საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები და ოჯახიც რომ არ არის კარგად, ამან ძალიან დამაზარალა" - რა შეცვალა ნიკოლოზ სააკაშვილის ცხოვრებაში მამის დაპატიმრებამ?
"მე ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები და ოჯახიც რომ არ არის კარგად, ამან ძალიან დამაზარალა" - რა შეცვალა ნიკოლოზ სააკაშვილის ცხოვრებაში მამის დაპატიმრებამ?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი ამ­ბობს, რომ მა­მის და­პა­ტიმ­რე­ბამ მის ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი რამ შეც­ვა­ლა.

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მა­მა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია და აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ სა­ზღვარ­გა­რეთ.

"რომ ჩა­მო­ვი­და, ეს "ფე­ის­ბუ­ქი­დან" გა­ვი­გე. მა­შინ ონ­ლა­ინ სკო­ლა იყო კო­ვი­დის გამო, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ვერ ვსწავ­ლობ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი. ის, რაც მოხ­და, დიდი ცვლი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რად.

ზო­გა­დად მიშა ყო­ველ­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ იყო ხოლ­მე და მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ახლა აქ ვნა­ხუ­ლობ, ეს კარ­გია ჩემ­თვის, მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ვიზ­რდე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რად. ჩემი აზ­რით, მი­შას ჰქონ­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა, მი­ნუ­სე­ბით და პლი­უ­სე­ბით. ამ­დე­ნი გა­ა­კე­თა და ახლა რა ხდე­ბა, რომ ვუ­ყუ­რებ, არ მინ­და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, ისე­დაც არ მქონ­და დიდი სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ახლა ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემ­თვის ასე­თი ცხოვ­რე­ბა არ არის მი­სა­ღე­ბი.

და­კა­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხანი რომ იქ­ნე­ბო­და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არ მე­გო­ნა. მე­გო­ნა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ინც გა­და­იყ­ვან­დნენ სამ­კურ­ნა­ლოდ. რთუ­ლია, როცა ვხე­დავ, რომ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლია. რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რად, ისე ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ადრე უფრო იყო მას­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცე­ცხლი, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს ჩემ­თან. უკ­რა­ი­ნის ომ­ზეა გა­დარ­თუ­ლი. ჩა­უქ­რა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ცე­ცხლი და სხვა რა­მე­ე­ბით და­კავ­და.

ცი­ხე­ში ნახ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. თვი­თონ ის ფაქ­ტი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, რომ ცი­ხე­ში მოხ­ვდა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ის იყო, რო­დე­საც მი­ვე­დი ცი­ხე­ში და შუ­შის იქით და­ვი­ნა­ხე და ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. შემ­დეგ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, როცა კლი­ნი­კა­ში მი­ვე­დი და ჩა­ვე­ხუ­ტე.

მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც მაქვს ჩემი სირ­თუ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ოჯა­ხი რომ არ არის კარ­გად, ძა­ლი­ან და­მა­ზა­რა­ლა ამან. რა­ტომ არის ცი­ხე­ში მიშა და ახლა კლი­ნი­კა­ში - ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბია. ამას ბევ­რი გა­მე­ო­რე­ბა არ უნდა. ამას ევ­რო­პა­შიც ამ­ბო­ბენ" - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი "მთა­ვარ არხთან" სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოდა
16

შენი მამიკო არის იქ სადაც უნდა იყოს. მორჩა!

ზაალი
13

რატომ შემოიპარა საქართველოში? სხვა დანაშაულებს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის ექს პრეზიდენტი იოგურტების და არაჟნის მაცივარში უნდა იჯდეს ?

ავტორი:

"მე ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები და ოჯახიც რომ არ არის კარგად, ამან ძალიან დამაზარალა" - რა შეცვალა ნიკოლოზ სააკაშვილის ცხოვრებაში მამის დაპატიმრებამ?

"მე ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები და ოჯახიც რომ არ არის კარგად, ამან ძალიან დამაზარალა" - რა შეცვალა ნიკოლოზ სააკაშვილის ცხოვრებაში მამის დაპატიმრებამ?

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი ამბობს, რომ მამის დაპატიმრებამ მის ცხოვრებაში უამრავი რამ შეცვალა.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მამამისი პოლიტიკური პატიმარია და აქვე აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ.

"რომ ჩამოვიდა, ეს "ფეისბუქიდან" გავიგე. მაშინ ონლაინ სკოლა იყო კოვიდის გამო, მაგრამ საერთოდ ვერ ვსწავლობდი, რადგან ძალიან ემოციებში ვიყავი. ის, რაც მოხდა, დიდი ცვლილება იყო ჩემთვის ემოციურად.

ზოგადად მიშა ყოველთვის საზღვარგარეთ იყო ხოლმე და მე ვიყავი საქართველოში. ახლა აქ ვნახულობ, ეს კარგია ჩემთვის, მასთან საუბრის შემდეგ ვიზრდები ადამიანურად. ჩემი აზრით, მიშას ჰქონდა ძალიან წარმატებული პოლიტიკური კარიერა, მინუსებით და პლიუსებით. ამდენი გააკეთა და ახლა რა ხდება, რომ ვუყურებ, არ მინდა პოლიტიკოსობა, ისედაც არ მქონდა დიდი სურვილი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის ასეთი ცხოვრება არ არის მისაღები.

დაკავება მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ამდენი ხანი რომ იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში, არ მეგონა. მეგონა, რომ საზღვარგარეთ მაინც გადაიყვანდნენ სამკურნალოდ. რთულია, როცა ვხედავ, რომ ცუდ მდგომარეობაშია. ძალიან შეცვლილია. როგორც ადამიანურად, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ადრე უფრო იყო მასში პოლიტიკური ცეცხლი, ახლა საქართველოზე საერთოდ არ საუბრობს ჩემთან. უკრაინის ომზეა გადართული. ჩაუქრა ეს პოლიტიკური ცეცხლი და სხვა რამეებით დაკავდა.

ციხეში ნახვა ძალიან რთული იყო. თვითონ ის ფაქტი იყო ძალიან რთული, რომ ციხეში მოხვდა. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, როდესაც მივედი ციხეში და შუშის იქით დავინახე და ტელეფონით ვესაუბრებოდი. ძალიან რთული იყო. შემდეგ ძალიან ემოციური იყო, როცა კლინიკაში მივედი და ჩავეხუტე.

მე ჩემს ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები, მაგრამ მაინც ოჯახი რომ არ არის კარგად, ძალიან დამაზარალა ამან. რატომ არის ციხეში მიშა და ახლა კლინიკაში - ეს პოლიტიკური მიზეზებია. ამას ბევრი გამეორება არ უნდა. ამას ევროპაშიც ამბობენ" - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში.