მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები)
სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები)

სოფი ლო­რე­ნის ქარ­თვე­ლი სარ­ძლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად ქარ­თულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რის, 54 წლის კარ­ლო პონ­ტი­სა და ზუმ­ბას მო­ცეკ­ვა­ვის, ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რის, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლის რო­მან­ზე უამ­რა­ვი და­ი­წე­რა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია თით­ქმის ორ წელს ით­ვლის. რო­მა­ნი 2021 წლის 14 მარტს მა­რი­ა­მის ფო­ტო­ზე მი­წე­რი­ლი კომ­პლი­მენ­ტით და­ი­წყო.

კარ­ლო პონ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად 2016 წელს, ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს, ნინო სურ­გუ­ლა­ძის მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რა. მა­შინ ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უცხო ქვე­ყა­ნა­ში საყ­ვა­რელ ქალს იპო­ვი­და და ხში­რად მო­უ­წევ­და ჩა­მოს­ვლა.

მარ­თა­ლია, წყვი­ლი მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს, მაგ­რამ რო­გორც კარ­ლო, ისე მა­რი­ა­მი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. მა­გა­ლი­თად მა­რი­ა­მის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე პონ­ტი წერს, - "ჩემო სულო, ჩემო მე­გო­ბა­რო და ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო... სა­მუ­და­მოდ და ყო­ველ­თვის".

კარ­ლო პონ­ტი და მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი

კარ­ლო პონ­ტი უმ­ცროს­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­სუ­ლი წლის 15 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­რი­ა­მის ფოტო მი­ნა­წე­რით: "ვგიჟ­დე­ბი ჩემს უდი­დეს სიყ­ვა­რულ­ზე, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილ­ზე - ქარ­თვე­ლი მე­რი­ლინ მონ­რო. სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სოა!"

  • კარ­ლო პონ­ტი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო უნ­გრელ ქალ ან­დრეა მე­ზა­რო­სი­ზე. მათი ქორ­წი­ლი 2004 წლის 18 სექ­ტემ­ბერს შედ­გა. ჰყავთ 2 შვი­ლი - ვი­ტო­რიო და ბე­ატ­რის ლარა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო მა­რი­ა­მიც. ფო­ტო­ებ­ზე, რო­მელ­საც წყვი­ლი ავ­რცე­ლებს, მა­რი­ა­მის ვა­ჟიც ჩანს.

პონ­ტი ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­შია და საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებს.

სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა არა­ფე­რი წე­რია უცხო­ურ მე­დი­ა­ში. ასე­ვე ვერ ნა­ხავთ ინ­ფორ­მა­ცი­ას კარ­ლო პონ­ტი­სა და მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ რო­გორც ერთ-ერთი უნ­გრუ­ლი სა­ი­ტი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, ეჭ­ვე­ბი წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, მე­დი­ას ოქ­ტომ­ბერ­ში გა­უჩ­ნდა.

  • რა მოხ­და გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში?

"ექ­ვსი წლის შემ­დეგ, სოფი ლო­რე­ნის უნ­გრე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი კვლავ ვნა­ხე“, - ასე­თი სა­თა­უ­რით სტა­ტია ერთ-ერთ უნ­გრულ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, კარ­ლო პონ­ტის პირ­ვე­ლი ცოლი უნ­გრე­თი­დან გახ­ლავთ და რო­გორც ჩანს, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბო­და.

ფოტო კარ­ლო პონ­ტის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, სოფი ლო­რე­ნის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უკვე დი­დე­ბი არი­ან. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე უკ­რა­ვენ სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ჭად­რა­კი­სა და ცურ­ვის სიყ­ვა­რუ­ლით. სუ­რა­თი უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, წვე­უ­ლე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი - მაგ­რამ რა­ტომ არ ვხე­დავთ ფო­ტო­ებ­ზე ბავ­შვე­ბის უნ­გრელ დე­დას, ან­დრე­ას? - წერს გა­მო­ცე­მა.

"88 წლის სოფი ლო­რე­ნი ნამ­დვი­ლი "იტა­ლი­ე­ლი დე­დაა." მას კვლავ "ხე­ლით უჭი­რავს" თა­ვი­სი 54 წლის ვაჟი. ოთხმოც­და­ათს მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იტა­ლი­ე­ლი დივა ისევ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია. მას არ შე­უძ­ლია ერთ ად­გი­ლას დიდ­ხანს ყოფ­ნა და პენ­სი­ო­ნე­რი­ვით ცხოვ­რე­ბა.

ოქ­ტომ­ბერ­ში მო­დის ქა­ლაქ მი­ლან­ში, თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. წვე­უ­ლე­ბა­ზე თან ახ­ლდნენ ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი წევ­რე­ბი: მისი ვაჟი, კარ­ლო პონ­ტი ჯუ­ნი­ო­რი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი, უნ­გრუ­ლი წარ­მო­შო­ბის, თხუთ­მე­ტი წლის ვი­ტო­რიო და ათი წლის ბე­ატ­რი­სე.

ფოტო, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნის გახ­სნის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

გახ­სნა­ზე სო­ფია ჩვე­უ­ლი ელე­გან­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ის თეთრ კოს­ტი­უმ­ში, ატ­ლა­სის ბლუ­ზა­ში, შთამ­ბეჭ­და­ვი ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლე­ბი­თა და მო­დუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბით და­ფე­რი­ლი ლინ­ზე­ბით გა­მოჩ­ნდა.

მისი ახალ­გაზ­რდო­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო უდა­ვოდ მისი დიდი ოჯა­ხია. მისი ვაჟი კარ­ლო, რო­მე­ლიც დი­რი­ჟო­რია, 2004 წელს ბუ­და­პეშ­ტში, უნ­გრელ მე­ვი­ო­ლი­ნე ან­დრეა მე­სა­როს­ზე და­ქორ­წინ­და. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მსა­ხი­ო­ბი შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი არ იყო, მაგ­რამ ან­დრე­ას თქმით, სო­ფია სა­სი­ა­მოვ­ნო დე­დამ­თი­ლია", - წერს გა­მო­ცე­მა.

სოფი ლო­რე­ნი შვი­ლებ­თან და რძლებ­თან ერ­თად

შე­საძ­ლოა, ბევ­რის­თვის უც­ნა­უ­რია, რომ ან­დრეა მე­სა­რო­სი არ ჩანს რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ზე გა­და­ღე­ბულ და შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ არ­ცერთ სუ­რათ­ზე, მაგ­რამ რო­გორც უნ­გრუ­ლი მე­დია წერს, ის თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. სხვა­თა შო­რის, ქალი შვი­ლებ­თან ერ­თად წლე­ბია, რაც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ლო­რენს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს კარ­ლო პონ­ტი ჯუ­ნი­ო­რი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, იდე­ა­ლუ­რი დე­დაა მე­ო­რე შვი­ლის­თვი­საც. ედუ­არ­დო პონ­ტი რე­ჟი­სო­რია, ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

იც­ნობს თუ არა ლო­რე­ნი ქარ­თველ სარ­ძლოს, უც­ნო­ბია, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, წყვი­ლი მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს. თუმ­ცა რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, იტა­ლი­ე­ლი პონ­ტი თავ­და­ვი­წყე­ბით არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­რი­ა­მზე, რო­მელ­საც ქარ­თველ მერ­ლინ მონ­როდ მო­იხ­სე­ნი­ებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
4

გაიხარე მარიამ მიდი იგულავე....

ჯინა
42

კაით ახლა, არც მონროს და არც ლორენს საქები წარსული არ აქვთ. ყველამ.იცის როგორ დაიწყეს კინოკარიერა. არაფერი ჭირს მათი შესადარებელი. ამ საყვარელ გოგოს კი ნუ ებოღმებით , ბედნიერი ყოფილიყის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები)

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები)

სოფი ლორენის ქართველი სარძლოს შესახებ ინფორმაცია პირველად ქართულ მედიაში გავრცელდა. ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნეს-ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის რომანზე უამრავი დაიწერა.

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის ორ წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით, უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

მართალია, წყვილი მედიასთან არ კონტაქტობს, მაგრამ როგორც კარლო, ისე მარიამი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. მაგალითად მარიამის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე პონტი წერს, - "ჩემო სულო, ჩემო მეგობარო და ჩემო სიყვარულო... სამუდამოდ და ყოველთვის".

კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი

კარლო პონტი უმცროსმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გასული წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა მარიამის ფოტო მინაწერით: "ვგიჟდები ჩემს უდიდეს სიყვარულზე, მარიამ შარმანაშვილზე - ქართველი მერილინ მონრო. საქართველო საუკეთესოა!"

  • კარლო პონტი დაოჯახებული იყო უნგრელ ქალ ანდრეა მეზაროსიზე. მათი ქორწილი 2004 წლის 18 სექტემბერს შედგა. ჰყავთ 2 შვილი - ვიტორიო და ბეატრის ლარა. ჩვენი ინფორმაციით, დაოჯახებული იყო მარიამიც. ფოტოებზე, რომელსაც წყვილი ავრცელებს, მარიამის ვაჟიც ჩანს.

პონტი ახლაც საქართველოშია და საყვარელ ქალთან ერთად ბათუმში ისვენებს.

სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც ქართული მედიისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა არაფერი წერია უცხოურ მედიაში. ასევე ვერ ნახავთ ინფორმაციას კარლო პონტისა და მისი პირველი მეუღლის დაშორების შესახებ, მაგრამ როგორც ერთ-ერთი უნგრული საიტიდან გავარკვიეთ, ეჭვები წყვილის დაშორების შესახებ, მედიას ოქტომბერში გაუჩნდა.

  • რა მოხდა გასული წლის ოქტომბერში?

"ექვსი წლის შემდეგ, სოფი ლორენის უნგრელი შვილიშვილები კვლავ ვნახე“, - ასეთი სათაურით სტატია ერთ-ერთ უნგრულ საიტზე გამოქვეყნდა. როგორც აღვნიშნეთ, კარლო პონტის პირველი ცოლი უნგრეთიდან გახლავთ და როგორც ჩანს, ადგილობრივი მედია წყვილის ცხოვრების შესახებ, მუდმივად ინტერესდებოდა.

ფოტო კარლო პონტის პირველი ქორწინებიდან

სტატიაში ვკითხულობთ, სოფი ლორენის შვილიშვილები უკვე დიდები არიან. პროფესიონალურ დონეზე უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, გამოირჩევიან ჭადრაკისა და ცურვის სიყვარულით. სურათი უახლოეს წარსულში, წვეულებაზეა გადაღებული - მაგრამ რატომ არ ვხედავთ ფოტოებზე ბავშვების უნგრელ დედას, ანდრეას? - წერს გამოცემა.

"88 წლის სოფი ლორენი ნამდვილი "იტალიელი დედაა." მას კვლავ "ხელით უჭირავს" თავისი 54 წლის ვაჟი. ოთხმოცდაათს მიახლოებული იტალიელი დივა ისევ შესანიშნავ ფორმაშია. მას არ შეუძლია ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა და პენსიონერივით ცხოვრება.

ოქტომბერში მოდის ქალაქ მილანში, თავისი სახელობის რესტორანი გახსნა. წვეულებაზე თან ახლდნენ ოჯახის ყველაზე ძვირფასი წევრები: მისი ვაჟი, კარლო პონტი ჯუნიორი და ორი შვილიშვილი, უნგრული წარმოშობის, თხუთმეტი წლის ვიტორიო და ათი წლის ბეატრისე.

ფოტო, რომელიც რესტორნის გახსნის დროსაა გადაღებული

გახსნაზე სოფია ჩვეული ელეგანტურობით გამოირჩეოდა. ის თეთრ კოსტიუმში, ატლასის ბლუზაში, შთამბეჭდავი ბრილიანტის სამკაულებითა და მოდური სათვალეებით დაფერილი ლინზებით გამოჩნდა.

მისი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლო უდავოდ მისი დიდი ოჯახია. მისი ვაჟი კარლო, რომელიც დირიჟორია, 2004 წელს ბუდაპეშტში, უნგრელ მევიოლინე ანდრეა მესაროსზე დაქორწინდა. მაშინ გავრცელებული ცნობებით, მსახიობი შვილის არჩევანით კმაყოფილი არ იყო, მაგრამ ანდრეას თქმით, სოფია სასიამოვნო დედამთილია", - წერს გამოცემა.

სოფი ლორენი შვილებთან და რძლებთან ერთად

შესაძლოა, ბევრისთვის უცნაურია, რომ ანდრეა მესაროსი არ ჩანს რესტორნის გახსნაზე გადაღებულ და შემდეგ მედიაში გავრცელებულ არცერთ სურათზე, მაგრამ როგორც უნგრული მედია წერს, ის თავშეკავებული პიროვნებაა, ნაკლებად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სხვათა შორის, ქალი შვილებთან ერთად წლებია, რაც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მედიაში წერენ, რომ ლორენს განსაკუთრებულად უყვარს კარლო პონტი ჯუნიორი, თუმცა, რა თქმა უნდა, იდეალური დედაა მეორე შვილისთვისაც. ედუარდო პონტი რეჟისორია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

იცნობს თუ არა ლორენი ქართველ სარძლოს, უცნობია, რადგან როგორც აღვნიშნეთ, წყვილი მედიასთან არ საუბრობს. თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, იტალიელი პონტი თავდავიწყებით არის შეყვარებული მარიამზე, რომელსაც ქართველ მერლინ მონროდ მოიხსენიებს.