პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინა ბათუმში, ძმისგან ნაჩუქარი 49 ათასი და ტელევიზიაში დასაქმებული შვილი - რა ქონებას ფლობს ეკა ხერხეულიძე?
ბინა ბათუმში, ძმისგან ნაჩუქარი 49 ათასი და ტელევიზიაში დასაქმებული შვილი - რა ქონებას ფლობს ეკა ხერხეულიძე?

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე ჯერ კი­დევ 1989 წლი­დან იყო ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­დამ­ჭე­რი წლე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ გუნდში მოხ­ვდა და აქამ­დე უერ­თგუ­ლა. ხერ­ხე­უ­ლი­ძე გია ბა­რა­მი­ძეს­თან ერ­თად, ერთ-ერ­თია იმ ძვე­ლი გუნ­დი­დან, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბად დარ­ჩნენ.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, სა­ა­კაშ­ვილ­თან პი­რა­დი მე­გობ­რო­ბაც აკავ­ში­რებს. ის პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ელის მა­რი­ას სა­ერ­თო ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კო­სი სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის ერთ-ერთი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რია და მას ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან ენ­დო­ბა...

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ დეკ­ლა­რა­ცია 2022 წელს შე­ავ­სო. პო­ლი­ტი­კოსს ორი ვაჟი - გი­ორ­გი და ნი­კო­ლო­ზი ჰყავს, რომ­ლე­ბიც 1997-1998 წლებ­ში შე­ე­ძი­ნა. მე­უღ­ლე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. მას­ზე ხერ­ხე­უ­ლი­ძეს არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

ეკა­ტე­რი­ნე ხერ­ხე­უ­ლი­ძე ფლობს სარ­დაფს ბა­თუმ­ში და ბი­ნას, რო­მე­ლიც 2008 წელს 100 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბით დე­პუ­ტატს თბი­ლის­ში ბინა არ აქვს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბიდ დროს ეკა­ტე­რი­ნე ხერ­ხე­უ­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 193,65 დო­ლა­რი და 2036,02 ლარი. ანა­ბარ­ზე 241,06 დო­ლა­რი.

დე­პუ­ტატს ერთი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სით სა­ხელ­ფა­სო სარ­გო 51105,9 ლარი და­ე­რი­ცხა.

ხერ­ხე­უ­ლი­ძის ვაჟი ნი­კო­ლოზ მჭედ­ლიშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არხზე" მე­მონ­ტა­ჟედ მუ­შა­ობს. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2021 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 15 000 ლარი და­ე­რი­ცხა.

ეკა­ტე­რი­ნე ხერ­ხე­უ­ლი­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ძმის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა შე­მო­სავ­ლის სა­ხით 49 000 დო­ლა­რი აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბელა
5

უფალმა დალოცოს კარგი ადამიანია.

მია
1

ისე,ამის შვილების მამას რა სჭირს დასამალი???

ავტორი:

ბინა ბათუმში, ძმისგან ნაჩუქარი 49 ათასი და ტელევიზიაში დასაქმებული შვილი - რა ქონებას ფლობს ეკა ხერხეულიძე?

ბინა ბათუმში, ძმისგან ნაჩუქარი 49 ათასი და ტელევიზიაში დასაქმებული შვილი - რა ქონებას ფლობს ეკა ხერხეულიძე?

ეკა ხერხეულიძე ჯერ კიდევ 1989 წლიდან იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი წლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოხვდა და აქამდე უერთგულა. ხერხეულიძე გია ბარამიძესთან ერთად, ერთ-ერთია იმ ძველი გუნდიდან, რომელიც სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებად დარჩნენ.

ეკა ხერხეულიძეს გარდა პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობისა, სააკაშვილთან პირადი მეგობრობაც აკავშირებს. ის პირველი იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ქალიშვილის ელის მარიას საერთო ფოტო გამოაქვეყნა. ამბობენ, რომ პოლიტიკოსი სააკაშვილის ოფიციალური გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორია და მას ექსპრეზიდენტი ძალიან ენდობა...

ეკა ხერხეულიძემ დეკლარაცია 2022 წელს შეავსო. პოლიტიკოსს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკოლოზი ჰყავს, რომლებიც 1997-1998 წლებში შეეძინა. მეუღლე დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასზე ხერხეულიძეს არასოდეს უსაუბრია.

ეკატერინე ხერხეულიძე ფლობს სარდაფს ბათუმში და ბინას, რომელიც 2008 წელს 100 000 ლარად შეიძინა. ოფიციალური დოკუმენტებით დეპუტატს თბილისში ბინა არ აქვს.

დეკლარაციის შევსებიდ დროს ეკატერინე ხერხეულიძეს საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 193,65 დოლარი და 2036,02 ლარი. ანაბარზე 241,06 დოლარი.

დეპუტატს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით სახელფასო სარგო 51105,9 ლარი დაერიცხა.

ხერხეულიძის ვაჟი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ტელეკომპანია "მთავარი არხზე" მემონტაჟედ მუშაობს. დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ხელფასის სახით 15 000 ლარი დაერიცხა.

ეკატერინე ხერხეულიძეს დეკლარაციაში ძმისგან მიღებული თანხა შემოსავლის სახით 49 000 დოლარი აქვს დაფიქსირებული.