პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა...  და ეს კიდევ გაიზრდება, ვიდრე ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ" - ირაკლი პეტრიაშვილი
"საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა...  და ეს კიდევ გაიზრდება, ვიდრე ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ" - ირაკლი პეტრიაშვილი

დიახ, სა­შუ­ა­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მუშა-ხე­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს კი­დევ და კი­დევ გა­იზ­რდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ძუნ­წი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ჯი­ბე­ზე ხელს არ გა­იკ­რა­ვენ და და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­სა­ბა­მის ხელ­ფასს არ მის­ცე­მენ, - ამის შე­სა­ხებ პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა არის ქვე­ყა­ნა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუშა-ხე­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის მი­ზე­ზი და აღ­ნიშ­ნავს, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ძა­ლის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლას ის სი­ძუნ­წე და მა­რაზ­მი გა­ნა­პი­რო­ბებს, რაც შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის.

"კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ძა­ლის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლას ის სი­ძუნ­წე და მა­რაზ­მი გა­ნა­პი­რო­ბებს, რაც შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის. თქვენ რა კი­თხვაც და­მის­ვით, ერთი სი­ტყვით პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ პრობ­ლე­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, ერთი გახ­ლავთ სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის არ­ქო­ნა, ამას­თან, ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტსა და რი­გით მუშა-ხელს შო­რის ხელ­ფა­სებს შო­რის დის­ბა­ლან­სი. პლუს ამას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი იმ მუშა-ხელს არ ამ­ზა­დე­ბენ, რაც შრო­მით ბა­ზარს სჭირ­დე­ბა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 400 ბარ­მენს ამ­ზა­დე­ბენ და 400 ბარ­მე­ნი რამ­დე­ნად სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს? ან 3 000 მე­წა­ღე? მე მგო­ნი, თქვენც და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ბაზ­რის მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ არის. ასე­ვე, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი - ყბა­და­ღე­ბუ­ლი თემა, რო­მელ­საც წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ვი­თხოვთ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი იყოს ქვე­ყა­ნა­ში. პლუს კი­დევ ის, რომ და­ვუშ­ვათ, ქვეყ­ნის გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად უფრო ად­ვი­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ უკე­თე­სი ბე­დის და იღ­ბლის სა­ძებ­ნე­ლად ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­დი­ან და ქვე­ყა­ნას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ხე­ლი ტო­ვებს.

დიახ, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არის ექთ­ნე­ბის, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ცოტა ხან­ში ექი­მე­ბის, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არის სა­შუ­ა­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მუშა ხე­ლის და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს კი­დევ და კი­დევ გა­იზ­რდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ძუნ­წი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ჯი­ბე­ზე ხელს არ გა­იკ­რა­ვენ და და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­სა­ბა­მის ხელ­ფასს არ მის­ცე­მენ, მა­ნამ სა­ნამ ადეკ­ვა­ტუ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი არ გვექ­ნე­ბა, მა­ნამ სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბა იმ დო­ნე­ზე, რაც ამ ქვე­ყა­ნას და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სჭირ­დე­ბა. ეს უკვე სა­ხელ­მწი­ფოს პრობ­ლე­მაა. სა­ხელ­მწი­ფომ პროფ­კავ­ში­რებ­თან და კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თად, უნდა შექ­მნას ადეკ­ვა­ტუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვაქვს,“ - გა­ნა­ცხა­და პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" შრო­მით ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის გზებ­ზე და იმ ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რაც ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

"პირ­ველ რიგ­ში, როცა რე­ფორ­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია რე­ფორ­მე­ბის ქა­ღალ­დზე და­წე­რა. ქა­ღალ­დი ყვე­ლა­ფერს იტანს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი არის მენ­ტა­ლი­ტე­ტის რე­ფორ­მი­რე­ბა. მენ­ტა­ლი­ტეტს სჭირ­დე­ბა რე­ფორ­მი­რე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მათ შო­რის, იმ ბიზ­ნე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რებს. მათ შო­რის, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტის ცვლი­ლე­ბა არის სა­ჭი­რო. ასე­ვე სა­ჭი­რო არის, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გან­სა­ზღვრავ­დნენ და მათ­თან დი­ა­ლო­გის შე­დე­გად დგე­ბო­დეს ბი­უ­ჯე­ტი. ახლა, დღეს თუ ხვალ ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტი მტკიც­დე­ბა. ჩვენ არ ვყო­ფილ­ვართ ჩარ­თუ­ლი ამ ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფორ­მი­რე­ბა­ში და მერე ხვალ და ზეგ როცა გა­ფიც­ვა და ა.შ. იქ­ნე­ბა, მერე იტყვი­ან, რომ პროფ­კავ­ში­რე­ბი გა­ფიც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბას ახ­დენს და ა.შ. გა­ფიც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბას პროფ­კავ­ში­რე­ბი კი არ ახ­დენს, არა­მედ გა­ფიც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბას და იმას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ხალ­ხი ამ ქვეყ­ნი­დან მი­დის, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ახ­დენს, იმი­ტომ რომ აქ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­რე­მო არ აქვთ. სა­მარ­თლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი უკვე ის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, რაც ჩა­მო­გით­ვა­ლეთ, რაც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ეს არის ადეკ­ვა­ტუ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტსა და და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­ფა­სებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა, ეს არის ნორ­მა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტე­ბი, ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო და რა თქმა უნდა, რო­გორც გი­თხა­რით, გულ­წრფე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი. სწო­რედ ეს სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი უნდა იყოს გან­მსა­ზღვრე­ლი, რა კა­ნო­ნი უნდა შე­იც­ვა­ლოს, რო­გო­რი ბი­უ­ჯე­ტი უნდა იყოს, რა კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა უნდა მოხ­დეს, რო­გო­რი უნდა იყოს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი და რამ­დე­ნად უნდა იყოს ისი­ნი და­ცუ­ლი, რო­გო­რი უნდა იყოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შრო­მით ბა­ზარ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს და ა.შ. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტია, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია, თუ ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და კვა­ლი­ფი­კა­ცია არ­სე­ბობს, თუ გეს­მის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ამ ნორ­მა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყოფს,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაში აჩუკი.
0

მოაშორეთ ეს კაცი ქართველ ხალხს, მატყუარა და უსინდისო, ჭიათურაშიც რომ თავისნაირი უნამუსოები ჰყავს შეკრებილი. თანამშრომლები იძულებული გახადეს რომ გაწევრიანებულიყვნენ ამათ პროფკავშირში, ახლა კი ხალხის მიერ შეტანილი საწევროთი რესტორნიდან რესტორანში დადიან

მარი
8

სადაა კვალიფიკაცია? სანთლითაა საძებნელი. მეტს გადაუხდი და მეტი პრეტენზიები უჩნდება ბევრს სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ კეთილსინდისიერად გააკეთოს თავის საქმე. 

პირველ რიგში, კვალიფიკაცია და შრომის კულტურაა ასამაღლებელი, ვიდრე დამქირავებლისკენ გაიშვერთ ხელს. მაღალი ხელფასებიც თავისთავად მაგის შედეგი იქნება, როცა კვალიფიკაცია აიწევს. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა...  და ეს კიდევ გაიზრდება, ვიდრე ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ" - ირაკლი პეტრიაშვილი

"საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა...  და ეს კიდევ გაიზრდება, ვიდრე ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ" - ირაკლი პეტრიაშვილი

დიახ, საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა და ბუნებრივია, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება მანამ, სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ და დასაქმებულ ადამიანებს შესაბამის ხელფასს არ მისცემენ, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

  • ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, რა არის ქვეყანაში კვალიფიციური მუშა-ხელის ნაკლებობის მიზეზი და აღნიშნავს, რომ კვალიფიციური ძალის ამ ქვეყნიდან წასვლას ის სიძუნწე და მარაზმი განაპირობებს, რაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის.

"კვალიფიციური ძალის ამ ქვეყნიდან წასვლას ის სიძუნწე და მარაზმი განაპირობებს, რაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის. თქვენ რა კითხვაც დამისვით, ერთი სიტყვით პასუხის გაცემა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ პრობლემა მრავალფეროვანია. ბუნებრივია, ერთი გახლავთ სოციალური დიალოგის არქონა, ამასთან, ტოპმენეჯმენტსა და რიგით მუშა-ხელს შორის ხელფასებს შორის დისბალანსი. პლუს ამას, ხშირ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები იმ მუშა-ხელს არ ამზადებენ, რაც შრომით ბაზარს სჭირდება. წლის განმავლობაში 400 ბარმენს ამზადებენ და 400 ბარმენი რამდენად სჭირდება საქართველოს? ან 3 000 მეწაღე? მე მგონი, თქვენც დამეთანხმებით, რომ ბაზრის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისობაში არ არის. ასევე, მინიმალური ხელფასი - ყბადაღებული თემა, რომელსაც წლებია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ვითხოვთ, რომ ადეკვატური მინიმალური ხელფასი იყოს ქვეყანაში. პლუს კიდევ ის, რომ დავუშვათ, ქვეყნის გარეთ გადაადგილება მეტ-ნაკლებად უფრო ადვილია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ უკეთესი ბედის და იღბლის საძებნელად ჩვენი მოქალაქეები მიდიან და ქვეყანას კვალიფიციური მუშახელი ტოვებს.

დიახ, სერიოზული პრობლემა არის ექთნების, სერიოზული პრობლემა იქნება ცოტა ხანში ექიმების, სერიოზული პრობლემა არის საშუალო კვალიფიკაციის მუშა ხელის და ბუნებრივია, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება მანამ, სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ და დასაქმებულ ადამიანებს შესაბამის ხელფასს არ მისცემენ, მანამ სანამ ადეკვატური მინიმალური ხელფასი არ გვექნება, მანამ სანამ არ გვექნება პროფესიული სწავლება იმ დონეზე, რაც ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდება. ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა. სახელმწიფომ პროფკავშირებთან და კერძო სექტორთან ერთად, უნდა შექმნას ადეკვატური პროფესიული გადამზადების სისტემა, რომელიც დღემდე საქართველოში არ გვაქვს,“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ის ასევე "ინტერპრესნიუსთან" შრომით ბაზარზე არსებული პრობლემებიდან გამოსავლის გზებზე და იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს.

"პირველ რიგში, როცა რეფორმებზე საუბრობენ, ძალიან ადვილია რეფორმების ქაღალდზე დაწერა. ქაღალდი ყველაფერს იტანს. ყველაზე რთული არის მენტალიტეტის რეფორმირება. მენტალიტეტს სჭირდება რეფორმირება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაკავშირებით და მათ შორის, იმ ბიზნესებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ოპერირებს. მათ შორის, ჩინოვნიკების მენტალიტეტის ცვლილება არის საჭირო. ასევე საჭირო არის, რომ კვალიფიციური ადამიანები და ორგანიზაციები განსაზღვრავდნენ და მათთან დიალოგის შედეგად დგებოდეს ბიუჯეტი. ახლა, დღეს თუ ხვალ ახალი ბიუჯეტი მტკიცდება. ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ ახალი ბიუჯეტის ფორმირებაში და მერე ხვალ და ზეგ როცა გაფიცვა და ა.შ. იქნება, მერე იტყვიან, რომ პროფკავშირები გაფიცვის ორგანიზებას ახდენს და ა.შ. გაფიცვის ორგანიზებას პროფკავშირები კი არ ახდენს, არამედ გაფიცვის ორგანიზებას და იმას, რომ ფაქტობრივად, ხალხი ამ ქვეყნიდან მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ახდენს, იმიტომ რომ აქ სამართლიანი გარემო არ აქვთ. სამართლიანი თანაცხოვრების პირობები და დანარჩენი უკვე ის ინგრედიენტები, რაც ჩამოგითვალეთ, რაც სამართლიანობას განაპირობებს.

ეს არის ადეკვატური მინიმალური ხელფასი, ტოპმენეჯმენტსა და დასაქმებულ ადამიანებს შორის შესაბამისი ხელფასებს შორის განსხვავება, ეს არის ნორმალური კონტრაქტები, ნორმალური სამუშაო გარემო და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, გულწრფელი სოციალური დიალოგი. სწორედ ეს სოციალური დიალოგი უნდა იყოს განმსაზღვრელი, რა კანონი უნდა შეიცვალოს, როგორი ბიუჯეტი უნდა იყოს, რა კონვენციის რატიფიცირება უნდა მოხდეს, როგორი უნდა იყოს ქალთა უფლებები და რამდენად უნდა იყოს ისინი დაცული, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელიც შრომით ბაზარზე მომზადებული ადამიანის გაყვანას უზრუნველყოფს და ა.შ. აქ ძალიან ბევრი ინგრედიენტია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად გასაკეთებელია, თუ ამის პოლიტიკური ნება და კვალიფიკაცია არსებობს, თუ გესმის, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ ნორმალურ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.