სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექიო… ნიკოლოზის მხრიდან იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც“ - ნეკა დოროყაშვილი
“ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექიო… ნიკოლოზის მხრიდან იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც“ - ნეკა დოროყაშვილი

ჩემი დე­დამ­თი­ლი ბავ­შვს ეუბ­ნე­ბო­და: შენ, დე­დი­კოს ჭუ­ჭყი­ან მუ­ცელ­ში იჯე­ქი, არ წახ­ვი­დე მათ­თან, იქ მგლე­ბი არი­ა­ნო, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა მე­უღ­ლი­სა და მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე. დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი ჰქონ­და მისი შვი­ლის მი­მართ, ბავ­შვს ხელი და­არ­ტყა, რის შემ­დე­გაც ქალს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც გა­მო­უ­წე­რეს.

“ნი­კო­ლო­ზის ოჯახ­ში არა­რა­ო­ბად მთვლიდ­ნენ. ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე შე­ეძ­ლოთ ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ნი­კო­ლო­ზი კი თვლი­და, ეს ხომ მა­ინც არა­ფერს არ იტყვი­სო”,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ამას­თან, დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა აშშ-ში ყოფ­ნი­სას მე­უღ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე. რო­გორც მან გან­მარ­ტა, აშშ-ში ტურ­ნირ­ზე იყ­ვნენ, სას­ტუმ­რო­ში კი წყვილს კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და, რა დრო­საც მას ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

“გრძე­ლი თმა მქონ­და, თმე­ბით მათ­რია, მირ­ტყდამ­და წიხ­ლებს მუ­ცელ­ში. ამის მერე და­ი­წყო ნივ­თე­ბის ჩა­ლა­გე­ბა, შოკ­ში ვი­ყა­ვი და ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. ვკი­თხე, ამას რა­ტომ აკე­თებ-მეთ­ქი. შემ­დეგ მახ­სოვს ჩოგ­ნე­ბის ჩან­თა ჩა­მარ­ტყა”,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მას წა­არ­თვა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ის ბა­რა­თე­ბი, რი­თაც მას კორ­ტებ­ზე შეს­ვლა შე­ეძ­ლო.

გარ­და ამი­სა, დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მე­უღ­ლე სხვას­თან ღა­ლა­ტობ­და. მი­სი­ვე თქმით, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ახა­ლი პარტნი­ო­რის გაც­ნო­ბის მიზ­ნით სა­კუ­თარ შვილს უთხრა, რომ “ახალ დე­დი­კოს” გა­აც­ნობ­და.

“იყო ქარ­თველ გო­გო­ნას­თან ღა­ლა­ტის ამ­ბა­ვიც. ერთხელ მი­თხრა, წა­მო­დი ამ გო­გოს­თან, და­ე­ლა­პა­რა­კე იმის­თვის, რომ მშვი­დად იყო­სო. ეს ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო”,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მან პრო­ცეს­ზე ასე­ვე გა­იხ­სე­ნა თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტიც, რა დრო­საც მას მე­უღ­ლემ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

“ასე­ვე მახ­სოვს 2019 წლის აპ­რი­ლი, როცა ვთქვი, რომ ეს ძა­ლა­დო­ბა უნდა დას­რულ­დეს და გაყ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, ჩვე­ნი­ვე მან­ქა­ნე­ბით ვი­ყა­ვით, მის­ვლი­სას მთხო­ვა, რომ მის მან­ქა­ნა­ში ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი. ჩავ­ჯე­ქი, მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, მი­თხრა, მაჩ­ვე­ნე რა გაქვს ტე­ლე­ფონ­შიო. არ ვაძ­ლევ­დი ტე­ლე­ფონს, ის კი ცდი­ლობ­და წარ­თმე­ვას. და­ი­წყო წიხ­ლე­ბის დარ­ტყმა, რა­ღაც მო­მენ­ტში პე­დალს ფეხი მი­ა­ჭი­რა, მახ­სოვს, რომ წინ ბე­ტო­ნის კე­დე­ლი იყო და შე­ჯა­ხე­ბის შე­მე­შინ­და, ამი­ტომ საჭე შე­მო­ვატ­რი­ა­ლე, მან კი ფეხ­ში ჩა­მარ­ტყა. ამ პრო­ცეს­ში გა­და­ვაგ­დე ჩემი ტე­ლე­ფო­ნი მან­ქა­ნი­დან, უცებ გა­მო­ვი­ქე­ცი, ავი­ღე ეს ტე­ლე­ფო­ნი და ჩავ­ჯე­ქი ჩემს მან­ქა­ნა­ში. ამის მერე ნიკა ისე მო­ად­გა ჩემს მან­ქა­ნას, რომ ვერ ვტრი­ალ­დე­ბო­დი. მან სა­ი­დან­ღაც წა­მო­ი­ღო რკი­ნის ყუთი და მთხოვ­და, რომ მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვუ­ლი­ყა­ვი. მან­ქა­ნა ჩა­კე­ტი­ლი მქონ­და, ის კი მო­ვი­და მძღო­ლის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს, მო­მი­კა­კუ­ნა და მი­თხრა, თუ კა­რებს არ გა­ვუ­ღებ­დი ჩა­ლე­წავ­და მან­ქა­ნას. შე­მე­შინ­და, უცებ გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან და გა­ვი­ქე­ცი. მან­ქა­ნა და­ქო­ქი­ლი დავ­ტო­ვე, რად­გა­ნაც ძრა­ვის ჩაქ­რო­ბას ვერ მო­ვას­წრებ­დი. მახ­სოვს, მან­ქა­ნა შო­რი­დან გა­სა­ღე­ბით (დის­ტან­ცი­უ­რად) ჩავ­კე­ტე, რად­გა­ნაც მე­ში­ნო­და არ და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. იქვე იყო სუ­პერ­მარ­კე­ტი, თა­ნამ­შომ­ლებ­მა შიგ­ნით შე­მიყ­ვა­ნეს და მამ­შვი­დებ­დნენ. მათ ვუ­თხა­რი, რომ მომსდევ­და. ვთხო­ვე, გა­ე­ხე­დათ, რათა დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი კი­დევ მომსდევ­და თუ არა ნი­კო­ლო­ზი. ამის მერე მათ გა­ვა­ჩე­რე­ბი­ნე ტაქ­სი, რო­მელ­შიც ჩავ­ჯე­ქი და მე­გო­ბარ­თან მი­ვე­დი“,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ამა­ვე დღეს მან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დის­გან სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო, სა­დაც ქალი მას წერ­და, რომ შვილს ვერ ნა­ხავ­და.

“მომ­დის ნი­კას დე­დის­გან მე­სი­ჯი, რომ “შენს შვილს თვა­ლით ვე­ღარ ნა­ხავ”. ამის მერე და­ვუ­რე­კე დე­და­ჩემს და ვკი­თხე, ბავ­შვი სად არის-მეთ­ქი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, რომ ნი­კო­ლოზ­მა გა­მო­ი­ა­რა და წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვიო. მე დე­და­ჩე­მის­თვის (კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ) მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ არ მით­ქვამს. და­ვი­წყე ბავ­შვის ძებ­ნა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბავ­შვი ჩემ­თან სახ­ლში და­აბ­რუ­ნეს. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მე ნი­კო­ლოზ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა შევ­წყვი­ტე”, - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ იმ დღეს კონ­ფლიქ­ტი­სას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, გა­და­ი­ღო ფო­ტო­ე­ბი. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბი დღეს სა­სა­მარ­თლო­ზე წა­რად­გი­ნა.

ამას­თან, რო­გორც დო­რო­ყაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, გაყ­რის შემ­დეგ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მი­ნი­კა­ცია ჰქონ­და, თუმ­ცა შე­უ­რა­ცხყო­ფა მა­ინც არ წყდე­ბო­და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
2

ცალცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონა. ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალბატონს.ვგმობ ძალადობას.1. 8 წელი რატომ იცხოვრა მონსტრთან?2.ქმარი მოსაკლავად მისდევდა და მანქანის დარდი ქონდა,არ დააზიანოსო? 

დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექიო..
3

თან "დედიკო" და თან მისი "ჭუჭყიანი მუცელი" - ასეთ კომბინაციით - სითბოთი და სიძულვილით ფორმულირება ძნელი დასაჯერებელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექიო… ნიკოლოზის მხრიდან იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც“ - ნეკა დოროყაშვილი

“ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექიო… ნიკოლოზის მხრიდან იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც“ - ნეკა დოროყაშვილი

ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი, არ წახვიდე მათთან, იქ მგლები არიანო, - ამის შესახებ ყოფილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა მეუღლისა და მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზე და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. დოროყაშვილის განმარტებით, ყოფილი დედამთილის მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა მისი შვილის მიმართ, ბავშვს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ქალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

“ნიკოლოზის ოჯახში არარაობად მთვლიდნენ. ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ნიკოლოზი კი თვლიდა, ეს ხომ მაინც არაფერს არ იტყვისო”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

ამასთან, დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა აშშ-ში ყოფნისას მეუღლის მხრიდან ძალადობაზე. როგორც მან განმარტა, აშშ-ში ტურნირზე იყვნენ, სასტუმროში კი წყვილს კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც მას ბასილაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.

“გრძელი თმა მქონდა, თმებით მათრია, მირტყდამდა წიხლებს მუცელში. ამის მერე დაიწყო ნივთების ჩალაგება, შოკში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი. შემდეგ მახსოვს ჩოგნების ჩანთა ჩამარტყა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ყოფილმა მეუღლემ მას წაართვა აკრედიტაციის ის ბარათები, რითაც მას კორტებზე შესვლა შეეძლო.

გარდა ამისა, დოროყაშვილის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში მეუღლე სხვასთან ღალატობდა. მისივე თქმით, ბასილაშვილმა ახალი პარტნიორის გაცნობის მიზნით საკუთარ შვილს უთხრა, რომ “ახალ დედიკოს” გააცნობდა.

“იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც. ერთხელ მითხრა, წამოდი ამ გოგოსთან, დაელაპარაკე იმისთვის, რომ მშვიდად იყოსო. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მან პროცესზე ასევე გაიხსენა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტიც, რა დროსაც მას მეუღლემ დაზიანებები მიაყენა.

“ასევე მახსოვს 2019 წლის აპრილი, როცა ვთქვი, რომ ეს ძალადობა უნდა დასრულდეს და გაყრის გადაწყვეტილება მივიღე. ერთმანეთს შევხვდით კეკელიძის ქუჩაზე, ჩვენივე მანქანებით ვიყავით, მისვლისას მთხოვა, რომ მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ჩავჯექი, მომაყენა შეურაცხყოფა, მითხრა, მაჩვენე რა გაქვს ტელეფონშიო. არ ვაძლევდი ტელეფონს, ის კი ცდილობდა წართმევას. დაიწყო წიხლების დარტყმა, რაღაც მომენტში პედალს ფეხი მიაჭირა, მახსოვს, რომ წინ ბეტონის კედელი იყო და შეჯახების შემეშინდა, ამიტომ საჭე შემოვატრიალე, მან კი ფეხში ჩამარტყა. ამ პროცესში გადავაგდე ჩემი ტელეფონი მანქანიდან, უცებ გამოვიქეცი, ავიღე ეს ტელეფონი და ჩავჯექი ჩემს მანქანაში. ამის მერე ნიკა ისე მოადგა ჩემს მანქანას, რომ ვერ ვტრიალდებოდი. მან საიდანღაც წამოიღო რკინის ყუთი და მთხოვდა, რომ მანქანიდან გადმოსვულიყავი. მანქანა ჩაკეტილი მქონდა, ის კი მოვიდა მძღოლის საპირისპირო მხარეს, მომიკაკუნა და მითხრა, თუ კარებს არ გავუღებდი ჩალეწავდა მანქანას. შემეშინდა, უცებ გადმოვედი მანქანიდან და გავიქეცი. მანქანა დაქოქილი დავტოვე, რადგანაც ძრავის ჩაქრობას ვერ მოვასწრებდი. მახსოვს, მანქანა შორიდან გასაღებით (დისტანციურად) ჩავკეტე, რადგანაც მეშინოდა არ დაეზიანებინა. იქვე იყო სუპერმარკეტი, თანამშომლებმა შიგნით შემიყვანეს და მამშვიდებდნენ. მათ ვუთხარი, რომ მომსდევდა. ვთხოვე, გაეხედათ, რათა დავრწმუნებულიყავი კიდევ მომსდევდა თუ არა ნიკოლოზი. ამის მერე მათ გავაჩერებინე ტაქსი, რომელშიც ჩავჯექი და მეგობართან მივედი“,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მისი თქმით, ამავე დღეს მან ნიკოლოზ ბასილაშვილის დედისგან სმს შეტყობინება მიიღო, სადაც ქალი მას წერდა, რომ შვილს ვერ ნახავდა.

“მომდის ნიკას დედისგან მესიჯი, რომ “შენს შვილს თვალით ვეღარ ნახავ”. ამის მერე დავურეკე დედაჩემს და ვკითხე, ბავშვი სად არის-მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ ნიკოლოზმა გამოიარა და წაიყვანა ბავშვიო. მე დედაჩემისთვის (კეკელიძის ქუჩაზე ) მომხდარი კონფლიქტის შესახებ არ მითქვამს. დავიწყე ბავშვის ძებნა, საბოლოო ჯამში, ბავშვი ჩემთან სახლში დააბრუნეს. ამ ინციდენტის შემდეგ მე ნიკოლოზთან თანაცხოვრება შევწყვიტე”, - განაცხადა დოროყაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ იმ დღეს კონფლიქტისას სხეულზე დაზიანებები მიიღო, გადაიღო ფოტოები. დაზარალებულმა აღნიშნული ფოტოები დღეს სასამართლოზე წარადგინა.

ამასთან, როგორც დოროყაშვილმა განმარტა, გაყრის შემდეგ ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომინიკაცია ჰქონდა, თუმცა შეურაცხყოფა მაინც არ წყდებოდა ბასილაშვილის მხრიდან.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.