პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?
ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ აქვს. პი­რი­ქით, ვინც ქვე­ყა­ნა­ში ერთი მი­ლი­ო­ნი მა­ინც იშო­ვა, თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და ან სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­ლი­ო­ნერ ქმრებს ყვე­ლა იც­ნობს, ცო­ლებს ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა ეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­ზე არ ვრცელ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას...

წარ­მო­გიდ­გენთ მი­ლი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლებს, მათ ყო­ველდდღი­ურ ცხოვ­რე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე...

ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლე მე­უღ­ლე მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლის ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლეს - მა­კუ­ნა (მა­რი­ამ) გამ­ცემ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მა­კუ­ნა ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მე­გობ­რობს ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან, კარ­გად მღე­რის და ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ხში­რი და სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია.

წყვილს 22-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და სამი შვი­ლი აკავ­ში­რებთ.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თა­მარ წუ­ლე­ის­კი­რი

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თა­მარ წუ­ლე­ის­კი­რია, რო­მე­ლიც სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­დი­ა­ში თით­ქმის არა­სო­დეს ჩნდე­ბა. წყვილს 23 წე­ლია ოჯა­ხი აქვს და ორი შვი­ლი - 23 წლის ნიკა და 15 წლის სა­ლო­მე კო­ბი­აშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ფრა­ი­ბურ­გში და­ი­ბად­ნენ, როცა კობი გერ­მა­ნი­ა­ში თა­მა­შობ­და და მისი ოჯა­ხიც იქ ცხოვ­რობ­და.

ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძის მე­უღ­ლე რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნი

ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძის ქო­ნე­ბა გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით 6 000 000 ლარს შე­ად­გენს. დე­პუ­ტატს ჰყავს მე­უღ­ლე რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ექი­მია. ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მუ­შა­ობს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი - ქეთი გო­ცი­რი­ძე ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გია. დე­პუ­ტატს ბი­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ცო­ლის სა­ხელ­ზე აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნის სა­ხელ­ზეა 95 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი იტა­ლი­ურ ეზო­ში, ღამ­ბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, ასე­ვე ბინა დე­და­ქა­ლაქ­ში ონი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 80000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, ასე­ვე მი­წის ნაკ­ვე­თი წავ­კის­ში, რამ­დე­ნი­მე არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში და ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ხი­და­შე­ლი

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მშვი­დია. წლე­ბია მისი მე­უღ­ლე კლა­სე­ლი ირი­ნა ხი­და­შე­ლია. „პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თვის“ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლეს­თან კა­მა­თიც კი არა­სო­დეს მოს­ვლია. 90-ია­ნებ­ში მის ოჯახ­საც ძა­ლი­ან უჭირ­და და უშუ­ქო­ბა და საკ­ვე­ბის არ­ქო­ნა არც მისი ოჯა­ხის­თვის იყო უცხო, თუმ­ცა ამ დროს ირი­ნა სახ­ლში ეგუ­ლე­ბო­და... წყვილს ხუთი შვი­ლი ჰყავთ, ირი­ნა ხი­და­შე­ლი დი­ა­სახ­ლი­სია.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლე მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლე 1983 წლის 10 აპ­რილს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­აა. წყვილს ერთი გო­გო­ნა, ანნა ჰყავს. მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია პრო­ფე­სი­ით ექიმ-ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გია და "ავერ­სის" ცენ­ტრა­ლურ ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობს...

ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძის მე­უღ­ლე თამ­თა ღლონ­ტი

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ვიცე-სპი­კერს ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, 67 წლის ასაკ­ში ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე 35 წლით უმ­ცროს თამ­თა ღლონტზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ ასე­ვე ჰყავთ გო­გო­ნა, სო­ფია ენუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც 2019 წელს საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე (ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძის გერი). თამ­თა ღლონ­ტი პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობს, ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი.

კობა ნა­ყო­ფი­ას მე­უღ­ლე გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი

პო­ლი­ტი­კოს კობა ნა­ყო­ფი­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მას­თან ერ­თად არა­სო­დეს ჩნდე­ბა. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა მე­დი­ის­თვის ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მათ შო­რის 20-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბაა და მას­თან ნა­ყო­ფი­ამ პირ­ველ მე­უღ­ლე ელგა სო­ფი­ას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შექ­მნა ოჯა­ხი. ქალი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია UNDP-ს გუნდში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობს. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასო
5

ენუქიძის თავის უფროსი შვილებს რატო არ არიან არსად ნახსენები?!

დალი
11

ნეტა ერთი თქვენ! სხვისი უზრუნველი ცხოვრებით რომ გინდათ ხალხი გაახალისოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

ქართულ პოლიტიკას მილიონერი დეპუტატების ნაკლებობა არ აქვს. პირიქით, ვინც ქვეყანაში ერთი მილიონი მაინც იშოვა, თითქმის ყველა პოლიტიკაში წავიდა ან სხვადასხვა აქტივობით მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მილიონერ ქმრებს ყველა იცნობს, ცოლებს ნაკლებად. თუმცა ეს ყველა პოლიტიკოსზე არ ვრცელდება, ზოგიერთი მათგანი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებითაც გამოირჩევა, მაგრამ ძირითადად პოლიტიკოსების ცოლები თავს არიდებენ მედიასთან ურთიერთობას...

წარმოგიდგენთ მილიონერი პოლიტიკოსების ცოლებს, მათ ყოველდდღიურ ცხოვრებას და საინტერესო დეტალებს ყოველდღიურ საქმიანობაზე...

ბექა ოდიშარიას მეუღლე მეუღლე მაკუნა გამცემლიძე

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის ბექა ოდიშარიას მეუღლეს - მაკუნა (მარიამ) გამცემლიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. მაკუნა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მეგობრობს ცნობილ სახეებთან, კარგად მღერის და ტელეგადაცემების ხშირი და სასურველი სტუმარია.

წყვილს 22-წლიანი ქორწინება და სამი შვილი აკავშირებთ.

ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირია, რომელიც სხვა ფეხბურთელების ცოლებისგან განსხვავებით, მედიაში თითქმის არასოდეს ჩნდება. წყვილს 23 წელია ოჯახი აქვს და ორი შვილი - 23 წლის ნიკა და 15 წლის სალომე კობიაშვილები ჰყავთ, რომლებიც ფრაიბურგში დაიბადნენ, როცა კობი გერმანიაში თამაშობდა და მისი ოჯახიც იქ ცხოვრობდა.

ელგუჯა გოცირიძის მეუღლე რუსუდან ავალიანი

ელგუჯა გოცირიძის ქონება გასული წლის მონაცემებით 6 000 000 ლარს შეადგენს. დეპუტატს ჰყავს მეუღლე რუსუდან ავალიანი, რომელიც ექიმია. ასევე სამედიცინო სფეროში მუშაობს მისი ქალიშვილი - ქეთი გოცირიძე ჩაჩავას კლინიკაში რეპროდუქტოლოგია. დეპუტატს ბინების დიდი ნაწილი ცოლის სახელზე აქვს რეგისტრირებული - რუსუდან ავალიანის სახელზეა 95 000 დოლარად შეძენილი საცხოვრებელი ფართი იტალიურ ეზოში, ღამბაშიძის ქუჩაზე, ასევე ბინა დედაქალაქში ონიაშვილის ქუჩაზე, რომელიც 80000 დოლარად შეიძინა, ასევე მიწის ნაკვეთი წავკისში, რამდენიმე არასაცხოვრებელი ფართი თბილისში და ავტოფარეხები.

მამუკა ხაზარაძის მეუღლე ირინა ხიდაშელი

პოლიტიკური კარიერისგან განსხვავებით, მისი პირადი ცხოვრება მშვიდია. წლებია მისი მეუღლე კლასელი ირინა ხიდაშელია. „პალიტრავიდეოსთვის“ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლესთან კამათიც კი არასოდეს მოსვლია. 90-იანებში მის ოჯახსაც ძალიან უჭირდა და უშუქობა და საკვების არქონა არც მისი ოჯახისთვის იყო უცხო, თუმცა ამ დროს ირინა სახლში ეგულებოდა... წყვილს ხუთი შვილი ჰყავთ, ირინა ხიდაშელი დიასახლისია.

გიორგი გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია

გიორგი გახარიას მეუღლე 1983 წლის 10 აპრილს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა. წყვილს ერთი გოგონა, ანნა ჰყავს. მარიკა ფანცულაია პროფესიით ექიმ-ბაქტერიოლოგია და "ავერსის" ცენტრალურ ფილიალში მუშაობს...

ავთანდილ ენუქიძის მეუღლე თამთა ღლონტი

პარლამენტის წევრს, ვიცე-სპიკერს ავთანდილ ენუქიძეს რამდენიმე თვის წინ, 67 წლის ასაკში ვაჟი შეეძინა. ავთანდილ ენუქიძე 35 წლით უმცროს თამთა ღლონტზეა დაქორწინებული. მათ ასევე ჰყავთ გოგონა, სოფია ენუქიძე, რომელიც 2019 წელს საფრანგეთში დაიბადა და გიორგი კეკელიძე (ავთანდილ ენუქიძის გერი). თამთა ღლონტი პარლამენტში დეპუტატის თანაშემწედ მუშაობს, ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი.

კობა ნაყოფიას მეუღლე გვანცა ბიწკინაშვილი

პოლიტიკოს კობა ნაყოფიას მეორე მეუღლე საზოგადოებაში მასთან ერთად არასოდეს ჩნდება. წყვილის ქორწინება მედიისთვის ჯერ კიდევ წლების წინ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან მათ შორის 20-წლიანი სხვაობაა და მასთან ნაყოფიამ პირველ მეუღლე ელგა სოფიასთან განქორწინების შემდეგ შექმნა ოჯახი. ქალი არასამთავრობო ორგანიზაცია UNDP-ს გუნდში ადმინისტრაციისა და ფინანსების ასისტენტად მუშაობს. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავთ.