პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი" - დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი" - დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღე, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შად­რე­ვან­ში მო­ზარ­დე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და, მომ­ხდარს იხ­სე­ნებს.

"სა­მი­ვე ბავ­შვი უგო­ნოდ იყო ჩა­ძი­რუ­ლი წყალ­ში, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ორის გა­მოყ­ვა­ნა შევ­ძე­ლი, სა­დამ­დეც გა­მიძ­ლო ალ­ბათ თვი­თონ ორ­გა­ნიზ­მმა დე­ნის გამო.

სამ­წუ­ხა­როა, რომ მე­სა­მე ბავ­შვი ვერ გა­დარ­ჩა. ნეტა ისიც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და არ მომ­ხდა­რი­ყო ეს ამ­ბა­ვი.

პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა მე მო­მი­წია, ხალ­ხიც უამ­რა­ვი იყო, ყვე­ლა ცდი­ლობ­და მის დახ­მა­რე­ბას, სას­წრა­ფოც მა­ლე­ვე მო­ვი­და და მერე მათ გა­აგ­რძე­ლეს ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი "ფორ­მუ­ლას­თან“.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკი
2

ასეთი ადამიანების მხრებზეა ქვეყანა.ძვლივს იჭერენ თავიანთი ზურგით ქვეყანას,მაგრამ იმდენად მცირერიცხოვანნი არიან უჭირთ თავიანთი წილი ქვეყნის მხრებით ტარება.დამხმარეები კი უფრო და უფრო მცირდება.მათ ქვეყნის მართვის სადავეებთან არ აკარებენ,იციან რომ ისინი უვიცების განკარგულებებს ბრმად არ შეასრულებენ.და უვიცთა ,უაზროთა და ამორალურთა ბანდა კლავს საქართველოს.ქვეყნის გადარჩენა ძალუძს ბევრ დევი მეზურნიშვილს,რომელმაც დაამტკიცა როგორი უნდა იყოს ადამიანი.მადლობა მას და მის მსგავსთ ყოველივე ამისთვის.

temo
5

ვიდრე ბიუჯეტის ქურდების ნაცვლად ასეთი ხალხი არ გვეყოლება თანამდეგობებზე არაფერი ჩენ არ გვეშველება. წესიერი, პატიოსანი ხალხი გვჭირდება თანამდეგობებზე და შემდეგ ხალხის კონტროლი, რას ქვია ფინანსურ დოკუმენტს ხელს რო აწერ და "გრიფით საიდუმლო" მალავ ხალხისგან საბუთს. უნდა იცოდე, ყველას ყველაფერი მოეკითხება, მუდმივი არაფერია. 

ავტორი:

"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი" - დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი" - დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ვაკის პარკის მებაღე, დევი მეზურნიშვილი, რომელიც შადრევანში მოზარდების გადასარჩენად შევიდა, მომხდარს იხსენებს.

"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ალბათ თვითონ ორგანიზმმა დენის გამო.

სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი.

პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მის დახმარებას, სასწრაფოც მალევე მოვიდა და მერე მათ გააგრძელეს ბავშვების დახმარება", - ამბობს დევი მეზურნიშვილი "ფორმულასთან“.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.