პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორეული ჯგუფის BTS-ის ვარსკვლავის შესრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი კატარში  - ვინ თქვა უარი ცერემონიაში მონაწილეობაზე და რატომ?
კორეული ჯგუფის BTS-ის ვარსკვლავის შესრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი კატარში  - ვინ თქვა უარი ცერემონიაში მონაწილეობაზე და რატომ?

კა­ტარ­ში, 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნა­ზე სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი მომ­ღერ­ლი­სა და ჯგუფ BTS-ის წევრ ჯონ გუ­ქის სტა­დი­ონ­ზე გა­მო­ჩე­ნამ ახალ­გაზ­რდე­ბი ფეხ­ზე წა­მო­ა­ყე­ნა. ჯონ გუქ­მა ცე­რე­მო­ნი­ის და­სა­წყის­ში ტურ­ნი­რის ჰიმ­ნი Dreamers შე­ას­რუ­ლა. სამ­ხრეთ კო­რე­ელ ვარ­სკვლავს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ღე­რა­ლი და პრო­დი­უ­სე­რი, ფა­ჰად ალ კუ­ბა­ი­სიც შე­უ­ერ­თდა. ინ­სპი­რა­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­დეო კლი­პი 23 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვა.

მუს­ლი­მურ ქვე­ყა­ნა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბა არა­ერ­თმა და­პი­რის­პი­რე­ბამ დაჩ­რდი­ლა, მათ შო­რის მიგ­რანტ მუ­შაკ­თა და­ღუპ­ვი­სა და ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მო­პყრო­ბის სკან­და­ლებ­მა. სწო­რედ ეს გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა მუ­სი­კოს­მა სა­ღა­მოს გახ­სნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მათ შო­რის არი­ან: დუა ლიპა, როდ სტი­უ­არ­ტი, შა­კი­რა და The Cure. არ­ტის­ტებ­მა გა­და­წყვტი­ლე­ბა იმით ახ­სნეს, რომ კა­ტარ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა.

ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ბრალ­დე­ბებს არ აღი­ა­რე­ბენ. CNN-თან ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­ტა­რის მი­წო­დე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის უმაღლსე­მა კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ინ­კლუ­ზი­უ­რი და უსაფრ­თხო იქ­ნე­ბო­და და რომ კა­ტა­რი "მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად რა­სის, წარ­მო­შო­ბის, რე­ლი­გი­ის, სქე­სის და ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა“.

გახ­სნა­ზე კა­ტა­რის ამი­რას ხალ­ხი ყვე­ლა­ზე დიდი ჟრი­ა­მუ­ლით შე­ე­გე­ბა. თა­მიმ ბინ ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-თან-მა ასე მი­მარ­თა გულ­შე­მატ­კივ­რებს: "სხვა­დას­ხვა რა­სის, ეროვ­ნე­ბის, აღმსა­რებ­ლო­ბის და ორი­ენ­ტა­ცი­ის ხალ­ხი შე­იკ­რი­ბე­ბა აქ, ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კი ეკ­რა­ნებ­თან, რათა ერთი და იგი­ვე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბი გა­ი­ზი­ა­რონ“.

ცე­რე­მო­ნი­ას სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი, ეგ­ვიპ­ტის, თურ­ქე­თის და ალ­ჟი­რის პრე­ზი­დენ­ტე­ბი და ასე­ვე გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ. 30-წუ­თი­ა­ნი შოუ ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით და კი­დევ ერთი სა­ცეკ­ვაო ნომ­რით დას­რულ­და.

კა­ტა­რის პო­ლი­ცია მიმ­დი­ნა­რე ცე­რე­მო­ნი­ა­ზე პრო­ცე­სებს სტა­დი­ო­ნის გა­რეთ აკ­ვირ­დე­ბო­და.

წყა­რო:bbc

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

***
1

ყატარი ქვია მაგ ქვეყანას ქართულად!

ავტორი:

კორეული ჯგუფის BTS-ის ვარსკვლავის შესრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი კატარში  - ვინ თქვა უარი ცერემონიაში მონაწილეობაზე და რატომ?

კორეული ჯგუფის BTS-ის ვარსკვლავის შესრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი კატარში  - ვინ თქვა უარი ცერემონიაში მონაწილეობაზე და რატომ?

კატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე სამხრეთ კორეელი მომღერლისა და ჯგუფ BTS-ის წევრ ჯონ გუქის სტადიონზე გამოჩენამ ახალგაზრდები ფეხზე წამოაყენა. ჯონ გუქმა ცერემონიის დასაწყისში ტურნირის ჰიმნი Dreamers შეასრულა. სამხრეთ კორეელ ვარსკვლავს მოგვიანებით ადგილობრივი მომღერალი და პროდიუსერი, ფაჰად ალ კუბაისიც შეუერთდა. ინსპირაციული სიმღერის ოფიციალური ვიდეო კლიპი 23 ნოემბერს გამოვა.

მუსლიმურ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება არაერთმა დაპირისპირებამ დაჩრდილა, მათ შორის მიგრანტ მუშაკთა დაღუპვისა და ლგბტ ადამიანების მიმართ მოპყრობის სკანდალებმა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ცნობილმა მუსიკოსმა საღამოს გახსნაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათ შორის არიან: დუა ლიპა, როდ სტიუარტი, შაკირა და The Cure. არტისტებმა გადაწყვტილება იმით ახსნეს, რომ კატარში ადამიანების უფლებები ირღვევა.

ცნობილი მომღერლების პროტესტის მიუხედავად, ქვეყნის ოფიციალური პირები ბრალდებებს არ აღიარებენ. CNN-თან ბოლო ინტერვიუში კატარის მიწოდებისა და მემკვიდრეობის უმაღლსემა კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინკლუზიური და უსაფრთხო იქნებოდა და რომ კატარი "მიესალმება ყველას, განურჩევლად რასის, წარმოშობის, რელიგიის, სქესის და ორიენტაციისა“.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="es" dir="ltr">ÚLTIMA HORA | EN VIVO | Comienza la fiesta del fútbol: Jungkook de BTS realiza su presentación en el inicio de la Copa Mundial Qatar 2022 <a href="https://t.co/lB0WVwx4nc">https://t.co/lB0WVwx4nc</a> <a href="https://t.co/E9bb74VT1G">pic.twitter.com/E9bb74VT1G</a></p>&mdash; AlbertoRodNews (@AlbertoRodNews) <a href="https://twitter.com/AlbertoRodNews/status/1594346611873824770?ref_src=twsrc%5Etfw">November 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გახსნაზე კატარის ამირას ხალხი ყველაზე დიდი ჟრიამულით შეეგება. თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თან-მა ასე მიმართა გულშემატკივრებს: "სხვადასხვა რასის, ეროვნების, აღმსარებლობის და ორიენტაციის ხალხი შეიკრიბება აქ, ყველა კონტინენტის მაცხოვრებლები კი ეკრანებთან, რათა ერთი და იგივე ამაღელვებელი მომენტები გაიზიარონ“.

ცერემონიას საუდის არაბეთის პრინცი, ეგვიპტის, თურქეთის და ალჟირის პრეზიდენტები და ასევე გაეროს გენერალური მდივანი ესწრებოდნენ. 30-წუთიანი შოუ ფოიერვერკებით და კიდევ ერთი საცეკვაო ნომრით დასრულდა.

კატარის პოლიცია მიმდინარე ცერემონიაზე პროცესებს სტადიონის გარეთ აკვირდებოდა.

წყარო:bbc

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა