ტელეკომპანია CNN საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრებს აქვეყნებს, რომელიც კლინიკა „ვივამედშია“ გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა CNN Tonight-ს კადრები სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ მიაწოდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ გადაცემაში CNN Tonight საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული რისკი, მკურნალობის შემთხვევაშიც კი სააკაშვილის გამოჯანმრთელება ვეღარ მოხდეს.
"როგორც ხედავთ, მისი წონის უკიდურესად კლება გრძელდება. ევროკავშირის 27 ქვეყანა სოლიდარულია მის მიმართ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამას მხარს უჭერს პოლონეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები; მას მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინა მზადაა ის სამკურნალოდ მიიღოს. მას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა და დეტოქსიკაციის პროცედურის ჩატარება”, - განაცხადა მასიმო დანჯელომ გადაცემაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავდა.
ნახეთ ვიდეო:
ძალიან მეცოდებიან მანდ მომუშავე ხალხი გაძლება მოგცეთ
აუუ ეს რა კომედიანტი გვყავს?! მართალია, უნიჭო და მშიშარა, მაგრამ ძალიან მონდომებული. კინაღამ დავიხრჩე სიცილით.