პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი
"დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"ჯერ დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და ამის შემ­დეგ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის და­წე­ვა და არა პი­რი­ქით - ბა­რი­ე­რის და­წე­ვა, რო­გორც დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბა ან დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ინ­სტრუ­მენ­ტი. დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და­ბალ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს რომ შე­ეძ­ლოს, აქამ­დე დიდი ხნის შემ­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და", - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვას, რო­მე­ლიც ბა­რი­ე­რის 2%-მდე და­წე­ვას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ამ კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნა, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 1%-იანი ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში ჩა­ტარ­და, თუმ­ცა “პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა ვე­რა­ვინ შე­ა­ტყო“.

ამას­თან, პა­პუ­აშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის სა­კი­თხი ღიაა და ის მმარ­თველ გუნდს არ და­უ­ხუ­რავს.

"პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის პრობ­ლე­მაა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ცდი­ლობს სხვა გან­ხილ­ვის ფორ­მატ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა თე­მე­ბი შე­მო­ი­ტა­ნოს. ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი 12 პუნ­ქტი­დან არც ერთი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს არ ეხე­ბა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში წე­რია, 19 აპ­რი­ლის შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, მაგ­რამ არ­სად წე­რია 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არ­სის შეს­რუ­ლე­ბა - ეს რომ ვინ­მეს სდო­მო­და, პირ­და­პირ იტყო­და. იქ, სა­დაც ევ­რო­პულ­მა კო­მი­სი­ამ სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი შარლ მი­შელს შე­თან­ხმე­ბი­დან გად­მო­ი­ტა­ნა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ჩა­წე­რა. ასე­თია გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი. სხვა სა­კი­თხე­ბი არ არის. ამი­ტომ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას და არ უნდა იყოს მცდე­ლო­ბა იმი­სა, ის სა­კი­თხე­ბი შე­მო­ი­ტა­ნონ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

ქართული მენტალობიდან გამომდინარე ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა იქნება დე­პო­ლა­რი­ზა­ცია ანუ დღევანდელი ხელისუფლებისა და რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან ნორმალური, საქმიანი და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ურთიერთობის დალაგება.

დაბრალება გადაბრალებით არაფერი არ გამოვა.

ორივე მხარემ, პოზიციამ და ოპოზიციამ უნდა ისწავლოს ერთმანეთთან ნორმალური და ცივილური ურთიერთობა, ლაპარაკი, მსჯელობა, კამათი და სხვადასხვა მოსაზრებების დასაბუთება ქვეყნისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების რთულ გზაზე.

Patriot
0

საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს 5%! რატომ არ არიან დაბალრეიტინგიანი პარტიები აშშ-ში, იმიტომ რომ ვერაფერს წყვეტენ, დაბალრეიტინგიანი პარტიები და მათი წევრები სჭირდებათ აქ უცხო ქვეყნებს, პირდაპირ აგენტებად ყავთ პარლამენტში, ხელფასსაც საქართველოს ბიუჯეტიდან უხდიან!

ავტორი:

"დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"ჯერ დეპოლარიზაცია და ამის შემდეგ საარჩევნო ბარიერის დაწევა და არა პირიქით - ბარიერის დაწევა, როგორც დეპოლარიზაციის წინაპირობა ან დეპოლარიზაციის ინსტრუმენტი. დეპოლარიზაცია დაბალ საარჩევნო ბარიერს რომ შეეძლოს, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დასმულ კითხვას, რომელიც ბარიერის 2%-მდე დაწევას გულისხმობს.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდა, თუმცა “პოლარიზაციის შემცირება ვერავინ შეატყო“.

ამასთან, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი ღიაა და ის მმართველ გუნდს არ დაუხურავს.

"პოლიტიკური დისკუსიის პრობლემაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სხვა განხილვის ფორმატში აბსოლუტურად სხვა თემები შემოიტანოს. ევროპული კომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტიდან არც ერთი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეხება.

ევროკომისიის რეკომენდაციებში წერია, 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება დეპოლარიზაციის მიზნით, მაგრამ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება - ეს რომ ვინმეს სდომოდა, პირდაპირ იტყოდა. იქ, სადაც ევროპულმა კომისიამ საჭიროდ ჩათვალა, გარკვეული საკითხები შარლ მიშელს შეთანხმებიდან გადმოიტანა და რეკომენდაციებში ჩაწერა. ასეთია გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული საკითხი. სხვა საკითხები არ არის. ამიტომ მანიპულაციას წერტილი უნდა დაესვას და არ უნდა იყოს მცდელობა იმისა, ის საკითხები შემოიტანონ, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.