პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი პლასტიკური ქირურგის ისტორია - როგორ გაიცნო კანადელი მეუღლე და რა აკავშირებს სოფო ნიჟარაძესთან?
რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი პლასტიკური ქირურგის ისტორია - როგორ გაიცნო კანადელი მეუღლე და რა აკავშირებს სოფო ნიჟარაძესთან?

სა­ლო­მე სვა­ნა­ძეს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში პირ­ვე­ლად 2016 წელს გა­მოჩ­ნდა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წერ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი, ქარ­თვე­ლი ქალი, რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი იყო... მე­დია ასევ წერ­და იმა­ზეც, თუ რა აკავ­ში­რებ­და ლა­მაზ­მანს მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძე­თან. მას შემ­დეგ 6 წელი გა­ვი­და. სა­ლო­მე კა­ნა­დელ ბიზ­ნეს­მენ­ზე გა­თხოვ­და, შე­ე­ძი­ნა ერთი შვი­ლი. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია დოქ­ტო­რი სვა­ნა­ძე რუ­სეთ­ში და­წყე­ბულ კა­რი­ე­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს...

ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, თუ რო­გორ შე­უყ­ვარ­და მის უცხო­ელ მე­უღ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო და რო­გო­რია იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა, მე­უღ­ლე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი...

- უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ჩემი ოჯა­ხით თბი­ლის­ში ვარ. ჩემი მე­უღ­ლე კა­ნა­დე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ჩვენ ქვე­ყა­ნა­ზე და ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით ავირ­ჩი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემი საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­ვი­პო­ვე პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­ცენ­ზია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა. აქ­ტი­უ­რად შე­ვუ­დე­ქი მუ­შა­ო­ბას, რო­გორც უცხო­ელ, ასე­ვე ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებ­თან. უცხო­ელ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ეს­თე­ტი­კუ­რი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობთ. ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს კი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და სიყ­ვა­რულთ ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

- რუ­სეთ­ში და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ. მშობ­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, ახლა სად ცხოვ­რობთ ძი­რი­თა­დად…

- მოს­კო­ვის შემ­დეგ, რა­ღაც პე­რი­ო­დი კა­ნა­და­ში ვცხოვ­რობ­დი, ახლა კი, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს...

- 2017 წელს და­ო­ჯახ­დით, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სად გა­ი­ცა­ნით?

- მოს­კოვ­ში, მე­გობ­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ კა­ნა­და­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ჩემი დიდი სურ­ვი­ლით და ჩემი მე­უღ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

- რამ­დე­ნად ახერ­ხებთ ოჯა­ხი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შე­თავ­სე­ბას. დე­დო­ბამ რა შეც­ვა­ლა თქვენ­ში?

- ამ კი­თხვა­ზე ძა­ლი­ან მოკ­ლედ გაგ­ცემთ პა­სუხს. დე­დო­ბამ რა­დი­კა­ლუ­რად შემ­ცვა­ლა, ოჯა­ხის და კა­რი­ე­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­თავ­სე­ბის სა­ი­დუმ­ლო კი ჩემი მე­უღ­ლეა.

- პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას გავ­ლე­ნა რამ მო­ახ­დი­ნა, რა­ტომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია?

- ექი­მე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს პრო­ფე­სია თა­ვა­დაც შე­მიყ­ვარ­და. პლა­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ნამ­დვი­ლად ჩემი მო­წო­დე­ბა და გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენს პრო­ფე­სი­ულ პო­პუ­ლა­რო­ბა­ში გა­რეგ­ნო­ბას რა წვლი­ლი აქვს და თუ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, ახალ­გაზ­რდა ასა­კის გამო, ნაკ­ლე­ბად გენ­დო­ბოდ­ნენ...

- ბევ­რი ჩემი პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობ­და, რომ ჩემს გა­რეგ­ნო­ბას და პერ­სო­ნა­ლურ სტილს, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, ზო­გის­თვის გა­დამ­წყვე­ტიც კი, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში, ჩემი ასა­კი ნამ­დვი­ლად იწ­ვევ­და და­მა­ტე­ბით კი­თხვებს, თან მე ისე­დაც უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ. ეს ჩემი ოჯა­ხის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. მაგ­რამ ახლა მი­ხა­რია, რომ ჩემი რე­პუ­ტა­ცია თა­ვად მე­ტყვე­ლებს და პა­ცი­ენ­ტებ­მა იცი­ან ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­სა­ხებ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კუ­რი­ო­ზე­ბი მა­ინც ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, უც­ნობ კო­ლე­გებს ხში­რად ახალ­გაზ­რდა ორ­დი­ნა­ტო­რი ვგო­ნი­ვარ. ამას კომ­პლი­მენ­ტად ვი­ღებ და ვაგ­რძე­ლებ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვას. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­რეგ­ნო­ბა­ზე და სქეს­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ოპე­რა­ცი­ა­ზე შეს­ვლის წინ რა­ი­მე რი­ტუ­ა­ლი თუ გაქვთ…

- რა თქმა უნდა, ანეს­თე­ზი­ამ­დე ვდგე­ბი ჩემი პა­ცი­ენ­ტის გვერ­დით და ვცდი­ლობ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის ბედ­ნი­ერ დღედ წარ­მო­ვუ­სა­ხო და არა სტან­დარ­ტულ, სა­შიშ ოპე­რა­ცი­ად.

- თქვენს პა­ცი­ენ­ტებ­ში ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი თუ არი­ან. ალ­ბათ ანო­ნი­მუ­რო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ?

- ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, ხში­რი შე­ხე­ბა მაქვს ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა ანო­ნი­მუ­რო­ბას, ეს არა მარ­ტო ცნო­ბი­ლი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქის მო­თხოვ­ნის გა­რე­შეც, ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია.

- სა­ლო­მე, ბოლო დროს ცხვი­რის ოპე­რა­ცი­უ­ლი კო­რექ­ცია ე.წ. ფი­ლე­რით გას­წო­რე­ბამ ჩა­ა­ნაც­ვლა, ცხა­დია ფი­ლე­რი დრო­ე­ბი­თია, თუმ­ცა ბი­უ­ჯე­ტუ­რი. რო­გორც ექი­მი, რე­კო­მენ­და­ცი­ას თუ უწევთ ამ პრო­ცე­დუ­რას?

- მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ფი­ლე­რით ცხვი­რის კო­რექ­ცია რი­ნოპ­ლას­ტი­კის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას არ წარ­მო­ად­გენს. ამ პრო­ცე­დუ­რას თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი აქვს. ეს­თე­ტი­კუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, ის ყვე­ლას­თვის შე­სა­ფე­რი­სი არ არის. უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კის გამო, ამ ზო­ნა­ში სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობს ფი­ლე­რით.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ პლას­ტი­კურ­მა ოპე­რა­ცი­ებ­მა ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ამ­სგავ­სა, ეთან­ხმე­ბით?

- ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა ქალი, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­ყა­რო­ში, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია ზუს­ტად სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის ჩემი მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი - ხაზი გა­ვუს­ვა თი­თო­ე­უ­ლი ქა­ლის თვითმყო­ფად სი­ლა­მა­ზეს და ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი არ გავ­ხა­დო. ჩემი პრო­ფე­სი­ის ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა ზუს­ტად ესაა.

- სა­ლო­მე, ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს თქვენს ბი­ძაშ­ვილ­ზეც გკი­თხავთ. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენ შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­დით, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე თქვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლია, თუმ­ცა იმის გამო, რომ სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რობ­დით, ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დით ნახ­ვას... დღეს ალ­ბათ ეს პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად არის...

- მე და სოფო ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი და თით­ქმის თა­ნა­ტო­ლე­ბი ვართ. ბევ­რი რამ გვა­კავ­ში­რებს, რო­გორც მოს­კო­ვის პე­რი­ო­დი­დან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი­დან და დატ­ვირ­თვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა მარ­ტო სო­ფოს­თან, არა­მედ ბევრ ჩემ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ან­თან ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ სრულ­ფა­სო­ვან კონ­ტაქტს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
0

წარმატებები ამ ულამაზეს გოგოს, ბედნიერება მათ ლამაზ ოჯახს❤️🙏

ვინ
19

ვინ არის ეს პაპა?

ავტორი:

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი პლასტიკური ქირურგის ისტორია - როგორ გაიცნო კანადელი მეუღლე და რა აკავშირებს სოფო ნიჟარაძესთან?

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი პლასტიკური ქირურგის ისტორია - როგორ გაიცნო კანადელი მეუღლე და რა აკავშირებს სოფო ნიჟარაძესთან?

სალომე სვანაძეს შესახებ ინფორმაცია მედიაში პირველად 2016 წელს გამოჩნდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, ქართველი ქალი, რუსეთში ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო... მედია ასევ წერდა იმაზეც, თუ რა აკავშირებდა ლამაზმანს მომღერალ სოფო ნიჟარაძეთან. მას შემდეგ 6 წელი გავიდა. სალომე კანადელ ბიზნესმენზე გათხოვდა, შეეძინა ერთი შვილი. წელიწადნახევარია დოქტორი სვანაძე რუსეთში დაწყებულ კარიერას საქართველოში წარმატებით აგრძელებს...

ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ შეუყვარდა მის უცხოელ მეუღლეს საქართველო და როგორია იყო წარმატებული დედა, მეუღლე და პროფესიონალი...

- უკვე წელიწადნახევარია ჩემი ოჯახით თბილისში ვარ. ჩემი მეუღლე კანადელია. საქართველოში სტუმრობის პირველი დღიდან შეყვარებულია ჩვენ ქვეყანაზე და ფაქტობრივად, მისი ინიციატივით ავირჩიეთ საქართველო საცხოვრებლად. ჩემი საქმით ვარ დაკავებული. მოვიპოვე პლასტიკური ქირურგის ადგილობრივი ლიცენზია და საქართველოში ოპერაციების გაკეთების უფლება. აქტიურად შევუდექი მუშაობას, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ პაციენტებთან. უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობით სამედიცინო ესთეტიკური ტურიზმის განვითარებას ვცდილობთ. ქართველ პაციენტებს კი საქართველოს რეალობაზე მორგებული შედარებით დაბალი ფასებით, განსაკუთრებულად და სიყვარულთ ვემსახურებით.

- რუსეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ. მშობლებზე მოგვიყევით, ახლა სად ცხოვრობთ ძირითადად…

- მოსკოვის შემდეგ, რაღაც პერიოდი კანადაში ვცხოვრობდი, ახლა კი, მთელი ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს...

- 2017 წელს დაოჯახდით, მომავალი მეუღლე სად გაიცანით?

- მოსკოვში, მეგობრის წვეულებაზე. დაოჯახების შემდეგ კანადაში გადავედით საცხოვრებლად, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჩემი დიდი სურვილით და ჩემი მეუღლის საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით, საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტეთ.

- რამდენად ახერხებთ ოჯახისა და წარმატებული კარიერის შეთავსებას. დედობამ რა შეცვალა თქვენში?

- ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ გაგცემთ პასუხს. დედობამ რადიკალურად შემცვალა, ოჯახის და კარიერის წარმატებული შეთავსების საიდუმლო კი ჩემი მეუღლეა.

- პროფესიის არჩევისას გავლენა რამ მოახდინა, რატომ პლასტიკური ქირურგია?

- ექიმების ოჯახში გავიზარდე, თუმცა, მოგვიანებით ეს პროფესია თავადაც შემიყვარდა. პლატიკური ქირურგია ნამდვილად ჩემი მოწოდება და გააზრებული არჩევანია.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიულ პოპულარობაში გარეგნობას რა წვლილი აქვს და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, ახალგაზრდა ასაკის გამო, ნაკლებად გენდობოდნენ...

- ბევრი ჩემი პაციენტი ამბობდა, რომ ჩემს გარეგნობას და პერსონალურ სტილს, მათთვის მნიშვნელობა ჰქონდა, ზოგისთვის გადამწყვეტიც კი, თუმცა, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში, ჩემი ასაკი ნამდვილად იწვევდა დამატებით კითხვებს, თან მე ისედაც უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები ვიდრე სინამდვილეში ვარ. ეს ჩემი ოჯახის დამახასიათებელი თვისებაა. მაგრამ ახლა მიხარია, რომ ჩემი რეპუტაცია თავად მეტყველებს და პაციენტებმა იციან ჩემი გამოცდილების და პროფესიონალიზმის შესახებ.

მიუხედავად ამისა, კურიოზები მაინც ხდება. მაგალითად, საერთაშორისო კონფერენციებზე, უცნობ კოლეგებს ხშირად ახალგაზრდა ორდინატორი ვგონივარ. ამას კომპლიმენტად ვიღებ და ვაგრძელებ სტერეოტიპების მსხვრევას. პროფესიონალიზმი გარეგნობაზე და სქესზე არაა დამოკიდებული.

- ოპერაციაზე შესვლის წინ რაიმე რიტუალი თუ გაქვთ…

- რა თქმა უნდა, ანესთეზიამდე ვდგები ჩემი პაციენტის გვერდით და ვცდილობ მიმდინარე მოვლენები ოცნებების ასრულების ბედნიერ დღედ წარმოვუსახო და არა სტანდარტულ, საშიშ ოპერაციად.

- თქვენს პაციენტებში ცნობილი სახეები თუ არიან. ალბათ ანონიმურობაზე განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ?

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხშირი შეხება მაქვს ცნობილ სახეებთან. რაც შეეხება ანონიმურობას, ეს არა მარტო ცნობილი, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქის მოთხოვნის გარეშეც, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

- სალომე, ბოლო დროს ცხვირის ოპერაციული კორექცია ე.წ. ფილერით გასწორებამ ჩაანაცვლა, ცხადია ფილერი დროებითია, თუმცა ბიუჯეტური. როგორც ექიმი, რეკომენდაციას თუ უწევთ ამ პროცედურას?

- მინდა აღვნიშნო, რომ ფილერით ცხვირის კორექცია რინოპლასტიკის ალტერნატივას არ წარმოადგენს. ამ პროცედურას თავისი კონკრეტული ჩვენებები აქვს. ესთეტიკური და სამედიცინო თვალსაზრისით, ის ყველასთვის შესაფერისი არ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი სპეციალისტი სერიოზული გართულებების რისკის გამო, ამ ზონაში საერთოდ არ მუშაობს ფილერით.

- საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ პლასტიკურმა ოპერაციებმა ქართველი ცნობილი ქალები ერთმანეთს დაამსგავსა, ეთანხმებით?

- ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით, ყველა ქალი, არა მარტო საქართველოში, სამყაროში, განუმეორებელია ზუსტად საკუთარი ინდივიდუალურობითა და განსაკუთრებული სილამაზით. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპი - ხაზი გავუსვა თითოეული ქალის თვითმყოფად სილამაზეს და ყველა ერთნაირი არ გავხადო. ჩემი პროფესიის ნამდვილი ხელოვნება ზუსტად ესაა.

- სალომე, ინტერვიუს დასასრულს თქვენს ბიძაშვილზეც გკითხავთ. როდესაც საქართველოში თქვენ შესახებ გახდა ცნობილი, ინტერვიუში ამბობდით, რომ ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე თქვენი ბიძაშვილია, თუმცა იმის გამო, რომ სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდით, ხშირად ვერ ახერხებდით ნახვას... დღეს ალბათ ეს პრობლემა ნაკლებად არის...

- მე და სოფო ახლო ნათესავები და თითქმის თანატოლები ვართ. ბევრი რამ გვაკავშირებს, როგორც მოსკოვის პერიოდიდან, ასევე საქართველოდან. სამწუხაროდ, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, არა მარტო სოფოსთან, არამედ ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანთან ვეღარ ვახერხებ სრულფასოვან კონტაქტს.