პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კონგრესმენის სკანდალური ბრალდებები ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ - რატომ მოუწოდებს ვიქტორია სპარცი ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადადგომისკენ
უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კონგრესმენის სკანდალური ბრალდებები ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ - რატომ მოუწოდებს ვიქტორია სპარცი ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადადგომისკენ

რუ­სე­თის ჯა­რის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, აშშ უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია. უკ­რა­ი­ნას ის ეხ­მა­რე­ბა რო­გორც სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კუ­თხით და სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე აქამ­დე ამე­რი­კელ და უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის არა­ვი­თა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღეა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა.

  • უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი, ვიქ­ტო­რია სპარ­ცი ბოლო დღე­ე­ბია ღიად აკ­რი­ტი­კებს პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის საპ­რე­ზი­დენ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, ან­დრეი ერ­მაკს და გა­მოთ­ქვამს ეჭვს, რომ ის რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს ატა­რებს.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და სპარ­ცის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მან აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს გა­უგ­ზავ­ნა. წე­რილ­ში ის მო­უ­წო­დებს ბა­ი­დენს და­ინ­ტე­რეს­დეს და შე­ა­მოწ­მოს რამ­დე­ნად სა­ი­მე­დოა ერ­მა­კი. კონ­გრეს­მე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ერ­მაკ­მა თა­ვის მო­ად­გი­ლედ ოლეგ ტა­ტა­რო­ვი და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც სპარ­ცის აზ­რით, "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნას აჭი­ა­ნუ­რებს." კონ­გრეს­მე­ნი წე­რილ­ში წერს, რომ ენ­დრეი ერ­მა­კი სარ­გებ­ლობს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის, ჯეიკ სა­ლი­ვა­ნის ნდო­ბით.

ვიქ­ტო­რია სპარ­ცმა პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს სთხო­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო ერ­მა­კის სან­დო­ო­ბის სა­კი­თხით და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბე­ბი­ნა კონ­გრე­სის­თვის მოკ­ვლე­ვის შე­დე­გი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ვიქ­ტო­რია სპარ­ცმა ბა­ი­დე­ნი და ზე­ლენ­სკი ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით მათი მიდ­გო­მის გამო გა­აკ­რი­ტი­კა, რა­მაც ორი­ვე ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • სპარ­ცის მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა

კონ­გრეს­მე­ნი უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის შე­სა­ხებ მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და ამ­ჯე­რად ის ან­დრეი ერ­მაკს გა­დად­გო­მის­კენ მო­ი­წო­დებს. მისი აზ­რით, ერ­მა­კი რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს და ასე­ვე კო­რუფ­ცი­ულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ეჭ­ვო ქმე­დე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი.

  • უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი

კონ­გრეს­მე­ნის ბოლო გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, თუმ­ცა მა­ნამ­დე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა ოლეგ ნი­კო­ლენ­კომ.

  • "ჩვენ ვურ­ჩევთ ქალ­ბა­ტონ სპარცს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის თე­მა­ზე და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით ნუ ეც­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მო­პო­ვე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ცი­ნი­კუ­რია უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის კონ­გრეს­მე­ნის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი უკ­რა­ი­ნი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ“, - წერს ოლეგ ნი­კო­ლენ­კო "ფე­ის­ბუქ­ზე."

ნი­კო­ლენ­კომ თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სპარ­ცის რი­ტო­რი­კის მი­უ­ხე­და­ვად, უკ­რა­ი­ნა "ღრმად მად­ლი­ე­რია კონ­გრე­სი­სა და პი­რა­დად ბა­ი­დე­ნის, მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სამ­ხედ­რო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც აშშ-მა ომის და­წყე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის­თვის გა­ი­ღო."

მან­ვე სპარ­ცი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მცდე­ლო­ბა­ში, "და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კა­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის კლა­სი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვი უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ერთი შე­ხედ­ვით რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ".

მან ასე­ვე უარ­ყო სპარ­ცის პრე­ტენ­ზია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ საკ­მა­რი­სი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა არ ეწე­ვა უკ­რა­ი­ნის­თვის აშშ-ის ია­რა­ღის გა­და­ცე­მის სა­კითხს.

რო­გორც გა­მო­ცე­მა Politico წერს, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თა­ვი­ან­თი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლე­ბი უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­ტა­ნეს და ხაზს უს­ვა­მენ ერ­თი­ა­ნო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. მაგ­რამ სპარ­ცის ბრალ­დე­ბებ­მა ზე­ლენ­სკის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, კერ­ძოდ კი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის.

  • "ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, რად­გან ასე­თი წე­რი­ლე­ბი კონ­გრე­სი­დან არ მო­დის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვე­ბის გა­რე­შე“, - წერს პო­რო­შენ­კოს პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვლა­დი­მერ არი­ე­ვი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­დრეი ერ­მაკს ამ დრომ­დე ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

  • ვინ არის ვიქ­ტო­რია სპარ­ცი?

ვიქ­ტო­რია სპარ­ცი 1978 წელს, უკ­რა­ი­ნა­ში, ნო­ვის­კა­ში დი­ა­ბა­და. და­ამ­თავ­რა კი­ე­ვის ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ის ემიგ­რა­ცი­ა­ში აშშ-ში 2010 წელს წა­ვი­და.

2006 წელს ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. და­ამ­თავ­რა ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ჰქონ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბუ­ღალ­ტრის მოწ­მო­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა 2017 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ინ­დი­ა­ნას სე­ნატ­ში და­ი­ნიშ­ნა ერთ-ერთი ოლ­ქის წარ­მო­მად­გენ­ლად.

ის არის პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი კონ­გრეს­მე­ნი ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
2

გამოიჭირეს ხახოლი ბიჭები ომში ფულის კეთებაზე, ალბათ ჯამბაზი საერთოდ არ იყო საქმის კურსში ))))

ჯეჯე
2

კიდევ ერთი "ძირძველი უკრაინელი" არის კი ვინმე ეთნიკურად უკრაინელი უკრაინის მთავრობაში?:) 

ავტორი:

უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კონგრესმენის სკანდალური ბრალდებები ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ - რატომ მოუწოდებს ვიქტორია სპარცი ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადადგომისკენ

უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კონგრესმენის სკანდალური ბრალდებები ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ - რატომ მოუწოდებს ვიქტორია სპარცი ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადადგომისკენ

რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ უკრაინის მთავარი მხარდამჭერია. უკრაინას ის ეხმარება როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ჰუმანიტარული კუთხით და საჯარო განცხადებების დონეზე აქამდე ამერიკელ და უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის არავითარი დაძაბულობა არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე დღეა ვითარება შეიცვალა.

  • უკრაინული წარმომავლობის ამერიკელი კონგრესმენი, ვიქტორია სპარცი ბოლო დღეებია ღიად აკრიტიკებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს და გამოთქვამს ეჭვს, რომ ის რუსულ ინტერესებს ატარებს.

მედიაში გავრცელდა სპარცის წერილი, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. წერილში ის მოუწოდებს ბაიდენს დაინტერესდეს და შეამოწმოს რამდენად საიმედოა ერმაკი. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ერმაკმა თავის მოადგილედ ოლეგ ტატაროვი დანიშნა, რომელიც სპარცის აზრით, "დამოუკიდებელი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნას აჭიანურებს." კონგრესმენი წერილში წერს, რომ ენდრეი ერმაკი სარგებლობს ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ნდობით.

ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა დაინტერესებულიყო ერმაკის სანდოობის საკითხით და დაუყოვნებლივ ეცნობებინა კონგრესისთვის მოკვლევის შედეგი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვიქტორია სპარცმა ბაიდენი და ზელენსკი ომთან დაკავშირებით მათი მიდგომის გამო გააკრიტიკა, რამაც ორივე ქვეყნის ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია.

  • სპარცის მორიგი განცხადება

კონგრესმენი უკრაინის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესახებ მორიგ განცხადებას აქვეყნებს და ამჯერად ის ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოიწოდებს. მისი აზრით, ერმაკი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს და ასევე კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით საეჭვო ქმედებაშია ჩართული.

  • უკრაინის ოფიციალური პასუხი

კონგრესმენის ბოლო განცხადების შემდეგ უკრაინის ოფიციალურ უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა მანამდე განცხადება გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

  • "ჩვენ ვურჩევთ ქალბატონ სპარცს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ომის თემაზე და უკრაინელების მწუხარების შესახებ უსაფუძვლო სპეკულაციებით ნუ ეცდება პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. განსაკუთრებით ცინიკურია უკრაინული წარმოშობის კონგრესმენის მანიპულაციები უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ“, - წერს ოლეგ ნიკოლენკო "ფეისბუქზე."

ნიკოლენკომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სპარცის რიტორიკის მიუხედავად, უკრაინა "ღრმად მადლიერია კონგრესისა და პირადად ბაიდენის, მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გამო, რომელიც აშშ-მა ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გაიღო."

მანვე სპარცი დაადანაშაულა მცდელობაში, "დაებრუნებინა ამერიკულ პოლიტიკაში რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივი უკრაინის ხელმძღვანელობის ერთი შეხედვით რუსეთთან კავშირების შესახებ".

მან ასევე უარყო სპარცის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საკმარისი ზედამხედველობა არ ეწევა უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის გადაცემის საკითხს.

როგორც გამოცემა Politico წერს, უკრაინელებმა თავიანთი შიდა პოლიტიკური ბრძოლები უკანა პლანზე გადაიტანეს და ხაზს უსვამენ ერთიანობის აუცილებლობას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ სპარცის ბრალდებებმა ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტების ყურადღება მიიპყრო, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოპოზიციური პარტიის წევრების.

  • "ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია, რადგან ასეთი წერილები კონგრესიდან არ მოდის საფუძვლიანი ეჭვების გარეშე“, - წერს პოროშენკოს პარტიის წარმომადგენელი ვლადიმერ არიევი.

აღსანიშნავია, რომ ანდრეი ერმაკს ამ დრომდე ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • ვინ არის ვიქტორია სპარცი?

ვიქტორია სპარცი 1978 წელს, უკრაინაში, ნოვისკაში დიაბადა. დაამთავრა კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი. ის ემიგრაციაში აშშ-ში 2010 წელს წავიდა.

2006 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. დაამთავრა ინდიანას უნივერსიტეტი. ჰქონდა პროფესიონალი ბუღალტრის მოწმობა და ამ მიმართულებით მუშაობდა. მისი პოლიტიკური კარიერა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც ინდიანას სენატში დაინიშნა ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენლად.

ის არის პირველი და ერთადერთი კონგრესმენი ისტორიაში, რომელიც უკრაინაშია დაბადებული.