საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქ­მი­ა­ნი ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით აჭა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ბარ­სე­ლო­ნას ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე ეც­ნო­ბი­ან. IBTM World- ის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს 100 ქვეყ­ნი­დან 15 000-ზე მეტი ტუ­რიზ­მის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბა, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებს მარ­თა­ვენ. ბა­თუ­მით უკვე და­ინ­ტე­რეს­და არა­ერ­თი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც კორ­პო­რა­ტი­ულ შეკ­ვე­თებ­ზე მუ­შა­ო­ბენ და ახალ, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ეძე­ბენ.

IBTM World არის წამ­ყვა­ნი გლო­ბა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა შეხ­ვედ­რე­ბის, ინ­სენ­ტი­ვე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში. მას­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 3000-ზე მეტი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და მომ­წო­დე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, რაც საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. გა­მო­ფე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად ტარ­დე­ბა არა­ერ­თი პრე­ზენ­ტა­ცია და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საც­ნო­ბად.

გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა ჟურ­ნალ "The Headquarters" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც MICE ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ­ზა­დე­ბენ სტა­ტი­ებს. ბარ­სე­ლო­ნას ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს.

NS

ავტორი:

აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. IBTM World- ის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ. ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ.

IBTM World არის წამყვანი გლობალური ღონისძიება შეხვედრების, ინსენტივების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა. გამოფენის პარალელურად ტარდება არაერთი პრეზენტაცია და წამახალისებელი აქტივობა ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაცნობად.

გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ ,,The Headquarters" წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE ტურიზმის მიმართულებით ამზადებენ სტატიებს. ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

NS