პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვიჩას საცოლე ახლახან გავიცანი, უბანში სადედამთილოსთან ერთად შემხვდა, ლამაზი, "სვეცკი" გოგონაა" - როგორ ახასიათებენ და რას ჰყვებიან მასწავლებლები ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ხვიჩას საცოლე ახლახან გავიცანი, უბანში სადედამთილოსთან ერთად შემხვდა, ლამაზი, "სვეცკი" გოგონაა" - როგორ ახასიათებენ და რას ჰყვებიან მასწავლებლები ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ენერ­გი­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, სხარ­ტი, კე­თი­ლი, გო­ნი­ე­რი, თავ­მდა­ბა­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, უბ­რა­ლო­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი"... - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ 169-ე სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას. იმ პა­ტა­რა ბი­ჭით, სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში ბურ­თით რომ დარ­ბო­და, დღეს არა მხო­ლოდ მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა, სამ­შობ­ლოც ამა­ყობს, ამ სტა­ტი­ით კი სულ სხვაგ­ვარ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­გაც­ნობთ.

მა­ნა­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, პე­და­გო­გი:

- ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი გახ­ლა­ვართ. მე-5 კლას­ში იყო ხვი­ჩა, რო­დე­საც მის კლას­ში შე­ვე­დი და სკო­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე ამ კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი. ერ­თად 8 წელი გა­ვა­ტა­რეთ.

- ბავ­შვო­ბა­ში ხვი­ჩა რო­გო­რი იყო, რა თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და?

- ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, გო­ნი­ე­რი, ყო­ველ­თვის სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რომ გი­თხრათ, ხელ­ში სულ წიგ­ნი ეჭი­რა და ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და-მეთ­ქი, მარ­თა­ლი არ ვიქ­ნე­ბი. ხვი­ჩა სტა­დი­ონ­ზე ბევრ დროს ატა­რებ­და, სულ ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ როცა გაკ­ვე­თილ­ზე იყო, კარ­გად მოს­მე­ნა იცო­და, ახ­სნილ­საც ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რებ­და. XI კლას­ში რომ იყო, 4 სა­გან­ში გა­მოც­და უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. ხვი­ჩა ამ დროს უკვე ყა­ზა­ნის "რუ­ბინ­ში" თა­მა­შობ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მის­თვის გა­მოც­დე­ბი რო­გო­რი რთუ­ლი ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი დი­რექ­ცია გვყავს. ხვი­ჩას ყო­ველ­თვის ვუ­წყობ­დით ხელს. მა­ნამ­დე ექ­სტერ­ნი გა­მოც­დე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ მიკ­ვირს, ბიჭ­მა, რო­მე­ლიც სულ სტა­დი­ონ­ზე იყო, რო­გორ ჩა­ა­ბა­რა ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის გა­მოც­დე­ბი, როცა მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წელი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და ამ საგ­ნებს ბევრ დროს უთ­მობ­დნენ, გა­მოც­დი­დან ატი­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. ხვი­ჩა ყო­ვე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას გა­ღი­მე­ბუ­ლი მა­ხა­რებ­და, "ჩა­ვა­ბა­რე, მასწ!" მისი გო­ნი­ე­რე­ბა და სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბა მო­ე­დან­ზეც კარ­გად ჩანს. ხომ გი­ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ სი­კე­თით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ხვი­ჩა თბი­ლი, ძა­ლი­ან კე­თი­ლი და უხვი ადა­მი­ა­ნია.

- ამის თქმის სა­ფუძ­ველს რა გაძ­ლევთ?

- არა მხო­ლოდ ხვი­ჩა, მთე­ლი ოჯა­ხი ასე­თია. სხვა­თა შო­რის, მის ძმას, თორ­ნი­კე­საც მე ვას­წავ­ლი. მა­საც დიდი ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში უნდა, გაკ­ვე­თი­ლებს ამ მი­ზე­ზით ხში­რად აც­დენს, მაგ­რამ როცა სკო­ლა­ში მო­დის, იგ­რძნო­ბა, რომ ძმა­სა­ვით ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რია. როცა გაკ­ვე­თილ­ზეა, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით მის­მენს.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ოჯა­ხი წარ­მო­შო­ბით წა­ლენ­ჯი­ხი­და­ნაა. ხვი­ჩა ჩა­ვი­და წა­ლენ­ჯი­ხა­ში და იქ მცხოვ­რებ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რა. თუ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, თითო ოჯახს 500 ლარი გა­დას­ცა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ ხვი­ჩა უბ­რა­ლო­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია. ჩვენ ერთ უბან­ში ვცხოვ­რობთ, სკო­ლაც აქ­ვეა, კლა­სე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც მე­ზო­ბე­ლია და როცა თბი­ლის­ში ჩა­მო­დის, ხვი­ჩა მათ ურე­კავს, იკ­რი­ბე­ბი­ან სკვერ­ში და სა­უბ­რო­ბენ. ერთ კლა­სელს სო­ფე­ლი აქვს ხა­რა­გა­ულ­ში, იქაც ერ­თად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­თან მუდ­მი­ვად აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ხვი­ჩას კლა­სი ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი იყო, ეს ნა­წი­ლობrივ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, ბავ­შვე­ბი სულ დამ­ყავ­და ექ­სკურ­სი­ებ­ზე, თე­ატ­რებ­ში... მო­ზარ­დებს გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, იქ ერ­თმა­ნეთს სხვაგ­ვა­რად ეჩ­ვე­ვი­ან, ერ­თად მღე­რი­ან, ცეკ­ვა­ვენ, ილ­ხე­ნენ... მე­ტად უმე­გობ­რდე­ბი­ან...

სკო­ლა რომ და­ას­რუ­ლეს, მე­ო­რე წელს მთე­ლი კლა­სი და მათ­თან ერ­თად მეც, ხვი­ჩამ რეს­ტო­რან­ში დაგვპა­ტი­ჟა, ღირ­სე­უ­ლად გვი­მას­პინ­ძლა. გა­და­მა­ტე­ბულ ნათ­ქვა­მად არ მი­ი­ღოთ, ხვი­ჩას­ნა­ირ პი­როვ­ნე­ბას დღეს ძნე­ლად თუ შეხ­ვდე­ბით, ნაკლს ვერ უნა­ხავთ.

- არას­დროს გა­უბ­რა­ზე­ბი­ხართ?

- არა.

- ერთი შემ­თხვე­ვაც კი არ გახ­სენ­დე­ბათ?

- ნამ­დვი­ლად არ მახ­სენ­დე­ბა, არ გა­ვუბ­რა­ზე­ბი­ვარ და ხომ ვერ მო­ვი­გო­ნებ?! თა­ვის დრო­ზე კი ვე­უბ­ნე­ბო­დი, გაკ­ვე­თი­ლებს ნუ აც­დენ-მეთ­ქი, მაგ­რამ მშობ­ლის­გან ვი­ცო­დი, რომ გაც­დე­ნის სა­პა­ტიო მი­ზე­ზი ჰქონ­და. ინ­ტენ­სი­უ­რი გაც­დე­ნე­ბი ბოლო წლებ­ში და­ი­წყო, თო­რემ თა­ვი­დან გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­დი­ო­და, შემ­დეგ კი სკო­ლაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს უწყობ­და, მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას ძა­ლი­ან გვა­ხა­რებ­და. ხომ არი­ან კლა­სე­ბი, ბავ­შვე­ბი სკო­ლას რომ ას­რუ­ლე­ბენ, ერ­თმა­ნეთ­საც შორ­დე­ბი­ან. ხვი­ჩას კლა­სი ასე არ არის. იტა­ლი­ა­ში რომ მი­დი­ო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, იმ ვი­დე­ო­ში გვერ­დით კლა­სე­ლე­ბი ჰყავ­და.

- დღეს, რო­დე­საც ხვი­ჩას შე­სა­ხებ მთე­ლი ევ­რო­პა ლა­პა­რა­კობს, თქვენ რა გან­ცდა გაქვთ?

- მოს­წავ­ლემ, რო­მელ­საც მე ვას­წავ­ლი­დი, რა­ღაც ცუდი თუ ჩა­ი­დი­ნა, გან­ვიც­დი. ვფიქ­რობ, რა­ღაც მე და­ვა­კე­ლი, რა­ღაც ოჯახ­მა, რა­ღაც სხვა პე­და­გოგ­მა და ალ­ბათ ეს ბავ­შვი ასე­თი ამი­ტომ გა­მო­ვი­და-მეთ­ქი. რო­დე­საც ჩემი მოს­წავ­ლე წარ­მა­ტე­ბუ­ლია და ამას­თან, ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქეა, რა თქმა უნდა, ამით ვა­მა­ყობ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თმა­ნეთს ხში­რად ეხ­მი­ა­ნე­ბით?

- ერ­თმა­ნეთს ძი­რი­თა­დად მე­სენ­ჯერ­ში ვწერთ. ერთხელ სტა­ტუს­ზე კო­მენ­ტა­რი და­ვუ­ტო­ვე, - ხვი­ჩა მხო­ლოდ ეგ არ გიშ­ვე­ლის, იმე­ცა­დი­ნე-მეთ­ქი, მაგ­რამ და­მა­ვი­წყდა, ამ ტექ­სტის­თვის ღი­მი­ლის სმა­ი­ლიც მი­მე­ყო­ლე­ბი­ნა. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ვერ მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, 21 წლის ბიჭს გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლას სე­რი­ო­ზუ­ლად რომ არ მოვ­თხოვ­დი. ეს იყო ხუმ­რო­ბა, რო­მე­ლიც სწო­რად ვერ გა­ი­გეს. გა­უ­გე­ბა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ი­წე­რა, მერე მი­რე­კავ­დნენ, არ გაბ­რაზ­დეო. რაზე უნდა გავ­ბრაზ­დე, მე­ცი­ნე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი გამ­ხა­დეს-მეთ­ქი (იცი­ნის).

- ცნო­ბი­ლი ხვი­ჩამ გაგ­ხა­დათ.

- მიხ­ვდა, ჩემს მას­წავ­ლე­ბელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთლად კარ­გად არ ექ­ცე­ვაო და თა­ვად და­წე­რა: თქვენ, მა­ნა­ნა მასწ, იმ­დე­ნი მას­წავ­ლეთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ყო­ფაო. ამის შემ­დეგ ხალ­ხიც ჩა­ჩუმ­და. სხვა­თა შო­რის, ამ სტა­ტუს­ზე ბევ­რი კარ­გი კო­მენ­ტა­რიც და­ი­წე­რა. გა­ვი­გე, ახ­ლობ­ლებს რო­გორ ვყვა­რე­ბი­ვარ და ეს მე­სი­ა­მოვ­ნა.

- ხვი­ჩას სა­ცო­ლე ჰყავს, მის რჩე­ულს იც­ნობთ?

- ხვი­ჩას სა­ცო­ლე ახ­ლა­ხან გა­ვი­ცა­ნი, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, უბან­ში სა­დე­დამ­თი­ლოს­თან ერ­თად შემ­ხვდა. მა­კას (ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა) ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, გვერ­დიგ­ვერდ კორ­პუ­სებ­ში ვცხოვ­რობთ, ერ­თმა­ნეთს მა­ღა­ზი­ა­შიც ხში­რად ვხვდე­ბით. მა­კამ გო­გო­ნა გა­მაც­ნო, ხვი­ჩას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­აო. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, "სვეც­კი" გო­გო­ნაა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ჩანს, კარ­გად აღ­ზრდი­ლი. ხვი­ჩა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დეს.

სხვა­თა შო­რის, ხვი­ჩას ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე: იცო­დე, შენ ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მე გას­წავ­ლე-მეთ­ქი. პა­ტა­რა რომ იყო, სკო­ლა­ში ბურ­თი მოჰ­ქონ­და, შეს­ვე­ნე­ბა­ზე დე­რე­ფან­ში ათა­მა­შებ­და, კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და შეს­ვე­ნე­ბა­ზე კლასს უყუ­რა­დღე­ბოდ არ ვტო­ვებ­დი. ხვი­ჩა მის­კენ მი­მა­ვალს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ბურთს ჩემ­კენ აგო­რებ­და, თან მე­ძახ­და, - "და­არ­ტყით, მასწ!" ასე ვთა­მა­შობ­დით (იცი­ნის). სხვა ბავ­შვე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ, მათ დამ­რი­გე­ბე­ლი ფეხ­ბურთს არ ეთა­მა­შე­ბო­და. სა­ნამ გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვლის ზარი და­ი­რე­კე­ბო­და, ვთა­მა­შობ­დით, თავს მა­ტყუ­ე­ბი­ნებ­და, ვი­თომ რამე შე­მეძ­ლო და თან მა­გუ­ლი­ა­ნებ­და: "მი­დით, მასწ, და­არ­ტყით!"

- რას ეტყვით ხვი­ჩას ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლე­ბი­დან?

- ხვი­ჩა, სულ წარ­მა­ტე­ბას და წინსვლას გი­სურ­ვებ, დარ­ჩი ისე­თი­ვე კარ­გი ბიჭი და კარ­გი მო­ქა­ლა­ქე, რო­გო­რიც ახლა ხარ. მინ­და გყავ­დეს კარ­გი ოჯა­ხი და ბევ­რი ისე­თი­ვე კარ­გი შვი­ლი, რო­გო­რიც თა­ვად ხარ. შენი სამ­შობ­ლო გიყ­ვარ­დეს და მას­ზე იზ­რუ­ნე!

"სპორ­ტში გა­მოც­და რომ ჩა­გა­ბა­რე­ბი­ნო, თავი სად გა­მოვ­ყო-მეთ­ქი"

მა­მუ­კა ზან­გა­ლა­ძე, პე­და­გო­გი:

- 169-ე სკო­ლა­ში სპორ­ტის პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ­დი. ხვი­ჩას VI კლა­სი­დან ვას­წავ­ლი­დი. ფეხ­ბურთზე უკვე და­დი­ო­და, მისი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დამ­რჩე­ნია და სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ასე თუ გა­აგ­რძე­ლებ, იცო­დე, შენ დიდ ფეხ­ბურთს ითა­მა­შებ-მეთ­ქი. გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შვებს ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ რომ გავ­ყოფ­დი, ყვე­ლას ხვი­ჩას გუნდში უნ­დო­და მოხ­ვედ­რა, რად­გან მო­გე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ გული რომ არ დას­წყვე­ტო­დათ, ბი­ჭებს სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით ვა­ყე­ნებ­დი და ისე ვა­ნა­წი­ლებ­დი. თა­ვი­სუ­ფა­ლი რამ­დე­ნი­მე წუთი თუ დაგ­ვრჩე­ბო­და, ხვი­ჩა მო­ირ­ბენ­და და მე­ტყო­და; მას­წავ­ლე­ბე­ლო, ბურ­თი მა­თხო­ვეთ, თუ შე­იძ­ლე­ბაო. გა­ვი­დო­და მო­ე­დან­ზე და იმ ილე­თებს ხვე­წდა, თა­ვის მწვრთნე­ლი რა და­ვა­ლე­ბებ­საც აძ­ლევ­და. სულ ბურ­თით და­დი­ო­და. მგო­ნი, სა­წოლ­შიც ბურ­თით იძი­ნებ­და. მო­ე­დან­ზე, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში, სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში ყველ­გან ბურ­თის ათა­მა­შებ­და.

ძი­უ­დო­ში დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ვარ, ევ­რო­პის და მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ჩემ­პი­ო­ნი მყავს გაზ­რდი­ლი, სპორ­ტსმენს მხო­ლოდ ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე კი არა, ხა­სი­ათ­ზე ეტყო­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ ვერა. სპორ­ტსმენს ხა­სი­ა­თი უნდა ჰქონ­დეს.

- რას გუ­ლის­ხმობთ, რო­გო­რი უნდა იყოს?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია თავ­მდაბ­ლო­ბა, ზრდი­ლო­ბა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა აქვს. სკო­ლა­ში იმ­დე­ნად თავ­მდა­ბა­ლი იყო, არ მახ­სოვს, მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა ოდეს­მე გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნოს. არას­დროს არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ ვი­ღა­ცა­ზე ძლი­ე­რი ან მეტი იყო. და­ვა­ლე­ბას რომ ვაძ­ლევ­დი, თვა­ლებ­შიც კი არ მი­ყუ­რებ­და, თავს ხრი­და, გა­ი­ღი­მებ­და და საქ­მეს იწყებ­და. სხვა­თა შო­რის, გო­ლე­ბი რომ გა­აქვს, თავს ახ­ლაც დაბ­ლა ხრის. ბოლო 2 წელი ექ­სტერ­ნად აბა­რებ­და გა­მოც­დებს, უკვე "რუ­ბინ­ში" თა­მა­შობ­და. სპორ­ტში გა­მოც­და სკო­ლის მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 70 ბავ­შვს უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, დიდ მო­ე­დან­ზე გა­ვიყ­ვა­ნე ყვე­ლა­ნი და გა­ვა­ცა­ნი, კი­ლო­მეტ­რი სირ­ბი­ლით რამ­დენ ხან­ში უნდა და­ე­ფა­რათ, 100 მეტ­რი - რამ­დენ ხან­ში, აზიდ­ვე­ბი რო­გორ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და ა.შ. ხვი­ჩა ბავ­შვებს შო­რის იდგა. მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, ვიცი, შენ უკვე დიდ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი, სპორ­ტში გა­მოც­და რომ ჩა­გა­ბა­რე­ბი­ნო, თავი სად გა­მოვ­ყო. წადი, შვი­ლო, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ-მეთ­ქი. იუ­ა­რა, - არა, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­ვა­ბა­რე­ბო. ის პირ­ვე­ლი გა­ვი­და და და­ნარ­ჩენ ბავ­შვებს უდი­დე­სი სტი­მუ­ლი მის­ცა, მას აჰ­ყვნენ და ყვე­ლამ ჩა­ა­ბა­რა, აღარ უწუ­წუ­ნი­ათ. ეს ხომ მის თავ­მდაბ­ლო­ბა­სა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ძა­ლი­ან დიდი ვარ­სკვლა­ვი იქ­ნე­ბა, მას სა­ო­ცა­რი ნე­ბის­ყო­ფა აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად რთუ­ლია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ აკონ­ტრო­ლო წონა, კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა...

- წარ­მო­მიდ­გე­ნია, თქვენ­თვის მისი ყვე­ლა მატ­ჩი, რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია...

- როცა ვუ­ყუ­რებ, სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით ვივ­სე­ბი. ვინც ხვი­ჩას ახ­ლოს არ იც­ნობს, მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი განა მარ­ტო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ერთი შემ­თხვე­ვა გა­მახ­სენ­და, რომ გი­თხა­რით, პა­ტა­რა რომ იყო, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ფეხ­ბურთს ვა­თა­მა­შებ­დი-მეთ­ქი, ხვი­ჩა, ბურთს რომ აი­ღებ­და, წა­ვი­დო­და, მი­ი­ტან­და კა­რამ­დე, არ გა­ი­ტან­და, უკან გა­მობ­რუნ­დე­ბო­და, მერე ისევ შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­დო­და, კარ­თან მი­ი­ტან­და და ისევ არ და­არ­ტყამ­და, აი, მე­სა­მედ რომ მი­ვი­დო­და, მერე რო­მე­ლი­მე თა­ნა­გუნ­დელს და­უ­ძა­ხებ­და, ბურთს გა­უ­გო­რებ­და და გა­ა­ტა­ნი­ნებ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, ეს ფოტო ბოლო ზარ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩემი შვი­ლი ხვი­ჩა­ზე ერთი წლით პა­ტა­რაა. მის­მა კლას­მა რომ და­ას­რუ­ლა, ხვი­ჩა სკო­ლა­ში მა­ში­ნაც მო­ვი­და, ბავ­შვებს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა მი­უ­ლო­ცა და ყვე­ლას ავ­ტოგ­რა­ფი მის­ცა, მას­თან ერ­თად ფო­ტო­ებს იღებ­დნენ, ყვე­ლას უხა­რო­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
6

მოკლედ ტვინი წაიღეთ რაა,დაანებეთ თავი თავის კარიერას იკეთებს და გაუმარჯოს,თქვენ რა...მიხედეთ საკუთარ თავებს...არ წაიღეთ ტვინის კაკლიიი!!

ნუცა
15

უიმეეეე მასწავლებელოოოოოო ჰაჰჰაჰაჰა შენ რაღა მოგვსლიაააა რაღაც გინდოდა გეთქვა და...ან ამ ხვიჩას დედას რა მოსვლია ....მეტი საქმე არააქვს? რა რძალი რა დედამთილი...რას გავს ეს....საერთოდ ცოტა გაუფრთხილდით ქალბატიონო თქვნი შვილის სახელს რამდენი აღმართიცაა იმდენი დაღმართია...ნამეტანი ნუ აიწევიით სიმშვიდე ჯობია .....

ავტორი:

"ხვიჩას საცოლე ახლახან გავიცანი, უბანში სადედამთილოსთან ერთად შემხვდა, ლამაზი, "სვეცკი" გოგონაა" - როგორ ახასიათებენ და რას ჰყვებიან მასწავლებლები ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ხვიჩას საცოლე ახლახან გავიცანი, უბანში სადედამთილოსთან ერთად შემხვდა, ლამაზი, "სვეცკი" გოგონაა" - როგორ ახასიათებენ და რას ჰყვებიან მასწავლებლები ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ენერგიული, ნიჭიერი, სხარტი, კეთილი, გონიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, უბრალოებით გამორჩეული"... - ასე ახასიათებენ 169-ე სკოლის პედაგოგები ხვიჩა კვარაცხელიას. იმ პატარა ბიჭით, სკოლის დერეფნებში ბურთით რომ დარბოდა, დღეს არა მხოლოდ მშობლიური სკოლა, სამშობლოც ამაყობს, ამ სტატიით კი სულ სხვაგვარ ხვიჩა კვარაცხელიას გაგაცნობთ.

მანანა მერაბიშვილი, პედაგოგი:

- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ. მე-5 კლასში იყო ხვიჩა, როდესაც მის კლასში შევედი და სკოლის დასრულებამდე ამ კლასის ხელმძღვანელი ვიყავი. ერთად 8 წელი გავატარეთ.

- ბავშვობაში ხვიჩა როგორი იყო, რა თვისებებით გამოირჩეოდა?

- ძალიან ენერგიული, ნიჭიერი, გონიერი, ყოველთვის სწრაფი აზროვნებით გამოირჩეოდა. რომ გითხრათ, ხელში სულ წიგნი ეჭირა და ძალიან კარგად სწავლობდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ხვიჩა სტადიონზე ბევრ დროს ატარებდა, სულ ვარჯიშობდა, მაგრამ როცა გაკვეთილზე იყო, კარგად მოსმენა იცოდა, ახსნილსაც ადვილად იმახსოვრებდა. XI კლასში რომ იყო, 4 საგანში გამოცდა უნდა ჩაებარებინა. ხვიჩა ამ დროს უკვე ყაზანის "რუბინში" თამაშობდა და წარმოიდგინეთ, მისთვის გამოცდები როგორი რთული ჩასაბარებელი იქნებოდა. სკოლაში ძალიან ყურადღებიანი დირექცია გვყავს. ხვიჩას ყოველთვის ვუწყობდით ხელს. მანამდე ექსტერნი გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა, მაგრამ მიკვირს, ბიჭმა, რომელიც სულ სტადიონზე იყო, როგორ ჩააბარა ფიზიკისა და ქიმიის გამოცდები, როცა მისი თანაკლასელები, რომლებიც მთელი წელი ემზადებოდნენ და ამ საგნებს ბევრ დროს უთმობდნენ, გამოცდიდან ატირებულები გამოდიოდნენ. ხვიჩა ყოველი გამოცდის ჩაბარებას გაღიმებული მახარებდა, "ჩავაბარე, მასწ!" მისი გონიერება და სწრაფი აზროვნება მოედანზეც კარგად ჩანს. ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, მაგრამ სიკეთით არ გამოირჩევიან. ხვიჩა თბილი, ძალიან კეთილი და უხვი ადამიანია.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- არა მხოლოდ ხვიჩა, მთელი ოჯახი ასეთია. სხვათა შორის, მის ძმას, თორნიკესაც მე ვასწავლი. მასაც დიდი ფეხბურთის თამაში უნდა, გაკვეთილებს ამ მიზეზით ხშირად აცდენს, მაგრამ როცა სკოლაში მოდის, იგრძნობა, რომ ძმასავით ჭკვიანი და გონიერია. როცა გაკვეთილზეა, ყოველთვის ყურადღებით მისმენს.

რამდენადაც ვიცი, ოჯახი წარმოშობით წალენჯიხიდანაა. ხვიჩა ჩავიდა წალენჯიხაში და იქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. თუ ზუსტი ინფორმაცია მაქვს, თითო ოჯახს 500 ლარი გადასცა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხვიჩა უბრალოებით გამორჩეულია. ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სკოლაც აქვეა, კლასელების უმრავლესობაც მეზობელია და როცა თბილისში ჩამოდის, ხვიჩა მათ ურეკავს, იკრიბებიან სკვერში და საუბრობენ. ერთ კლასელს სოფელი აქვს ხარაგაულში, იქაც ერთად იყვნენ წასულები, ბავშვობის მეგობრებთან მუდმივად აქვს ურთიერთობა. ხვიჩას კლასი ყოველთვის მეგობრული იყო, ეს ნაწილობrივ ჩემი დამსახურებაც არის, ბავშვები სულ დამყავდა ექსკურსიებზე, თეატრებში... მოზარდებს განსხვავებულ გარემოში ურთიერთობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, იქ ერთმანეთს სხვაგვარად ეჩვევიან, ერთად მღერიან, ცეკვავენ, ილხენენ... მეტად უმეგობრდებიან...

სკოლა რომ დაასრულეს, მეორე წელს მთელი კლასი და მათთან ერთად მეც, ხვიჩამ რესტორანში დაგვპატიჟა, ღირსეულად გვიმასპინძლა. გადამატებულ ნათქვამად არ მიიღოთ, ხვიჩასნაირ პიროვნებას დღეს ძნელად თუ შეხვდებით, ნაკლს ვერ უნახავთ.

- არასდროს გაუბრაზებიხართ?

- არა.

- ერთი შემთხვევაც კი არ გახსენდებათ?

- ნამდვილად არ მახსენდება, არ გავუბრაზებივარ და ხომ ვერ მოვიგონებ?! თავის დროზე კი ვეუბნებოდი, გაკვეთილებს ნუ აცდენ-მეთქი, მაგრამ მშობლისგან ვიცოდი, რომ გაცდენის საპატიო მიზეზი ჰქონდა. ინტენსიური გაცდენები ბოლო წლებში დაიწყო, თორემ თავიდან გაკვეთილებზე ჩვეულებრივად დადიოდა, შემდეგ კი სკოლაც მაქსიმალურად ხელს უწყობდა, მისი წარმატებები ყველას ძალიან გვახარებდა. ხომ არიან კლასები, ბავშვები სკოლას რომ ასრულებენ, ერთმანეთსაც შორდებიან. ხვიჩას კლასი ასე არ არის. იტალიაში რომ მიდიოდა, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, იმ ვიდეოში გვერდით კლასელები ჰყავდა.

- დღეს, როდესაც ხვიჩას შესახებ მთელი ევროპა ლაპარაკობს, თქვენ რა განცდა გაქვთ?

- მოსწავლემ, რომელსაც მე ვასწავლიდი, რაღაც ცუდი თუ ჩაიდინა, განვიცდი. ვფიქრობ, რაღაც მე დავაკელი, რაღაც ოჯახმა, რაღაც სხვა პედაგოგმა და ალბათ ეს ბავშვი ასეთი ამიტომ გამოვიდა-მეთქი. როდესაც ჩემი მოსწავლე წარმატებულია და ამასთან, ღირსეული მოქალაქეა, რა თქმა უნდა, ამით ვამაყობ, ძალიან მიხარია.

- სოციალურ ქსელში ერთმანეთს ხშირად ეხმიანებით?

- ერთმანეთს ძირითადად მესენჯერში ვწერთ. ერთხელ სტატუსზე კომენტარი დავუტოვე, - ხვიჩა მხოლოდ ეგ არ გიშველის, იმეცადინე-მეთქი, მაგრამ დამავიწყდა, ამ ტექსტისთვის ღიმილის სმაილიც მიმეყოლებინა. ვერც წარმოვიდგენდი, ადამიანები თუ ვერ მიხვდებოდნენ, 21 წლის ბიჭს გაკვეთილების სწავლას სერიოზულად რომ არ მოვთხოვდი. ეს იყო ხუმრობა, რომელიც სწორად ვერ გაიგეს. გაუგებარი კომენტარები დაიწერა, მერე მირეკავდნენ, არ გაბრაზდეო. რაზე უნდა გავბრაზდე, მეცინება, ამ ადამიანებმა საქართველოში ცნობილი გამხადეს-მეთქი (იცინის).

- ცნობილი ხვიჩამ გაგხადათ.

- მიხვდა, ჩემს მასწავლებელს საზოგადოება მთლად კარგად არ ექცევაო და თავად დაწერა: თქვენ, მანანა მასწ, იმდენი მასწავლეთ, მთელი ცხოვრება მეყოფაო. ამის შემდეგ ხალხიც ჩაჩუმდა. სხვათა შორის, ამ სტატუსზე ბევრი კარგი კომენტარიც დაიწერა. გავიგე, ახლობლებს როგორ ვყვარებივარ და ეს მესიამოვნა.

- ხვიჩას საცოლე ჰყავს, მის რჩეულს იცნობთ?

- ხვიჩას საცოლე ახლახან გავიცანი, სრულიად შემთხვევით, უბანში სადედამთილოსთან ერთად შემხვდა. მაკას (ხვიჩა კვარაცხელიას დედა) ძალიან კარგად ვიცნობ, გვერდიგვერდ კორპუსებში ვცხოვრობთ, ერთმანეთს მაღაზიაშიც ხშირად ვხვდებით. მაკამ გოგონა გამაცნო, ხვიჩას შეყვარებულიაო. ძალიან ლამაზი, "სვეცკი" გოგონაა, ინტელექტუალი ჩანს, კარგად აღზრდილი. ხვიჩა ნამდვილად იმსახურებს, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავდეს.

სხვათა შორის, ხვიჩას ვეუბნებოდი ხოლმე: იცოდე, შენ ფეხბურთის თამაში მე გასწავლე-მეთქი. პატარა რომ იყო, სკოლაში ბურთი მოჰქონდა, შესვენებაზე დერეფანში ათამაშებდა, კლასის ხელმძღვანელი ვიყავი და შესვენებაზე კლასს უყურადღებოდ არ ვტოვებდი. ხვიჩა მისკენ მიმავალს რომ დამინახავდა, ბურთს ჩემკენ აგორებდა, თან მეძახდა, - "დაარტყით, მასწ!" ასე ვთამაშობდით (იცინის). სხვა ბავშვები გაკვირვებულები გვიყურებდნენ, მათ დამრიგებელი ფეხბურთს არ ეთამაშებოდა. სანამ გაკვეთილზე შესვლის ზარი დაირეკებოდა, ვთამაშობდით, თავს მატყუებინებდა, ვითომ რამე შემეძლო და თან მაგულიანებდა: "მიდით, მასწ, დაარტყით!"

- რას ეტყვით ხვიჩას ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან?

- ხვიჩა, სულ წარმატებას და წინსვლას გისურვებ, დარჩი ისეთივე კარგი ბიჭი და კარგი მოქალაქე, როგორიც ახლა ხარ. მინდა გყავდეს კარგი ოჯახი და ბევრი ისეთივე კარგი შვილი, როგორიც თავად ხარ. შენი სამშობლო გიყვარდეს და მასზე იზრუნე!

"სპორტში გამოცდა რომ ჩაგაბარებინო, თავი სად გამოვყო-მეთქი"

მამუკა ზანგალაძე, პედაგოგი:

- 169-ე სკოლაში სპორტის პედაგოგად ვმუშაობდი. ხვიჩას VI კლასიდან ვასწავლიდი. ფეხბურთზე უკვე დადიოდა, მისი მონაცემები შეუმჩნეველი არ დამრჩენია და სულ ვეუბნებოდი, ასე თუ გააგრძელებ, იცოდე, შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ-მეთქი. გაკვეთილზე ბავშვებს ფეხბურთის სათამაშოდ რომ გავყოფდი, ყველას ხვიჩას გუნდში უნდოდა მოხვედრა, რადგან მოგებულები რჩებოდნენ. ამიტომ გული რომ არ დასწყვეტოდათ, ბიჭებს სიმაღლის მიხედვით ვაყენებდი და ისე ვანაწილებდი. თავისუფალი რამდენიმე წუთი თუ დაგვრჩებოდა, ხვიჩა მოირბენდა და მეტყოდა; მასწავლებელო, ბურთი მათხოვეთ, თუ შეიძლებაო. გავიდოდა მოედანზე და იმ ილეთებს ხვეწდა, თავის მწვრთნელი რა დავალებებსაც აძლევდა. სულ ბურთით დადიოდა. მგონი, საწოლშიც ბურთით იძინებდა. მოედანზე, სპორტულ დარბაზში, სკოლის დერეფნებში ყველგან ბურთის ათამაშებდა.

ძიუდოში დამსახურებული მწვრთნელი ვარ, ევროპის და მსოფლიოს ბევრი ჩემპიონი მყავს გაზრდილი, სპორტსმენს მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებზე კი არა, ხასიათზე ეტყობა, წარმატებული იქნება თუ ვერა. სპორტსმენს ხასიათი უნდა ჰქონდეს.

- რას გულისხმობთ, როგორი უნდა იყოს?

- აუცილებელია თავმდაბლობა, ზრდილობა, მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ეს თვისება აქვს. სკოლაში იმდენად თავმდაბალი იყო, არ მახსოვს, მიცემული დავალება ოდესმე გაეპროტესტებინოს. არასდროს არავის აგრძნობინებდა, რომ ვიღაცაზე ძლიერი ან მეტი იყო. დავალებას რომ ვაძლევდი, თვალებშიც კი არ მიყურებდა, თავს ხრიდა, გაიღიმებდა და საქმეს იწყებდა. სხვათა შორის, გოლები რომ გააქვს, თავს ახლაც დაბლა ხრის. ბოლო 2 წელი ექსტერნად აბარებდა გამოცდებს, უკვე "რუბინში" თამაშობდა. სპორტში გამოცდა სკოლის მასშტაბით, დაახლოებით 70 ბავშვს უნდა ჩაებარებინა, დიდ მოედანზე გავიყვანე ყველანი და გავაცანი, კილომეტრი სირბილით რამდენ ხანში უნდა დაეფარათ, 100 მეტრი - რამდენ ხანში, აზიდვები როგორ გაეკეთებინათ და ა.შ. ხვიჩა ბავშვებს შორის იდგა. მივედი და ვუთხარი, ვიცი, შენ უკვე დიდ ფეხბურთს თამაშობ და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნები, სპორტში გამოცდა რომ ჩაგაბარებინო, თავი სად გამოვყო. წადი, შვილო, თავისუფალი ხარ-მეთქი. იუარა, - არა, მასწავლებელო, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავაბარებო. ის პირველი გავიდა და დანარჩენ ბავშვებს უდიდესი სტიმული მისცა, მას აჰყვნენ და ყველამ ჩააბარა, აღარ უწუწუნიათ. ეს ხომ მის თავმდაბლობასა და მოწესრიგებულობაზე მიანიშნებს. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი ვარსკვლავი იქნება, მას საოცარი ნებისყოფა აქვს. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, წლების განმავლობაში სულ აკონტროლო წონა, კვება, ფიზიკური მომზადება...

- წარმომიდგენია, თქვენთვის მისი ყველა მატჩი, რამდენად ემოციურია...

- როცა ვუყურებ, სიხარულით და სიამაყით ვივსები. ვინც ხვიჩას ახლოს არ იცნობს, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს ადამიანი განა მარტო წარმატებული ფეხბურთელია, ძალიან კარგი ადამიანია. ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომ გითხარით, პატარა რომ იყო, კლასელებთან ერთად ფეხბურთს ვათამაშებდი-მეთქი, ხვიჩა, ბურთს რომ აიღებდა, წავიდოდა, მიიტანდა კარამდე, არ გაიტანდა, უკან გამობრუნდებოდა, მერე ისევ შეტევაზე გადავიდოდა, კართან მიიტანდა და ისევ არ დაარტყამდა, აი, მესამედ რომ მივიდოდა, მერე რომელიმე თანაგუნდელს დაუძახებდა, ბურთს გაუგორებდა და გაატანინებდა. რამდენიმე დღის წინ, მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე, ეს ფოტო ბოლო ზარზეა გადაღებული. ჩემი შვილი ხვიჩაზე ერთი წლით პატარაა. მისმა კლასმა რომ დაასრულა, ხვიჩა სკოლაში მაშინაც მოვიდა, ბავშვებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ყველას ავტოგრაფი მისცა, მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ, ყველას უხაროდა. განაგრძეთ კითხვა