პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაშია საყურადღებო სიმპტომები და როდის უნდა მიმართოთ ექიმს სეზონური ვირუსების დროს - თამარ გაბუნიას რჩევა მოსახლეობას
რა შემთხვევაშია საყურადღებო სიმპტომები და როდის უნდა მიმართოთ ექიმს სეზონური ვირუსების დროს - თამარ გაბუნიას რჩევა მოსახლეობას

რო­გორც წესი, ამ ვირუ­სებს ახა­სი­ა­თებს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი, ცხე­ლე­ბა, რო­მე­ლიც 4-5 დღეს გრძელ­დე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ბი­ნა­ზე, ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. თუ რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, მა­გა­ლი­თად, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გაგ­რძელ­და 7 დღეს, უკვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა , - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს, სხვა­დას­ხვა დამ­წე­ვი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა.

"ასეთ დროს, შეგ­ვიძ­ლია მივ­მარ­თოთ ექიმს და მი­ვი­ღოთ, თუნ­დაც, სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცია. ოჯა­ხის ექი­მე­ბი მზად არი­ან, პა­ცი­ენ­ტთან ბი­ნა­ზეც მი­ვიდ­ნენ. გა­სუ­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გვქონ­და რე­კო­მენ­და­ცია, სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ე­ცათ. ახლა კი, როცა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბა, ექი­მი, შე­სა­ბა­მი­სი ეკი­პი­რე­ბი­თა და ნორ­მე­ბის დაც­ვით, მივა ბი­ნა­ზე, შე­ა­ფა­სებს მდგო­მა­რე­ო­ბას, გას­ცემს და­ნიშ­ნუ­ლე­ბას“, - აცხა­დებს თა­მარ გა­ბუ­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ამ პე­რი­ოდ­ში, მათ მეტი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ, რომ ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბა, თან­მხლებ­მა ვირუ­სებ­მა არ გა­არ­თუ­ლოს.

"ამას­თან, ზო­გა­დად, ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. თუ ბავ­შვი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს და ვირუ­სის, თუნ­დაც, მი­ნი­მა­ლუ­რი სიმპტო­მე­ბი აქვს, ტემ­პე­რა­ტუ­რაც რომ არ აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს, უმ­ჯო­ბე­სია, არ გა­ვუშ­ვათ სკო­ლა­სა და ბაღ­ში“, - აცხა­დებს თა­მარ გა­ბუ­ნია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვირუ­სე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც 6 თვის ასა­კი­დან, ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის უფა­სოა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს, სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 4-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

დახურეთ ლუგარის ლაბორატორია.

მოქალაქე
2

სასწრაფო ვერ გამოვიძახეთ,პედიატრმა არ გვიპასუხა, ემერჯენსები გადავსებულია პაციენტებით. 40 გრადუსიანი რიგში ვიდექით. ბოლოს მედიქლაბში მივედით 265 ლარი დავტოვეთ. სიცხეები გრძელდება მე12 დღეა.

 

ავტორი:

რა შემთხვევაშია საყურადღებო სიმპტომები და როდის უნდა მიმართოთ ექიმს სეზონური ვირუსების დროს - თამარ გაბუნიას რჩევა მოსახლეობას

რა შემთხვევაშია საყურადღებო სიმპტომები და როდის უნდა მიმართოთ ექიმს სეზონური ვირუსების დროს - თამარ გაბუნიას რჩევა მოსახლეობას

როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა და დაბალი ტემპერატურის დროს, სხვადასხვა დამწევი მედიკამენტის მიღება.

"ასეთ დროს, შეგვიძლია მივმართოთ ექიმს და მივიღოთ, თუნდაც, სატელეფონო კონსულტაცია. ოჯახის ექიმები მზად არიან, პაციენტთან ბინაზეც მივიდნენ. გასული 2 წლის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გვქონდა რეკომენდაცია, სატელეფონო კონსულტაციები გაეცათ. ახლა კი, როცა ყველაზე დაბალია COVID-19-ის გავრცელება, ექიმი, შესაბამისი ეკიპირებითა და ნორმების დაცვით, მივა ბინაზე, შეაფასებს მდგომარეობას, გასცემს დანიშნულებას“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდში, მათ მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ძირითადი დაავადება, თანმხლებმა ვირუსებმა არ გაართულოს.

"ამასთან, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე განმარტებით, ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც 6 თვის ასაკიდან, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ დღეს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით.