პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლილუაშვილი ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული - სუს-ი უნდა გაუქმდეს" - სალომე სამადაშვილი
"ლილუაშვილი ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული - სუს-ი უნდა გაუქმდეს" - სალომე სამადაშვილი

"ლე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი მდივ­ნის სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს იმ და­ვა­ლე­ბებს, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი აძ­ლევს.

რო­გორც სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, პარ­ლა­მენ­ტში სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მოს­მე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ აპი­რებს, რად­გან ის კი­თხვებს მა­ინც არ უპა­სუ­ხებს.

"არ ვა­პი­რებ, რომ პარ­ლა­მენ­ტში სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მოს­მე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო იმი­ტომ, რომ ჩემი აზ­რით, ამას არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტეს, რომ სხდო­მა ნა­წი­ლობ­რივ და­ხუ­რონ. შე­კი­თხვე­ბი თუ იქ­ნე­ბო­და, მას­ზე პა­სუ­ხე­ბი არ აქვთ. ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ინ­სტრუ­მენ­ტია, სხვა ფუნ­ქცია არ გა­აჩ­ნია. რე­ა­ლუ­რად, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ არის, ის არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს იმ და­ვა­ლე­ბებს, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი აძ­ლევს. თა­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა არის, თით­ქოს ის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას წარ­მო­ად­გენს და ქვე­ყა­ნა­ზე ზრუ­ნავს. მგო­ნი ყვე­ლას გვეს­მის, რომ ეს უბ­რა­ლოდ სპექ­ტაკ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის­თვის კი­თხვე­ბის დას­მას აზრი არ აქვს, რად­გან პა­სუხს მა­ინც ვერ მი­ი­ღებს.

"რა შე­კი­თხვა უნდა და­ვუს­ვა ლი­ლუ­აშ­ვილს უკა­ნო­ნო მოს­მე­ნებ­სა და მი­ყუ­რა­დე­ბა­ზე, რო­დე­საც იმ პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა, ვი­საც პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰქვია, დაძ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ვეტო, მი­ი­ღო კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც აშშ-ის სა­ელ­ჩომ გა­ა­კე­თა ცალ­სა­ხა შე­ფა­სე­ბა, რომ ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ დღის წეს­რიგს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, მა­შინ რა აზრი აქვს ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნას, თუ სხდო­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს და კი­თხვებს არ დას­ვამს, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ "ლელო“ პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბას აპი­რებს იმ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნით, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ჰქვია.

"დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წე მარ­თავს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ორ­გა­ნოს, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჰქვია. მისი სი­ტყვით გა­მოს­ვლის ტექ­სტში ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­დე­ბუ­ლია მუ­ქა­რა, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ის და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ კა­ცის­თვის შე­კი­თხვის დას­მას რა აზრი აქვს უბ­რა­ლოდ არ ვიცი. ჩემი აზ­რით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, აზრი აქვს ერ­თა­დერთ რა­მეს - მო­ვი­თხო­ვოთ, რომ ის გა­დად­გეს. მი­მაჩ­ნია, რომ სუს-ი ასე­თი სა­ხით არ უნდა არ­სე­ბობ­დეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა როცა შე­იც­ვლე­ბა, ერთ-ერთი რე­ფორ­მა, სწო­რედ ამ სფე­როს უნდა შე­ე­ხოს. სუს-ი უნდა გა­უქ­მდეს იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც დღეს არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მან ასე­ვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი არ გა­მო­რი­ცხა. სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, 20 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი თუ სხვა დროს, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს შორ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ქუ­ჩის აქ­ცი­ებს და დე­მონ­სტრა­ცი­ებს, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის იმარ­თე­ბო­და და მო­მა­ვალ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა. დე­მოკ­რა­ტია და ქუ­ჩის აქ­ცია არის დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი. ამი­ტომ, სუს-ის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დას, თით­ქოს აქ­ცი­ის გა­მარ­თვა არის და­ნა­შა­უ­ლი, ნუ ავ­ყვე­ბით. დე­მოკ­რა­ტია თუ გვინ­და, დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლი არის ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი რაც უფრო მალე ჩა­ტარ­დე­ბა, მით უკე­თე­სი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რო­გორ და რა სის­ტე­მით.

"ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არის სა­სურ­ვე­ლი იმი­ტომ, რომ რაც უფრო სწრა­ფად დას­რულ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, მით უფრო სწრა­ფად იქ­ნე­ბა ამ ქვეყ­ნის­თვის შან­სი, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნე­ბი შეს­რულ­დეს“,-გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

გ ა რ ე წ ა რ ი !!

ლელა
0

შვებულება დაუმთავრდა ამას?!😏

ავტორი:

"ლილუაშვილი ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული - სუს-ი უნდა გაუქმდეს" - სალომე სამადაშვილი

"ლილუაშვილი ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული - სუს-ი უნდა გაუქმდეს" - სალომე სამადაშვილი

"ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაქირავებული ადამიანია, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ივანიშვილი აძლევს.

როგორც სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ აღნიშნა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან ის კითხვებს მაინც არ უპასუხებს.

"არ ვაპირებ, რომ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობა მივიღო იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამას არანაირი აზრი არ აქვს, მითუმეტეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხდომა ნაწილობრივ დახურონ. შეკითხვები თუ იქნებოდა, მასზე პასუხები არ აქვთ. ამ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია, სხვა ფუნქცია არ გააჩნია. რეალურად, ლილუაშვილი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაქირავებული ადამიანი, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ივანიშვილი აძლევს. თავის მოჩვენება არის, თითქოს ის სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს და ქვეყანაზე ზრუნავს. მგონი ყველას გვესმის, რომ ეს უბრალოდ სპექტაკლია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილისთვის კითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან პასუხს მაინც ვერ მიიღებს.

"რა შეკითხვა უნდა დავუსვა ლილუაშვილს უკანონო მოსმენებსა და მიყურადებაზე, როდესაც იმ პოლიტიკურმა გუნდმა, ვისაც პარლამენტში უმრავლესობა ჰქვია, დაძლია პრეზიდენტის ვეტო, მიიღო კანონპროექტი, რომელზეც აშშ-ის საელჩომ გააკეთა ცალსახა შეფასება, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, მაშინ რა აზრი აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, თუ სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს და კითხვებს არ დასვამს, სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ "ლელო“ პარლამენტში საქმიანობას აპირებს იმ მთავარი ამოცანით, რასაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება ჰქვია.

"დღეს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე მართავს პოლიტიკური დევნის ორგანოს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჰქვია. მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტში ფაქტობრივად ჩადებულია მუქარა, მათ შორის ოპოზიციის და თავისუფალი მედიის მიმართულებით, ამ კაცისთვის შეკითხვის დასმას რა აზრი აქვს უბრალოდ არ ვიცი. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, აზრი აქვს ერთადერთ რამეს - მოვითხოვოთ, რომ ის გადადგეს. მიმაჩნია, რომ სუს-ი ასეთი სახით არ უნდა არსებობდეს და ხელისუფლება როცა შეიცვლება, ერთ-ერთი რეფორმა, სწორედ ამ სფეროს უნდა შეეხოს. სუს-ი უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან ასევე საპროტესტო აქციების ჩატარებაზეც ისაუბრა და ქუჩის აქციები არ გამორიცხა. სალომე სამადაშვილის თქმით, 20 სექტემბერს დაიწყება საპროტესტო აქციები თუ სხვა დროს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ საქართველო დემოკრატიულ პროცესს შორდება.

"რაც შეეხება ქუჩის აქციებს და დემონსტრაციებს, დემონსტრაციები ამ ქვეყანაში ყოველთვის იმართებოდა და მომავალშიც გაიმართება. დემოკრატია და ქუჩის აქცია არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, სუს-ის და "ქართული ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს აქციის გამართვა არის დანაშაული, ნუ ავყვებით. დემოკრატია თუ გვინდა, დემოკრატიის ნაწილი არის ქუჩის აქციები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები რაც უფრო მალე ჩატარდება, მით უკეთესი, მაგრამ მთავარია, როგორ და რა სისტემით.

"ვადამდელი არჩევნები არის სასურველი იმიტომ, რომ რაც უფრო სწრაფად დასრულდება "ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად იქნება ამ ქვეყნისთვის შანსი, რომ ევროკომისიის მოთხოვნები შესრულდეს“,-განაცხადა სამადაშვილმა