პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულის ყოლა აკრძალული და რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია მოქმედებს
რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულის ყოლა აკრძალული და რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია მოქმედებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში პიტ ბული ადა­მი­ა­ნებს და­ეს­ხა თავს. მან სამი ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კი ძაღლს შვი­დი ტყვია ეს­რო­ლეს და მოკ­ლეს იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო ზი­ა­ნი არ მი­ე­ყე­ნე­ბი­და და რო­გორც აცხა­დებ­დნენ, იმ მო­მენ­ტში სხვა გზა არ არ­სე­ბობ­და.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამ ჯი­შის ძაღ­ლი ადა­მი­ა­ნებს და­ეს­ხა თავს, ყო­ვე­ლი­ვემ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კუ­სი­ას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი იმის შე­სა­ხებ, უნდა იყოს თუ არა პიტ ბუ­ლის ყოლა დაშ­ვე­ბუ­ლი, თუ უნდა აიკ­რძა­ლოს, ან და­წეს­დეს გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • პიტ ბულ ტე­რი­ე­რი დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­ულ ძაღ­ლის ჯი­შად მი­იჩ­ნე­ვა, რომ­ლის შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თი სის­ტე­მა­ტურ წვრთნას მო­ი­თხოვს ლეკ­ვო­ბი­დან­ვე, რათა პატ­რონ­მა შემ­დეგ ძაღ­ლის მო­თოკ­ვა და აგ­რე­სი­უ­ლი ფო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შეძ­ლოს. ამის გამო მისი ყოლა არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი.

არ არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ამ ჯი­შის ძაღ­ლე­ბი სხვებ­ზე უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ პიტ­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლია, ეს შე­სა­ბა­მი­სი წვრთნის ბრა­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ როტვე­ი­ლე­რებს, დო­ბერ­მა­ნებ­სა და გერ­მა­ნულ ნა­გა­ზებ­საც მსგავ­სი რე­პუ­ტა­ცია აქვთ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძალ­ვა და რე­გუ­ლა­ცია უფრო მე­ტად პიტ ბულ­ზე ვრცელ­დე­ბა.

  • რა­ტომ არის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში პიტ ბულ ტე­რი­ე­რის ყოლა აკ­რძა­ლუ­ლი?

პიტ ბუ­ლებს ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი იმის­თვის ირ­ჩევს, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­გე­ბა ნა­ხოს პიტ ბუ­ლე­ბის ჩხუ­ბით და ვი­საც ძაღ­ლი ამ მიზ­ნით ჰყავს, ისე წვრთნის, რომ უფრო მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი გა­ხა­დოს.

ეს აქ­ტი­ვო­ბა არა­ლე­გა­ლუ­რია და ხში­რად გამ­ხდა­რა პიტ ბუ­ლე­ბის აკ­რძალ­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩხუ­ბის­თვის გაზ­რდი­ლი პიტ ბული თავს ეს­ხმის ადა­მი­ა­ნებს და და­ზი­ა­ნე­ბებს აყე­ნებს მათ.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლო წყვეტს, მის­ცეს თუ არა ადა­მი­ანს პიტ ბუ­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბა. ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ძაღ­ლის ფი­ზი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. თუ სა­სა­მარ­თლო და­უშ­ვებს, რომ მე­პატ­რო­ნეს შე­უძ­ლია იყო­ლი­ოს პიტ ბული, ცხო­ველს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეკე­თოს ალი­კა­პი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში სა­ყე­ლუ­რით უნდა ატა­როს პატ­რონ­მა, იყოს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, და­ზღვე­უ­ლი, სტე­რი­ლი­ზე­ბუ­ლი, ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი და ჰქონ­დეს მიკ­რო­ჩი­პის იმპლან­ტი.

  • ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც პიტ ბუ­ლის ყოლა აკ­რძა­ლუ­ლია

ზოგ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად აკ­რძა­ლუ­ლია პიტ ბუ­ლის ყოლა, ზო­გან კი მხო­ლოდ გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში კრძა­ლა­ვენ.

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სრუ­ლი­ად იკ­რძა­ლე­ბა პიტ ბუ­ლის ყოლა, გამ­რავ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში შეყ­ვა­ნა, არის: ნი­დერ­ლან­დე­ბი (კა­ნო­ნი 1991 წელს შე­ვი­და მოქ­მე­დე­ბა­ში), საფ­რან­გე­თი (2000 წლი­დან), გერ­მა­ნია (2001 წლი­დან), იტა­ლია (2004 წლი­დან), და­ნია (2010 წლი­დან) და ვე­ნე­სუ­ე­ლა (2014 წლი­დან აკ­რძა­ლეს).

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც უმე­ტეს ქა­ლა­ქებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია პიტ ბუ­ლის ყოლა, არის: კა­ნა­და, არ­გენ­ტი­ნა, ბა­ვა­რია, ფი­ნე­თი, ირ­ლან­დია, ის­რა­ე­ლი, ლატ­ვია, მა­ლა­ი­ზია, ნორ­ვე­გია, რუ­მი­ნე­თი, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა, დიდი ბრი­ტა­ნე­თი...

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში აქვს ეს აკ­რძალ­ვა. ესე­ნია: ია­პო­ნია, ავ­სტრია, ბელ­გია, ბრა­ზი­ლია, ჩი­ნე­თი და კა­ნა­და.

წყა­რო: worldpopulationreview

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

მე ვარ სკოლის მოსწავლე მეექვსე კლასის მოსწავლე სკოლაში წასვისა და მოსვლის დროს მიწევს ფეხით გადაადგილება იმ ეზოსთან სადაც ყავთ 2 ორი პიდბული ბევრჯერ სკოლაში მიმავალი უკან დავპრუნებულვარ რადგან ალაკაფის გარეშე ღია ჭიშკრიდან ყეფით გამოვარდნენ პიდბულები მე კი წივილ კივილით დავბრუნდი სახლში ეს ხვდება თხილნარში 

joi zaza
7

გერმანული ნაგაზი მსოფლიოში ერთ-ერთ ჭკვიან და ინტელექტით დაჯილდოებულ ძაღლის ჯიშად ითვლება. საიდან მოიტანეთ რომ გერმანული ნაგაზი აგრესიული და ლამის კაციჭამია ჯიშია?

ავტორი:

რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულის ყოლა აკრძალული და რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია მოქმედებს

რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულის ყოლა აკრძალული და რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია მოქმედებს

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პიტ ბული ადამიანებს დაესხა თავს. მან სამი ადამიანი დაკბინა. სამართალდამცველებმა კი ძაღლს შვიდი ტყვია ესროლეს და მოკლეს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის სასიცოცხლო ზიანი არ მიეყენებიდა და როგორც აცხადებდნენ, იმ მომენტში სხვა გზა არ არსებობდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ჯიშის ძაღლი ადამიანებს დაესხა თავს, ყოველივემ კი საზოგადოებაში დისკუსიას დაუდო საფუძველი იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა პიტ ბულის ყოლა დაშვებული, თუ უნდა აიკრძალოს, ან დაწესდეს გარკვეული რეგულაციები მის მოვლასთან დაკავშირებით.

  • პიტ ბულ ტერიერი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ძაღლის ჯიშად მიიჩნევა, რომლის შეუპოვარი ხასიათი სისტემატურ წვრთნას მოითხოვს ლეკვობიდანვე, რათა პატრონმა შემდეგ ძაღლის მოთოკვა და აგრესიული ფონის გაკონტროლება შეძლოს. ამის გამო მისი ყოლა არაერთ ქვეყანაშია აკრძალული.

არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ჯიშის ძაღლები სხვებზე უფრო აგრესიულები არიან. ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ პიტბული აგრესიულია, ეს შესაბამისი წვრთნის ბრალია.

საინტერესოა, რომ როტვეილერებს, დობერმანებსა და გერმანულ ნაგაზებსაც მსგავსი რეპუტაცია აქვთ, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალვა და რეგულაცია უფრო მეტად პიტ ბულზე ვრცელდება.

  • რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულ ტერიერის ყოლა აკრძალული?

პიტ ბულებს ადამიანების ნაწილი იმისთვის ირჩევს, რომ მატერიალური მოგება ნახოს პიტ ბულების ჩხუბით და ვისაც ძაღლი ამ მიზნით ჰყავს, ისე წვრთნის, რომ უფრო მეტად აგრესიული გახადოს.

ეს აქტივობა არალეგალურია და ხშირად გამხდარა პიტ ბულების აკრძალვის მთავარი მიზეზი. ხშირია შემთხვევა, როდესაც სპეციალურად ჩხუბისთვის გაზრდილი პიტ ბული თავს ესხმის ადამიანებს და დაზიანებებს აყენებს მათ.

დიდ ბრიტანეთში სასამართლო წყვეტს, მისცეს თუ არა ადამიანს პიტ ბულის ყოლის უფლება. ითვალისწინებენ ძაღლის ფიზიკურ მახასიათებლებს. თუ სასამართლო დაუშვებს, რომ მეპატრონეს შეუძლია იყოლიოს პიტ ბული, ცხოველს აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი, საზოგადოებრივ ადგილებში საყელურით უნდა ატაროს პატრონმა, იყოს დარეგისტრირებული, დაზღვეული, სტერილიზებული, ტატუირებული და ჰქონდეს მიკროჩიპის იმპლანტი.

  • ქვეყნები, სადაც პიტ ბულის ყოლა აკრძალულია

ზოგ ქვეყანაში სრულიად აკრძალულია პიტ ბულის ყოლა, ზოგან კი მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში კრძალავენ.

ქვეყნები, სადაც სრულიად იკრძალება პიტ ბულის ყოლა, გამრავლება და ქვეყანაში შეყვანა, არის: ნიდერლანდები (კანონი 1991 წელს შევიდა მოქმედებაში), საფრანგეთი (2000 წლიდან), გერმანია (2001 წლიდან), იტალია (2004 წლიდან), დანია (2010 წლიდან) და ვენესუელა (2014 წლიდან აკრძალეს).

ქვეყნები, სადაც უმეტეს ქალაქებში აკრძალულია, მაგრამ გარკვეულ რეგიონებში შესაძლებელია პიტ ბულის ყოლა, არის: კანადა, არგენტინა, ბავარია, ფინეთი, ირლანდია, ისრაელი, ლატვია, მალაიზია, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი...

ზოგიერთ ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე რეგიონში აქვს ეს აკრძალვა. ესენია: იაპონია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, ჩინეთი და კანადა.

წყარო: worldpopulationreview

მოამზადა: ანა სიბოშვილმა