საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა „ბექას სკოლაში“ - პროგრამები, რომლებიც ასობით ადამიანს დაეხმარა
ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა „ბექას სკოლაში“ - პროგრამები, რომლებიც ასობით ადამიანს დაეხმარა

ინ­გლი­სუ­რი ენა, უცხო ენებს შო­რის, დღეს ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო და მო­თხოვ­ნა­დია, რად­გან ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი, უახ­ლე­სი და სან­დო კვლე­ვე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რა, სწო­რედ ამ ენა­ზეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ამას­თან, მის გა­რე­შე თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბა, რად­გან ყვე­ლა სფე­რო­ში სი­ახ­ლე­ე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე იდე­ბა, ამ ენა­ზე ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რე­ბი და ა.შ. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ენის შეს­წავ­ლა უფრო გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა და მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­ე­ხა­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი, „ბე­ქას სკო­ლამ“ და­ი­წყო სხვა­დას­ხვა უფა­სო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. მათ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე ასო­ბით ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო და კი­დევ ბევ­რს აქვს შან­სი, ამ სკო­ლა­ში სრუ­ლი­ად უფა­სოდ მოხ­ვდეს და გა­ნი­ვი­თა­როს თა­ვი­სი ინ­გლი­სუ­რის დონე.

რო­გორ უნდა მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „ბე­ქას სკო­ლის“ უფა­სო პრო­ექ­ტებ­ში და რა შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა აღ­ნიშ­ნულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ სკო­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს ნა­ტა­ლი ქენ­ქა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (CSR) პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა „ბე­ქას სკო­ლა­ში“? რას ემ­სა­ხუ­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ვის შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ დღეს ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის გა­რე­შე რთუ­ლია, მი­ი­ღო ხა­რის­ხი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა და გქონ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბით სის­ტე­მა­ზე, პი­როვ­ნულ და პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე და სა­ერ­თო ჯამ­ში, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

სწო­რედ ამი­ტომ, გვინ­და, ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყოთ ხელი ყვე­ლას, ვი­საც ამი­სი სურ­ვი­ლი აქვს. ჩვენს პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფა­სოდ მი­ღე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს 18 წლი­დან, არის ის ჩვე­ნი მოს­წავ­ლე თუ არა.

მოგ­ვი­ყე­ვით, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (CSR) ფარ­გლებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად რა პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს „ბე­ქას სკო­ლა“ ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის?

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლას არ აქვს ჩვე­ნი კურ­სე­ბის შე­ძე­ნის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სკო­ლის და­არ­სე­ბის დღი­დან გა­დავ­წყვი­ტეთ, ყო­ველ­თვის გვქო­ნო­და უფა­სო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ექ­ნე­ბო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უსას­ყიდ­ლოდ შე­ეს­წავ­ლა ენა.

ექ­ვსი წლის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ შემ­დე­გი CSR მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი:

ინ­გლი­სუ­რი ენის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბე­ბი;

სტი­პენ­დი­ე­ბი ინ­გლი­სუ­რის კურ­სებ­ზე;

უფა­სო ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლები ფე­ის­ბუქ­ზე, ინ­სტაგ­რამ­ზე და ტი­კტოკ­ზე, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს ვას­წავ­ლით ინ­გლი­სურ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რიც ქარ­თვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ჭირს;

უფა­სო სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი, ვორ­ქშო­ფე­ბი, ონ­ლა­ინ ვე­ბი­ნა­რე­ბი, რო­მელ­თაც პე­რი­ო­დუ­ლად ვა­ტა­რებთ;

Crowdsourcing პრო­ექ­ტი „სო­ცი­ა­ლუ­რი ლექ­სი­კო­ნი“, ჯგუ­ფი ფე­ის­ბუქ­ზე, სა­დაც წევ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს თა­ნა­მედ­რო­ვე ტერ­მი­ნე­ბის თარ­გმნა­ში ინ­გლი­სუ­რი­დან ქარ­თულ ენა­ზე და პი­რი­ქით.

თქვენს „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე ხში­რად თავ­სდე­ბა სხვა­დას­ხვა კლუ­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებს ინ­გლი­სურ ენა­ში ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბი­სა და ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. კონ­კრე­ტუ­ლად, ვის­თვის არის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა?

დიახ, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე უფა­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბა „ბე­ქას სკო­ლის“ სივ­რცე­ში. ჩვე­ნი მიმ­დი­ნა­რე კლუ­ბე­ბია:

  • ინ­გლი­სუ­რის სა­სა­უბ­რო კლუ­ბი
  • კი­ნოკ­ლუ­ბი სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის კლუ­ბი
  • ვორ­ქშო­ფე­ბი
  • მა­ფია სა­ღა­მო­ე­ბი.

მათი უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “მშვი­დო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრთან” (ICPI) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და მას მას­პინ­ძლო­ბენ ჩვე­ნი უცხო­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი European Solidarity Corps პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში.

ჩვე­ნი კლუ­ბე­ბის მი­ზა­ნია, არა­ფორ­მა­ლურ და მე­გობ­რულ გა­რე­მო­ში, და­ვეხ­მა­როთ ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლებს:

  • ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და დახ­ვე­წა­ში;
  • არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ში;
  • არა­ფორ­მა­ლურ კონ­ტექ­სტში ახა­ლი სი­ტყვე­ბის სწავ­ლა­ში;
  • Listening და speaking უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

კლუ­ბებ­ზე დას­წრე­ბაც ნე­ბის­მი­ე­რი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის­თვის მხო­ლოდ თვა­ლი უნდა ადევ­ნოთ ჩვენს „ფე­ის­ბუქ“ გვერდს, სა­დაც პე­რი­ო­დუ­ლად იდე­ბა ჩვე­ნი კლუ­ბე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­რე­გის­ტრირ­დეთ და შე­მოგ­ვი­ერ­თდით.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ახალ პრო­ექტს: კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა-დის­კუ­სია კი­ნო­თე­ატრ „ამი­რან­ში“, კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ით, რა არის მისი მი­ზა­ნი და შე­უძ­ლია თუ არა მას­ზე მოხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს?

დიდი ხა­ნია უკვე, რაც კი­ნო­თე­ატ­რი “ამი­რა­ნი” და “ბე­ქას სკო­ლა” და­მე­გობ­რდნენ და ამ თვე­ში, უკვე სა­ერ­თო პრო­ექ­ტიც წა­მო­ვი­წყეთ კი­ნოკ­ლუ­ბის სა­ხით.

ამ ეტაპ­ზე, კი­ნოკ­ლუ­ბის ფარ­გლებ­ში, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებს წარ­ვად­გენთ კი­ნო­თე­ატრ “ამი­რან­ში”, რო­მელ­საც შემ­დგომ დის­კუ­სია მოჰ­ყვე­ბა ინ­გლი­სურ ენა­ზე. დას­წრე­ბა ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის სრუ­ლი­ად უფა­სოა. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რი Toby Andris მას­პინ­ძლობს და დის­კუ­სი­ა­საც ის უწევს ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას, მოწ­ვე­ულ რე­ჟი­სორ­თან ერ­თად.

ტობი, თა­ვად მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რია და ყო­ველ­თვის აწუ­ხებ­და ის ფაქ­ტი, რომ ფეს­ტი­ვა­ლებს მიღ­მა, მსგავ­სი ფილ­მე­ბი მა­ყუ­რებ­ლამ­დე ვერ აღ­წევს. სწო­რედ ამი­ტომ, მას დიდი ხა­ნია, სურს მსგავ­სი სივ­რცის შექ­მნა, სა­დაც კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს წა­რუდ­გენს ნი­ჭი­ერ რე­ჟი­სორ­თა ფილ­მებს.

თი­თო­ე­ულ ჩვე­ნე­ბა­ზე ის ერთ ქარ­თულ და ერთ უცხო­ურ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მს წა­რუდ­გენს მა­ყუ­რე­ბელს, ორი­ვეს ინ­გლი­სუ­რი სუბტიტ­რე­ბით. ფილ­მის შემ­დეგ კი, ღვი­ნის თან­ხლე­ბით, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გან­ვი­ხი­ლავთ ფილ­მებს ინ­გლი­სურ ენა­ზე.

თქვენს მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებს შო­რის არის სტი­პენ­დი­ის პროგ­რა­მაც. ვის და რა ფორ­მით შე­უძ­ლია მოგ­მარ­თოთ სტი­პენ­დი­ის მი­სა­ღე­ბად?

ინ­გლი­სუ­რი ენის შე­სას­წავ­ლად სტი­პენ­დი­ე­ბის გა­ცე­მა 2 წლის წინ და­ვი­წყეთ და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-მდე ახალ­გაზ­რდას ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უფა­სოდ გა­ევ­ლო ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სი ჩვენს სკო­ლა­ში.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა ასე: ძი­რი­თა­დად, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და მათ შერ­ჩე­ულ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს გა­დავ­ცემთ სტი­პენ­დი­ას ჩვენს კურ­სებ­ზე. თუმ­ცა, ყვე­ლა მსურ­ველს, ვი­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლა, მაგ­რამ, ამ ეტაპ­ზე, ამის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, შე­უძ­ლია შე­ავ­სოს ჩვე­ნი ონ­ლა­ინ სა­აპ­ლი­კა­ციო ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­იტ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და გახ­დეს “ბე­ქას სკო­ლის” სტი­პენ­დი­ა­ტი.

გა­ნა­ცხა­დის შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დე­ბით აპ­ლი­კანტს მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აპ­ლი­კა­ცია გა­და­ვი­და ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს სა­სურ­ველ კურ­სზე ად­გი­ლი, მო­ნა­ცე­მე­ბი ინა­ხე­ბა ბა­ზა­ში და შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში და­ვუ­კავ­შირ­დეთ აპ­ლი­კანტს.

და­ბო­ლოს, რამ­დე­ნი მო­ნა­წი­ლე ჰყავ­და უკვე თქვენს პრო­ექ­ტებს და რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით, რამ­დე­ნად უწყობს ხელს თქვე­ნი პროგ­რა­მე­ბი ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას ისეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ გა­რე­მო­ში, რო­გო­რიც „ბე­ქას სკო­ლაა“?

შეგ­ვიძ­ლია ცალ­კე­უ­ლად შე­ვა­ჯა­მოთ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ, რი­ცხვებ­ში ავ­სა­ხოთ ისი­ნი: ჩვენს ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლებს ასო­ბით ათა­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, კლუ­ბებს ყო­ველ­თვი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 200-მდე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 200-მდე სტი­პენ­დია გვაქვს გა­ცე­მუ­ლი, ხოლო, „სო­ცი­ა­ლუ­რი ლექ­სი­კო­ნის“ ჯგუფ­ში 30 000-მდე ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი.

იმე­დი გვაქვს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლის ზრდას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო შევ­ძლებთ, გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი უფა­სო პროგ­რა­მე­ბი­სა და მათი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გან მთელ გუნდს გვჯე­რა, რომ ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბით, ჩვე­ნი მცი­რე წვლი­ლი შეგ­ვაქვს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

R

ავტორი:

ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა „ბექას სკოლაში“ - პროგრამები, რომლებიც ასობით ადამიანს დაეხმარა

ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა „ბექას სკოლაში“ - პროგრამები, რომლებიც ასობით ადამიანს დაეხმარა

ინგლისური ენა, უცხო ენებს შორის, დღეს ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია, რადგან ყველა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი, უახლესი და სანდო კვლევები, ლიტერატურა, სწორედ ამ ენაზეა ხელმისაწვდომი.

ამასთან, მის გარეშე თითქმის შეუძლებელია მუშაობა, რადგან ყველა სფეროში სიახლეები ინგლისურ ენაზე იდება, ამ ენაზე ტარდება საერთაშორისო შეხვედრები და ა.შ. იმისათვის, რომ საქართველოში საერთაშორისო ენის შესწავლა უფრო გაემარტივებინა და მეტი ადამიანისთვის გაეხადა ხელმისაწვდომი, „ბექას სკოლამ“ დაიწყო სხვადასხვა უფასო პროგრამების განვითარება, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ინგლისურის შესწავლაში ეხმარება. მათ აქტივობებში მონაწილეობა უკვე ასობით ადამიანმა მიიღო და კიდევ ბევრს აქვს შანსი, ამ სკოლაში სრულიად უფასოდ მოხვდეს და განივითაროს თავისი ინგლისურის დონე.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა „ბექას სკოლის“ უფასო პროექტებში და რა შედეგები აჩვენა აღნიშნულმა საქმიანობამ წლების განმავლობაში, ამის შესახებ სკოლის თანადამფუძნებელს ნატალი ქენქაძეს ვესაუბრეთ:

რატომ გადაწყვიტეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროგრამების განხორციელება „ბექას სკოლაში“? რას ემსახურება აღნიშნული პროგრამები და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ინგლისური ენის ცოდნის გარეშე რთულია, მიიღო ხარისხიანი თანამედროვე განათლება და გქონდეს წარმატებული კარიერა. მიგვაჩნია, რომ ინგლისურის ცოდნა პირდაპირ აისახება საქართველოს მოსახლეობის განათლების დონეზე, ინფორმირებულობაზე, კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებით სისტემაზე, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე და საერთო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე.

სწორედ ამიტომ, გვინდა, ინგლისურის შესწავლაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველას, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ჩვენს პროგრამებში მონაწილეობის უფასოდ მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18 წლიდან, არის ის ჩვენი მოსწავლე თუ არა.

მოგვიყევით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, კონკრეტულად რა პროგრამებს ახორციელებს „ბექას სკოლა“ ინგლისურის შესწავლის მსურველებისთვის?

იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ აქვს ჩვენი კურსების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, სკოლის დაარსების დღიდან გადავწყვიტეთ, ყოველთვის გვქონოდა უფასო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს ექნებოდა შესაძლებლობა, უსასყიდლოდ შეესწავლა ენა.

ექვსი წლის მუშაობის შემდეგ, ჩამოვაყალიბეთ შემდეგი CSR მიმართულებები:

ინგლისური ენის არაფორმალური განათლების კლუბები;

სტიპენდიები ინგლისურის კურსებზე;

უფასო ვიდეოგაკვეთილები ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და ტიკტოკზე, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვასწავლით ინგლისურ ენასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიც ქართველებს განსაკუთრებით გვიჭირს;

უფასო საჯარო ლექციები, ვორქშოფები, ონლაინ ვებინარები, რომელთაც პერიოდულად ვატარებთ;

Crowdsourcing პროექტი „სოციალური ლექსიკონი“, ჯგუფი ფეისბუქზე, სადაც წევრები ეხმარებიან ერთმანეთს თანამედროვე ტერმინების თარგმნაში ინგლისურიდან ქართულ ენაზე და პირიქით.

თქვენს „ფეისბუქ“ გვერდზე ხშირად თავსდება სხვადასხვა კლუბის ღონისძიება, რომლის მონაწილეებს ინგლისურ ენაში ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა აქვს. კონკრეტულად, ვისთვის არის აღნიშნული პროექტები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი განხორციელება?

დიახ, ყოველკვირეულად, რამდენიმე უფასო ღონისძიება იმართება „ბექას სკოლის“ სივრცეში. ჩვენი მიმდინარე კლუბებია:

  • ინგლისურის სასაუბრო კლუბი
  • კინოკლუბი სამაგიდო თამაშების კლუბი
  • ვორქშოფები
  • მაფია საღამოები.

მათი უმეტესი ნაწილი, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრთან” (ICPI) თანამშრომლობით და მას მასპინძლობენ ჩვენი უცხოელი მოხალისეები European Solidarity Corps პროგრამის ფარგლებში.

ჩვენი კლუბების მიზანია, არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში, დავეხმაროთ ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს:

  • ინგლისურის ცოდნის ამაღლებასა და დახვეწაში;
  • არსებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში;
  • არაფორმალურ კონტექსტში ახალი სიტყვების სწავლაში;
  • Listening და speaking უნარების განვითარებაში.

კლუბებზე დასწრებაც ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ თვალი უნდა ადევნოთ ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდს, სადაც პერიოდულად იდება ჩვენი კლუბების ღონისძიებები, დარეგისტრირდეთ და შემოგვიერთდით.

რაც შეეხება თქვენს ახალ პროექტს: კინოჩვენება-დისკუსია კინოთეატრ „ამირანში“, კანადელი რეჟისორის ფასილიტაციით, რა არის მისი მიზანი და შეუძლია თუ არა მასზე მოხვედრა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს?

დიდი ხანია უკვე, რაც კინოთეატრი “ამირანი” და “ბექას სკოლა” დამეგობრდნენ და ამ თვეში, უკვე საერთო პროექტიც წამოვიწყეთ კინოკლუბის სახით.

ამ ეტაპზე, კინოკლუბის ფარგლებში, მოკლემეტრაჟიან ფილმებს წარვადგენთ კინოთეატრ “ამირანში”, რომელსაც შემდგომ დისკუსია მოჰყვება ინგლისურ ენაზე. დასწრება ყველა მსურველისთვის სრულიად უფასოა. მას საქართველოში მცხოვრები კანადელი რეჟისორი Toby Andris მასპინძლობს და დისკუსიასაც ის უწევს ფასილიტაციას, მოწვეულ რეჟისორთან ერთად.

ტობი, თავად მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორია და ყოველთვის აწუხებდა ის ფაქტი, რომ ფესტივალებს მიღმა, მსგავსი ფილმები მაყურებლამდე ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ, მას დიდი ხანია, სურს მსგავსი სივრცის შექმნა, სადაც კინოხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს წარუდგენს ნიჭიერ რეჟისორთა ფილმებს.

თითოეულ ჩვენებაზე ის ერთ ქართულ და ერთ უცხოურ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარუდგენს მაყურებელს, ორივეს ინგლისური სუბტიტრებით. ფილმის შემდეგ კი, ღვინის თანხლებით, არაფორმალურ გარემოში განვიხილავთ ფილმებს ინგლისურ ენაზე.

თქვენს მიმდინარე პროექტებს შორის არის სტიპენდიის პროგრამაც. ვის და რა ფორმით შეუძლია მოგმართოთ სტიპენდიის მისაღებად?

ინგლისური ენის შესასწავლად სტიპენდიების გაცემა 2 წლის წინ დავიწყეთ და ამ დროის განმავლობაში 200-მდე ახალგაზრდას ჰქონდა შესაძლებლობა, უფასოდ გაევლო ინგლისური ენის კურსი ჩვენს სკოლაში.

მონაწილეების შერჩევა ხდება ასე: ძირითადად, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შერჩეულ ბენეფიციარებს გადავცემთ სტიპენდიას ჩვენს კურსებზე. თუმცა, ყველა მსურველს, ვისაც ესაჭიროება ინგლისურის შესწავლა, მაგრამ, ამ ეტაპზე, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შეუძლია შეავსოს ჩვენი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც საიტზეა განთავსებული და გახდეს “ბექას სკოლის” სტიპენდიატი.

განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენ თავად დავუკავშირდებით აპლიკანტს მითითებულ ნომერზე. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია გადავიდა ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს სასურველ კურსზე ადგილი, მონაცემები ინახება ბაზაში და შესაძლოა, მომავალში დავუკავშირდეთ აპლიკანტს.

დაბოლოს, რამდენი მონაწილე ჰყავდა უკვე თქვენს პროექტებს და როგორ შეაფასებდით, რამდენად უწყობს ხელს თქვენი პროგრამები ინგლისური ენის შესწავლის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას ისეთ პროფესიონალურ გარემოში, როგორიც „ბექას სკოლაა“?

შეგვიძლია ცალკეულად შევაჯამოთ ყველა მიმართულება და მაქსიმალურად ვეცადოთ, რიცხვებში ავსახოთ ისინი: ჩვენს ვიდეოგაკვეთილებს ასობით ათასი მაყურებელი ჰყავს, კლუბებს ყოველთვიურად საშუალოდ 200-მდე ადამიანი ესწრება, 2 წლის განმავლობაში, 200-მდე სტიპენდია გვაქვს გაცემული, ხოლო, „სოციალური ლექსიკონის“ ჯგუფში 30 000-მდე ადამიანია გაწევრიანებული.

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში, სკოლის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო შევძლებთ, გავზარდოთ ჩვენი უფასო პროგრამებისა და მათი მონაწილეების რაოდენობა, რადგან მთელ გუნდს გვჯერა, რომ ინგლისური ენის სწავლებით, ჩვენი მცირე წვლილი შეგვაქვს ჩვენი მოქალაქეების და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

R