პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სამაგისტრო პროგრამას „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ იწყებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სამაგისტრო პროგრამას „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ იწყებს

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მზარ­დი, რე­ი­ტინ­გუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. KIU-მ სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღო და მცი­რე დრო­ში შეძ­ლო სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­შიც მოქ­ცე­უ­ლი­ყო (2021 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­კონ­კურ­სო ქუ­ლის მი­ხედ­ვით). სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­და­ვია ის შე­ფა­სე­ბე­ბი, რაც ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მიერ არა­ერ­თხელ და­ფიქ­სირ­და KIU-ს შე­სა­ხებ. 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით KIU მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (TUM) მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი იქნა, რო­გორც ყვე­ლა­ზე მზარ­დი და პროგ­რე­სუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბი რე­გი­ონ­ში.

მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს KIU კი­დევ ერთ სი­ახ­ლეს გვთა­ვა­ზობს და აცხა­დებს სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას ახალ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე „ფი­ნან­სე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი“ (Finance and Information Management - FIM). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ხომ FIM პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2004 წელს ТUM-ის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა, 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებ­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის ყვე­ლა­ზე უფრო ცნო­ბილ გერ­მა­ნი­ის სა­რე­ი­ტინ­გო სის­ტე­მა­ში (CHE Master Ranking) ნო­მერ პირ­ველ პროგ­რა­მად და­სა­ხელ­და, ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ა­ში.

პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (TUМ) ფი­ნან­სუ­რი მა­თე­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი რუდი ზაგსტია (Rudi Zagst), რო­მე­ლიც თა­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის შემ­ქნე­ლი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია TUM-ში. პროგ­რა­მას ასე­ვე ჰყავს მე­ო­რე ხელ­მძღვა­ნე­ლი - ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვე­სი­ტე­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლის და მე­ნე­ჯმე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი - ნა­თია ზედ­გი­ნი­ძე-ჯიშ­კა­რი­ა­ნი.

ორ­წლი­ა­ნი (120 კრე­დი­ტი­ა­ნი) პროგ­რა­მის მი­ზა­ნია ფი­ნან­სე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და უკვე პრაქ­ტი­კოს მე­ნე­ჯე­რებ­ში კი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა, რაც მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ფი­ნან­სე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სპე­ცი­ფი­უ­რია თა­ვად ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი, რა­საც FIM პროგ­რა­მა მო­ი­ცავს, ესე­ნია:

  • რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ფი­ნან­სე­ბი (Quantitative Finance – QF)
  • ფი­ნან­სუ­რი მარ­თვა (Financial Management – FM)
  • ბიზ­ნეს და სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის ინ­ჟი­ნე­რია - (Business and Information Systems Engineering – BISE)

პროგ­რა­მა­ში ას­წავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც FIM პროგ­რა­მას მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ტო­რონ­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და სხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

პროგ­რა­მა მდი­და­რია ისე­თი სას­წავ­ლო კურ­სე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბლო­კჩე­ი­ნე­ბის სის­ტე­მის ინ­ჟი­ნე­რია (Blockchain Based Systems Engineering), სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პლექ­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა და აუ­დი­ტი (IT Due Diligence & Audit), ფი­ნან­სუ­რი ეკო­ნო­მეტ­რი­კა (Financial Econometrics), მან­ქა­ნათმცოდ­ნე­ო­ბა (Маchine Learning), ციფ­რუ­ლი შე­ფერ­ხე­ბა, ინო­ვა­ცია და ტრანსფორ­მა­ცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა. პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­გლი­სურ ენა­ზე.

რა კა­რი­ე­რულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს FIM პროგ­რა­მა?

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც FIM პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ და­საქ­მე­ბას ან საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ეს იმ სექ­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნა­დი და მა­ღა­ლა­ზღა­უ­დე­ბა­დი იქ­ნე­ბა უკვე 2030 წლის­თვის. ეს სექ­ტო­რე­ბია: ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რი; სტარ­ტა­პე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. ფინ-ტექ სექ­ტო­რი (FinTech) და სა­და­ზღვე­ვო-ტექ (Insurе-Tech) კომ­პა­ნი­ე­ბი; სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი; სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი; სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბი­ან ციფ­რუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დი­ზა­ინ­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე; ჯან­დაც­ვა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სექ­ტო­რი; კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბის სექ­ტო­რი; მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი დის­ტრი­ბუ­ცი­ა­სა და წარ­მო­ე­ბის/სა­წარ­მოო სექ­ტო­რებ­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ი­ცავს ყვე­ლა სექ­ტორს, სა­დაც ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია.

რა არის პროგ­რა­მის სა­ფა­სუ­რი და თუ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტმა მო­ი­პო­ვოს და­ფი­ნან­სე­ბა?

პროგ­რა­მის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 12,250 ლარი, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბისს­თვის 7,000 ევ­როა. აღ­ნიშ­ნულ თან­ხა­ში შე­დის: სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი; თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სი-თბი­ლი­სის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა; KIU შიდა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო შატ­ლე­ბი; KIU მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ნაკ­რე­ბი ლეპ­ტო­პით (სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში KIU– სგან უფა­სოდ შე­იძ­ლე­ბა ლეპ­ტო­პის მი­ღე­ბა 2 წლის ვა­დით პროგ­რა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში), KIU ელ.ფოს­ტა, Office365, KIU კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ნაკ­რე­ბი, KIU LMS– ზე წვდო­მა, ონ­ლა­ინ ბიბ­ლი­ო­თე­კა და ა.შ.

KIU სთა­ვა­ზობს სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტებს. და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა გან­ცხა­დე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. და­ფი­ნან­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მის კა­ტე­გო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პროგ­რა­მის და გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი იხ. აქ.

ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სამაგისტრო პროგრამას „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სამაგისტრო პროგრამას „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია დღეს საქართველოში. KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მცირე დროში შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგის სათავეშიც მოქცეულიყო (2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). საინტერესო და შთამბეჭდავია ის შეფასებები, რაც ევროპელი პარტნიორების მიერ არაერთხელ დაფიქსირდა KIU-ს შესახებ. 2021 წლის მონაცემებით KIU მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში.

მიუნხენის ტექნიკუ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მიმდინარე წელს KIU კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს და აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (Finance and Information Management - FIM). აღსანიშნავია, ხომ FIM პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს ТUM-ის ბაზაზე შეიქმნა, 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში სამაგისტრო პროგრამების ყველაზე უფრო ცნობილ გერმანიის სარეიტინგო სისტემაში (CHE Master Ranking) ნომერ პირველ პროგრამად დასახელდა, ყველა კატეგორიაში.

პროგრამის ხელმძღვანელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUМ) ფინანსური მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტია (Rudi Zagst), რომელიც თავად აღნიშნული პროგრამის შემქნელი და განმახორციელებელია TUM-ში. პროგრამას ასევე ჰყავს მეორე ხელმძღვანელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივესიტეტის მენეჯმენტის სკოლის და მენეჯმეტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.

ორწლიანი (120 კრედიტიანი) პროგრამის მიზანია ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის სფეროში კონკურენტუნარიან სპეციალისტების მომზადება და უკვე პრაქტიკოს მენეჯერებში კი ცოდნის გაღრმავება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი სხვადასხვა სექტორში.

განსხვავებული და სპეციფიურია თავად ის კონცენტრაციები, რასაც FIM პროგრამა მოიცავს, ესენია:

  • რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF)
  • ფინანსური მართვა (Financial Management – FM)
  • ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია - (Business and Information Systems Engineering – BISE)

პროგრამაში ასწავლის საერთაშორისო აკადემიური პერსონალი, რომლებიც FIM პროგრამას მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში და სხვა ინსტიტუციებში ახორციელებენ.

პროგრამა მდიდარია ისეთი სასწავლო კურსებით, როგორებიცაა: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია (Blockchain Based Systems Engineering), საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი (IT Due Diligence & Audit), ფინანსური ეკონომეტრიკა (Financial Econometrics), მანქანათმცოდნეობა (Маchine Learning), ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე.

რა კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს FIM პროგრამა?

მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს იმ სექტორების ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი და მაღალაზღაუდებადი იქნება უკვე 2030 წლისთვის. ეს სექტორებია: ფინანსური სექტორი; სტარტაპები, განსაკუთრებით ე.წ. ფინ-ტექ სექტორი (FinTech) და სადაზღვევო-ტექ (Insurе-Tech) კომპანიები; სადაზღვევო კომპანიები; საინვესტიციო კომპანიები; საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ციფრული ფინანსური სერვისების კონსულტაციაზე, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა და განვითარებაზე; ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი; კომპიუტერი და მონაცემთა მეცნიერების სექტორი; მულტინაციონალური კომპანიები დისტრიბუციასა და წარმოების/საწარმოო სექტორებში. ფაქტობრივად, მოიცავს ყველა სექტორს, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია.

რა არის პროგრამის საფასური და თუ არის შესაძლებლობა სტუდენტმა მოიპოვოს დაფინანსება?

პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 12,250 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისსთვის 7,000 ევროა. აღნიშნულ თანხაში შედის: სწავლის საფასური; თბილისი-ქუთაისი-თბილისის ტრანსპორტირება; KIU შიდა საუნივერსიტეტო შატლები; KIU მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით (საჭიროების შემთხვევაში KIU– სგან უფასოდ შეიძლება ლეპტოპის მიღება 2 წლის ვადით პროგრამის განმავლობაში), KIU ელ.ფოსტა, Office365, KIU კორპორატიული ნაკრები, KIU LMS– ზე წვდომა, ონლაინ ბიბლიოთეკა და ა.შ.

KIU სთავაზობს სწავლის დაფინანსებას საუკეთესო კანდიდატებს. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამის და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ.