პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან - "ტომმა ოჯახს სპორტი ამჯობინა"
ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან - "ტომმა ოჯახს სპორტი ამჯობინა"

ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ლი­გის (NFL) Tampa Bay Buccaneers-ის მო­თა­მა­შე, ტომ ბრე­დი და მისი სუ­პერ­მო­დე­ლი მე­უღ­ლე, ჟი­ზელ ბი­უნდჰე­ნი ბოლო კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე გან­ცალ­კე­ვე­ბით ცხოვ­რობ­დნენ და რო­გორც მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, წყვილს გან­ქორ­წი­ნე­ბა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი.

ორი­ვე მათ­გან­მა ად­ვო­კა­ტი და­ი­ქი­რა­ვა, რათა გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყოს და სა­ერ­თო ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის სა­კი­თხი მო­აგ­ვა­როს.

კონ­ფლიქ­ტი ბრე­დი­სა და ბი­უნდჰე­ნის ოჯახ­ში 1 თვის წინ და­ი­წყო, როცა "სუ­პერ თა­სის" შვიდგზის ჩემ­პი­ონ­მა პენ­სი­ა­ზე გას­ვლა გა­და­ი­ფიქ­რა და ნაკ­რებს და­უბ­რუნ­და.

გა­სულ თვე­ში ჟურ­ნალ Elle-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში 42 წლის ბი­უნდჰე­ნი ამ­ბობ­და, რომ აშ­ფო­თებ­და მე­უღ­ლის კვლავ ნაკ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

"ეს საკ­მა­ოდ ძა­ლა­დობ­რი­ვი სპორ­ტია. ჩვენ შვი­ლე­ბიც გვყავს და ვი­სურ­ვებ­დი, რომ უფრო მეტი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ჩვენ­თან ერ­თად. ამ სა­კი­თხზე ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლამ თვი­თონ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მა­ნაც ის უნდა აკე­თოს, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს",- თქვა ბი­უნდჰენ­მა.

45 წლის ტომ ბრე­დის მწვრთნე­ლის თქმით, აგ­ვის­ტო­ში მო­თა­მა­შემ 11-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა აიღო, რათა "პი­რად საქ­მე­ებს" გამ­კლა­ვე­ბო­და. თა­ვის პოდ­კას­ტში ბრე­დიმ იმა­ზე ისა­უბ­რა, თუ რა ძვი­რად და­უჯ­და NFL-ში ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­ში:

"23 წე­ლია შობა არ აღ­მი­ნიშ­ნავს და არც მად­ლი­ე­რე­ბის დღეს შევ­ხვედ­რი­ვარ ოჯახ­ში. არც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ბა­დე­ბის დღე აღ­მი­ნიშ­ნავს მათ­თან ერ­თად, ვინც აგ­ვის­ტო­დან იან­ვრამ­დე თვე­ებ­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი. ვერც დაკ­რძალ­ვებს და ქორ­წი­ლებს ვერ ვეს­წრე­ბი. ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ის მო­მენ­ტი, როცა ამ­ბობ: "იცი რა? მე ჩემი წილი მი­ვი­ღე და საკ­მა­რი­სია, დროა, ცხოვ­რე­ბის ახალ მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­და­ვი­დე".

თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ფეხ­ბურ­თელ­მა ამ ეტაპ­ზე მა­ინც პრო­ფე­სია ამ­ჯო­ბი­ნა დას­ვე­ნე­ბას და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას, რაც სა­ბო­ლო­ოდ ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი გახ­და.

წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს, 14 წლის ბენ­ჟა­მი­ნი და 9 წლის ვი­ვი­ე­ნი. სპორ­ტსმენს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან კი­დევ 1 ვაჟი, ჯონი ჰყავს, რო­მე­ლიც 15 წლი­საა.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ასეც არ შეიძლება
31

ნინი ქარსელაძე რატო დაივიწყეთ, განაცდით ყველა?

ავტორი:

ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან - "ტომმა ოჯახს სპორტი ამჯობინა"

ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან - "ტომმა ოჯახს სპორტი ამჯობინა"

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) Tampa Bay Buccaneers-ის მოთამაშე, ტომ ბრედი და მისი სუპერმოდელი მეუღლე, ჟიზელ ბიუნდჰენი ბოლო კვირების მანძილზე განცალკევებით ცხოვრობდნენ და როგორც მედია იტყობინება, წყვილს განქორწინება აქვს გადაწყვეტილი.

ორივე მათგანმა ადვოკატი დაიქირავა, რათა განქორწინების პროცესი დაიწყოს და საერთო ქონების გაყოფის საკითხი მოაგვაროს.

კონფლიქტი ბრედისა და ბიუნდჰენის ოჯახში 1 თვის წინ დაიწყო, როცა "სუპერ თასის" შვიდგზის ჩემპიონმა პენსიაზე გასვლა გადაიფიქრა და ნაკრებს დაუბრუნდა.

გასულ თვეში ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუში 42 წლის ბიუნდჰენი ამბობდა, რომ აშფოთებდა მეუღლის კვლავ ნაკრებში დაბრუნება.

"ეს საკმაოდ ძალადობრივი სპორტია. ჩვენ შვილებიც გვყავს და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დრო გაეტარებინა ჩვენთან ერთად. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ საბოლოოდ, ყველამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მანაც ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებას ანიჭებს",- თქვა ბიუნდჰენმა.

45 წლის ტომ ბრედის მწვრთნელის თქმით, აგვისტოში მოთამაშემ 11-დღიანი შვებულება აიღო, რათა "პირად საქმეებს" გამკლავებოდა. თავის პოდკასტში ბრედიმ იმაზე ისაუბრა, თუ რა ძვირად დაუჯდა NFL-ში ორი ათწლეულის განმავლობაში თამაში:

"23 წელია შობა არ აღმინიშნავს და არც მადლიერების დღეს შევხვედრივარ ოჯახში. არც იმ ადამიანების დაბადების დღე აღმინიშნავს მათთან ერთად, ვინც აგვისტოდან იანვრამდე თვეებში არიან დაბადებული. ვერც დაკრძალვებს და ქორწილებს ვერ ვესწრები. ვფიქრობ, ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა ამბობ: "იცი რა? მე ჩემი წილი მივიღე და საკმარისია, დროა, ცხოვრების ახალ მონაკვეთზე გადავიდე".

თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ამ ეტაპზე მაინც პროფესია ამჯობინა დასვენებას და ოჯახურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას, რაც საბოლოოდ ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა.

წყვილს ორი შვილი ჰყავს, 14 წლის ბენჟამინი და 9 წლის ვივიენი. სპორტსმენს წინა ურთიერთობიდან კიდევ 1 ვაჟი, ჯონი ჰყავს, რომელიც 15 წლისაა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა