პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმაღლესი ხარისხის დიზელი უკვე აზერბაიჯანიდან შემოვა
უმაღლესი ხარისხის დიზელი უკვე აზერბაიჯანიდან შემოვა

2023 წლი­დან „სო­კა­რი“ ევრო 5 სტან­დარ­ტის დი­ზე­ლის იმ­პორ­ტი­რე­ბას იწყებს. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­ვა. ბა­ქო­ში არ­სე­ბუ­ლი დი­ზე­ლის ქარ­ხა­ნა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის პრო­ცეს­ში იყო, რო­მე­ლიც უკვე ფაქ­ტი­უ­რად დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა და ქარ­ხა­ნა მზა­დაა გა­ზა­ფხუ­ლი­დან ევრო 5 სტან­დარ­ტის დი­ზე­ლი აწარ­მო­ოს.

აქამ­დე „სო­კა­რის“ წილი დი­ზე­ლის იმ­პორ­ტში 40% მდე იყო, რაც 2022 წელს ქარ­ხნის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის გამო დრო­ე­ბით შემ­ცირ­და. მიმ­დი­ნა­რე წელს კი მო­სა­ლოდ­ნე­ლია რომ ეს წილი „სო­კარ­მა“ კვლავ აღიდ­გი­ნოს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ რი­გი­თი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის და კორ­პო­რა­ტი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თვის გაჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ი­ღონ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ევრო 5 ტი­პის დი­ზე­ლი შე­და­რე­ბით და­ბალ ფა­სად. და­ბალ ფასს გა­ნა­პი­რო­ბებს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვე, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დრო­ის სიმ­ცი­რე და თა­ვად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, „სო­კა­რის“ ყვე­ლა ტი­პის ბენ­ზი­ნი და ევრო დი­ზე­ლი ევრო 5 სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, თუმ­ცა, პორ­ტფელ­ში ასე­ვე იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ევრო 4 ტი­პის დი­ზე­ლი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ქსელ­ში შე­და­რე­ბით და­ბალ ფა­სად იყი­დე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, „სო­კა­რი“ ოპე­რი­რებს ისეთ დიდ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა შვე­ი­ცა­რია, ავ­სტრია, რუ­მი­ნე­თი, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში, „სო­კარს“ შე­აქვს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი „ნანო“ და­ნა­მა­ტით, რომ­ლი­თაც პეტ­რო-ქი­მი­კა­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია “BASF SE” ამა­რა­გებს. BASF-ში 111 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და გა­სულ წელს მისი ბრუნ­ვა 78,6 მი­ლი­არ­დი ევრო იყო.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ევრო 5
0

სოკარის ნებითა

jorj
3

საქართველოში საწვავის ბაზრის 95% რუსული ბროდუქციაა რა სახელით გაიყიდება საქართველოში ეგ უკვე გამყიდველების გადასაწყვეტია.

ავტორი:

უმაღლესი ხარისხის დიზელი უკვე აზერბაიჯანიდან შემოვა

უმაღლესი ხარისხის დიზელი უკვე აზერბაიჯანიდან შემოვა

2023 წლიდან „სოკარი“ ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტირებას იწყებს. უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა. ბაქოში არსებული დიზელის ქარხანა დიდი ხნის განმავლობაში გადაიარაღების პროცესში იყო, რომელიც უკვე ფაქტიურად დასრულების ეტაპზეა და ქარხანა მზადაა გაზაფხულიდან ევრო 5 სტანდარტის დიზელი აწარმოოს.

აქამდე „სოკარის“ წილი დიზელის იმპორტში 40% მდე იყო, რაც 2022 წელს ქარხნის გადაიარაღების გამო დროებით შემცირდა. მიმდინარე წელს კი მოსალოდნელია რომ ეს წილი „სოკარმა“ კვლავ აღიდგინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითი მომხმარებლისთვის და კორპორატიული კლიენტებისთვის გაჩნდება შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი ხარისხის ევრო 5 ტიპის დიზელი შედარებით დაბალ ფასად. დაბალ ფასს განაპირობებს მეზობელი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე, გამარტივებული ლოჯისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირების დროის სიმცირე და თავად იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება.

წლების განმავლობაში, „სოკარის“ ყველა ტიპის ბენზინი და ევრო დიზელი ევრო 5 სტანდარტს აკმაყოფილებდა, თუმცა, პორტფელში ასევე იყო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ევრო 4 ტიპის დიზელი, რომელიც ადგილობრივ ქსელში შედარებით დაბალ ფასად იყიდებოდა.

საქართველოს გარდა, „სოკარი“ ოპერირებს ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. აღნიშნულ ქვეყნებში, „სოკარს“ შეაქვს უმაღლესი ხარისხის საწვავი „ნანო“ დანამატით, რომლითაც პეტრო-ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია “BASF SE” ამარაგებს. BASF-ში 111 ათასი ადამიანია დასაქმებული და გასულ წელს მისი ბრუნვა 78,6 მილიარდი ევრო იყო.

R