პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავანტიურისტულ წრეებს შემიძლია გავახსენო აზერბაიჯანის "რკინის მუშტი", რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა" - აზერბაიჯანის ელჩი
"ავანტიურისტულ წრეებს შემიძლია გავახსენო აზერბაიჯანის "რკინის მუშტი", რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა" - აზერბაიჯანის ელჩი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის „რკი­ნის მუშ­ტი“, ყო­ველ­თვის თა­ვის ად­გილ­ზეა და კვლავ მზა­დაა ცხა­დად აჩ­ვე­ნოს საფრ­თხე, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად სომ­ხე­თის ავან­ტი­უ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის მი­მართ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელჩმა ფაიგ გუ­ლი­ევ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც დიპ­ლო­მატ­მა აღ­ნიშ­ნა, სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე თავ­დას­ხმის­თვის, არის არა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ჯა­რის მო­ვა­ლე­ო­ბა.

ფაიგ გუ­ლი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლად შე­ას­რუ­ლეს სამ­შობ­ლოს დაც­ვის წმინ­და ვალი.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მსურს ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც იზი­ა­რებს ჩვე­ნი ხალ­ხის მწუ­ხა­რე­ბას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ღუ­პულ­თა გამო, რაც სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მხრი­დან ბოლო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გია. ეს სო­ლი­და­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბა ჩვენ­თან ახ­ლოს მყოფ ქვეყ­ნებ­ში: მოძ­მე თურ­ქეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია გა­ნიც­დის კონ­ფლიქ­ტის მძი­მე შე­დე­გებს, ვფიქ­რობ, კარ­გად ეს­მის ჩვე­ნი პო­ზი­ცია და ამი­ტომ იზი­ა­რებს ჩვენს ტკი­ვილს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქ­ტობ­რივ სა­ფუძ­ვლებს, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ფაქტს, ეს არის დაშ­ქე­სა­ნის, ქალ­ბა­ჯა­რის, ლა­ჩი­ნი­სა და ზან­გი­ლა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სივ­რცე­ე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და­ნაღმვის მცდე­ლო­ბე­ბი. სა­ზღვარ­ზე, ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვა მძი­მე ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბი­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის ჩათ­ვლით.

ამ მცდე­ლო­ბებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან გა­დამ­წყვე­ტი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა და სა­ფუძ­ველ­ში­ვე აღ­კვე­თილ იქნა. სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ჩახ­შო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე თავ­დას­ხმის­თვის, არის არა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს არ­მი­ის მო­ვა­ლე­ო­ბაც. შე­სა­ბა­მი­სად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლად შე­ას­რუ­ლეს სამ­შობ­ლოს დაც­ვის წმინ­და ვალი. სამ­წუ­ხა­როდ ეს მოხ­და ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის დაღ­ვრი­ლი სის­ხლის ფა­სად. 71 მო­წა­მის სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­წე­რი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ვაჟ­კა­ცო­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის მა­ტი­ა­ნე­ში. ამას­თან უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად კალ­ბა­ჯა­რის რა­ი­ო­ნის ორი მცხოვ­რე­ბიც და­შავ­და“,- გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

კი­თხვა­ზე, ადას­ტუ­რებს თუ არა სომ­ხე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წყა­ლო­ბით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია, დიპ­ლო­მატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

„თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს, შე­მიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვა: ყვე­ლა კარ­ტი მა­გი­და­ზეა. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე აზერ­ბა­ი­ჯან­მა უკვე დიდი ხნის წინ წა­რად­გი­ნა თა­ვი­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა სირ­თუ­ლე­ე­ბით, მაგ­რამ ამ დღის წეს­რი­გის წინსვლის პრო­ცე­სი მი­დი­ო­და.

ამ­რი­გად, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე დი­ა­ლო­გის ლო­გი­კა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შუ­ა­მავ­ლო­ბით. სწო­რედ ამ ლო­გი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა არა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, არა­მედ მთლი­ა­ნად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ინ­ტე­რე­სებს.

თუ გა­დავ­ხე­დავთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღ­დგე­ნი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს, რომ­ლე­ბიც უპ­რე­ცე­დენ­ტო ტემ­პით გან­ხორ­ცი­ელ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლის­ხმე­ვის სრუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით, მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვიძ­ლია დავ­რწმუნ­დეთ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დღის წეს­რიგ­ში მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა. მაგ­რამ უნდა მოხ­დეს ამ მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი­რე­ბა და დაც­ვა შუ­რის­ძი­ე­ბის­გან, რაც, რო­გორც ბოლო შე­ტა­კე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, ზო­გი­ერ­თი ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი წრე­ე­ბის­თვის ჯერ კი­დევ არის სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რი. მათ შე­მიძ­ლია მხო­ლოდ გა­ვახ­სე­ნო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის „რკი­ნის მუშ­ტი“, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის თა­ვის ად­გილ­ზეა და კვლავ მზა­დაა, ცხა­დად აჩ­ვე­ნოს საფრ­თხე პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად სომ­ხე­თის მიერ, მსგავ­სი სა­ხის ავან­ტი­უ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
1

ეს არწივი ძალიან მაღლა აფრინდა. არადა წესით საქათმეში კრუხის ქანდარას არ უნდა ასცილებოდა.. 

ასი ყური გამოიბით და ასი თვალი გამოისხით ოცნებაში ხართ თუ ფანტაზიებში, თორემ ცულს მოიტანს ცუნცულასა, მერე გვიან იქნებაოოოო. 

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ უპატრონო და ობოლი ერი ვართ!

ავტორი:

"ავანტიურისტულ წრეებს შემიძლია გავახსენო აზერბაიჯანის "რკინის მუშტი", რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა" - აზერბაიჯანის ელჩი

"ავანტიურისტულ წრეებს შემიძლია გავახსენო აზერბაიჯანის "რკინის მუშტი", რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა" - აზერბაიჯანის ელჩი

აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“, ყოველთვის თავის ადგილზეა და კვლავ მზადაა ცხადად აჩვენოს საფრთხე, პირველ რიგში, თავად სომხეთის ავანტიურების განვითარების პერსპექტივის მიმართ,- ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აზერბაიჯანი - სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციის უკანასკნელი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც გამოიყენება ქვეყანაზე თავდასხმისთვის, არის არა მხოლოდ უფლება, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს ჯარის მოვალეობა.

ფაიგ გულიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად შეასრულეს სამშობლოს დაცვის წმინდა ვალი.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზიარებს ჩვენი ხალხის მწუხარებას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაღუპულთა გამო, რაც სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ბოლო ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციის შედეგია. ეს სოლიდარობა განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენთან ახლოს მყოფ ქვეყნებში: მოძმე თურქეთსა და საქართველოში. საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უკვე მრავალი წელია განიცდის კონფლიქტის მძიმე შედეგებს, ვფიქრობ, კარგად ესმის ჩვენი პოზიცია და ამიტომ იზიარებს ჩვენს ტკივილს.

რაც შეეხება იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რომლებიც ადასტურებს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაციების ფაქტს, ეს არის დაშქესანის, ქალბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით სივრცეებისა და კომუნიკაციების დანაღმვის მცდელობები. საზღვარზე, ჩვენი პოზიციების დაბომბვა მძიმე იარაღის გამოყენებით, ნაღმმტყორცნებისა და საარტილერიო ცეცხლის ჩათვლით.

ამ მცდელობებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან გადამწყვეტი წინააღმდეგობა მოჰყვა და საფუძველშივე აღკვეთილ იქნა. სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩახშობა, რომელიც გამოიყენება ქვეყანაზე თავდასხმისთვის, არის არა მხოლოდ უფლება, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს არმიის მოვალეობაც. შესაბამისად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად შეასრულეს სამშობლოს დაცვის წმინდა ვალი. სამწუხაროდ ეს მოხდა ჩვენი მებრძოლების დაღვრილი სისხლის ფასად. 71 მოწამის სახელი სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით ჩაწერილი აზერბაიჯანის ვაჟკაცობისა და გამარჯვების მატიანეში. ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად კალბაჯარის რაიონის ორი მცხოვრებიც დაშავდა“,- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის წყალობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, დიპლომატმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების განხორციელების ოპერატიულ-ტაქტიკური ასპექტები სამხედრო სტრუქტურების პრეროგატივაა.

„თუმცა, რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ყველა კარტი მაგიდაზეა. როგორც უკვე აღვნიშნე აზერბაიჯანმა უკვე დიდი ხნის წინ წარადგინა თავისი წინადადებები სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა სირთულეებით, მაგრამ ამ დღის წესრიგის წინსვლის პროცესი მიდიოდა.

ამრიგად, სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა უმაღლეს დონეზე დიალოგის ლოგიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით. სწორედ ამ ლოგიკის განხორციელება შეესაბამება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების ძირითად ინტერესებს.

თუ გადავხედავთ გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენისა და აღორძინების სამუშაოებს, რომლებიც უპრეცედენტო ტემპით განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ძალისხმევის სრული კონცენტრაციით, მრავალმილიარდიანი ფინანსური ხარჯების ჩათვლით, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ აზერბაიჯანის დღის წესრიგში მშვიდობა და განვითარებაა. მაგრამ უნდა მოხდეს ამ მშვიდობისა და განვითარების გარანტირება და დაცვა შურისძიებისგან, რაც, როგორც ბოლო შეტაკებებმა აჩვენა, ზოგიერთი ავანტიურისტული წრეებისთვის ჯერ კიდევ არის სავარაუდო სცენარი. მათ შემიძლია მხოლოდ გავახსენო აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“, რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა და კვლავ მზადაა, ცხადად აჩვენოს საფრთხე პირველ რიგში, თავად სომხეთის მიერ, მსგავსი სახის ავანტიურების განვითარების პერსპექტივისთვის“,- განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.