პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე უცნაური რამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე - რატომ ამატებებენ მსაჯები ტაიმებს 10 წუთზე მეტ დროს
ყველაზე უცნაური რამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე - რატომ ამატებებენ მსაჯები ტაიმებს 10 წუთზე მეტ დროს

2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე დიდი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა - მატ­ჩე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბაა. ყო­ველ ტა­იმს უჩ­ვე­უ­ლოდ ბევრ დროს ამა­ტე­ბენ. ინ­გლი­სი - ირა­ნის შეხ­ვედ­რამ კი რე­კორ­დი მოხ­სნა, პირ­ველ ტა­იმს 14, მე­ო­რეს კი -10 წუთი და­უ­მა­ტეს, კი­დევ 3 ვი­დეო რე­ფე­რი­სა და ბოლო პე­ნალ­ტის გამო.

  • ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბის მთლი­ა­ნი დრო ასე­თია

კა­ტა­რი - ეკ­ვა­დო­რი - 100 წუთი და 18 წამი

ინ­გლი­სი - ირა­ნი 117 წუთი და 16 წამი

სე­ნე­გა­ლი - ნი­დერ­ლან­დე­ბი - 102 წუთი და 49 წამი

აშშ - უელ­სის მე­ო­რე ტა­ი­მის მსა­ჯებ­მა 9 წუთი და­ა­მა­ტეს და 10:34 წუთი ათა­მა­შეს.

  • რა­ტომ ხდე­ბა ასე?

მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი ყო­ველ­თვის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სივ­რცეა. ფიფა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან ტურ­ნი­რებ­ზე დიდ­ხანს ტეს­ტავს სხვა­დას­ხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ფან­ტა­ზი­ებს, რო­მელ­თა შო­რის "სა­უ­კე­თე­სო­ებს" კი, რო­გორც ხე­დავთ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ა­ნატ­ზეც იყე­ნებს.

  • მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩვენ ვი­ხი­ლეთ თა­მა­შ­გა­რის აღ­მო­ჩე­ნის ნა­ხევ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც კა­ტა­რი-ეკ­ვა­დო­რის მატ­ჩი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს. FIFA-მ ასე­ვე და­ა­მა­ტა სა­რე­ზერ­ვო არ­ბიტ­რი, რო­მე­ლიც მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს მო­ე­დან­ზე "და­კარ­გულ დროს."

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე ლე­გენ­და­რულ­მა მსაჯ­მა, პი­ერ­ლუ­ი­ჯი კო­ლი­ნამ გა­ნა­ცხა­და: "ჩვენ არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, თუ ყო­ვე­ლი მატ­ჩის ყო­ველ ტა­იმ­ზე 7, ან 8 და­მა­ტე­ბით წუთს ვი­ხი­ლავთ. ეს ნიშ­ნავს, რომ ზუს­ტად ამ­დე­ნი დრო და­ი­ხარ­ჯა ტყუ­ი­ლად.“

ლე­გენ­და­რულ­მა იტა­ლი­ელ­მა თქვა, რომ და­კარ­გულ დრო­ში აღი­რი­ცხე­ბა ის წა­მე­ბიც, რომ­ლებ­საც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გო­ლე­ბის აღ­ნიშნვნას მო­ახ­მა­რენ.

  • რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ, ჩვენ ვხე­დავთ მატ­ჩის ახალ პერ­სო­ნაჟს - მე­ო­რე სა­თა­და­რი­გო არ­ბიტრს, რო­მე­ლიც მსა­ჯე­ბის ბრი­გა­დის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია.

მისი მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა დრო­ის კონ­ტრო­ლი და იმის გან­სა­ზღვრაა თუ რამ­დე­ნი წუთი უნდა და­ე­მა­ტოს ტა­იმს. თუ ადრე დროს ერ­თგვა­რად, პი­რო­ბი­თი დათ­ვლით ამა­ტებ­დნენ, ახლა ყო­ველ წამს სი­ზუს­ტით აღ­რი­ცხა­ვენ. ადრე ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია იყო: პი­რო­ბი­თად, ტრავ­მის მი­ღე­ბი­სას და­კარ­გუ­ლი დრო გა­ნი­სა­ზღვროს 1 წუ­თით, ფეხ­ბურ­თე­ლის ცვლი­ლე­ბის დრო - 30 წა­მით და ა.შ.

ახა­ლი არ­ბიტ­რი აღ­რი­ცხავ გო­ლის აღ­ნიშნვნი­სას, VAR-ის ყვე­ლა გა­და­მოწ­მე­ბი­სას, პე­ნალ­ტის და­ნიშ­ვნი­სას და­კარ­გულ დროს, ყვე­ლა პა­უ­ზას, რო­მე­ლიც მოს­დევს ფეხ­ბურ­თელ­თა ცვლი­ლე­ბას, მო­ე­დან­ზე კა­მათს, ბა­რა­თის ჩვე­ნე­ბას, ფეხ­ბურ­თე­ლის გა­ძე­ვე­ბას და ა.შ. სა­ერ­თო ჯამ­ში მი­ღე­ბუ­ლი წუ­თე­ბი კი ტა­იმს ემა­ტე­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ ით­ვლე­ბა ჯა­რი­მე­ბი­სა და კუ­თხუ­რე­ბის, ასე­ვე აუ­ტის ჩა­წო­დე­ბის დრო, თუმ­ცა არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში ესეც და­ე­მა­ტოს.

ინ­გლი­სი-ირა­ნის მატ­ჩის დროს და­მა­ტე­ბუ­ლი 14 წუთი საკ­მა­ოდ ბევ­რია, თუმ­ცა ირა­ნის მე­კა­რის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა 9 წუთ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. ამას ემა­ტე­ბა ცვლი­ლე­ბა, ყვი­თე­ლი ბა­რა­თი, და ინ­გლი­სე­ლე­ბის 3 გა­ტა­ნი­ლი გოლი. ახლა ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დგე­ბა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mima
0

,,ინგლისი ირანის თამაშზე ირანის მეკარეს პირველ ტაიმში სერიოზული ტრამვა შეემთვა რასაც 10 წუთი დასჭირდა და პლიუს სამი გოლი გავიდა და მაგიტო დაამატა მსაჯმა 15 წუთი

aburjga
1

ასა, თანამედროვე მსოფლიოში სადაც მძვინვარებს ჰედონიზმი, ფულის მონობა ყველაფერი ექსტრემალური უნდა გახდეს! მალე გამოჩნდება ფეხბურთის ისეთი ნაორსახეობანი, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებას დიდი გასაქანი მიეცემა და იქნება წახალისებული! ისე როგორც კრივის შემდეგ გაჩნდა ბრძოლა წესების გარეშე თავისი უამრავი ნაირსახეობით! კიდევ სუფთა ამერიკულ მარაზმატიკული არმტრესლინგი! ასე! 

ავტორი:

ყველაზე უცნაური რამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე - რატომ ამატებებენ მსაჯები ტაიმებს 10 წუთზე მეტ დროს

ყველაზე უცნაური რამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე - რატომ ამატებებენ მსაჯები ტაიმებს 10 წუთზე მეტ დროს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი თავისებურება - მატჩების ხანგრძლივობაა. ყოველ ტაიმს უჩვეულოდ ბევრ დროს ამატებენ. ინგლისი - ირანის შეხვედრამ კი რეკორდი მოხსნა, პირველ ტაიმს 14, მეორეს კი -10 წუთი დაუმატეს, კიდევ 3 ვიდეო რეფერისა და ბოლო პენალტის გამო.

  • ჩატარებული თამაშების მთლიანი დრო ასეთია

კატარი - ეკვადორი - 100 წუთი და 18 წამი

ინგლისი - ირანი 117 წუთი და 16 წამი

სენეგალი - ნიდერლანდები - 102 წუთი და 49 წამი

აშშ - უელსის მეორე ტაიმის მსაჯებმა 9 წუთი დაამატეს და 10:34 წუთი ათამაშეს.

  • რატომ ხდება ასე?

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ყოველთვის ექსპერიმენტების ჩასატარებელი სივრცეა. ფიფა მეორეხარისხოვან ტურნირებზე დიდხანს ტესტავს სხვადასხვა მაღალჩინოსნების ფანტაზიებს, რომელთა შორის "საუკეთესოებს" კი, როგორც ხედავთ, მსოფლიო ჩემპიოანატზეც იყენებს.

  • მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენ ვიხილეთ თამაშგარის აღმოჩენის ნახევრად ავტომატური სისტემა, რომელიც კატარი-ეკვადორის მატჩისას გამოიყენეს. FIFA-მ ასევე დაამატა სარეზერვო არბიტრი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს მოედანზე "დაკარგულ დროს."

მსოფლიო ჩემპიონატამდე ლეგენდარულმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ განაცხადა: "ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ყოველი მატჩის ყოველ ტაიმზე 7, ან 8 დამატებით წუთს ვიხილავთ. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენი დრო დაიხარჯა ტყუილად.“

ლეგენდარულმა იტალიელმა თქვა, რომ დაკარგულ დროში აღირიცხება ის წამებიც, რომლებსაც ფეხბურთელები გოლების აღნიშნვნას მოახმარენ.

  • როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჩვენ ვხედავთ მატჩის ახალ პერსონაჟს - მეორე სათადარიგო არბიტრს, რომელიც მსაჯების ბრიგადის სრულუფლებიანი წევრია.

მისი მთავარი დავალება დროის კონტროლი და იმის განსაზღვრაა თუ რამდენი წუთი უნდა დაემატოს ტაიმს. თუ ადრე დროს ერთგვარად, პირობითი დათვლით ამატებდნენ, ახლა ყოველ წამს სიზუსტით აღრიცხავენ. ადრე ასეთი რეკომენდაცია იყო: პირობითად, ტრავმის მიღებისას დაკარგული დრო განისაზღვროს 1 წუთით, ფეხბურთელის ცვლილების დრო - 30 წამით და ა.შ.

ახალი არბიტრი აღრიცხავ გოლის აღნიშნვნისას, VAR-ის ყველა გადამოწმებისას, პენალტის დანიშვნისას დაკარგულ დროს, ყველა პაუზას, რომელიც მოსდევს ფეხბურთელთა ცვლილებას, მოედანზე კამათს, ბარათის ჩვენებას, ფეხბურთელის გაძევებას და ა.შ. საერთო ჯამში მიღებული წუთები კი ტაიმს ემატება.

ჯერჯერობით არ ითვლება ჯარიმებისა და კუთხურების, ასევე აუტის ჩაწოდების დრო, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მომავალში ესეც დაემატოს.

ინგლისი-ირანის მატჩის დროს დამატებული 14 წუთი საკმაოდ ბევრია, თუმცა ირანის მეკარის სამედიცინო დახმარება 9 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ამას ემატება ცვლილება, ყვითელი ბარათი, და ინგლისელების 3 გატანილი გოლი. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე