საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედ პიტი 1 წლის განმავლობაში საფრანგეთის მამულში განძს ეძებდა -  "შეპყრობილი ვიყავი... მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, თავს გასულელებულად ვგრძნობ"
ბრედ პიტი 1 წლის განმავლობაში საფრანგეთის მამულში განძს ეძებდა -  "შეპყრობილი ვიყავი... მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, თავს გასულელებულად ვგრძნობ"

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ბრედ პიტი ამ­ბობს, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ვი­ლა­სა და ვი­ლის ეზო­ში განძს ეძებ­და, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი გან­ძი არ არ­სე­ბობ­და.

რო­დე­საც ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი "მი­რა­ვა­ლის" ვი­ლას ყი­დუ­ლობ­და, და­არ­წმუ­ნეს, რომ იქ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­მარ­ხუ­ლი გან­ძი ინა­ხე­ბო­და, თუმ­ცა ბრე­დის თქმით, ის მო­ა­ტყუ­ეს და გა­ა­ცუ­რეს, რად­გა­ნაც უფრო მეტი ფული გა­და­ე­ხა­და.

რო­გორც ბრე­დი GQ-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, ის და­არ­წმუ­ნეს, რომ ვი­ლის თავ­და­პირ­ველ­მა მფლო­ბელ­მა, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბე­ბის დროს ლე­ვან­ტე­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქრო სწო­რედ აქ და­მარ­ხა.

"შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი. 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. შე­იძ­ლე­ბა ეს იმის გამო და­მე­მარ­თა, რომ მი­სუ­რი­ში, ოზარ­კის მთებ­ში და­ვი­ბა­დე. აქ ყო­ველ­თვის ყვე­ბოდ­ნენ ის­ტო­რი­ებს და­მარ­ხუ­ლი გან­ძის შე­სა­ხებ",- ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

გან­ძის პოვ­ნის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი პიტი იქამ­დე მი­ვი­და, რომ სა­რა­და­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც კი შე­უ­ძე­ნია.

პიტ­მა თქვა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ის თავს "გა­სუ­ლე­ლე­ბუ­ლად" გრძნობ­და. "მხო­ლოდ გან­ძის ძებ­ნა იყო სა­ხა­ლი­სო",- თავს იმ­ხნე­ვებს მსა­ხი­ო­ბი.

მას შემ­დეგ, რაც ჯო­ლიმ შატო "მი­რა­ვა­ლის" კუთ­ვნი­ლი წილი რუს ოლი­გარ­ქზე გა­ყი­და, ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­და. ბრედ პიტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ყი­და მათი სა­ერ­თო ვე­ნა­ხე­ბის კუთ­ვნი­ლი წილი, რათა ექსმე­უღ­ლე და­ე­ზა­რა­ლე­ბი­ნა.

წყა­რო: huffpost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
1

ელემენტალურად, რატომ არ კითხა წინა მფლობელს, თვითონ რატომ არ ეძება განძი, 

ტოტო
2

ამას ეტყობა ტომ სოიერის მეტი წიგნი არ აქვს წაკითხული.იმათთვის ვისაც არ აქვს წაკითხული ტომ სოიერი, იქ ბიჭები განძს პოულობენ.

ავტორი:

ბრედ პიტი 1 წლის განმავლობაში საფრანგეთის მამულში განძს ეძებდა -  "შეპყრობილი ვიყავი... მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, თავს გასულელებულად ვგრძნობ"

ბრედ პიტი 1 წლის განმავლობაში საფრანგეთის მამულში განძს ეძებდა -  "შეპყრობილი ვიყავი... მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, თავს გასულელებულად ვგრძნობ"

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ვილასა და ვილის ეზოში განძს ეძებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეალურად არანაირი განძი არ არსებობდა.

როდესაც ოსკაროსანი მსახიობი "მირავალის" ვილას ყიდულობდა, დაარწმუნეს, რომ იქ შუა საუკუნეებში დამარხული განძი ინახებოდა, თუმცა ბრედის თქმით, ის მოატყუეს და გააცურეს, რადგანაც უფრო მეტი ფული გადაეხადა.

როგორც ბრედი GQ-სთან ინტერვიუში ჰყვება, ის დაარწმუნეს, რომ ვილის თავდაპირველმა მფლობელმა, შუა საუკუნეებში, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ლევანტედან წამოღებული მილიონობით დოლარის ღირებულების ოქრო სწორედ აქ დამარხა.

"შეპყრობილი ვიყავი. 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. შეიძლება ეს იმის გამო დამემართა, რომ მისურიში, ოზარკის მთებში დავიბადე. აქ ყოველთვის ყვებოდნენ ისტორიებს დამარხული განძის შესახებ",- ამბობს მსახიობი.

განძის პოვნის იდეით შეპყრობილი პიტი იქამდე მივიდა, რომ სარადარო აღჭურვილობაც კი შეუძენია.

პიტმა თქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ის თავს "გასულელებულად" გრძნობდა. "მხოლოდ განძის ძებნა იყო სახალისო",- თავს იმხნევებს მსახიობი.

მას შემდეგ, რაც ჯოლიმ შატო "მირავალის" კუთვნილი წილი რუს ოლიგარქზე გაყიდა, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა. ბრედ პიტი ირწმუნება, რომ ანჯელინა ჯოლიმ სპეციალურად გაყიდა მათი საერთო ვენახების კუთვნილი წილი, რათა ექსმეუღლე დაეზარალებინა.

წყარო: huffpost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა