პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით?
რა განცხადებას ავრცელებს ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით?

ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა უარ­ყოფს "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დამ­სხმე­ლის ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გივი ნარ­სი­ას შვი­ლი მათ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კლი­ნი­კის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ქუ­თა­ის­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის გრი­გოლ ნარ­სი­ას ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბულ­მა "მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია“. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გივი ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­უ­რი კლი­ნი­კი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უზუს­ტო­ბა; ვი­ნა­ი­დან ხსე­ნე­ბულ კლი­ნი­კა­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვთა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არ ტარ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კა­ვე­ბუ­ლის, გრი­გოლ ნარ­სი­ას შვილს ამ კლი­ნი­კა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლა არ შე­ეძ­ლო და არც გა­უვ­ლია.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლი­ნი­კას არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია გრი­გოლ ნარ­სი­ას შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზით კი­დევ ერთხელ უარ­ყოფს გივი ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­ურ კლი­ნი­კა­ში გრი­გოლ ნარ­სი­ას შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის ფაქტს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, ნარ­სი­ას ად­ვო­კატ­მა ცი­ცი­ნო ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ბან­კში შეჭ­რის მი­ზე­ზი და­კა­ვე­ბუ­ლის შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა.

ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და­გეგ­მი­ლი არ ჰქონ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, მას შემ­დეგ, რაც ნარ­სი­ამ სა­ლა­რო­ში ფული მო­ი­თხო­ვა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მძევ­ლე­ბი აეყ­ვა­ნა.

"მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია" - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე ქართველი ვარ.
7

მნიშვნელობა არა აქვს რას დააშავებ. მნიშვნელობა არა აქვს რომელუ ადვოკატი დაგიცავს. იყავი ბიძოს ერთგული და აკეთე რაც გინდა.

ლია
4

ციცი ბაბუნაშვილი ძალიან კარგი ადვოკატია მადლობა ციცის პირადად ჩემგან

ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით?

რა განცხადებას ავრცელებს ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით?

ჟვანიას კლინიკა უარყოფს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გივი ნარსიას შვილი მათ კლინიკაში მკურნალობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული.

"მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის გრიგოლ ნარსიას ადვოკატის განმარტების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულმა "მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.

შვილი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია“. ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის მნიშვნელოვანი უზუსტობა; ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი, აქედან გამომდინარე, დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია.

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის ფაქტს" - ნათქვამია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, ნარსიას ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ბანკში შეჭრის მიზეზი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ბაბუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონდა. ადვოკატის თქმითვე, მას შემდეგ, რაც ნარსიამ სალაროში ფული მოითხოვა და სამართალდამცავები მივიდნენ, ის იძულებული გახდა, მძევლები აეყვანა.

"მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. შვილი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია" - აღნიშნა ადვოკატმა.