საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად" - კალაძე
"ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად" - კალაძე

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩემი ფა­ვო­რი­ტი იყო. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ლე­ვანს არ მო­ე­გო, ჯერ ისე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ფი­ზი­კუ­რად, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის ფაქ­ტი შე­ა­ფა­სა, რომ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის პარ­ტია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნებ­და, რო­გო­რი არ უნდა იყოს ხე­ლი­სუ­ფა­ლი.

"ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩემი ფა­ვო­რი­ტი იყო. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ლე­ვანს არ მო­ე­გო, ჯერ ისე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ფი­ზი­კუ­რად - არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ფი­ზი­კუ­რა­დაც და­ე­ტყო. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“. ზო­გა­დად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის პარ­ტია, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გო­რი არ უნდა იყოს ხე­ლი­სუ­ფა­ლი. გვახ­სოვს, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო. დღეს, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, აჩ­ვე­ნე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­გო­რი არ უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია", - აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, გა­აძ­ლი­ე­რებს თუ არა ხა­ბე­იშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა პარ­ტი­ა­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლი-მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფლანგს, კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ "რე­ა­ლუ­რად, ხა­ბე­იშ­ვი­ლი არა­ვინ არის“.

"ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ დრო­ე­ბით დას­მუ­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მალე ჩა­მო­ა­შო­რე­ბენ და გა­აგ­დე­ბენ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რო­გორც ნიკა მე­ლია გა­აგ­დეს. ვნა­ხეთ, რო­გო­რი ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით ებ­რძოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, ეს არის მათი ხელ­წე­რა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იც­ვა­ლონ. ცხა­დია, რომ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეა კე­ზე­რაშ­ვი­ლი-მე­რა­ბიშ­ვი­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

მან რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ფი­გუ­რი­რებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ნიკა მე­ლი­ას ჩა­ნა­წე­რი თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა გა­უვრცე­ლეს.

"ისე ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რო­გორ 2*2=4. ეს არის მათ მიერ ჩა­წე­რი­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ და ვერ შე­იც­ვლე­ბი­ან. გვახ­სოვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს რას კად­რუ­ლობ­დნენ, რა ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­დნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე ჰქონ­დათ კომ­პრო­მა­ტი, ავად­მყო­ფე­ბი იყ­ვნენ. დღე­საც, ოპო­ზი­ცი­ა­ში აგ­რძე­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევ­რე­ბის ჩა­წე­რას. იგი­ვე გა­ა­კე­თეს მე­ლი­ას შემ­თხვე­ვა­ში”,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზებურა
0

როგორ ამბობდი კახი ნაცების დროს?რამდენი რამე გააკეთესო ნაცებმაო ქვეყანა შეცვალესო შენ არ იყავი?

კახას
1

ხაბე როგორ არ არის არავინ, ხაბე მიშას ძმაა წერილი არ გინახავს ეტყობა

ავტორი:

"ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად" - კალაძე

"ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად" - კალაძე

ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, არჩევნების შედეგად, ლევან ხაბეიშვილი გახდა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც საზოგადოებას აჩვენებდა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.

"ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად - არჩევნებისთვის ემზადებოდა, ფიზიკურადაც დაეტყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები "ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდნენ მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან, აჩვენებენ მოსახლეობას, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტია", - აღნიშნავს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, გააძლიერებს თუ არა ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიაში კეზერაშვილი-მერაბიშვილის ფლანგს, კალაძე განმარტავს, რომ "რეალურად, ხაბეიშვილი არავინ არის“.

"ხაბეიშვილი ამ ადამიანების მიერ დროებით დასმულია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩამოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ვნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია ეს ადამიანები შეიცვალონ. ცხადია, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა კეზერაშვილი-მერაბიშვილი“, - აღნიშნავს კალაძე.

მან რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზეც ისაუბრა, რომელშიც სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ფიგურირებს და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას ჩანაწერი თანაგუნდელებმა გაუვრცელეს.

"ისე ვარ დარწმუნებული, როგორ 2*2=4. ეს არის მათ მიერ ჩაწერილი და გავრცელებული. ეს ადამიანები არ და ვერ შეიცვლებიან. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რას კადრულობდნენ, რა ჩანაწერებს აკეთებდნენ. ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე ჰქონდათ კომპრომატი, ავადმყოფები იყვნენ. დღესაც, ოპოზიციაში აგრძელებენ საკუთარი გუნდის წევრების ჩაწერას. იგივე გააკეთეს მელიას შემთხვევაში”,- აღნიშნა კალაძემ.