პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვედრა, რომელსაც თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად უნდა დაესწროთ
შეხვედრა, რომელსაც თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად უნდა დაესწროთ

იმ პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკს უწო­დე­ბენ, ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან იც­ვლე­ბა. ის იზ­რდე­ბა, იწყებს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას და მოს­მე­ნას, ბავ­შვი­დან ზრდას­რუ­ლად იქ­ცე­ვა. სწო­რედ ამ ასაკ­ში სწავ­ლობს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას და ზრუნ­ვას სა­კუ­თარ თავ­სა და გა­რე­მო­ზე.

მო­ზარ­დი უკვე გა­მო­სუ­ლია იმ ასა­კი­დან, როცა მას­ზე ზრუ­ნა­ვენ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა იმის­თვის, სა­კუ­თა­რი თავი და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ი­ნა­ხოს. შენ უკვე გინ­და ზრდას­რუ­ლი გა­მოჩ­ნდე, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის­თვის ჯერ კი­დევ ბავ­შვი ხარ?! - ეს არის მო­ზარ­დის­თვის პრობ­ლე­მე­ბის არსი. ყვე­ლა ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა აღ­ზრდის პე­რი­ო­დი - რთუ­ლი პე­რი­ო­დი რო­გორც თა­ვად ბავ­შვის­თვის, ასე­ვე მისი მშობ­ლე­ბის­თვის. თი­ნე­ი­ჯერს ტრანსფორ­მა­ცი­ის ეს ეტა­პი ხში­რად აბ­ნევს. ის ჯერ ვერ ეგუ­ე­ბა ახალ მე-ს, სხე­უ­ლი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლე­ბა, მაგ­რამ მის შიგ­ნით მო­ზარ­დი ისევ ბავ­შვია. ხში­რად მშობ­ლე­ბიც ღე­ლა­ვენ და არ იცი­ან, რა ჯო­ბია შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მათ­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლია ამ ეტა­პის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გავ­ლა.

თუ მშო­ბე­ლი ხართ და სახ­ლში მო­სი­ა­რუ­ლე ქარ­ბორ­ბა­ლა - თი­ნე­ი­ჯე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი გყავთ, მა­შინ თქვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი იქ­ნე­ბა ეს სი­ტუ­ა­ცია. ცდი­ლობთ და­ე­ლა­პა­რა­კოთ და და­ეხ­მა­როთ მას, მაგ­რამ ხვდე­ბით, რომ მცდე­ლო­ბე­ბი უშე­დე­გოა. ქა­ლიშ­ვი­ლი თით­ქოს არც კი გის­მენთ. მე­ო­რეს მხრივ, მო­ზარ­დის პო­ზი­ცი­ი­დან სუ­რა­თი სხვა­ნა­ი­რად იშ­ლე­ბა: მას აქვს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ვის ეს­მის და ის სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში იკე­ტე­ბა.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ხელ­მი­საწ­ვდო­მი „ზრდას­რუ­ლი“ ინ­ფორ­მა­ცის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­მა­რე­ბაა და ჭკვი­ა­ნი მენ­ტო­რის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, არც ერთ თი­ნე­ი­ჯერს არ შე­უძ­ლია გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და სწო­რად შე­ა­ფა­სოს სი­ტუ­ა­ცია და­მო­უ­კი­დებ­ლად.

„რა არის კარ­გი და რა არის ცუდი?“ „რა არის სწო­რი და რა არის არას­წო­რი?“ - მო­ზარ­დე­ბი მშობ­ლებს იშ­ვი­ა­თად ესა­უბ­რე­ბი­ან ამა­ზე.

დოქ­ტო­რი ტარა პორ­ტე­რი მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და თი­ნე­ი­ჯე­რებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან. 1992 წლი­დან ეწე­ო­და კლი­ნი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ახალ­გაზ­რდებ­თან. მან ეს პრობ­ლე­მე­ბი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­მო­იკ­ვლია და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნი „ჩემი არ გეს­მით“ - 21-ე სა­უ­კუ­ნის გო­გო­ნე­ბის გზამ­კვლე­ვი თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბის­თვის და ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის და­წე­რა. წიგნ­ში თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე და ამომ­წუ­რა­ვა­დაა გან­ხი­ლუ­ლი ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, შფოთ­ვა, სკო­ლა და გა­ნათ­ლე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და სექ­სი, კვე­ბა და ინ­ტერ­ნე­ტი. ავ­ტო­რი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ხსნის მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა თი­ნე­ი­ჯერ­მა გო­გო­ნამ უნდა იცო­დეს.

რო­გორ ამო­იც­ნო მო­ძა­ლა­დე, ტოქ­სი­კუ­რი მა­მა­კა­ცი; რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გყავ­დეს სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი მე­გობ­რე­ბი; რო­გორ იკ­ვე­ბო ჯან­სა­ღად, რო­გორ გა­უმკლავ­დე სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებს - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხებს წიგნ­ში იპო­ვით!

ტარა პორ­ტე­რის წიგ­ნი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლე­ბის­თვი­საც, რად­გან კარ­გად ხსნის იმას, თუ რას გა­ნიც­დის მათი ქა­ლიშ­ვი­ლი. ეს წიგ­ნი არის ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ვი რო­გორც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის, ასე­ვე მათი მშობ­ლე­ბის­თვის.

ხუთ­შა­ბათს, 26 იან­ვარს, 19:00 სა­ათ­ზე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“ გიწ­ვევთ შეხ­ვედ­რა­ზე ფსი­ქო­ლოგ მაია ცი­რა­მუ­ას­თან, რო­მე­ლიც ისა­უბ­რებს წიგ­ნის "ჩემი არ გეს­მით“ შე­სა­ხებ.

რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დეს ამ ასა­კის სირ­თუ­ლე­ებს მო­ზარ­დი გო­გო­ნა ან ახალ­გაზ­რდა ქალი? არ­სე­ბობს კი ამ კი­თხვა­ზე ნა­თე­ლი და იოლი პა­სუ­ხი? - ამ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე ისა­უბ­რებს ფსი­ქო­ლო­გი მაია ცი­რა­მუა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის ად­გი­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია! გთხოვთ რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­როთ მო­ცე­მულ ბმულ­ზე: https://forms.gle/zDBqsqUnmKeumKXf9

დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია!

ავტორი:

შეხვედრა, რომელსაც თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად უნდა დაესწროთ

შეხვედრა, რომელსაც თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად უნდა დაესწროთ

იმ პერიოდში, რომელსაც ჩვეულებრივ თინეიჯერობის ასაკს უწოდებენ, ადამიანი ძალიან იცვლება. ის იზრდება, იწყებს საკუთარი თავის შეცნობას და მოსმენას, ბავშვიდან ზრდასრულად იქცევა. სწორედ ამ ასაკში სწავლობს დამოუკიდებლად ცხოვრებას და ზრუნვას საკუთარ თავსა და გარემოზე.

მოზარდი უკვე გამოსულია იმ ასაკიდან, როცა მასზე ზრუნავენ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, საკუთარი თავი დამოუკიდებლად შეინახოს. შენ უკვე გინდა ზრდასრული გამოჩნდე, მაგრამ მშობლებისთვის ჯერ კიდევ ბავშვი ხარ?! - ეს არის მოზარდისთვის პრობლემების არსი. ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება აღზრდის პერიოდი - რთული პერიოდი როგორც თავად ბავშვისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის. თინეიჯერს ტრანსფორმაციის ეს ეტაპი ხშირად აბნევს. ის ჯერ ვერ ეგუება ახალ მე-ს, სხეული ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ მის შიგნით მოზარდი ისევ ბავშვია. ხშირად მშობლებიც ღელავენ და არ იციან, რა ჯობია შვილთან ურთიერთობაში. მათთვის საკმაოდ რთულია ამ ეტაპის უმტკივნეულოდ გავლა.

თუ მშობელი ხართ და სახლში მოსიარულე ქარბორბალა - თინეიჯერი ქალიშვილი გყავთ, მაშინ თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება ეს სიტუაცია. ცდილობთ დაელაპარაკოთ და დაეხმაროთ მას, მაგრამ ხვდებით, რომ მცდელობები უშედეგოა. ქალიშვილი თითქოს არც კი გისმენთ. მეორეს მხრივ, მოზარდის პოზიციიდან სურათი სხვანაირად იშლება: მას აქვს თავისი პრობლემები, რომლებიც არავის ესმის და ის საკუთარ ნაჭუჭში იკეტება.

მთავარი პრობლემა ხელმისაწვდომი „ზრდასრული“ ინფორმაცის დიდი რაოდენობით მოხმარებაა და ჭკვიანი მენტორის დახმარების გარეშე, არც ერთ თინეიჯერს არ შეუძლია გააანალიზოს და სწორად შეაფასოს სიტუაცია დამოუკიდებლად.

„რა არის კარგი და რა არის ცუდი?“ „რა არის სწორი და რა არის არასწორი?“ - მოზარდები მშობლებს იშვიათად ესაუბრებიან ამაზე.

დოქტორი ტარა პორტერი მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა თინეიჯერებთან და მათ მშობლებთან. 1992 წლიდან ეწეოდა კლინიკურ საქმიანობას ახალგაზრდებთან. მან ეს პრობლემები საფუძვლიანად გამოიკვლია და თავისი პირველი წიგნი „ჩემი არ გესმით“ - 21-ე საუკუნის გოგონების გზამკვლევი თინეიჯერი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის დაწერა. წიგნში თინეიჯერებისთვის გასაგებ ენაზე და ამომწურავადაა განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ოჯახი, მეგობრები, შფოთვა, სკოლა და განათლება, სიყვარული და სექსი, კვება და ინტერნეტი. ავტორი საფუძვლიანად ხსნის მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც ყველა თინეიჯერმა გოგონამ უნდა იცოდეს.

როგორ ამოიცნო მოძალადე, ტოქსიკური მამაკაცი; რატომაა მნიშვნელოვანი გყავდეს სწორი და ადეკვატური მეგობრები; როგორ იკვებო ჯანსაღად, როგორ გაუმკლავდე სხვადასხვა პრობლემებს - ამ ყველაფერზე პასუხებს წიგნში იპოვით!

ტარა პორტერის წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც, რადგან კარგად ხსნის იმას, თუ რას განიცდის მათი ქალიშვილი. ეს წიგნი არის ერთგვარი გზამკვლევი როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

ხუთშაბათს, 26 იანვარს, 19:00 საათზე, გამომცემლობა ,,პალიტრა L“ გიწვევთ შეხვედრაზე ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან, რომელიც ისაუბრებს წიგნის ,,ჩემი არ გესმით“ შესახებ.

როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ასაკის სირთულეებს მოზარდი გოგონა ან ახალგაზრდა ქალი? არსებობს კი ამ კითხვაზე ნათელი და იოლი პასუხი? - ამ აქტუალურ თემებზე ისაუბრებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ღონისძიებაზე დასწრების ადგილები შეზღუდულია! გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/zDBqsqUnmKeumKXf9

დასწრება თავისუფალია!