პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდონეზიაში მიწისძვრებს ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვა, რომლის აქტივობაც მე-4 დონით განისაზღვრა - სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ
ინდონეზიაში მიწისძვრებს ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვა, რომლის აქტივობაც მე-4 დონით განისაზღვრა - სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ

კვი­რას, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, სე­მე­რუს მთა­ზე ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვა. ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლით და­ი­ფა­რა გზე­ბი და სახ­ლე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, 2000-მდე მო­სახ­ლის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო, - ამის თა­ო­ბა­ზე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იტყო­ბი­ნე­ბა.

ინ­დო­ნე­ზი­ის კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თქმით, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი თავ­შე­საფ­რებ­ში გა­ნა­თავ­სეს. აგ­რეთ­ვე, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბას, 20 000-მდე სა­ხის ნი­ღა­ბი გა­და­ე­ცა.

სე­მე­რუს მთა ია­ვას რე­გი­ონ­ში, ინ­დო­ნე­ზი­ის დე­და­ქა­ლაქ ჯა­კარ­ტა­შია. მან ამოფრქვე­ვა ღა­მის 2:46 წუთ­ზე და­ი­წყო. ინ­დო­ნე­ზი­ის ვულ­კა­ნო­ლო­გი­ის და გე­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დონე მე-4 სა­გან­გა­შო დო­ნემ­დეა გაზ­რდი­ლი. მათ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლეს, რომ სე­მე­რუს მთის ვულ­კა­ნუ­რი ცენ­ტრის­გან მი­ნი­მუმ 17 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით გა­და­ი­ნაც­ვლონ.

სე­მე­რუს მთა რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი (3.676 მეტ­რის სი­მაღ­ლი­საა) და ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნია. ის შარ­შა­ნაც ამო­იფ­რქვა, რის შე­დე­გა­დაც 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­და­სახ­ლდა. შარ­შან­დლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გე­ო­ლო­გე­ბი წელს ვულ­კა­ნის კი­დევ უფრო ძლი­ერ ამოფრქვე­ვას ელი­ან.

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვას წინ მი­წისძვრე­ბის სე­რია უს­წრებ­და, რო­მელ­საც გა­სულ თვე­ში 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დათა
0

ქორწინებისგარეშე სექსი რომ აკრძალეს, იმიტომ დაატყდათ თავს ეს უბედურება. 😅

ინდონეზიაში მიწისძვრებს ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვა, რომლის აქტივობაც მე-4 დონით განისაზღვრა - სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ

ინდონეზიაში მიწისძვრებს ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვა, რომლის აქტივობაც მე-4 დონით განისაზღვრა - სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ

კვირას, ინდონეზიაში, სემერუს მთაზე ვულკანი ამოიფრქვა. ვულკანური ფერფლით დაიფარა გზები და სახლები, ამასთანავე, 2000-მდე მოსახლის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის თაობაზე ქვეყნის ხელისუფლება იტყობინება.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს თქმით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ევაკუირებული ადამიანები კი თავშესაფრებში განათავსეს. აგრეთვე, რესპირატორული ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად, მოსახლეობას, 20 000-მდე სახის ნიღაბი გადაეცა.

სემერუს მთა იავას რეგიონში, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშია. მან ამოფრქვევა ღამის 2:46 წუთზე დაიწყო. ინდონეზიის ვულკანოლოგიის და გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანური აქტივობის დონე მე-4 საგანგაშო დონემდეა გაზრდილი. მათ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სემერუს მთის ვულკანური ცენტრისგან მინიმუმ 17 კილომეტრის მოშორებით გადაინაცვლონ.

სემერუს მთა რეგიონის ყველაზე მაღალი (3.676 მეტრის სიმაღლისაა) და ამავდროულად, ყველაზე აქტიური ვულკანია. ის შარშანაც ამოიფრქვა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი გადასახლდა. შარშანდლისგან განსხვავებით, გეოლოგები წელს ვულკანის კიდევ უფრო ძლიერ ამოფრქვევას ელიან.

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უსწრებდა, რომელსაც გასულ თვეში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა