პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათ იარაღი რუსეთისთვის არასდროს გადაუციათ და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათ იარაღი რუსეთისთვის არასდროს გადაუციათ და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ

სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო რუ­სეთს რა­კე­ტე­ბი და სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­გან შე­ე­ძი­ნა.

ფხე­ნი­ან­ში აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში უარ­ყვეს ვა­შინგტო­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ყო­ვე­ლი­ვეს "ჭორი" უწო­დეს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ არ გა­უ­ტა­ნი­ათ ია­რა­ღი რუ­სეთ­ში და ამის გა­კე­თე­ბას არც სა­მო­მავ­ლოდ არ აპი­რე­ბენ.

"ჩვენ არას­დროს გაგ­ვი­ტა­ნია რუ­სეთ­ში ია­რა­ღი, ან საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და არც გან­ვი­ხი­ლავთ ექ­სპორ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აშშ და სხვა მტრუ­ლი ძა­ლე­ბი მსგავს ჭო­რებს თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ ", - აცხა­დე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

ფოტო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი­დან.

ცნო­ბის­თვის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ გა­სულ ზა­ფხულს აღი­ა­რა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში პუ­ტინ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს, კიმ ჩენ ინს წე­რი­ლი მის­წე­რა და პი­რო­ბა მის­ცა, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის "ყოვ­ლის­მომ­ცველ და კონ­სტრუქ­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ა­ფარ­თო­ვებ­და."

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ჩინეთი
1

უთხრა ამხანაგმა სიმ და ამანაც გაიმეორა

ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათ იარაღი რუსეთისთვის არასდროს გადაუციათ და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათ იარაღი რუსეთისთვის არასდროს გადაუციათ და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ

სექტემბრის დასაწყისში ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო რუსეთს რაკეტები და საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეისგან შეეძინა.

ფხენიანში აღნიშნულ თემაზე პირველი კომენტარი გაკეთდა. ჩრდილოეთ კორეაში უარყვეს ვაშინგტონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ყოველივეს "ჭორი" უწოდეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ არ გაუტანიათ იარაღი რუსეთში და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ არ აპირებენ.

"ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი, ან საბრძოლო მასალა და არც განვიხილავთ ექსპორტის შესაძლებლობას. აშშ და სხვა მტრული ძალები მსგავს ჭორებს თავიანთი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების განსახორციელებლად ავრცელებენ ", - აცხადებენ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყებაში.

ფოტო ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აღლუმიდან.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ გასულ ზაფხულს აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბრის დასაწყისში პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წერილი მისწერა და პირობა მისცა, რომ ორ ქვეყანას შორის "ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ურთიერთობას გააფართოვებდა."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა