თუ უკრაინის გმირული წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები იქნებიან რუსეთის გავლენის სფეროს შემდგომი გაფართოების პირდაპირი საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უკრაინა იცავს პოლონეთსაც და დანარჩენ ევროპას გერმანიის ჩათვლით.
ანჟეი დუდამ "დიადი რუსეთის იდეაც ახსენა, რომელიც "სხვა ერების დაპყრობას გულისხმობს“.
პოლონეთის პირველი პირის შეფასებით, ეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის იდეებია, არამედ მათ იზიარებს რუსული საზოგადოების დიდი ნაწილიც.
"უკრაინის წყალობით დღეს ეს საფრთხე კონტროლდება. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მომავალში, სამწუხაროდ, ეს საფრთხე აქტუალური იქნება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაა. უკრაინა აჩვენებს, რისი გაკეთებაა შესაძლებელი კარგი იარაღით“,- განაცხადა ანჟეი დუდამ.
ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ "ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს.
მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი.
"საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,- ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.
მოეშვით ამდენ ტყუილებს უკრაინული მზესუმზირის ხარჯზე ევროპაში ერთი ლიტრი მზესუმზირის ზეთი ღირდა 0.90-1.15 ევრო ევროპა რუსული ენერგომატარებლების გარეშე რუსეთთან ეკონომიკური ბლოკადის ფონზე უბრალოდ განადგურდება ჩადი პოლონეთში ზამთარში ან პრიბალტიკის ქვეყნებში და ნახავ როგორ ცივა ევროპა თუ შეცვლის რუსულ ენერგომატარებლებს და გამოიყენებს სხვა მიმწოდებლებს ევროპაში წარმოებული პროდუქტი იქნება ძვირი არაკონკუტენტუნარიანი ასე რომ ევროპას მომავალი არ აქვს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გარეშე და რუსეთს სულ არ ჭირდება ომი არც პოლონეთთან არც პრიბალტიკის ქვეყნებთან ეგენი უბრალოდ შიმშილს დაიწყებენ
"ისტორიული რუსეთის" (პუტინის სიტყევებია) მოტრფიალეებს!
ასე ვთქვათ, სულ ახლახან, მე-19 საუკუნეშიც კი დღევანდელი სახით არც გერმანია, არც იტალია და მრავალი სხვა სახელმწიფოც არ არსებობდა, რუსეთი კიდევ ადრე არათუ ციმბირს და სხვა მრავალ მიტაცებულ ტერიტორიასთაბ ერთად გუბერნიების სახით გაუქმებულ საქართველოსაც ფლობდა, თვითონ სულაც მონგოლთა სამფლობელოში შედიოდა!
რა ვქნათ ახლა,
აღვადგინოთ "ისტორიული სამართლიანობა" და
თქვენი რუსეთი მონღოლეთს დავუბრუნოთ?!!