საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილია 50-წლამდე მამაკაცი, დაჭრილებს შორის არასრულწლოვანი ბიჭიც არის - რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე?
გარდაცვლილია 50-წლამდე მამაკაცი, დაჭრილებს შორის არასრულწლოვანი ბიჭიც არის -  რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე?

დღეს ისან­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სკვერ­ში და­წყე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვი­სას ერთი მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. "დირ­სის“ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ დრომ­დე კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. და­პი­რის­პი­რე­ბა ორ ჯგუფს შო­რის სკვერ­ში და­ი­წყო და კორ­პუ­სის ეზო­ში მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მო­ტი­ვი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი­ვე ერთი ოჯა­ხის წევ­რია და მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი, 16 წლის ბი­ჭია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლი ორი ახალ­გაზ­რდა იყო, კონ­ფლიქ­ტი კი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო. მა­თი­ვე თქმით, ოთხი­ვე ადა­მი­ა­ნი ერ­თმა თავ­დამ­სხმელ­მა ჯერ და­ნით დაჭ­რა და შემ­დეგ ქვა და ხელ­კე­ტიც გა­მო­ი­ყე­ნა.

დაჭ­რი­ლე­ბი ინ­გო­როყ­ვას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოთხი­დან ერთი გარ­დაც­ვლი­ლი 50 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია, და­ნარ­ჩე­ნი სამი კი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად არის დაჭ­რი­ლი და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია დამ­ნა­შა­ვეც.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის 108-ე და 19/109 მუხ­ლე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ერთმა ადამიანმა ოთხი ადამიანი დაჭრა,ჩაკ ნორისი იყო?

ანა
3

გაამწარეს ნაძირლებმა და გახადეს მკვლელი, ძაან უზრდელი თაობა მოდის,ნახევარზე მეტი ჩასაძაღლებელია

ავტორი:

გარდაცვლილია 50-წლამდე მამაკაცი, დაჭრილებს შორის არასრულწლოვანი ბიჭიც არის - რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე?

გარდაცვლილია 50-წლამდე მამაკაცი, დაჭრილებს შორის არასრულწლოვანი ბიჭიც არის -  რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე?

დღეს ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაწყებული კრიმინალური გარჩევისას ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. "დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ. დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის სკვერში დაიწყო და კორპუსის ეზოში მკვლელობით დასრულდა. სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ამ დრომდე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, ოთხივე ერთი ოჯახის წევრია და მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭია. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი ორი ახალგაზრდა იყო, კონფლიქტი კი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. მათივე თქმით, ოთხივე ადამიანი ერთმა თავდამსხმელმა ჯერ დანით დაჭრა და შემდეგ ქვა და ხელკეტიც გამოიყენა.

დაჭრილები ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ოთხიდან ერთი გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, დანარჩენი სამი კი შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთანავე, იდენტიფიცირებულია დამნაშავეც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 108-ე და 19/109 მუხლებით.