მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც კარგ თამაშთან ერთად, თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა
თევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც კარგ თამაშთან ერთად, თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა

არ­გენ­ტი­ნა 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია. ლი­ო­ნელ მე­სიმ გუ­შინ სა­ო­ცა­რი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, სული და გული ჩადო გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბის­თვის და ფაქ­ტობ­რი­ვად, კი­დევ უფრო გა­იმ­ყა­რა ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის სტა­ტუ­სი.

აგ­რენ­ტი­ნა-საფ­რან­გე­თის ფი­ნა­ლის ძი­რი­თა­დი დრო ან­გა­რი­შით: 2:2 დას­რულ­და, და­მა­ტე­ბით ტა­ი­მებ­ში გუნ­დებ­მა კი­დევ თითო-თითო გა­ი­ტა­ნეს.

და­მა­ტე­ბი­თი დრო­ის ბოლო წუთ­ზე საფ­რან­გეთს სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლე­ბის კა­რის და­ლაშ­ქვრის იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ - კოლო მუ­ა­ნი მე­კა­რეს­თან ერთი-ერ­თზე აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ემი­ლი­ა­ნო მარ­ტი­ნეს­მა სას­წა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მისი დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია და არ­გენ­ტი­ნა წა­გე­ბის­გან იხ­სნა.

  • პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში

რა თქმა უნდა, კა­ტა­რის მუნ­დი­ა­ლის გმი­რი და ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი ლი­ო­ნელ მე­სია, თუმ­ცა არი­ან სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბაც არ­გენ­ტი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­ში საკ­მა­ოდ დი­დია. ერთ-ერთი მათ­გა­ნი სწო­რედ ემი­ლი­ა­ნო მარ­ტი­ნე­სია.

დღეს ემი­ლი­ა­ნოს ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­მაც კარ­გი თა­მა­შის გარ­და უხერ­ხუ­ლი, თით­ქმის უხამ­სი ჟეს­ტი­თაც დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი, რი­თაც ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ცოტა არ იყოს გა­ა­ღი­ზი­ა­ნა...

ემი­ლი­ა­ნო ფე­ხაკ­რე­ფით მი­ვი­და კარ­თან და შე­ი­ხე­და ოთახ­ში და და­ი­ნა­ხა, რომ იქ მამა ტი­რო­და, რო­მელ­საც არ შე­ეძ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, შინ ერთი პე­სოც კი აღარ იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ, მარ­ტი­ნე­სე­ბი ერთი თვე იხ­დიდ­ნენ დე­ნის გა­და­სა­ხადს, ერთი თვე კი - ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, თუმ­ცა ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და, რომ ეს სქე­მაც აღარ ჭრი­და.

ემი­ლი­ა­ნოს მამა - ალ­ბერ­ტო თევზს ყიდ­და, დედა - სუ­ზა­ნა სას­ტუმ­როს დამ­ლა­გე­ბე­ლი იყო.

ემი­ლი­ა­ნო იშ­ვი­ა­თად ხე­დავ­და მა­მას - ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­და. როცა ალ­ბერ­ტოს ვაჭ­რო­ბა არ მის­დი­ო­და, ოჯა­ხი საკ­ვე­ბის გა­რე­შე რჩე­ბო­და.

დი­ლა­ო­ბით სუ­ზა­ნა ემი­სა და მის ძმას ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბამ­დე აცი­ლებ­და, შემ­დეგ იმა­ვე გა­ჩე­რე­ბი­დან სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და. იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვებს ეს­წავ­ლათ, ის და­მა­ტე­ბით მო­რი­გე­ო­ბებს იღებ­და და დღე­ში 12 სა­ათს მუ­შა­ობ­და. სუ­ზა­ნას სურ­და, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა, რომ­ლი­თაც უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­დათ.

რამ­დენ­ჯერ­მე მარ­ტი­ნე­სე­ბის სახ­ლს ქურ­დებ­მა მი­ა­კი­თხეს, თუმ­ცა იქ წა­სა­ღე­ბი არა­ფე­რი დახ­ვდათ. სა­პირ­ფა­რე­შო­საც კი არ ჰქონ­და კარი. ერთხელ ქურ­დებ­მა მარ­ტი­ნე­სე­ბის ძაღ­ლი პირ­და­პირ მათ სახ­ლში მოკ­ლეს.

ემი­ლი­ა­ნო მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ მარ-დელ-პლა­ტას­ში ( ბუ­ე­ნოს-აი­რე­სი­დან 400კმ-ში) თავს კარ­გად გრძნობ­და, დი­დად არაფ­რის ეში­ნო­და, იქ და­ბა­დე­ბუ­ლი ბიჭი ად­გი­ლობ­რივ გა­რე­მოს კარ­გად იც­ნობ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ინ­დე­პენ­დი­ენ­ტეს“ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად შე­ე­შინ­და. ემი მა­შინ 12 წლის იყო. სკო­ლა­ში მო­ზარ­დე­ბის ნა­წი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ფეხ­ბურთზე სუ­ლაც არ ფიქ­რობ­დნენ, ისი­ნი მო­იხ­მარ­დნენ ნარ­კო­ტიკს, ეწე­ოდ­ნენ, სვამ­დნენ. ამ გა­რე­მოს ვი­ღაც ვერ ეგუ­ე­ბო­და და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით გარ­ბო­და სკო­ლი­დან, მაგ­რამ ემი­ლი­ა­ნო მიზ­ნი­დან გა­დახ­ვე­ვას არ აპი­რებ­და. ის "ინ­დე­პენ­დი­ე­ტე­ზე“ ბავ­შვო­ბი­დან აფა­ნა­ტებ­და და ძი­რი­თად­ში მოხ­ვედ­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და. რამ­დე­ნა­დაც ოჯახს მო­მა­ვა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ბუ­ცე­ბის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ ჰქონ­და, კლუბ­მა ნი­ჭი­ერ ბი­ჭუ­ნა­ზე სრუ­ლად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

16 წლის ასაკ­ში მარ­ტი­ნეს­მა ამე­რი­კის U17-ზე გა­იბრწყი­ნა.

როცა ემი­ლი­ა­ნო ტურ­ნი­რი­დან დაბ­რუნ­და, "ინ­დე­პენ­დი­ენ­ტეს“ პრე­ზი­დენ­ტმა ხუ­ლიო კამპრა­დამ კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა. მარ­ტი­ნე­სი უბედ­ნი­ე­რე­სი იყო, ფიქ­რობ­და, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ კონ­ტრაქტს შეს­თა­ვა­ზებ­დნენ და ასე ოჯახ­საც უფრო ხში­რად და­ეხ­მა­რე­ბო­და.

თუმ­ცა მარ­ტი­ნე­სი შეც­და. "შენ შე­გამ­ჩნია ლონ­დო­ნის "არ­სე­ნალ­მა“. სინ­ჯებ­ზე უნდა წახ­ვი­დე“, - უთხრა პრე­ზი­დენ­ტმა.

სინ­ჯე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, ემი­ლი­ა­ნო მარ-დელ-პლა­ტა­ში დაბ­რუნ­და და არ იცო­და, და­უ­ძა­ხებ­დნენ თუ არა ინ­გლის­ში. სახ­ლში შეს­ვლი­სას, მან და­ი­ნა­ხა მამა, რო­მე­ლიც ტი­რო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ვა­ლე­ბის გა­და­სახ­დე­ლად მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვა მო­უ­წი­ათ. ემიმ იცო­და, რომ ოჯახს ნე­ბის­მი­ერ ფა­სად უნდა დახ­მა­რე­ბო­და...

რამ­დე­ნი­მე კვი­რა გა­ვი­და, ცივი ლონ­დო­ნი­დან არა­ფე­რი ის­მო­და...

ერთ დღე­საც მარ­ტი­ნესს "ინ­დე­პენ­დი­ენ­ტეს“ პრე­ზი­დენ­ტმა ისევ და­უ­რე­კა და ოფის­ში იხმო. "და­მი­რე­კეს, - ოპ­ტი­მის­ტუ­რად და­ი­წყო ხუ­ლი­ომ - და­მი­რე­კეს, თა­ვი­სი ფასი შე­მომ­თა­ვა­ზეს, მე - ჩემი შევ­თა­ვა­ზე. 500 000 ევ­რო­ზე შევ­თან­ხმდით, ემი. ლონ­დონ­ში გე­ლო­დე­ბი­ან...“

მარ­ტი­ნე­სე­ბის ოჯახ­ში უკვე მხო­ლოდ მამა აღარ ტი­რო­და. ცრემ­ლე­ბით სავ­სე თვა­ლე­ბი ჰქონ­დათ, დე­და­სა და ძმა­საც, რომ­ლე­ბიც ემი­ლი­ა­ნოს სთხოვ­დნენ, რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი "არ­სე­ნალ­ში“ გა­დას­ვლა იყო. გა­რი­გე­ბი­დან ის 5 000 ფუნტს მი­ი­ღებ­და. ემის პირ­ვე­ლი ფიქ­რი იყო, რომ ამ ფუ­ლით მამა მან­ქა­ნას ისევ იყიდ­და, მე­ო­რე კი "არ­სე­ნა­ლის“ ხელ­ფა­სი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და.

ემიმ იცო­და, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ე­ღო...

ლონ­დონ­მა მარ­ტი­ნე­სი არა­მე­გობ­რუ­ლად მი­ი­ღო. პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, მან 2 წელი "არ­სე­ნალ­ში“ ვერ ითა­მა­შა. ძა­ლი­ან უჭირ­და, ვარ­ჯი­შებ­ზე არ იმ­ჩნევ­და ემო­ცი­ებს, თუმ­ცა შინ დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ტი­რო­და.

შე­და­რე­ბით უკეთ თავს გრძნობ­და პა­ტა­რა რეს­ტო­რან­ში, რო­მე­ლიც მშობ­ლი­ურ არ­გენ­ტი­ნას ახ­სე­ნებ­და. ემის ყო­ველ­დღი­უ­რი მარ­შრუ­ტი კი ასე­თი იყო: სახ­ლი - ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა - სა­ვარ­ჯი­შო ბაზა - ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა - სახ­ლი.

ავ­ტო­ბუ­სის ლო­დინ­ში, ემი უყუ­რებ­და ერთ ლა­მაზ გო­გოს, რო­მე­ლიც ისე­ვე, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი, ყო­ველ დღე გა­ჩე­რე­ბა­ზე იდგა. ემის სი­მა­მა­ცის მოკ­რე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­და, მი­ვი­და გო­გო­ნას­თან, გა­იც­ნო და მის საყ­ვა­რელ რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სწო­რედ ამ რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო.

გაც­ნო­ბი­დან 7 წე­ლი­წად­ში ემი­ლი­ა­ნო და მან­დი­ნია და­ქორ­წინ­დნენ.

გო­გო­ნა ადაპ­ტა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და, ას­წავ­ლი­და ინ­გლი­სურს, სხვა­თა შო­რის, ინ­გლი­სუ­რის სწრა­ფი ათ­ვი­სე­ბის­თვის, გუნ­დმა მას 20 000- ფუნ­ტი­ა­ნი ბო­ნუ­სი მის­ცა. ასე­ვე, მან­დი­ნი­ამ ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რას აზი­ა­რა.

2012 წლი­დან მარ­ტი­ნესს იჯა­რის ვო­ი­ა­ჟი ჰქონ­და, მან ითა­მა­შა: "ოქსფორდ იუ­ნა­ი­ტედ­ში“, "შე­ფილდ უენსდე­ი­ში“, "რო­ტერ­ჰემ­ში“, "ვულ­ვერ­ჰემპტონ­ში“, "ხე­ტა­ფე­სა“ და "რე­დინ­გში“. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩან­და, რომ იჯა­რა პროგ­რე­სის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, რო­მე­ლიც "არ­სე­ნა­ლის“ კა­რის ბი­ლეთს მის­ცემ­და, თუმ­ცა წლე­ბი გა­დი­ო­და და არა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და.

არ­სენ ვენ­გე­რი ამ­შვი­დებ­და არ­გენ­ტი­ნელს და სას­ტარ­ტო­ში ად­გილს ჰპირ­დე­ბო­და. "ვენ­გე­რი 16 წლი­დან მზრდი­და. მას ძა­ლი­ან ვენ­დო­ბო­დი, ვენ­გერს კი ჩემი სჯე­რო­და“, - იხ­სე­ნებს მე­კა­რე.

დრო გა­დი­ო­და, ემი კი თავს "არ­სე­ნა­ლის“ ნა­წი­ლად ვერ გრძნობ­და. ის, უბ­რა­ლოდ, გა­ნა­ცხა­დის კვო­ტის შე­სავ­სე­ბი ფი­გუ­რა იყო. "რე­დინ­გი­დან“ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მარ­ტი­ნეს­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­ნუ­ცხა­და, რომ აღარ აპი­რებ­და იჯა­რით სად­მე გა­დას­ვლას. ემი­ლი­ა­ნომ ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­ა­ყე­ნა: ან მის­ცემ­დნენ შანსს, ან გუნ­დი­დან წა­ვი­დო­და...

ძი­რი­თა­დის მე­კა­რემ ბერნდ ლე­ნომ ტრავ­მა მი­ი­ღო და მარ­ტი­ნე­სის დროც დად­გა...

10 - წლი­ან­მა მუ­შა­ო­ბამ და კლუ­ბი­დან-კლუბ­ში გა­დას­ვლამ შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო. 2020 წლის 1 -ლ აგ­ვის­ტოს მარ­ტი­ნეს­მა ინ­გლი­სის თასი მო­ი­გო, სა­დაც ფი­ნალ­ში "ჩელ­სი“ და­ა­მარ­ცხეს. სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნის შემ­დეგ, ემი­ლი­ა­ნო ტი­რო­და, ფიქ­რობ­და, რომ "არ­სე­ნა­ლის“ ძი­რი­თა­დი მე­კა­რე სა­ბო­ლო­ოდ გახ­დე­ბო­და.

ერთი თვის შემ­დეგ, ემიმ კი­დევ ერთი ტი­ტუ­ლი მო­ი­გო - ინ­გლი­სის სუ­პერ­თას­ზე "არ­სე­ნალ­მა“ ლი­ვერ­პულს პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში სძლია.

თუმ­ცა ეს მარ­ტი­ნე­სის­თვის "არ­სე­ნალ­ში“ ნა­თა­მა­შე­ბი უკა­ნას­კნე­ლი მატ­ჩი აღ­მოჩ­ნდა.

"ჩელ­სის­თან“ და "ლი­ვერ­პულ­თან“ თა­მა­შე­ბის შემ­დეგ, ემი­ლი­ა­ნო მი­კელ არ­ტე­ტას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც უთხრა, რომ სას­ტარ­ტო­ში ად­გილს ვე­რა­ვის ჰპირ­დე­ბო­და. "ჩვენ ავი­ღეთ ორი ტი­ტუ­ლი, მე მშვე­ნივ­რად ვი­თა­მა­შე, თქვენ კი ვერ მაძ­ლევთ იმის გა­რან­ტი­ას, რომ შა­ბა­თის მატჩში სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოვ­ხვდე?“ - იკი­თხა ემი­ლი­ა­ნომ.

მარ­ტი­ნესს უთხრეს, რომ პრე­მი­ერ ლი­გის ახალ სე­ზონ­ში, "ფულ­ჰე­მის“ წი­ნა­აღ­მდეგ, მისი სას­ტარ­ტო­ში მოხ­ვედ­რის შან­სი 95% იყო, "რა­ტომ 100 არა?“ - ფიქ­რობ­და ემი...

მას უბ­რა­ლოდ სურ­და, რომ კლუ­ბის ნდო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ამი­ტო­მაც არ­ტე­ტას ღირ­სე­უ­ლად მის­წე­რა: "მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, მაგ­რამ მე მივ­დი­ვარ“.

ემი­ლი­ა­ნომ გა­და­წყვი­ტა, არა­ფე­რი ენა­ნა, "ას­ტონ ვი­ლას­თან“ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა და გუნ­დი­დან წა­ვი­და.

"ვი­ლა­ში“ პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში მარ­ტი­ნეს­მა პე­ნალ­ტი მო­ი­გე­რია და სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის პრი­ზი მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე მატ­ჩის შემ­დეგ, ემი­ლი­ა­ნომ ცოლს უთხრა, - მგო­ნი, ფეხ­ბურ­თი ისევ შე­მიყ­ვარ­დაო...

28 წლის ასაკ­ში მარ­ტი­ნეს­მა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლად სრულ­ფა­სო­ვა­ნი სე­ზო­ნი ჩა­ა­ტა­რა. 38 მატ­ჩი, 15-ში კარი მშრა­ლად შე­ი­ნა­ხა. რო­გორც იქნა, მისი ოც­ნე­ბა ახდა - ის იყო ძი­რი­თა­დის მე­კა­რე, რო­მელ­საც უსი­ტყვოდ ენ­დო­ბი­ან. თუმ­ცა იყო ერთი პი­რო­ბა დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი რჩე­ბო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ბავ­შვო­ბა­ში ის მა­მას დაჰ­პირ­და, რომ ნაკ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მე­კა­რე გახ­დე­ბო­და.

ეს პი­რო­ბა კი 2021 წელს აუხ­და, ემი­ლი­ა­ნო 2022 წლის შე­სარ­ჩევ­ში ჩი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და, შემ­დეგ კო­ლუმ­ბი­ას­თან. ტურ­ნი­რი ისე ჩა­ამ­თავ­რა, რომ სულ მხო­ლოდ 2 გოლი გა­უშ­ვა.

კო­ლუმ­ბი­ას­თან ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა სიყ­ვა­რუ­ლი "თრეშ თო­ქის“ მი­მართ და ასე­ვე, ისიც, რომ მისი ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლო.

პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში, რო­დე­საც და­სარ­ტყმე­ლად იერი მინა ემ­ზა­დე­ბო­და. ემი გა­აქ­ტი­ურ­და:

"ნერ­ვი­უ­ლობ? ვიცი, რომ ნერ­ვი­უ­ლობ. ვიცი, სად და­არ­ტყავ. უყუ­რე, რო­გორ შეგ­ჭამ. და­ი­მახ­სოვ­რე - მე შენ შეგ­ჭამ.“ არ­გენ­ტი­ნელ­მა ის პე­ნალ­ტი მო­ი­გე­რია და ჯამ­ში 11 - მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში სამ­ჯერ აუღო მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს.

ზო­გა­დად, ემის პე­ნალ­ტე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად იდე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. სი­მაღ­ლე - 195 სმ, ძლი­ე­რი აღ­ნა­გო­ბა, სის­წრა­ფე, რე­აქ­ცია და იდე­ა­ლუ­რი "თა­ი­მინ­გი" სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ზუსტ დარ­ტყმებს უკი­დუ­რეს კუ­თხე­ებ­შიც მიწ­ვდეს, რაც ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც კარ­გად გა­მოჩ­ნდა.

მისი მთა­ვა­რი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი კი, რა თქმა უნდა, ლი­ო­ნელ მე­სია.

"მზად ვარ მე­სის გამო სი­ცო­ცხლეც დავ­თმო. ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არ­გენ­ტი­ნას მე­სის გამო გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და თვი­თონ არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა რაღა უნდა თქვან“, - ამ­ბობ­და მე­კა­რე.

ის­ტო­რია და­წე­რი­ლია. ემი­ლი­ა­ნო მე­სის­თან ერ­თად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ასე­ვე, ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე. ახლა მას­ზე გრან­დე­ბი და­ი­წყე­ბენ ნა­დი­რო­ბას და ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­კა­რის­თვის საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რის ჯილ­დო­ე­ბის და­პყრო­ბა ახლა იწყე­ბა. ასე რომ, ჩვენ ემი­ლი­ა­ნოს კი­დევ ბევ­რჯერ ვი­ხი­ლავთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საფრანგეთის კულტურა
2

მბაპეს სიტყვებმა გამოიწვია აგრესია- სამხრეთ ამერიკელებმა ფეხბურთის თამაში არ იციანო, "კულტურულმა ფრანგებმა" დაარბიეს თავისი ქალაქების ქუჩები!

 

თამო
4

სიმართლეს მაინც ვერ გავიგებთ სანამ არ გაირკვევა ქოცია თუ ნაცი. კითხეთ ემილიანოს ვინმე მადლიანმა ინსტაზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც კარგ თამაშთან ერთად, თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა

თევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც კარგ თამაშთან ერთად, თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა

არგენტინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ლიონელ მესიმ გუშინ საოცარი მატჩი ჩაატარა, სული და გული ჩადო გაჩემპიონებისთვის და ფაქტობრივად, კიდევ უფრო გაიმყარა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი.

აგრენტინა-საფრანგეთის ფინალის ძირითადი დრო ანგარიშით: 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა კიდევ თითო-თითო გაიტანეს.

დამატებითი დროის ბოლო წუთზე საფრანგეთს სამხრეთ ამერიკელების კარის დალაშქვრის იდეალური შესაძლებლობა მიეცათ - კოლო მუანი მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, თუმცა ემილიანო მარტინესმა სასწაული ჩაიდინა, მისი დარტყმული მოიგერია და არგენტინა წაგებისგან იხსნა.

  • პენალტების სერიაში

რა თქმა უნდა, კატარის მუნდიალის გმირი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, თუმცა არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომელთა დამსახურებაც არგენტინის გამარჯვებაში საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ემილიანო მარტინესია.

დღეს ემილიანოს ისტორიას მოგიყვებით, რომელმაც კარგი თამაშის გარდა უხერხული, თითქმის უხამსი ჟესტითაც დაგვამახსოვრა თავი, რითაც ქართველი გულშემატკივრები ცოტა არ იყოს გააღიზიანა...

ემილიანო ფეხაკრეფით მივიდა კართან და შეიხედა ოთახში და დაინახა, რომ იქ მამა ტიროდა, რომელსაც არ შეეძლო გადასახადების გადახდა, შინ ერთი პესოც კი აღარ იყო. ჩვეულებრივ, მარტინესები ერთი თვე იხდიდნენ დენის გადასახადს, ერთი თვე კი - ბუნებრივი აირის, თუმცა ოჯახის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ეს სქემაც აღარ ჭრიდა.

ემილიანოს მამა - ალბერტო თევზს ყიდდა, დედა - სუზანა სასტუმროს დამლაგებელი იყო.

ემილიანო იშვიათად ხედავდა მამას - ის მუდმივად მუშაობდა. როცა ალბერტოს ვაჭრობა არ მისდიოდა, ოჯახი საკვების გარეშე რჩებოდა.

დილაობით სუზანა ემისა და მის ძმას ავტობუსის გაჩერებამდე აცილებდა, შემდეგ იმავე გაჩერებიდან სამსახურში მიდიოდა. იმისათვის, რომ ბავშვებს ესწავლათ, ის დამატებით მორიგეობებს იღებდა და დღეში 12 საათს მუშაობდა. სუზანას სურდა, რომ ბავშვებისთვის ისეთი განათლება მიეცა, რომლითაც უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ექნებოდათ.

რამდენჯერმე მარტინესების სახლს ქურდებმა მიაკითხეს, თუმცა იქ წასაღები არაფერი დახვდათ. საპირფარეშოსაც კი არ ჰქონდა კარი. ერთხელ ქურდებმა მარტინესების ძაღლი პირდაპირ მათ სახლში მოკლეს.

ემილიანო მშობლიურ ქალაქ მარ-დელ-პლატასში ( ბუენოს-აირესიდან 400კმ-ში) თავს კარგად გრძნობდა, დიდად არაფრის ეშინოდა, იქ დაბადებული ბიჭი ადგილობრივ გარემოს კარგად იცნობდა. ამბობენ, რომ საფეხბურთო კლუბ "ინდეპენდიენტეს“ საფეხბურთო სკოლაში პირველად შეეშინდა. ემი მაშინ 12 წლის იყო. სკოლაში მოზარდების ნაწილი პროფესიონალურ ფეხბურთზე სულაც არ ფიქრობდნენ, ისინი მოიხმარდნენ ნარკოტიკს, ეწეოდნენ, სვამდნენ. ამ გარემოს ვიღაც ვერ ეგუებოდა და ცრემლიანი თვალებით გარბოდა სკოლიდან, მაგრამ ემილიანო მიზნიდან გადახვევას არ აპირებდა. ის "ინდეპენდიეტეზე“ ბავშვობიდან აფანატებდა და ძირითადში მოხვედრაზე ოცნებობდა. რამდენადაც ოჯახს მომავალი ფეხბურთელისთვის ბუცების ყიდვის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, კლუბმა ნიჭიერ ბიჭუნაზე სრულად აიღო პასუხისმგებლობა.

16 წლის ასაკში მარტინესმა ამერიკის U17-ზე გაიბრწყინა.

როცა ემილიანო ტურნირიდან დაბრუნდა, "ინდეპენდიენტეს“ პრეზიდენტმა ხულიო კამპრადამ კაბინეტში დაიბარა. მარტინესი უბედნიერესი იყო, ფიქრობდა, რომ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებდნენ და ასე ოჯახსაც უფრო ხშირად დაეხმარებოდა.

თუმცა მარტინესი შეცდა. "შენ შეგამჩნია ლონდონის "არსენალმა“. სინჯებზე უნდა წახვიდე“, - უთხრა პრეზიდენტმა.

სინჯების გავლის შემდეგ, ემილიანო მარ-დელ-პლატაში დაბრუნდა და არ იცოდა, დაუძახებდნენ თუ არა ინგლისში. სახლში შესვლისას, მან დაინახა მამა, რომელიც ტიროდა, აღმოჩნდა, რომ ვალების გადასახდელად მანქანის გაყიდვა მოუწიათ. ემიმ იცოდა, რომ ოჯახს ნებისმიერ ფასად უნდა დახმარებოდა...

რამდენიმე კვირა გავიდა, ცივი ლონდონიდან არაფერი ისმოდა...

ერთ დღესაც მარტინესს "ინდეპენდიენტეს“ პრეზიდენტმა ისევ დაურეკა და ოფისში იხმო. "დამირეკეს, - ოპტიმისტურად დაიწყო ხულიომ - დამირეკეს, თავისი ფასი შემომთავაზეს, მე - ჩემი შევთავაზე. 500 000 ევროზე შევთანხმდით, ემი. ლონდონში გელოდებიან...“

მარტინესების ოჯახში უკვე მხოლოდ მამა აღარ ტიროდა. ცრემლებით სავსე თვალები ჰქონდათ, დედასა და ძმასაც, რომლებიც ემილიანოს სთხოვდნენ, რომ დარჩენილიყო. თუმცა იმ მომენტში ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი "არსენალში“ გადასვლა იყო. გარიგებიდან ის 5 000 ფუნტს მიიღებდა. ემის პირველი ფიქრი იყო, რომ ამ ფულით მამა მანქანას ისევ იყიდდა, მეორე კი "არსენალის“ ხელფასი გადასახადების გადახდაში დაეხმარებოდა.

ემიმ იცოდა, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო...

ლონდონმა მარტინესი არამეგობრულად მიიღო. პასპორტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მან 2 წელი "არსენალში“ ვერ ითამაშა. ძალიან უჭირდა, ვარჯიშებზე არ იმჩნევდა ემოციებს, თუმცა შინ დაბრუნებისთანავე ტიროდა.

შედარებით უკეთ თავს გრძნობდა პატარა რესტორანში, რომელიც მშობლიურ არგენტინას ახსენებდა. ემის ყოველდღიური მარშრუტი კი ასეთი იყო: სახლი - ავტობუსის გაჩერება - სავარჯიშო ბაზა - ავტობუსის გაჩერება - სახლი.

ავტობუსის ლოდინში, ემი უყურებდა ერთ ლამაზ გოგოს, რომელიც ისევე, როგორც ფეხბურთელი, ყოველ დღე გაჩერებაზე იდგა. ემის სიმამაცის მოკრებისთვის რამდენიმე დღე დასჭირდა, მივიდა გოგონასთან, გაიცნო და მის საყვარელ რესტორანში დაპატიჟა. აღმოჩნდა, რომ ის სწორედ ამ რესტორნის მეპატრონის ქალიშვილი იყო.

გაცნობიდან 7 წელიწადში ემილიანო და მანდინია დაქორწინდნენ.

გოგონა ადაპტაციაში ძალიან ეხმარებოდა, ასწავლიდა ინგლისურს, სხვათა შორის, ინგლისურის სწრაფი ათვისებისთვის, გუნდმა მას 20 000- ფუნტიანი ბონუსი მისცა. ასევე, მანდინიამ ადგილობრივ კულტურას აზიარა.

2012 წლიდან მარტინესს იჯარის ვოიაჟი ჰქონდა, მან ითამაშა: "ოქსფორდ იუნაიტედში“, "შეფილდ უენსდეიში“, "როტერჰემში“, "ვულვერჰემპტონში“, "ხეტაფესა“ და "რედინგში“. თავდაპირველად ჩანდა, რომ იჯარა პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც "არსენალის“ კარის ბილეთს მისცემდა, თუმცა წლები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა.

არსენ ვენგერი ამშვიდებდა არგენტინელს და სასტარტოში ადგილს ჰპირდებოდა. "ვენგერი 16 წლიდან მზრდიდა. მას ძალიან ვენდობოდი, ვენგერს კი ჩემი სჯეროდა“, - იხსენებს მეკარე.

დრო გადიოდა, ემი კი თავს "არსენალის“ ნაწილად ვერ გრძნობდა. ის, უბრალოდ, განაცხადის კვოტის შესავსები ფიგურა იყო. "რედინგიდან“ დაბრუნების შემდეგ, მარტინესმა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ აღარ აპირებდა იჯარით სადმე გადასვლას. ემილიანომ ულტიმატუმი წამოაყენა: ან მისცემდნენ შანსს, ან გუნდიდან წავიდოდა...

ძირითადის მეკარემ ბერნდ ლენომ ტრავმა მიიღო და მარტინესის დროც დადგა...

10 - წლიანმა მუშაობამ და კლუბიდან-კლუბში გადასვლამ შედეგები გამოიღო. 2020 წლის 1 -ლ აგვისტოს მარტინესმა ინგლისის თასი მოიგო, სადაც ფინალში "ჩელსი“ დაამარცხეს. საფინალო სასტვენის შემდეგ, ემილიანო ტიროდა, ფიქრობდა, რომ "არსენალის“ ძირითადი მეკარე საბოლოოდ გახდებოდა.

ერთი თვის შემდეგ, ემიმ კიდევ ერთი ტიტული მოიგო - ინგლისის სუპერთასზე "არსენალმა“ ლივერპულს პენალტების სერიაში სძლია.

თუმცა ეს მარტინესისთვის "არსენალში“ ნათამაშები უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდა.

"ჩელსისთან“ და "ლივერპულთან“ თამაშების შემდეგ, ემილიანო მიკელ არტეტას ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ სასტარტოში ადგილს ვერავის ჰპირდებოდა. "ჩვენ ავიღეთ ორი ტიტული, მე მშვენივრად ვითამაშე, თქვენ კი ვერ მაძლევთ იმის გარანტიას, რომ შაბათის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდე?“ - იკითხა ემილიანომ.

მარტინესს უთხრეს, რომ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, "ფულჰემის“ წინააღმდეგ, მისი სასტარტოში მოხვედრის შანსი 95% იყო, "რატომ 100 არა?“ - ფიქრობდა ემი...

მას უბრალოდ სურდა, რომ კლუბის ნდობა მოეპოვებინა. ამიტომაც არტეტას ღირსეულად მისწერა: "მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მე მივდივარ“.

ემილიანომ გადაწყვიტა, არაფერი ენანა, "ასტონ ვილასთან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდიდან წავიდა.

"ვილაში“ პირველივე შეხვედრაში მარტინესმა პენალტი მოიგერია და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. რამდენიმე მატჩის შემდეგ, ემილიანომ ცოლს უთხრა, - მგონი, ფეხბურთი ისევ შემიყვარდაო...

28 წლის ასაკში მარტინესმა კარიერაში პირველად სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა. 38 მატჩი, 15-ში კარი მშრალად შეინახა. როგორც იქნა, მისი ოცნება ახდა - ის იყო ძირითადის მეკარე, რომელსაც უსიტყვოდ ენდობიან. თუმცა იყო ერთი პირობა დარჩენილი, რომელიც ჯერჯერობით შეუსრულებელი რჩებოდა. როგორც ირკვევა, ბავშვობაში ის მამას დაჰპირდა, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გახდებოდა.

ეს პირობა კი 2021 წელს აუხდა, ემილიანო 2022 წლის შესარჩევში ჩილის წინააღმდეგ გამოვიდა, შემდეგ კოლუმბიასთან. ტურნირი ისე ჩაამთავრა, რომ სულ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

კოლუმბიასთან ნახევარფინალში კი გამოამჟღავნა სიყვარული "თრეშ თოქის“ მიმართ და ასევე, ისიც, რომ მისი ეფექტიანი გამოყენება შეეძლო.

პენალტების სერიაში, როდესაც დასარტყმელად იერი მინა ემზადებოდა. ემი გააქტიურდა:

"ნერვიულობ? ვიცი, რომ ნერვიულობ. ვიცი, სად დაარტყავ. უყურე, როგორ შეგჭამ. დაიმახსოვრე - მე შენ შეგჭამ.“ არგენტინელმა ის პენალტი მოიგერია და ჯამში 11 - მეტრიანების სერიაში სამჯერ აუღო მოწინააღმდეგეს.

ზოგადად, ემის პენალტების მოსაგერიებლად იდეალური მონაცემები აქვს. სიმაღლე - 195 სმ, ძლიერი აღნაგობა, სისწრაფე, რეაქცია და იდეალური "თაიმინგი" საშუალებას აძლევს ზუსტ დარტყმებს უკიდურეს კუთხეებშიც მიწვდეს, რაც ამ ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა.

მისი მთავარი შთამაგონებელი კი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია.

"მზად ვარ მესის გამო სიცოცხლეც დავთმო. ბრაზილიელები ამბობენ, რომ არგენტინას მესის გამო გულშემატკივრობენ და თვითონ არგენტინელებმა რაღა უნდა თქვან“, - ამბობდა მეკარე.

ისტორია დაწერილია. ემილიანო მესისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ასევე, ტურნირის საუკეთესო მეკარე. ახლა მასზე გრანდები დაიწყებენ ნადირობას და ფაქტობრივად, მეკარისთვის საკლუბო კარიერის ჯილდოების დაპყრობა ახლა იწყება. ასე რომ, ჩვენ ემილიანოს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ.

იხილეთ ასევე:

  • ავტორი: ანრი კურტანიძე