია, რამდენად წარმატებულად დაასრულა განვლილი წელი, როგორ ვითარდება, იზრდება თუ არა მისი გაყიდვები და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშების მოძიება შეგიძლიათ ანგარიშების პორტალზე. თუ კომპანია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, დიდი შანსია, რომ ფრენშაიზ მაღაზიაც მომგებიანი იქნება.

რამდენად მისაღებია ფრენშაიზის პირობები?

თუ მისი შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამისთვის სესხის აღება გიწევთ, პერსპექტივაში კი ვფიქრობთ, რომ მიღებული მოგებიდან უმეტესობა ვალდებულების დასაფარად დაგვჭირდება, ალბათ სჯობს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რამდენად მისაღებია ეს პირობები.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმატებული კომპანიის ფრენშაიზი შეიძლება უფრო მისაღებ პირობებს გვთავაზობდეს, ვიდრე უცხოური.

როგორი იმიჯი აქვს კომპანიას, რომლის ფრენშაიზის შეძენასაც ვგეგმავთ?

როგორც უცხოური, ისე ქართული გამოცდილება გვარწმუნებს, რომ კომპანიის წარმატებაში მისი იმიჯი დიდ როლს ასრულებს. შესაძლოა, კომპანია მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტს ან სერვისს აწვდიდეს, თუმცა იმდენად შელახული ჰქონდეს იმიჯი, რომ დროთა განმავლობაში საერთოდ გაკოტრდეს. ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შეძენილი ფრენშაიზი უფრო წარმატებული და შემოსავლიანი იქნება.